როკის კონცხი

28 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

39
(განახლებულია 10:40 28.10.2020)
გაეცანით 28 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

28 ოქტომბერს დაბადებულები

28 ოქტომბერს აქტიური, ემოციური, ინტუიციის მქონე ადამიანები იბადებიან. ისინი მორიელის ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან მეტი გულღიაობით გამოირჩევიან. მათ არ ახასიათებს თავიანთი ემოციების შეკავება. გრძნობების დამალვა. ეს გულგახსნილობა ხანდახან მათთვის წამგებიანია, მაგრამ უნარი, რომ ცხოვრებისეულ გაუგებრობებს იუმორით შეხედონ, ამ ადამიანებს უსიამოვნებებთან გამკლავებაში ეხმარება.

ამ ადამიანებს არ ახასიათებს საკუთარ თავში ჩაკეტვა. ისინი უფრო ექსტრავერტები არიან, ვიდრე ინტროვერტები. ცხოვრებასა და სამუშაოზე ამ დღეს დაბადებულები მოხერხებულად უთავსებენ ერთმანეთს სტრატეგიასა და მოხერხებულობას. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, შედარებით იოლად მიაღწიონ წარმატებებს ნებისმიერ საქმეში.

28 ოქტომბერს დაბადებული მორიელები, სხვა მორიელების მსგავსად, რთული, წინააღმდეგობრივი ნატურები არიან, ახასიათებთ სიხისტე, სიმტკიცე, პრინციპულობა, მაგრამ თავიანთი ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან მეტი სირბილით გამოირჩევიან - მათ შეუძლიათ კომპრომისებზე წასვლა და თან, კომპრომისული წინადადება თავად შესთავაზონ დაპირისპირებულ მხარეს.

ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“>>

ამ დღეს დაბადებულები რაციონალიზმით გამოირჩევიან. შეუძლიათ ფულის განკარგვა. ფინანსური ბაზის შექმნა, შესაძლოა, მათი თვითმიზანი გახდეს. ასეთ შემთხვევებში ისინი ნამდვილი მატერიალისტები ხდებიან.

28 ოქტომბერს დაბადებულები მუშაობისას დეტალებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ: მიაჩნიათ, რომ დაგეგმვა, ხარისხიანად მომზადება პროექტის წარმატებით რეალიზების გარანტია.

ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს როგორც ხელქვეითის, ისე ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხელქვეითი მორიელი პასუხისმგებლიანი, პედანტურია, უფროსი კი - მომთხოვნი და მკაცრი.

ჯანმრთელობა

28 ოქტომბერს დაბადებულები თავიანთი ჯანმრთელობის მიმართ ინტერესს იჩენენ, იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და ორგანიზმის ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირებენ. ასევე ხშირად იტაცებთ ჯანმრთელობის შენარჩუნების ალტერნატიული მეთოდები. თვითმკურნალობა მათთვის ძალზე ცუდი შედეგების მომტანია - ეს უნდა გაითვალისწინონ.

რჩევები:

პედანტურობის გამო, შესაძლოა, სხვების ხუმრობის ობიექტი გახდეთ. აუცილებელია, ასე რამეებზე მშვიდად რეაგირება ისწავლოთ.

39
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 25 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

119
(განახლებულია 10:31 25.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 25 ნოემბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია ნებისმიერი საქმისთვის გეგმაზომიერი მომზადება, საქმიანობაში მტკიცედ მოქმედება, მცირე ფინანსური საქმეებით დაკავება, ჩანაფიქრის განხორციელება, კონტრაქტების დადება, დაწყებულის დასრულება, სულიერი ასპექტისთვის ყურადღების დათმობა.

არარეკომენდებულია ყურადღების მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე გამახვილება.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

119
არწივი მთებში

25 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

24
(განახლებულია 10:22 25.11.2020)
გაეცანით 25 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

25 ნოემბერს დაბადებულები

25 ნოემბერს ამ ქვეყანას გამოუსწორებელი მეოცნებეები ევლინებიან. მათი შინაგანი ცხოვრება სოციალურზე ბევრად მდიდარია. მათ უყვართ ფანტაზიებში ჩაძირვა, გამოგონილ სტრატეგიებში თამაში. აქვთ გონების ფილოსოფიური წყობა, არტისტული ნიჭი. მათი სულიერება მისტიკას ესაზღვრება. აინტერესებთ ფსევდომეცნიერებები და ფსევდორელიგიური თეორიები.

