კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 9–15 ნოემბერი

© Pixabay / FotocitizenЗакат в горах и облака
Закат в горах и облака - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში გაჩნდება მრავალი შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ დაკარგული კონტროლი, ან ყველაფერი თავიდან დავიწყოთ

14 ნოემბერს მარსი რეტროფაზიდან გამოდის და 15 ნოემბრიდან ის ვერძის ნიშანში პირდაპირ სვლას იწყებს. ბევრი იგრძნობს ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას, გახდება აქტიური, თამამი, ამტანი.

„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში>>

როგორი იქნება ეს კვირა კონკრეტულად ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

თეთრი ხარი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ნებისმიერ სიტუაციაში ფრთხილად იყავით და მოერიდეთ საშიშროების წყაროს. ეფექტური იქნება დამოუკიდებელი მუშაობა და ფიზიკური მოქმედებები. თქვენმა გეგმებმა და იდეებმა, თუნდაც ისინი კარგად მოფიქრებული და დასაბუთებული იყოს, შესაძლოა, წინააღმდეგობა გამოიწვიოს პარტნიორებში.

უსიამოვნებები იმის გამო გაჩნდება, რომ ენერგიას ფუჭად ხარჯავთ კამათსა და უსარგებლო კონსულტაციებზე. დაგროვებულმა წინააღმდეგობებმა, შესაძლოა, ურთიერთობები გაგიფუჭოთ, ხოლო ნაჩქარევმა დასკვნებმა ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს. წარმატების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ის უზარმაზარ მატერიალურ და ფიზიკურ რესურსებს მოითხოვს.

კურო

არ არის გამორიცხული, რომ ახალი საქმიანობა დაიწყოთ, რაც საშუალებას მოგცემთ, საზოგადოებაში თავი სხვაგვარად წარმოადგინოთ და სოციალური მიმართულება შეიცვალოთ. ახალი ნაცნობობა ან საქმიანი პარტნიორობის, ან ახალი ურთიერთობების დაწყებას მოასწავებს. ეს კავშირი ან ქორწინებით ან კარგი მეგობრობით დასრულდება.

ქალი - Sputnik საქართველო
2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის – რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს

ამ პერიოდში მოსალოდნელია წინადადების მიღება თანამშრომლობაზე, ერთობლივ საქმიანობაზე, შეთანხმებების, კონტრაქტების დადება... კარგი პერიოდია პრეზენტაციებისთვის, სხვადასხვა ღობნისძიებისთვის, მაგრამ თანხასთან დაკავშირებით იფრთხილეთ – ბიუჯეტს არ გადააჭარბოთ.

ტყუპი

ყურადღების ცენტრში მოექცევით, იქნებით სხვებისთვის გეზის მიმცემი, ამიტომ არ გაუშვათ შემთხვევა ხელიდან და აჩვენეთ, რომ საქმის ერთგული ხართ, დაიცავით საკუთარი პრინციპები და შეძლებთ ზურგის გამაგრებას. მიზნის მიღწევა შესაძლებელია მეტოქეობის შემთხვევებშიც და აგრესიულ სიტუაციებშიც კი.

აუცილებელია დამოუკიდებლად შექმნათ სხვადასხვაგვარი ვითარება, მონაწილეობა მიიღოთ მრავალფეროვან საქმიანობაში, გააფართოვოთ საურთიერთობო წრე. ეს დაგეხმარებათ იმ შესაძლებლობების მოზიდვაში, რაც გჭირდებათ მიზნის მიღწევისთვის. ინიციატივის ხელში აღებას ნებისმიერ საქმეში შეძლებთ.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კირჩხიბი

მომატებული ემოციურობა დასახული მიზნებისკენ სვლაში გიშლით ხელს. დაუფიქრებელი საქციელის, კაპრიზების გამო მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები გარშემომყოფებთან, ეს კი პრობლემებს შეგიქმნით სამუშაოსა და ბიზნესში.

ამ პერიოდში არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი სასიცოცხლო ძალები გადამეტებით შეაფასოთ, ამის გამო კი შესაძლებელია ტრავმების მიღება, ძალების კონცენტრირება შეცდომით იმ საქმეზე, რომელიც ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ურთიერთობებში ცვლილებების შეტანის სურვილმა ასევე შეიძლება დაუფიქრებელი საქციელი გამოიწვიოს.

ლომი

ენდეთ ინტუიციას, ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და შეძლებთ სულიერი ან შემოქმედებითი შთაგონების პოვნას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული, რომ თქვენ წინაშე დახურული კარი გაიხსნას და შეძლოთ თქვენი ამბიციების განხორციელება. დიდ სიხარულს მოგიტანთ საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ეს პერიოდი ძალზე სახარბიელოა იმისთვის, რომ ჰარმონიაში მოიყვანოთ ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან, თანხმობას მიაღწიოთ ოჯახურ და რომანტიკულ ურთიერთობებში. კარგი დროა ნიშნობის, ქორწინების, საკუთარი გრძნობების გამოხატვისთვის.

ქალწული

ამ პერიოდში ნებისმიერ საკითხში გარკვევას შეძლებთ, ხართ ძალზე გამჭრიახი და ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს უსიტყვოდ იგებთ. ამ კვირაში გელოდებათ უჩვეულო მოვლენებთან შეხება, ისეთ ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებიც ფარულ ცოდნას ფლობენ. ფინანსური სფერო ყურადღებას საჭიროებს.

