24 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Seaq68ტყე
ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 24 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

© Sputnik / Maria Tsimintiaმორიელი – ზოდიაქოს ნიშანი
24 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
მორიელი – ზოდიაქოს ნიშანი

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება

24 ოქტომბერს დაბადებულები

24 ოქტომბერს ენთუზიასტი ადამიანები იბადებიან. მათ ადვილად იპყრობს იდეები, შესაძლებლობებს მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებენ, მაგრამ თუ ეს ენთუზიაზმი ჩაცხრა, გუშინ საყვარელი საქმე დღეს უკვე უინტერესო ხდება. საქმიანობაში მათი პრიორიტეტები ხშირად იცვლება, რაც მათთვის სრულებით ბუნებრივ რამეს წარმოადგენს, რადგან არ მიაჩნიათ სწორად იმ საქმის კეთება, რაც არ აინტერესებთ.

24 ოქტომბერს დაბადებულები იდეალისტები არიან, მაგრამ, ამავე დროს, აცნობიერებენ, რომ რეალობაში სიკეთე ყოველთვის ვერ იმარჯვებს ბოროტებაზე.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ>>

24 ოქტომბერს დაბადებული მორიელები რთული ნატურის ადამიანები არიან. სხვა მორიელებისგან განსხვავებით, მზად არიან თანამშრომლობისა და კომპრომისზე წასვლისთვის, ასევე ნაკლებად პრინციპულნი არიან. მათთვის მთავარია, კონფლიქტი კონსტრუქციული ხერხით გადაიჭრას. შეუძლიათ პრინციპებიდან გადახვევა, თუ საქმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს არ ეხება.

იახტკლუბი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი

24 ოქტომბერს დაბადებულები ნოვატორი არიან. ხშირად არიან სხვადასხვა აღმოჩენის, იდეის ავტორი და ასევე, ხშირად მათ იდეებს იპარავენ კიდეც.

ამ დღეს დაბადებულებს ანალიტიკური გონება აქვთ. ეს ბევრად განსაზღვრავს კიდეც მათი პროფესიული ინტერესების სფეროს. ისინი საკუთარ თავს პოულობენ იურისპრუდენციაში, მეცნიერებაში, კვლევით საქმიანობაში, ჟურნალისტიკაში.

24 ოქტომბერს დაბადებული ყველაზე კარგად ეწყობა ლიბერალურ ხელმძღვანელს. ეს თავისებური ხასიათის პიროვნებები ვერ ეგუებიან მკაცრ რეჟიმსა და სასტიკ კონტროლს. მათთან სამუშაო ურთიერთობებისთვის საუკეთესო პრინციპია - მთავარია შედეგი.

წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

ჯანმრთელობა

ნებისმიერი მორიელის მთავარი მტერია სტრესი. სტრესული ფაქტორები საშიშია როგორც 24 ოქტომბერს დაბადებულებისთვის, ისე მათი ახლობლებისთვისაც. სტრესი მათში პროვოცირებს სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის ნერვულსა და ფსიქიკურს. ემოციურ დონეზე მათთვის არარეკომენდებულია ეჭვიანობა, ხოლო ფიზიკურ დონეზე - ზედმეტი სექსუალური დატვირთვა.

რჩევა:

24 ოქტომბერს დაბადებულებს ისევე, როგორც ზოგადად, მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს, დომინირება გიყვართ, ლიდერი ხართ ოჯახში, კომპანიაში, სამუშაო გუნდში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძალაუფლება ადამიანს „აფუჭებს“. ნუ გახდებით დესპოტი ახლობელი ადამიანებისთვისა და კოლეგებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0