მთები

27 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

224
(განახლებულია 10:06 27.10.2020)
გაეცანით 27 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

27 ოქტომბერს დაბადებულები

27 ოქტომბერს დაბადებულებს ძალზე ფაქიზი ინტუიცია აქვთ, მათი ინტუიცია ტელეპათიას ემიჯნება. ხანდახან მათ ექსტრასენსებად მიიჩნევენ. სინამდვილეში, არიან გამჭრიახი ადამიანები, კარგად ესმით ადამიანის ბუნებისა და მოვლენების გამოცნობაში ეხმარება დაკვირვების უნარი, ანალიტიკური ჭკუა.

ამ დღეს დაბადებულებს კიდევ ერთი ძლიერი მხარე აქვთ - მდიდარი წარმოსახვა; შეუძლიათ სახეობრივად აზროვნება, როდესაც რთულ ამოცანებს წყვეტენ. ასეთი დამოკიდებულება პრობლემის სხვადასხვა პერსპექტივაში დანახვაში ეხმარება მათ. შედეგად, მათი ნამუშევარი ხშირად უჩვეულოა, რამდენადმე უცნაური, მაგრამ გადაწყვეტილება - ყოველთვის სწორი.

27 ოქტომბერს დაბადებული მორიელები ამბიციური არიან. ისინი ორიენტირებული არიან საკუთარ სარგებელზე. ამ სარგებელს შეიძლება ჰქონდეს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ხასიათი. გამჭრიახი ჭკუა-გონების პატრონებმა კარგად იციან, როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა>>

ამ დღეს დაბადებულები სხვა გზასაც ირჩევენ - სამართლიანობის წყურვილი მათ უბიძგებს, იბრძოლონ კორუფციის, პროფესიული შევიწროებისა და სხვა უსამართლობის წინააღმდეგ. მორიელი, რომელიც ადამიანის ულებების დასაცავად იბრძვის, არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე, მაგალითად, ბიზნესმენი ან პოლიტიკოსი.

ამ ადამიანებს, ისევე, როგორც, ზოგადად, მორიელებს, აგრესიულობა სჩვევიათ, არიან ძლიერი პიროვნებები. აგრესიულობას კი მათი მგრძნობიარობა აწონასწორებს, არიან აქტიური, საქმიანი პიროვნებები.

27 ოქტომბერს დაბადებულებისთვის საქმიანობის პრიორიტეტული სფეროებია ბიზნესი, ეკონომიკა, ასევე თავიანთ თავს პოულობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში, პოლიტიკაში. მათთვის მთავარია, გაუძღვნენ, კურირებდნენ დიდ პროექტებს.

ამ ადამიანებს არ უყვართ წვრილმანებზე „დახურდავება“. ბუნებით გლობალისტი არიან. განათლების მიღების პარალელურად ცდილობენ, არჩეულ სფეროში პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ, რაც მათ სწრაფ კარიერულ სვლაში ხელს უწყობს.

ჯანმრთელობა

27 ოქტომბერს დაბადებულების ძირითადი პრობლემა ნერვული გამოფიტვაა. ისინი უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ, მარაგს კი არ ივსებენ. ძალების აღსადგენად მათ სრულფასოვანი დასვენება და ემოციური საკვები ესაჭიროებათ. ნერვული და ფიზიკური გამოფიტვა მათ გულის, სისხლძარღვების, საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების დაავადების საფრთხე უქმნის.

რჩევა:

დაიმახსოვრეთ, რომ ზომიერება ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების უბრალო საიდუმლოა. ასევე ერიდეთ რაიმეს დაჟინებას, ნუ „ჩაიციკლებით“ ნურაფერზე.

224
მეუღლესთან ერთად სინგაპურში

„ყველაფერი ძველ, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა“ რას გვიყვება ჩინეთში მცხოვრები ქართველი

167
(განახლებულია 21:12 24.11.2020)
თავიდან მკითხველს შევახსენებ, რომ ამ წლის 27 იანვარს, როცა ჩინეთის ქალაქ შენჟენში მცხოვრები ქართველი თამარ კაჭკაჭიშვილი ჩავწერე, COVID-19-ის შესახებ მსოფლიოში ბევრმა არაფერი იცოდა...

იმ მასალის სათაურში მაშინ თამარის სიტყვები ავიტანე: „ჩინეთი ამ პატარა ვირუსს თავს არ დააჩაგვრინებს“. მას შემდეგ თითქმის მთელი წელი გავიდა და მსოფლიოში ბოლომდე ჯერაც ვერ გამოუკვლევიათ ამ ვერაგი ვირუსის წარმოშობა და ხასიათი. ამდენად, COVID-19 კაცობრიობის თავზე ისევ დამოკლეს მახვილად რჩება.

თუმცა იმავე ჩინეთში ამ მხრივ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დამაიმედებელი სიტუაციაა. ჩვენს კომპეტენციაში არ შედის ამ თემის სამედიცინო ჭრილში გარკვევა, უბრალოდ, გადავწყვიტეთ ისევ თამარს დავუკავშირდეთ და ჩინეთში ახლა არსებული სიტუაციის შესახებ ისევ უშუალოდ მისგან გავიგოთ...

თამარ კაჭკაჭიშვილი
თამარ კაჭკაჭიშვილი

- თამარ, როგორც ჩანს, შენი სიტყვები გამართლდა: „ჩინეთი ამ პატარა ვირუსს თავს არ დააჩაგვრინებსო“...

- დიახ, მართლაც ასეა და ნეტავ საქართველოსაც მალე ეშველოს.

- მართლა მაინტერესებს, ჩინელებმა რის ხარჯზე მიაღწიეს ასეთ შედეგს, იქნებ ჩვენც გავითვალისწინოთ?

- დიახ, გეტყვით. ჩინელები ბუნებით წესრიგის მოყვარული და კანონმორჩილი ხალხია და ამის ხარჯზე დაავადებასთან ბრძოლაში წარმატების მიღწევა გაუადვილდათ. ისინი საპროტესტოდ ქუჩაში კი არ გამოდიან ხოლმე, ყველა საჭირო შეზღუდვას ემორჩილებიან. თავის მხრივ, მთავრობაც ყველა კეისს ბოლომდე მიჰყვება და ასე ერთად აღწევენ დადებით შედეგს.

თამარ კაჭკაჭიშვილი
თამარ კაჭკაჭიშვილი

- რამდენადაც ვიცი, ვაქცინა ჯერ არ არის გამოგონილი და ვინც დაავადებული იყო, რით მკურნალობდნენ?

- არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება, სიმპტომური მკურნალობა ისევეა, როგორც საქართველოში.

- ანუ ამ შემთხვევაში სავალალო შედეგი ჩვენ უპასუხისმგებლობაში უნდა ვეძიოთ?

- ქართველები ძნელად დასამორჩილებელი ხალხი ვართ. ზოგადად, გვინდა–არ გვინდა, ჩვენი მეამბოხე ბუნებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვაპროტესტებთ, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. ამ კერძო შემთხვევაშიც ჩვენი დაუმორჩილებლობა ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.

მეუღლესთან ერთად
მეუღლესთან ერთად

- ჩინეთში შეზღუდვები უკვე მოიხსნა?

- კი, მოიხსნა, მაგრამ ყველა ახალ შემთხვევას ძალიან აკონტროლებენ და ძირამდე მიჰყვებიან. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე შემთხვევის გამო მილიონიან ქალაქებს კეტავენ.

- ანუ პირბადის ტარება აღარ არის სავალდებულო?

- არა, პირბადეც აღარ არის სავალდებულო, ჯერჯერობით ყველაფერი ძველ, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მომავალში ვნახოთ რა იქნება.

მეუღლესთან ერთად
მეუღლესთან ერთად

- ანუ ამ ეტაპზე ფაქტობრივად აღარ არის დავირუსების შემთხვევა?

- ალბათ სადღაც არის, ოღონდ ერთეული შემთხვევები. რამდენადაც ვიცი, მგონი, შანხაიში იყო რამდენიმე ფაქტი, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ აფიშირებად ღირდეს.

- რამდენად მართალია, რომ ჩინეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა?