ბევრი დრო მიაქვს მემკვიდრეობის, გადასახადებისა თუ დაზღვევის საკითხებს, ბაზრის ანალიზს, ვალის გადახდისა თუ დაბრუნების თემებს. ახლა კარგი დროა ინფორმაციის მოძიებისთვის კვლევითი პროექტის ან გამოძიებისთვის.

პატარძალი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში: „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ - არა"

სასწორი

თავს ბევრად თავდაჯერებულად იგრძნობთ, თქვენი ძალისხმევა ტყუილუბრალოდ არ ჩაივლის. თავდაჯერებულება, თავის მხრივ, მოიზიდავს ადამიანებსა და წარმატებას, რომლისკენაც ასე მიისწრაფოდით. კარგი პერიოდია ურთიერთობებისთვის – შეძლებთ სწორად გააანალიზოთ თქვენი პარტნიორი და მისი თქვენდამი დამოკიდებულება.

ასევე გაგიჩნდებათ შანსი, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადაჭრათ. არ არის გამორიცხული სამსახურებრივი რომანის დაწყება. დაადგინეთ საკუთარი პრიორიტეტები და დაიცავით თქვენი პრინციპები.

მორიელი

მიიღებთ პარტნიორობასთან, ერთობლივ პროექტებთან, მოლაპარაკებებთან ან იურიდიულ საკითხებთან  დაკავშირებულ რჩევას ან ინფორმაციას; იგრძნობთ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას, გაგიჩნდებათ გამარჯვების, ყველაფრის ხელში აღების, დომინირების სურვილი და შესაძლებლობა.

მამაკაცი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე უიღბლო ნიშნები, ანუ ვინ მიიჩნევს თავს უბედურად?

გაიზრდება კოლექტიური ღონისძიებების, მასშტაბური პროექტების რიცხვი, რომლებშიც საკვანძო პოზიცია გიკავიათ. ასევე გაჩნდება სასიყვარულო ურთიერთობების გამტკიცების შანსი. ამ კვირაში ასტროლოგები გირჩევენ, ინტუიციას ენდოთ.

მშვილდოსანი

საზოგადოებრივი საქმიანობა კმაყოფილებას მოგიტანთ. დახმარება და მხარდაჭერა თავისათავად მოვა. ამ პერიოდში შეძლებთ მრავალი შემოქმედებითი ინიციატივისა და პროექტის რეალიზებას. არ გაუშვათ შანსი და არ იზარმაცოთ.

ადვილად შეიძლება ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. თქვენ წინაშე გაიხსნება ახალი პერსპექტივები. ახლა დასვენების დრო არაა – ისწავლეთ, აიმაღლეთ კვალიფიკაციის დონე და თქვენი ცხოვრების ხარისხიც ბევრად გაუმჯობესდება.

მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო
ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თხის რქა

ბევრ საკითხს მოეფინება ნათელი, გაჩნდება შეცდომების გამოსწორებისა და წინსვლის შესაძლებლობა. იგრძნობთ მზარდ სურვილს, რომ აღიარონ თქვენი ნიჭი, ძალისხმევა და მიღწევები.

ყოფითი თვალსაზრისით ნელ–ნელა ყველა საკითხი გვარდება, გრძნობთ ხვალინდელი დღის იმედსა და თავდაჯერებულობას, მაგრამ საკუთარ მხრებზე ბევრის აღებით შეიძლება ჯანმრთელობა შეირყიოთ. ასევე შეიძლება გარკვეული იმედგაცრუება იგრძნოთ იმის გამო, რომ მეტის გაკეთება შეგეძლოთ, მაგრამ სხვადასხვა გარემოებამ ხელი შეგიშალათ.

მერწყული

ახლობლები თქვენი გულცივობის გამო იტანჯებიან. თქვენი მისწრაფებები მატერიალურ დონეს აღწევს. კოლეგებსა და კონკურენტებს ბევრ რამეში უკან ჩამოიტოვებთ, მათი მხრიდან კი კრიტიკა და უკმაყოფილებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, შურსა და სარკაზმსაც წააწყდეთ, მაგრამ საკუთარ მიზნებზე უარი არ თქვათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

საქმეების გეგმაზომიერი შესრულება კარგ მატერიალურ შედეგებსა და პერსპექტივებს მოგცემთ. გაგიჩნდებათ ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის შანსი, ეს კი, თავის მხრივ, გაზრდის თქვენს შრომის ნაყოფიერებასა და წარმატებს მიღწევის შესაძლებლობებს.

თევზები

პირადი და ფიზიკური მომხიბვლელობის წყალობით ბევრი რამის მიღწევას შეძლებთ. გაჩნდება ისეთი გარემოებები, რომ შეძლოთ თქვენი გეგმებისა და მნიშვნელოვანი ამოცანების რეალიზება. ხელმძღვანელობის ან გავლენიანი პირების მხრიდან გქონდეთ მატერიალური დახმარების ან იდეური მხარდაჭერის იმედი.

არ არის გამორიცხული სამსახურებრივი რომანის დაწყება. სხვა ადამიანების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და ინტერესის წყალობით წარმატებით შეძლებთ შეთანხმებებისა და გარიგებების დადებას. თქვენ მიერ გამოყენებული იდეები და ინფორმაციები სწრაფ პროგრესს უზრუნველყოფს

ყველა ახალი ამბავი
0