სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 7 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

217
(განახლებულია 11:21 07.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 7 ნოემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე  ლომის ნიშანშია.

ენერგიული. შემოქმედებითი განახლებისა და აღმავლობის დღეა. იღვიძებს ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა, მჭევრმეტყველება, საბრძოლო სული, უმჯობესდება განწყობა, ასევე ჩნდება რისკის სურვილი.

კარგი დღეა პრეზენტაციების, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

მთვარე ლომის ნიშანში საუკეთესო დღეებია სიყვარულისთვის.  „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობების, ფლირტისთვის. ურთიერთობები ადვილად ყალიბდება და შემდეგ თანდათანობით შეიძლება მტკიცე კავშირში გადაიზარდოს. ამ დღეებში ყალიბდება ერთობლივი შემოქმედების ურთიერთობების მოდელი, ანუ ძალიან კარგია ერთად წასვლა კულტურულ ღონისძიებებზე.

რეკომენდებულია ცოდნის დონის ამაღლება, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე მუშაობა, კონტრაქტებზე ხელმოწერა, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება, მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტები, მარტივი საკითხების გადაწყვეტა, შემოქმედებითი ადამიანებისა და ამ მიმართულების ორგანიზაციების სპონსორობა.

არარეკომენდებულია ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება, ბევრი მუშაობა, ვაჭრობა, სიზარმაცე.
ძალზე ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე წარმატებული და იღბლიანი დღეა იმისთვის, რომ სალონს ეწვიოთ. ამ დღეს კარგი იქნება თმის შეღებვაც და დახვევაც, მათ შორის, ქიმიური.

მანიკურის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება უპრიანი იქნება.

მებაღეობა: მთვარე ლომის ნიშანშია – არცთუ ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

შეიძლება ხმელი ტოტების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ნესტიან ადგილებში დათესვა მარცვლოვნების, ბალახის დათესვა გაზონებზე, იმ ხილისა და ბოსტნეულის დათესვა–დარგვა, რომლებსაც სინოტივე არ უყვართ. ასევე კარგი დღეა მოწყვისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის.

217
კორონავირუსი

როგორ მოვემზადოთ კორონავირუსთან შესახვედრად: ექიმის რჩევა

48
(განახლებულია 17:15 23.11.2020)
ევგენი კომაროვსკის თქმით, ახლა ექიმები უკვე არა თავად კორონავირუსს, არამედ მის რთულ ფორმას უფრთხიან

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ახლა ექიმებს უკვე არა თავად COVID-19-ის, არამედ მისი მძიმე ფორმებისა ეშინიათ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი და საკუთარ Youtube-არხზე აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ უნდა ავარიდოთ გართულებებსკორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში და ზოგადად, როგორ უნდა მოვამზადოთ ორგანიზმი კორონავირუსითან შესახვედრად.

„დაავადდებით თუ არა, ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: შემხვედრი ვირუსის რაოდენობასა და <…> იმაზე, რა მდგომარეობაში იქნება თქვენი ორგანიზმი შეხვედრის მომენტში“, — ამბობს კომაროვსკი.

მისი თქმით, კორონავირუსის პროფილაქტიკის პოპულარული საშუალებები რეალურად კი არ გვიცავს მისგან, არამედ უბრალოდ გართულებების თავიდან აცილებაში გვეხმარება.

„ბევრი თანამედროვე პროტოკოლი ურჩევს ადამიანებს, არ დაუშვან ვიტამინ D–ს,C–სა და თუთიის დეფიციტი ორგანიზმში, <…> ეს ყველაფერი უნდა მიიღოთ იმისთვის, რომ დაავადება უფრო რთულ ფორმაში არ გადავიდეს“, — ამბობს ექიმი.

რაც შეეხება აღნიშნული ვიტამინებისა და თუთიის დოზებს, კომაროვსკის განმარტებით, ისინი აუცილებლად ექიმმა უნდა განსაზღვროს.

გარდა ამისა, უმაღლესი კატეგორიის პედიატრი გვასწავლის, როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს დიდი დოზით ვირუსებისგან დაცვაში. მისი თქმით, ამისათვის აუცილებელია, მოვერიდოთ ლორწოვანების გამოშრობას.

„უნდა ისუნთქოთ სუფთა, გრილი ჰაერი. ტენიანობის ნორმა 40-60%-ია. მნიშვნელოვანია, არ განიცდიდეთ სითხის ნაკლებობას, უნდა სვათ ნორმალურად. თუ შეგიძლიათ დაიტენიანეთ სასუნთქი გზები მარილის ხსნარებით“, — თქვა ექიმმა.

ამასთან კომაროვსკის რჩევაა, ჯერ გიგრომეტრი (ჰაერის ტენიანობის მზომი) და ჰაერის დამატენიანებელი შევიძინოთ, ვიტამინების მიღებაზე კი მერე ვიფიქროთ.

 

48
თემები:
სასარგებლო რჩევები
სამკურნალო პრეპარატები

როგორც ჩვეულებრივ გრიპს: ცნობილი ექიმი კორონავირუსისთვის ეფექტურ პრეპარატებს ასახელებს

92
(განახლებულია 19:27 23.11.2020)
ცნობილი ექიმი ირწმუნება, რომ COVID-19 თითქმის ყველა შემთხვევაში ისე მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული დაავადება.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. პრეპარატები ინტერფერონი და პარაცეტამოლი ჯერჯერობით ერთადერთი ეფექტური საშუალებებია კორონავირუსთან საბრძოლველად, წერს ცნობილი რუსი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი საკუთარ Telegram-არხზე.

ექიმის თქმით, COVID-19-ის შემთხვევათა 90% ისევე მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული დაავადება, ამიტომ კორონავირუსის მკურნალობისას უნდა დავეყრდნოთ ჯანმოს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობისთვისაა შემუშავებული.

მიასნიკოვის განმარტებით, ინტერფერონების მიღება ნაზალურად (ცხვირში ჩაწვეთებით) შეიძლება, ხოლო დაავადების მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში ეფექტური იქნება ინტერფერონ–გამას ინექციები. რაც შეეხება პარაცეტამოლს, ის მაღალი ტემპერატურის დასაწევად შეიძლება დაენიშნოს პაციენტს.

ამასთან ექიმი ამბობს, რომ COVID-19-ის შემთხვევაში აუცილებელია ნახევრად მწოლიარე რეჟიმის დაცვა, ბევრი წყლის სმა, მსუბუქი, თუმცა კალორიული საკვების მიღება, ავადმყოფის ოთახის ხშირი განიავება და ჰაერის დამატენიანებლების გამოყენება. დამხმარე საშუალებად სასარგებლო იქნება ვიტამინ D-სა და C-ს, და ასევე თუთიის აბების მიღება.

იწვევს შეუქცევად სიყრუეს: ცნობილი ექიმი სახიფათო მედიკამენტებს ასახელებს>>

გარდა ამისა მიასნიკოვმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კორონავირუსის სამკურნალოდ დაუშვებელია ანტიბიოტიკების გამოყენება, რასაც არანაირი დადებითი ეფექტი არ ახლავს. ამასთან ნაკლებად ეფექტურია ანტივირუსული პრეპარატებიც — როგორც ახალი, ისე ძველი. მათი მაქსიმუმი სარგებელი ისაა, რომ დაავადების ხანგრძლივობა შეიძლება ერთი ან ორი დღით შეამოკლონ.  

92
თემები:
სასარგებლო რჩევები
საქართველოს სამხედრო გზა

ზემო ლარსი დღეს: გზა ყველა სახის ტრანსპორტის თავისუფალია

0
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტოტრასა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის თავისუფალია

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა ყველა სახის ტრანსპორტისთვის, მათ შორის სატვირთოებისთვის, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 ნოემბერს გვიან ღამით თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.

ამ დროისათვის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს სააგენტოს მონაცემებით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოელებისთვის 2020 წლის მარტიდან ჩაიკეტა, ღიაა მხოლოდ ტვირთის გადამზიდავებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში