9 ნოემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© courtesy of Travelerქუაქანცალია
ქუაქანცალია   - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 9 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 ნოემბრის პერიოდი

3-12 ნოემბერი მორიელის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება, რომელსაც მზე მართავს.

მნიშვნელოვანი წლებია 15, 25, 30, 45, 50, 60, 75.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება

ამ ადამიანების სიმბოლოა ორქიდეა.

ამ პერიოდში დაბადებულები გულდახურული ადამიანები არიან. ახასიათებთ უნდობლობა, ეჭვიანობა. ხშირად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციებში. არიან ძალზე შრომისმოყვარე, მომთმენი. 

9 ნოემბერს დაბადებულები

9 ნოემბერს დაბადებულებს ძალიან უყვართ ოცნება; ისინი მთელი ცხოვრება ისწრაფვიან სრულყოფილებისკენ როგორც პირად, ისე საქმიან, პროფესიულ სფეროში, მაგრამ სხვა მორიელებისგან განსხვავებით, ორიენტირებული არიან არა რეალურ მიზანზე, არამედ ოცნებაზე. ეს მათ ხშირად ხელს უშლის კონკრეტული შედეგების მიღებაში; მათი ხანდახან შესანიშნავი იდეები პრაქტიკულად ვერ რეალიზდება. ვითარება იმ შემთხვევაში იცვლება, თუ მათ გვერდით აღმოჩნდება ადამიანი, მაგალითად, მეუღლე, მასწავლებელი, რომელიც მას სერიოზულად დაუჭერს მხარს.

რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს>>

9 ნოემბერს დაბადებულები კეთილმოსურნე, გულისხმიერი ადამიანები არიან, მაგრამ ნაკლებად კომუნიკაბელური. ისინი ხშირად არიან საკუთარ ფიქრებში ჩაძირული.

იახტკლუბი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი

9 ნოემბერს დაბადებულები, შეიძლება ითქვას, რომ მორიელებს შორის ყველაზე მეოცნებე ადამიანები არიან, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის წარმატებულ პროფესიულ საქმიანობაში. ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ კარიერული ზრდისთვის - ძლიერი ხელმძღვანელია.

ამ დღეს დაბადებულები არაორდინარული პიროვნებები არიან. აქვთ ბევრი ღირსება - არიან ერთგული, უღალატო ადამიანები, აფასებენ მეგობრობას. მათი გაგება რთულია, მათი მოქმედებების გამოცნობა - შეუძლებელი, მაგრამ ამასთან, მათ ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ.

9 ნოემბერს დაბადებულები იშვიათად ისწრაფვიან თავბრუდამხვევი კარიერის აწყობისკენ. თავს მეტად კომფორტულად გრძნობენ, როდესაც წყნარად აკეთებენ საყვარელ საქმეს, რომლისთვისაც კარგად იხდიან. ისინი ეფექტურად მუშაობენ როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში.

მისტიკა - Sputnik საქართველო
ასტროლოგია და კარანტინი – ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

9 ნოემბერს დაბადებულების სუსტი წერტილია ემოციური სფერო. ბევრი ამჟღავნებს არასტაბილურობას, ასაკთან ერთად ეს პრობლემაც, ხშირად, ღრმავდება, რაც იწვევს სხვადასხვა დარღვევას, მაგალითად ფობიებს, აკვიატებულ მდგომარეობას. ამ პრობლემებთან გამკლავება სპეციალისტის გარეშე რთულია. ფიზიკური თვალსაზრისით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ტრადიციული რჩევებია ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმის დაცვა.

რჩევა:

მორიელებისთვის, ზოგადად, სპორტის გარეშე ცხოვრება ძალზე რთულია, მაგრამ სპორტის სახეობა სწორად უნდა შეარჩიოთ. რეკომენდებულია ისეთი მიმართულებები, რომლებიც ამტკიცებს მებრძოლ სულს და ემოციური მდგომარეობის სტაბილურობას უწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0