სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

97
(განახლებულია 10:35 06.11.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 6 ნოემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე  კირჩხიბის ნიშანშია.

ესაა სენტიმენტური გრძნობების, ემოციური მერყეობის დღე, მგრძნობირობა მატულობს, ამიტომ საჭიროა დიპლომატიურობა.

ამ დროს ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მეოცნებენი ხდებიან და მოგონებებს ეძლევიან. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები უფრო სულიერი და ემოციურად სავსე ხდება.

სიყვარულში მგზნებარება უკან იხევს და წინა პლანზე სინაზე გამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს აჩვენოთ თქვენი თანაგრძნობა, ზრუნვა, ნდობა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ თქვენი გრძნობები და ემოციები. ასევე არის საშიშროება, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ.

ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ძალიან ხშირად ქორწინებით გვირგვინდება.

რეკომენდებულია აქტიურობა, წინსვლა, ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა, ბიზნეს–საქმიანობა, კონტაქტი ხელმძღვანელობასთან და საზოგადო მოღვაწეებთან, ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდში, შემოქმედებითა და ხელოვნებით დაკავება, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ახალი საქმეების დაწყება.

არარეკომენდებულია გუნდისგან გამოცალკევება და მით უმეტეს, მასთან დაპირისპირება, წვრილმანებზე დროის დაკარგვა.

ძალზე ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კირჩხიბის დღეები ძალზე მგრძნობიარეა ნებისმიერი პროცედურის მიმართ. ამ დღეს არაა რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა. კარგი დღეა სახის ნიღბისთვის.

ასევე არახელსაყრელი დროა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კირჩხიბი ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი ხეების დარგვა, ფორმის მიმცემი გასხვლა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა.

არასასურველია ისეთი მცენარეების დარგვა–დათესვა, რომლებიც დიდი სიმაღლის იზრდებიან, ხილის ხეებისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

97
ქალი ყაყაჩოებში

2021 წლის ჰოროსკოპი: ქალწული ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

25
(განახლებულია 07:17 27.11.2020)
როგორი იქნება 2021 წელი ქალწულებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

2021 – თეთრი ხარის წელიწადი მარტივი არ იქნება, მაგრამ რამდენადაც ქალწულები ზოდიაქოს ბრძენ ნიშანთა რიცხვს განეკუთვნებიან, ისინი ნებისმიერი პრობლემიდან გარკვეული გაკვეთილის გამოტანას ცდილობენ, რათა ერთი და იგივე შეცდომა არ გაიმეორონ. 2021 წელს ეს პრობლემები, ძირითადად, უმნიშვნელო იქნება და ხშირად თავად ქალწულების გადაწყვეტილებაზე არ იქნება დამოკიდებული.

ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება>>

ქალწული მამაკაცი

მამაკაც ქალწულებს, შესაძლოა, რაღაც გეგმები ჩაუვარდეთ, ჰქონდეთ გარკვეული გაუგებრობები და თავდაჯერებულობის მოულოდნელი შერყევები. ბევრი სირთულე არაპროგნოზირებადი იქნება, რაც გადაწყვეტილების მოძებნის მცდელობაზე უარყოფითად აისახება. ასტროლოგები გირჩევენ, ყოველგვარ მოვლენას რაც შეიძლება მარტივად შეხედოთ.

ფინანსები და სამუშაო: ქალწულებისთვის ყველაზე პროდუქტიული დრო გაზაფხულის პირველი ნახევარი და შემოდგომის მიწურული იქნება. იღბალი ყველა პროფესიის წარმომადგენლების გვერდით დადგება. თქვენ მხოლოდ მოტივაცია და ენთუზიაზმი დაგჭირდებათ. ექსპერტები გირჩევენ, ფულთან დაკავშირებით იფრთხილოთ, ნებისმიერი ნივთი დაფიქრებით იყიდოთ და თანხა ქარს არ გაატანოთ.

სიყვარული და ურთიერთობები: სიყვარულში ქალწულ მამაკაცებს ძალიან გაგიმართლებთ. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც თავისი მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვია. ვარსკვლავები და პლანეტები გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.

განწყობა და ჯანმრთელობა: 2021 წელს ქალწულმა მამაკაცებმა ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს. არ შეიძლება, ყურადღება არ მიაქციოთ ორგანიზმის სიგნალებს იმის თაობაზე, რომ რაღაც წესრიგში არაა.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

ქალწული ქალი

2021 წელი ქალწულებს ბევრ სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ. იანვრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ადრე გაწეული სამუშაოს პირველი ნაყოფის მიღება. საუკეთესო იქნება თქვენთვის დროის მუშაობაში ინვესტირება, მაგრამ, ამავდროულად, არ უნდა დაივიწყოთ დროული დასვენებაც. ასტროლოგები ასევე გირჩევენ, რომ სასურველი რეალობად არ მიიღოთ.

ფინანსები და სამუშაო: ფინანსურ სფეროში ქალმა ქალწულებმა აუცილებლად უნდა მოუსმინოთ და ენდოთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშანს შორის თქვენთვის ყველაზე მძლავრი იარაღი გახდება. მეექვსე გრძნობა განსაკუთრებით დაეხმარება შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე ქალწულებს. ძვირადღირებული ნივთების შეძენა უპრიანი ზაფხულში იქნება, სხვა დროს, სჯობს, ამისგან თავი შეიკავოთ.

სიყვარული და ურთიერთობები: ამ ნიშნის ქალებს, მამაკაცების მსგავსად, ვარსკვლავები მომხიბვლელობისა და ქარიზმის განსაკუთრებულ აურას გიბოძებენ. გრძნობებთან დაკავშირებულ საკითხებში ქალწულები წარმატებებს უკვე 2021 წლის პირველივე დღეებიდან მიაღწევთ. შეგიძლიათ პაემანზე წასვლა, ინიციატივის გამოჩენა, მაგრამ მოვლენების დაჩქარება არ ივარგებს.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

განწყობა და ჯანმრთელობა: ამ სფეროში ქალ ქალწულებს უფრო მშვიდი წელი გელოდებათ, ვიდრე მამაკაცებს. განწყობის მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც თქვენს გეგმებს დაარღვევს და იღბალს დაგაშორებთ, მოსალოდნელი არ არის. ზამთარსა და გაზაფხულზე კარგი იქნება, თუ ნეგატიური ჩვევებისგან გათავისუფლდებით.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძებისკუროებისტყუპების, კირჩხიბებისა და ლომებისთვის.

25
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 27 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

12
(განახლებულია 09:54 26.11.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

27 ნოემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია.

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია კორექტივების შეტანა ბიზნესში, გავლენის სფეროს გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, ახალი ინფორმაციების მიღება, ცოდნის გაღრმავება, მუშაობა, მატერიალური საკითხებით დაკავება.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეებისა და წამოწყებების დაწყება, ადრე დაწყებული საქმეების მიტოვება, სიზარმაცე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.

12