- არა, ტურისტული სეზონი არ გახსნილა, პირიქით, ქვეყანაში შემოსვლაზე შეზღუდვებია დაწესებული. მარტო საოჯახო ვიზა მოქმედებს და დიდ კომპანიებში ვინც არიან დასაქმებული, რიგი ქვეყნებიდან მხოლოდ მათ შეუძლიათ აქ სამუშაოდ შემოსვლა.

ოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად

- ანუ საზღვრები არ გაუხსნიათ...

- არა, რეგულარული რეისები არ ხორციელდება, საზღვრები დაკეტილია. ბოლოს მინდა საქართველოს ვუსურვო, რომ მალე დააღწიოს თავი ვირუსს, რასაც, ვიმეორებ, ისევ რეგულაციების მკაცრად დაცვით თუ მიაღწევს. ღმერთი თქვენკენ!..

 

167
სისხლის ანალიზის ჩაბარება

თუ ეს სიმპტომები შენიშნეთ: ექიმები სისხლის კიბოს უჩვეულო ნიშნებს ასახელებენ

131
(განახლებულია 19:02 24.11.2020)
Leukemia Care-ს სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ნიშნებზე, რომლებიც, შესაძლოა, ლეიკემიის განვითარებაზე მეტყველებდეს.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. სისხლის კიბოს გამოვლენა ძნელია, რადგან დაავადების მრავალ სიმპტომს სათანადო ყურადღება არ ექცევა, მაგალითად, ღამის ოფლიანობას, წერს გაზეთი Еxpress ორგანიზაცია Leukemia Care-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

მედიკოსების თქმით, ჭარბი ოფლიანობა და ღამით სიცხის შეგრძნება, ასევე სისუსტე, დაღლილობა, ქოშინი, თავბრუსხვევა და გახშირებული გულისცემა დაავადების გამაფრთხილებელ სიმპტომებს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ლეიკემიის შემთხვევაში შეიძლება კანზე მცირე სილურჯეები გაჩნდეს, ცხვირიდან და ღრძილებიდან კი სისხლდენა დაიწყოს.  

ექიმების თქმით, ლეიკემიის სიმპტომები შეიძლება ასაკის მიხედვით განსხვავდებოდეს:

  • 25-დან 64 წლამდე ასაკის დაავადებულებში უფრო ხშირად ვითარდება დაღლილობა, სილურჯეები ან სისხლდენა, განმეორებითი ინფიცირებები, სისუსტის შეგრძნება ან სუნთქვის გაძნელება, ცხელება და სახსრების ტკივილი;
  • ხოლო 65 წელს გადაცილებული ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან წონის კარგვას ან ლიმფური კვანძების გადიდებას — სხვა სიმპტომებთან ერთად.

გარდა ამისა, Leukemia Care-ს სპეციალისტები ლეიკემიის იშვიათ სიმპტომებსაც ასახელებენ. ესენია: დისკომფორტი კუჭში, პირღებინება, ხელებისა და ფეხების დაბუჟება, კონცენტრაციის დაკარგვა, ძილის პრობლემები, თავის ტკივილები, ზურგის ტკივილები, კანის ქავილი.

ბრძოლა კიბოსთან: ბრიტანელმა მეცნიერებმა უნივერსალური მეთოდი იპოვეს>>

ექიმების თქმით, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტი სიმპტომი აღინიშნება, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა ლეიკემია გამოირიცხოს. ლეიკემიის დიაგნოზი მხოლოს ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე ისმება.

131
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
მანდარინი

საქართველომ მანდარინის ექსპორტისგან თითქმის ერთი მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო 

0
საქართველოში მოყვანილი მანდარინი ექსპორტზე ძირითადად სომხეთსა და რუსეთში გავიდა. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, წელს მოსავალი უხვი არ არის, მაგრამ ხარისხიანია

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოში მოყვანილი მანდარინი ძირითადად სომხეთსა და რუსეთში გავიდა. გარდა ამისა, ექსპორტი ასევე განხორციელდა უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.

მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს. 

უწყების ცნობით, მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით მუშაობს შესაბამისი შტაბი.

არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება.

სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო იბარებს. არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მიიღებს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი, მართალია, უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაუმჯობესებულია.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა