შემოდგომა

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 2–8 ნოემბერი

1820
(განახლებულია 11:57 02.11.2020)
როგორი იქნება შემოდგომის ბოლო თვის პირველი კვირა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

ვარსკვლავების განწყობა ამ კვირაში ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის დადებითი და ხელსაყრელი იქნება. წარმატებები ელოდება უკლებლივ ყველას, მთავარია, გამოვიყენოთ ეს პოზიტიური განწყობა და გავითვალისწინოთ სპეციალისტების რჩევები.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

ასტროლოგების უმთავრესი რეკომენდაცია ამ კვირაში: შემთხვევით ადამიანებს არ უამბოთ თქვენი გეგმების შესახებ, თუ გსურთ, რომ იღბალმა არ დაგტოვოთ, მიზნები საიდუმლოდ შეინახეთ.

ვერძი

ვერძებისთვის მთავარი სფერო ამ კვირაში მუშაობა იქნება. პლანეტები და ვარსკვლავები დიდ ძალას მოგცემენ, გაამძაფრებენ თქვენს ინტუიციას. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, სამუშაოს შეცვლა, შემოსავლების ახალი წყაროს ძებნა, რამის ყიდვა–გაყიდვა, ქველმოქმედება.

ამ შვიდ დღეში შეიძლება იმაზე მეტი მოასწროთ, ვიდრე მთელი შემოდგომის განმავლობაში. აივსებით ენერგიით, ძალით, მოტივაციით. გამარჯვებები გელოდებათ ასევე სასიყვარულო სფეროში, მაგრამ ჯერჯერობით არცთუ კაშკაშა და მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი სფერო – სამუშაო და სიყვარული – არ გადაიკვეთოს, ყველაფერს თავისი დრო სჭირდება.

კურო

კვირის პირველ ორ დღეს მოსალოდნელია გეგმების ჩაშლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში ცუდი პერიოდი იწყება. მნიშვნელოვანია საქმეების ფრთხილად გაკეთება, ფანატიზმის, აგრესიისა და ეშმაკობის გარეშე. ძალზე სახარბიელო კვირაა მშვიდი და მონოტონური მუშაობისთვის.

ამ კვირაში შეიძლება იურიდიული პრობლემების გადაჭრა, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერა, გარიგებების დადება, ავტომობილის ყიდვა–გარემონტება, შორეულ მოგზაურობაში წასვლა. მთავარია, მუდამ სიფრთხილით იმოქმედოთ.

ტყუპი

იწყება შესანიშნავი პერიოდი სიყვარულის, რომანტიკისა და თავგადასავლებისთვის. დიდ წარმატებებს მიაღწევთ ამურულ სფეროში. შესაძლოა, იპოვოთ თქვენი მეორე ნახევარი, დაიწყოთ ახალი ურთიერთობები ან წამიერი რომანებით დაკმაყოფილდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მხრიდან დიდი ყურადღება გელოდებათ.

ახლობლებთან და ნათესავებთან მათი ემპათია გამოგადგებათ. შესაძლოა, ვინმეს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს. აქ მთავარია, დაეხმაროთ, მაგრამ სხვისი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ძალზე წარმატებული პერიოდი გელოდებათ შემოქმედებითი მუშაობის თვალსაზრისით. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტები, წამოაყენოთ არაორდინარული იდეები. ასევე კარგი იქნება ძველ, დაუმთავრებელ და გადადებულ პროექტებზე მუშაობა. ახლა მოქმედების დროა – ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან.

შესაძლოა, გარკვეულ მომენტებშიცუდმა განწყობამ შეგიპყროთ და წინსვლის ინტერესი დაკარგოთ, მაგრამ ეს მალე გაივლის – მთავარია, არ გაჩერდეთ. უქმეებზე აუცილებლად დაისვენეთ , შეიცვალეთ გარემო, თუნდაც გაისეირნეთ – სახლში ჯდომა ნამდვილად არ ღირს.

ლომი

ამ კვირაში ბევრ თქვენგანს აქვს შანსი, რომ საყვარელი ადამიანი იპოვოს, ან თუნდაც ხანმოკლე რომანი გააბას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები კოლეგასთან არ იყოს – საქმეებისგან არაფერმა არ უნდა გადაგატანინოთ ყურადღება.

კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 2, 3 და 4 ნოემბერი. ამ დღეებში საჭიროა საქმიანობა სახლში და ისე, რომ სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დაიწყეთ სახლის საფუძვლიანი დალაგება, ან გადააადგილეთ ავეჯი, გაასუფთავეთ საინფორმაციო ველი, ანუ მოიშორეთ ზედმეტი „ნაგავი“ მობილურ ტელეფონებში, ფოსტასა თუ სოციალურ ქსელებში.

ქალწული

ქალწულებისთვის ძალზე ხელსაყრელი პერიოდი იწყება ურთიერთობების თვალსაზრისით. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ახლობელ ადამიანებთან, შეხვდით მეგობრებს, გაუწოდეთ მათ დახმარების ხელი. ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანების დახმარება, რადგან ეს მომავალში გაათმაგებული სახით უკან დაგიბრუნდებათ.

მარტოხელებს სამყარო მეორე ნახევრის მოძებნაში დაგეხმარებათ. თუ რამდენიმე ადამიანი გამოიკვეთება თქვენ ირგვლივ, ამ შემთხვევაში ინტუიციას მიენდეთ, ან ზოდიაქოს ნიშნების შეთავსებადობას გადახედეთ. ურთიერთობების მხრივ წარმატებები სამუშაო ადგილზეც გამოგადგებათ – მოძებნეთ მოკავშირეები.

სასწორი

სასწორებისთვის ჯადოსნური დრო იწყება. ეს კვირა თითქოს სწორედ თქვენზეა მორგებული. შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ, რაც თქვენს სულსა და გულს გაუხარდება: იმუშაოთ, დაისვენოთ, იურთიერთოთ ახლობლებთან, ან, სულაც, განმარტოვდეთ.

ასტროლოგები გირჩევენ, ჯანმრთელობას მიაქციოთ ყურადღება, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ენერგეტიკის შესანარჩუნებლად. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიათ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონეთ – ეს თქვენ საუკეთესოდ გეხერხებათ.

მორიელი

მორიელები ვარსკვლავებისა და პლანეტებისგან საჩუქრად ბევრ წარმატებასა და მძლავრ ინტუიციას მიიღებთ, ამგვარად მზად იქნებით ახალი მწვერვალების დასაპყრობად და დიდი წარმატებების მისაღწევად ნებისმიერ ცხოვრებისეულ სფეროში. ექსპერტები გირჩევენ, არ გარისკოთ და ფრთხილად შეარჩიოთ მოძრაობის მიმართულებები. არ ღირს არაფერი ახლის წამოწყება, ყურადღება მხოლოდ ყველაზე აქტუალურ საქმეებსა და პრობლემებზე გაამახვილეთ.

კვირის დაწყება სახლის დასუფთავებით შეგიძლიათ. ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ საცხოვრებელ ადგილზე ხელსაყრელი გარემო შეიქმნას. ეს ძალების სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ. კარგი კვირაა ნათესავებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის ვარსკვლავები და პლანეტები იდეალურ მდგომარეობაში არიან. ისინი დაგეხმარებიან თვითანალიზში, მიმდინარე საკითხებისა და პრობლემების გადაჭრაში, საქმეების დაგეგმვაში და მომავლის შეფასებაში. გელოდებათ დიდი წარმატებები და მრავალი პოზიტიური ემოცია.

ვარსკვლავების ენერგია კვრიის ბოლოს შემცირდება, ამიტომ პარასკევს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს მიხედეთ, ხოლო უქმეებზე შეგიძლიათ სიყვარულზე გადაერთოთ. ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას – ეს განსაკუთრებით იმ მშვილდოსნებს ეხება, რომლებიც მეორე ნახევარს ეძებენ.

თხის რქა

თხის რქები თუ ეშმაკ და ცრუპენტელა ადამიანებს მოერიდებით, ძალიან კარგი იქნება. სჯობს, დარჩეთ ის, ვინც ხართ და ცხოვრების ჩვეულ წესებსა და პრინციპებს მისდიოთ. უნდა იყოთ დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი, მზად მყოფი ცვლილებებისთვის. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ამ კვირაში ციური სხეულები სასიამოვნოდ გაგაკვირვებენ.

ამასთან, ყურადღება გმართებთ, რომ სასურველი რეალობად არ მიიღოთ, დარჩით რეალისტებად. მოკრძალება და სიფრთხილე დაგამშვენებთ. არ არის გამორიცხული, რომ ცხოვრებამ სხვა კალაპოტისკენ შეგაბრუნოთ. უნდა შეინარჩუნოთ სიცოცხლისმოყვარეობა, დეტალურად გათვალოთ გეგმები და თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც ჩაფიქრებული გაქვთ, პანიკაში არ ჩავარდეთ.

მერწყული

თავდაჯერებულობა პრობლემებისგან გათავისუფლებასა და წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ. ყველაზე სასარგებლო ცხოვრებისული უნარი ახლა ისაა, რომ ყველაფერი ცუდი დაივიწყოთ. მეორე შანსი უნდა მისცეთ არა მხოლოდ ირგვლივ მყოფებს, არამედ საკუთარ თავსაც. გახსოვდეთ, არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელია და შეცდომა, რომელსაც გამოუსწორებელი შეცდომა მოჰყვება.

კვირის დასაწყისში მოერიდეთ არასაიმედო ადამიანებს. არ არის გამორიცხული,რომ მათ, პირადი მოგების გამო გიღალატონ და მოგატყუონ. პარასკევსა და უქმეებზე დასვენებასა და სამუშაოს შორის ბალანსი დაიცავით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან კვირის ბოლოს გადაღლა არ ივარგებს. ძლიერი გადაღლა ენერგეტიკულ წონასწორობას გამოგაცლით.

თევზები

დიდი წარმატებები უკვე ორშაბათ დილიდან გელოდებათ. ოთხშაბათს ოპტიმისტური და პოზიტიური ენერგეტიკული ნაკადები მაქსიმუმს მიაღწევს – ამ დღეს ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები დაგეგმეთ. ხუთშაბათიდან უკვე ძალები შემცირდება, ამიტომ დაუმთავრებელი საქმეები კვირის ბოლოსთვის არ მოიტოვოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ, შესაძლოა, თანხის დახარჯვა მოგიწიოთ.

შაბთ–კვირას იღბალი სასიყვარულო სფეროში გელოდებათ. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანს, ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანეთ. ასევე მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრები. ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რასაც თქვენ ირგვლივ ადამიანები ლაპარაკობენ.

1820
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 1 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

3
(განახლებულია 12:07 30.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 1 დეკემბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ტყუპის დღე შესანიშნავია კონტაქტებისა და ნაცნობობისთვის, ინფორმაციებისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. საჭიროა ძველი საქმეების გაგრძელება, არ ღირს ახლის წამოწყება.

კარგი დღეა სასწრაფო საქმეების მოსაგვარებლად. ხელსაყრელი დროა ჟურნალისტებისთვის, ახალი ცნობების მოსაპოვებლად, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისთვის. ასევე შეიძლება კომერციული საქმიანობა, თუ ქონებრივ და საოჯახო საქმეებთან არ არის დაკავშირებული. ამ დღეს ადამიანებში ჩნდება აქტიურობა, კომუნიკაბელურობა, ემოციური აღქმა.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან. ასეთ დროს ნაცნობობისკენ ილტვიან ის ადამიანები, რომლებსაც მსუბუქი და არცთუ სერიოზული ურთიერთობები აინტერესებთ.

სასიყვარულო რომანი ამ დღეს იწყება მსუბუქად, არა ვნებით, არამედ ენამოსწრებული სიტყვებით ან დამაჯერებელი დაპირებებით; მაგრამ ურთიერთობები მოკლებული იქნება ყოველგვარ ვალდებულებებს, უფრო „თავქარიანი“ კავშირი გამოვა, ერთგვარი „თამაში“, ვიდრე ღრმა და სერიოზული ურთიერთობები.

რეკომენდებულია დასვენება, მიღწეული პოზიციების გამტკიცება, სერიოზული საქმეების გადადება, მიმდინარე საქმეების განხილვა, ორომტრიალისთვის თავის არიდება, ვაჭრობა, შემოქმედებითი საქმიანობა.

არარეკომენდებულია ფულადი ოპერაციები, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე ხელმოწერა, მოლაპარაკებების წარმოება, ნეგატიური ემოციების გამომჟღავნება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა. მანიკურისთვის არახელსაყრელი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება, გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა. შეიძლება მავნებლებთან ბრძოლა, შეწამვლა, დასუსტებული მცენარეებისთვის სასუქის მიცემა.

3
ლიანდაგი

1 დეკემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

4
(განახლებულია 09:39 29.11.2020)
გაეცანით 1 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ზოდიაქოს ყველაზე გაბედული და კეთილშობილი ნიშნები – ტოპ-სამეული>>

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

1 დეკემბერს დაბადებულები

1 დეკემბერს ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებების მქონე პიროვნებები იბადებიან. ისინი, ერთი მხრივ, იდეალისტი არიან, ხოლო მეორე მხრივ - პრაქტიკოსი. ამ დღეს დაბადებულები ფსიქოლოგიური მოქნილობით გამოირჩევიან. თუ ადამიანის მიმართ გულგრილი არ არიან, პრაქტიკულად, ყველანაირ სიტუაციაში იპოვიან კომპრომისს, რომ ამ ადამიანთან კავშირი არ დაკარგონ. ერთადერთი, რაშიც სიხისტეს ამჟღავნებენ, ეს მათი პრინციპები, შეხედულებებია.

როგორც ოპტიმისტი, ენერგიული, აქტიური ადამიანები, 1 დეკემბერს დაბადებულები სწრაფად პოულობენ მეგობრებს. არიან გულღია, გულწრფელი, ერუდირებული, მჭევრმეტყველი სხვისი მოსაზრებები მათთვის სულერთი არ არის. ეს ადამიანები შესანიშნავი თანამოსაუბრეები არიან, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, იციან სხვისი მოსმენა.

1 დეკემბერს დაბადებულები კომუნიკაბელური ადამიანები არიან, მზად არიან თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის. უპირატესობას ანიჭებენ გუნდურ სამუშაოს. არ ისწრაფვიან ლიდერობისკენ, მაგრამ ხშირად არაფორმალური ლიდერები მაინც ხდებიან.

ამ დღეს დაბადებულებს ხშირად უყვართ ადამიანებისა და სამყაროს იდეალურად წარმოჩენა, ამასთან ზედმეტად მიმნდობსაც მათ ვერ უწოდებ. ყველაფერზე გააჩნიათ საკუთარი მოსაზრება. გადაწყვეტილებას ზეწოლით ძალიან იშვიათად იღებენ.

1 დეკემბერს დაბადებულებს ტყუილად ლაპარაკი არ უყვართ. თავიანთ სიტყვას საქმით ამტკიცებენ. ეს მათ სწრაფ კარიერულ ზრდას უწყობს ხელს. ამ ადამიანებს აფასებენ, ითვალისწინებენ მათ მოსაზრებებს. ამის მიზეზი კი, პირველ რიგში, მათი კომპეტენტურობაა.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის შენარჩუნების გარანტი 1 დეკემბერს დაბადებულებისთვის თავიანთი უსაზღვრო ენერგიის თანაბარი და სწორი განაწილებაა. ჭარბი ენერგია გარეთ უნდა გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ფსიქოლოგიური პრობლემები წარმოიშვას. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, რათა მოჭარბებული ენერგია დაიხარჯოს. ფიზიკურად საკმაოდ კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ყურადღება უნდა მიაქციონ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

რჩევა:

ძალზე ენერგიული ბრძანდებით და ამით ახლობლებს ხანდახან თრგუნავთ. ზოგჯერ, სჯობს, თქვენი მგზნებარება მოთოკოთ, როდესაც ახლობლებთან საერთო საქმეს აკეთებთ.

4