25 ნოემბერს დაბადებულებს არ უყვართ ხმაურიანი კომპანიები. მეტად კომფორტულად გრძნობენ თავს მარტოობისას. ამასთან, მათი ფილოსოფიური მსჯელობანი ვინმემ უნდა შეაფასოს. ჰყავთ თავიანთი საურთიერთობო წრე.

25 ნოემბერს დაბადებულ მშვილდოსნებს ცოცხალი წარმოსახვა აქვთ. პატარაობისას ყველას თვალწინ ოცნებობენ, ხოლო შემდეგ ოცნებების კონტროლს სწავლობენ. შესაძლოა, გამოავლინონ ნათელმხილველობის, ტელეპათიის უნარი, მაგრამ მათ განვითარებას მაინცდამაინც არ ჩქარობენ.

ამ დღეს დაბადებულები, უმეტესად, ჰუმანისტები არიან; ესმით ადამიანისა და მისი საჭიროებებისა, მაგრამ საზოგადოებრივი საქმიანობისკენ არ მიისწრაფვიან. ჰუმანიზმის ბუნების თემაზე ფილოსოფიური მსჯელობა კი უყვართ.

პროფესიულ საქმიანობაში 25 ნოემბერს დაბადებულები მარათონელები არიან. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს ისეთ ცნებებს, როგორიცაა სწრაფად, მაღლა და ძლიერად. მიზნები მატერიალური არ ამოძრავებთ. ჯილდო მათთვის მხოლოდ სასიამოვნო ბონუსია.

ჯანმრთელობა

ამ დღეს დაბადებულებს ხშირად უჭირთ „არას“ თქმა, რითიც სარგებლობენ სხვა ადამიანები და იყენებენ მათ შესაძლებლობებს, ენერგიას, ფსიქოლოგიურ და ფინანსურ რესურსებს. ამ დროს თავად ამ დღეს დაბადებულები იტანჯებიან. შედეგი შეიძლება დადგეს ნერვული გამოფიტვა, დაძაბულობა, დეპრესია.

რჩევა:

ამ დღეს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია აღიარება, მაგრამ თასს, მედალსა და სიგელს ფულზე ვერ გაცვლით, რომელიც ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვისაა განკუთვნილი. გახსოვდეთ ამის შესახებ!

24
გაეროს შტაბ–ბინა

სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრი გახდა

0
(განახლებულია 11:46 25.11.2020)
ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრი საქართველოს წარმომადგენელი პირველად გახდა. 24 ნოემბერს, ნიუ იორკში ჩატარებულ არჩევნებში სოფო კილაძემ 125 ხმა მიიღო.

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს, ამის შესახებ ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ბავშვებზე ზრუნვა საქართველოში მრავალმხრივი გახდება>>

ბავშვთა უფლებების კომიტეტში 18 დამოუკიდებელი ექსპერტი შედის - მაღალი მორალური თვისებების და ადამიანთა უფლებების სფეროში აღიარებული კომპეტენციის მქონე პირები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე.

„გუშინ ჩვენმა სამშობლომ, საქართველომ დიდი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე. წილად მერგო პატივი, ჩემი კანდიდატურისთვის მსოფლიოს 125 ქვეყანას გამოეცხადებინა ნდობა გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრობაზე“, - დაწერა სოფო კილაძემ თავის Facebook–გვერდზე.

მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, საელჩოსა და მისიას, რომლებმაც საქართველოს საშუალება მისცა, პირველად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში.

საქართველოში 1 სექტემბრიდან ბავშვის უფლებათა კოდექსი ამოქმედდა>>

მისი თქმით, ამ გამარჯვების უკან საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქართველი დიპლომატების ტიტანური შრომა დევს. ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.

„ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ქვეყნებთან, სამოქალაქო სექტორთან იმისათვის, რომ რომ ბავშვებს უკეთესი მომავალი ჰქონდეთ და ეს დიდი ნდობა გავამართლო“, - წერს კილაძე,

გაეროში კომიტეტის წევრების არჩევნები  24 ნოემბერს ნიუ იორკში კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.  სოფო კილაძე კომიტეტეტის წევრი 2021-2024 წლებში იქნება.

0