ქალი

2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს

32514
(განახლებულია 11:39 21.10.2020)
2021 წელს არ ღირს მხოლოდ საკუთარ ინსტინქტებსა და მეექვსე გრძნობაზე მინდობა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წლის დასაწყისშივე მოქმედებების გეგმის შედგენა და მის მიხედვით მოქმედება.

2021 წელი მარტივი არ იქნება, მაგრამ ასტროლოგების რჩევების გათვალისწინება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებების შანსს ზრდის.

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2021 წელი თეთრი ლითონის ხარის წელი იქნება, რომელიც თებერვლიდან დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მოვემზადოთ „რკინისებრი" წლისთვის და ყურადღება ჯანმრთელობაზე გავამახვილოთ.

ქალები, რომელთაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ხარი მიზნების თანდათანობით მიღწევის სიმბოლოა და მიმართულია შედეგსა და შრომისმოყვარეობაზე. ასტროლოგები ამბობენ, რომ მიზნების მიღწევა 2021 წელს უნდა მოხდეს ემოციების გარეშე, მშვიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო შედეგი არ დადგება.

ქალი ვერძი

წლის დასაწყისში სახლი უნდა მოაწესრიგოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ძველმანების გადაყრა და სისუფთავის დაცვა, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები შეიძლება უარყოფითად იყვნენ განწყობილი, წესრიგი და სისუფთავე კი ამ უარყოფითი განწყობის განეიტრალებას შეუწყობს ხელს. დიდი წარმატება ელოდება მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, ან უკვე იპოვა და ახლა გულისა და ხელის შეთავაზებას ელოდება.

ქალი კურო

წლის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელი პერიოდი იქნება თქვენთვის. შეძლებთ წარმატებების მიღწევას საქმეებში, იპოვით ახალ გატაცებას. გაზაფხულის ბოლოდან კი ერთგვარი უიღბლობის დრო დადგება, რომელსაც, პირველ რიგში, ოპტიმიზმით უნდა ებრძოლოთ. არ ღირს ნეგატიურად განწყობა. ყურადღება გაამახვილეთ სამუშაოზე და არ დახარჯოთ ბევრი ფული. ეს უარყოფითი პერიოდი მალე გაივლის, შემოდგომაზე ვითარება კვლავ უკეთესობისკენ შემობრუნდება. შვებულების აღების ან სამოგზაუროდ წასვლის დაგეგმვა სწორედ სექტემბერ–ოქტომბრისთვის აჯობებს.

ქალი ტყუპი

ტყუპებს დიდი წარმატებების პერიოდი გელოდებათ სასიყვარულო სფეროში და ზოგადად, ურთიერთობებში. 2021 წელი იღბლიანი ნაცნობობის დროა. ეს იქნება წელიწადი, როცა შეძლებთ გარკვეული ტოქსიკური აზროვნებისგან გათავისუფლებას, რომელიც ბედნიერებაში გიშლით ხელს. ესაა გათავისუფლებისა და პოზიტიური აზრების დრო. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ 2021 წელს თქვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება.

ქალი კირჩხიბი

ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკაში კარდინალური ცვლილებების გამო წლის დასაწყისი, თებერვლამდე მაინც, რთული იქნება. ამ პერიოდში სჯობს, ყურადღება გადაიტანოთ საშინაო საქმეებზე, ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე. გაზაფხულის დაწყებიდან წლის ბოლომდე უკვე საჭიროა აქტიურობის რეჟიმზე გადართვა. სამუშაოზე და საქმიანობაში აუცილებელი იქნება მეტი ინიციატივის გამოჩენა.

ქალი ლომი

ლომებმა 2021 წელს სიმშვიდისკენ უნდა აიღოთ გეზი. თითოეული ნერვული დაძაბულობა, გადაღლა უარყოფითად აისახება თქვენს განწყობაზე, ჯანმრთელობასა და იღბალზე. თქვენ ზოდიაქოს ნიშნებში ერთ–ერთი ყველაზე „უკარება“ ქალების რიცხვში ხართ, თქვენი გულის მოგება ადვილი არ არის, მაგრამ 2021 წელს, სჯობს, ეს დამოკიდებულება ცოტა შეცვალოთ. მამაკაცებს სურთ თქვენთან ურთიერთობების აწყობა, მაგრამ დახურულ კარს თავით არავინ დაუწყებს მტვრევას. რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, მთელი წელი სტაბილური და ხელსაყრელი იქნება.

ქალი ქალწული

ქალწულებს დიდი წარმატებები გელოდებათ საქმიანობაში, განსაკუთრებით, თუ თქვენი პროფესია გაყიდვებს უკავშირდება. შემოსავლების გაზრდისთვის მეტი სიმტკიცე და ძალა უნდა გამოიჩინოთ. სიყვარულში ვარსკვლავები არცთუ კეთილგანწყობილი იქნებიან. თუ რამე ძვირადღირებულის ყიდვა გსურთ, სჯობს, ეს წლის დასაწყისში, ასევე აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში გააკეთოთ.

ქალი სასწორი

სასწორებს ასტროლოგები გირჩევენ, მთელი ყურადღება სახლში ბედნიერების მოზიდვაზე გადაიტანოთ. სახლში გამეფებული ენერგეტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სწორედ აქ უნდა დაისვენოთ, გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან. დიდი წარმატება გელოდებათ მარტოხელებს – დიდია ალბათობა იმისა, რომ რომ საყვარელი ადამიანის ძებნა წარმატებით დასრულდება, მაგრამ ეს ცივ თვეებში მოსალოდნელი არ არის – ელოდეთ სიყვარულს ზაფხულში.

ქალი მორიელი

მორიელებს ცხოვრებაში სასიამოვნო დაუგეგმავი ცვლილებები გელოდებათ. ვარსკვლავები ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმარებიან, ხოლო მის შესანარჩუნებლად დროისა და ძალების დახარჯვა მოგიწევთ. ეს განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროს ეხება. ექსპერტები დაჟინებით გირჩევენ, არ გააღვივოთ საყვარელ მამაკაცში დანაშაულისა და სირცხვილი გრძნობა, ასევე არ მოაწყოთ მისი ეჭვიანობის პროვოცირება.

ქალი მშვილდოსანი

ასტროლოგები გირჩევენ, წელი ყველაზე მთავარი ფინანსური და საქმესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრით დაიწყოთ. აპრილიდან სასიყვარულო თავგადასავლების დრო დადგება. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, ექსპერტები მათ ურჩევენ, მეტი დრო დაუთმონ საყვარელ ადამიანს, ოჯახს. ყველაზე დიდი წარმატებები ელოდება შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე მშვილდოსნებს.

ქალი თხის რქა

2021 წელი თქვენთვის იდეალური დროა სამუშაოს შეცვლის, შემოქმედებითი გარღვევების, ახალი იდეების წამოყენებისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, კარიერული წინსვლისთვის მოქმედება. თქვენ ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნების ჩამონათვალში ხართ, რაც ნიშნავს, რომ ადვილად შეგიძლიათ გადალახოთ დაბრკოლებები გზაზე. 2021 ის წელია, როცა უკან არ უნდა დაიხიოთ და ხელები არ უნდა ჩამოუშვათ. თქვენი დევიზი ამ წელს არის „მხოლოდ წინ!“

ქალი მერწყული

ქალ მერწყულებს ძალიან გაგიმართლებთ სიყვარულში. ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ მიმართულებას, რადგან აქ გამართლება ხან იქნება და ხან – არა. გმართებს სიფრთხილეც – შესაძლებელია მოტყუება, თაღლითობა, რის გამოც დიდი თანხა შეიძლება დაკარგოთ. ძვირადღირებული ნივთების შეძენას ასტროლოგები ზაფხულსა და ზამთრის დასაწყისში გირჩევენ.

ქალი თევზები

თევზებმა ენერგეტიკის მხრივ უნდა იფრთხილოთ, თორემ ძალა და ენერგია არაფრისთვის გეყოფათ. გაზაფხულზე სასიამოვნო სიურპრიზები, იღბლიანობა და პოზიტივი გელოდებათ. ზაფხულში ჯანსაღად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და არ გარისკოთ. შემოდგომასა და ზამთარში კი, ასტროლოგები გირჩევენ, არ აჰყვეთ ცდუნებებს და დიდი დრო დაუთმოთ ეჭვებთან და ნეგატივთან ბრძოლას. 2021 წელს ასევე უნდა შეებრძოლოთ იმპულსურობას. არ ღირს დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა.

32514
თოვლიანი პეიზაჟი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 თებერვალი

49
(განახლებულია 11:22 24.02.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 25 თებერვალია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

კარგი დღეა იმისთვის, რომ დაგროვებული საქმეები მოაგვაროთ. ამისთვის ენერგია საკმარისი იქნება. ამასთან, შეიძლება გაჩნდეს სურვილი, რომ ყველაფერი გაამარტივოთ და ადვილად მოიშოროთ ტვირთი მხრებიდან, მაგრამ ამის გამო, შესაძლოა, ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები მიიღოთ, მაგალითად, „დავშორდეთ“, „ერთად ვიცხოვროთ“, „გადავყაროთ ძველი ავეჯი“... როგორი დასაბუთებულიც არ უნდა მოგეჩვენოთ ასეთი გადაწყვეტილებები, სჯობს მათი რალიზება სხვა დროისთვის გადადოთ.

ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში>>

ვერძი: დღეს ყველაზე ნაკლებად აგაღელვებთ სხვისი მოსაზრებები, ყოველ შემთხვევაში, თქვენი საქციელი ამას დაადასტურებს. ხართ თავდაჯერებული, რომ რასაც აკეთებთ, ყველაფერს სწორად აკეთებთ, ხოლო გარშემომყოფები თავიანთი რჩევებით ხელს გიშლიან. არ ღირს დღეს ვერძის „ხელში ჩავარდნა“, მაგრამ თუ მისი მოსაზრება გაინტერესებთ რამე საკითხზე, მაშინ თამამად შეგიძლიათ მიმართოთ – მისი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული იქნება.

კურო: შესანიშნავი დღეა მომავალზე დასაფიქრებლად. მაგრამ ჯერ აწმყოში უნდა დაასრულოთ დასამთავრებელი საქმეები, რომლებიც წინსვლაში გიშლიან ხელს. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს სახლის საქმეებს მიხედოთ, ხოლო როდესაც ირგვლივ სივრცეს მოაწესრიგებთ, შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი იდეებისა და გეგმების მოწესრიგებაც. არაფერს შეუშინდეთ. როდესაც ახალ მიზანს დაისახავთ, მიხვდებით კიდეც, როგორ განახორციელოთ ის.

ტყუპი: დღეს ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის უამრავი გზა შეგიძლიათ მოძებნოთ, შემდეგ შეარჩიოთ რომელიმე – ყველაზე ეფექტური და მარტივი. თქვენი გონება ზუსტად, შვეიცარიული საათივით გამართულად იმუშავებს. ეს დღე, შეიძლება ითქვას, რომ იდეალურია თქვენთვის ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის კუთხით გარდა იმ საქმეებისა, სადაც ტაქტიანი დამოკიდებულებაა საჭირო – დღეს რატომღაც „შვეიცარიული“ დიპლომატიურობით გამორჩეული ნამდვილად არ იქნებით.

კირჩხიბი: დღეს თქვენში ნამდვილი ბუღალტერი გაიღვიძებს. შეძლებთ ნებისმიერ პრობლემაზე საღი გონებით გონებით მუშაობას და ემოციებს გვერდით გადადებთ. შესანიშნავი დღეა საოჯახო ბიუჯეტის „რევიზიისთვის“, ხარჯების დაგეგმვისა და მეტი შემოსავლის მიღებაზე დაფიქრებისთვის. სხვათა შორის, სხვა სფეროებშიც, მათ შორის, სიყვარულში, ასეთივე პრაქტიკული დამოკიდებულება გექნებათ და გრძნობების ენას მკაცრი ფაქტებისა და ციფრების ენით ჩაანაცვლებთ.

ლომი: დღეს თქვენთვის თითქმის შეუმჩნეველი იქნება ზღვარი სინამდვილესა და თავდაჯერებულობას შორის. ყოველ შემთხვევაში, გარშემომყოფებისთვის. თავად შეიძლება ფიქრობდეთ, რომ უბრალოდ აკეთებთ საქმეს მიზანზე გათვლით და ამასვე მოითხოვთ გვერდით მყოფი ადამიანებისგან. თუმცა გარედან თქვენი მითითებები უფრო ზედამხედველის „მათრახს“ ჰგავს, ხოლო პირდაპირობა (საბაბითა თუ საბაბის გარეშე) – დაუნდობელ კრიტიკას. ვარსკვლავები გირჩევენ, დაიოკოთ ჟინი, მგზნებარება, თორემ ბუნტამდე ბევრი არაფერი დარჩება.

ქალწული: დღეს ძალაგამოცლილი იქნებით, არ გექნებათ სურვილი, რომ ყურადღება საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილოთ. რომ მოინდომოთ კიდეც, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაიძაბოთ. თუ ვითარება თქვენგან აქტიურ მოქმედებებს მოითხოვს, მოძებნეთ ადამიანი, ვინც არაა წინააღმდეგი, ხოტა ხანი „იხელმძღვანელოს“. თქვენთვის სასარგებლო იქნება დღეს, თუ ვინმეს ხელმძღვანელობის უფლებას მისცემთ.

სასწორი: დღეს ექსპერტები გირჩევენ, რომ არასტანდარტული გზები შეარჩიოთ – საქმისადმი ჩვეულებრივი დამოკიდებულება საჭირო შედეგებს ვერ მოგცემთ. შემოქმედება – ესაა უნარი, განსხვავებულად იაზროვნოთ და ეს უნარი დღეს ყველაზე პრაქტიკულ საკითხებშიც გამოგადგებათ. მოიფიქრეთ „ეშმაკური“ სამუშაო გეგმა, გადააქციეთ ხელმძღვანელობასთან საუბარი თეატრალურ წარმოდგენად – დღეს ყველაზე საოცარი რამის გაკეთებაც შეგიძლიათ, თქვენს შემოქმედებითობას საზღვარი არ ექნება.

მორიელი: თქვენი ფიქრები დღეს გამუდმებით გადაუდებელი საქმეების ირგვლივ იტრიალებს. შესვენების დროსაც კი არ მოგშორდებათ ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაჭრათ ესა თუ ის პრობლემა. ამის გამო მზად ხართ, სამსახურსა და სახლს შორის „გაიხლიჩოთ“ – სამუშაოდან ჩუმად დარეკავთ სახლში, სახლიდან – სამსახურში. თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის – დღევანდელი საქმიანობა საკმაოდ წარმატებული და პროდუქტიული აღმოჩნდება.

მშვილდოსანი: დღეს უზარმაზარი პოტენციალი გაგაჩნიათ. ხართ აქტიური, შემოქმედებითი განწყობითა და პრაქტიკული „ხრიკებით“ აღჭურვილი. ასეთი „კოქტეილი“, თუ მას სწორი პროპორციებით შეაზავებთ, ნებისმიერ ამოცანასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავებაში დაგეხმარებათ. მოახერხებთ იმ პრობლემების ელეგანტური, დახვეწილი და გონებამახვილური გზებით გადაჭრას, რომლებზეც გარშემომყოფები დიდი ხანი იმტვრევდნენ თავს.

თხის რქა: დღეს საოცრად აქტიური ხართ და თქვენი შეჩერება შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს. ტვინი და მთელი ორგანიზმი ფორსირებულ რეჟიმში იმუშავებს, მაქსიმალურად დაიხარჯება. ამის გამო გარშემომყოფები, შესაძლოა, „შენელებული კადრივით“, მძინარე მდგომარეობაში მოგეჩვენოთ. გასაკვირი არაა, რომ მათი „გამოღვიძება“ მოგინდეთ და თან, არცთუ დელიკატური მეთოდებით.

მერწყული: ვითარებები აჩქარებას გაიძულებთ. თუნდაც თქვენი სტილი არ იყოს სწრაფად მოქმედებები და გადაწყვეტილებების მიღება, დღეს ამ ახალ რიტმს მშვენივრად მიესადაგებით. აქ ჯადოსნურ გავლენას მოახდენს სიტყვა „საჭიროა“, რადგან დღეს საკუთარი მოვალეობების მიმართ ძალზე სერიოზულად იქნებით განწყობილი. ამასთან, იგრძნობთ, საჭირო ხართ და სარგებლის მოტანა შეგიძლიათ. ეს დიდი ბედნიერების შეგრძნებას მოგანიჭებთ.

თევზები: მზად ხართ მომავალზე იფიქროთ. არა იოცნებოთ და ღრუბლებში იფრინოთ, არამედ კონკრეტულად გადაწყვიტოთ, საით წახვიდეთ. თქვენი გეგმები იქნება მკაფიო, გამორჩეული დეტალებისადმი ყურადღებით, ამიტომ მათი ცხოვრებაში რეალიზება არ გართულდება. ერთადერთი „მაგრამ“ ისაა, რომ მომავალზე ფიქრისას აწმყო არ დაგავიწყდეთ, უფრო კონკრეტულად კი ირგვლივ მყოფი ადამიანები. ნუ იქნებით მათტან დამოკიდებულებაში „ბუზღუნა“ და მომაბეზერებელი, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ არასწორად მოქმედებენ.

49
გიორგი ბაბუაძე

ქართველი კონცერტმაისტერი „გოგი სან“ ამომავალი მზის ქვეყანაში - როცა იაპონელები გაღიარებენ

330
(განახლებულია 20:41 24.02.2021)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს იაპონიაში მცხოვრებ, წარმატებულ მევიოლინეს, დირიჟორს, პედაგოგსა და კონცერტმაისტერს, გიორგი ბაბუაძეს გაგაცნობთ.

ბატონი გიორგი სხვადასხვა დროს იყო: თბილისის კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის კონცერტმაისტერი, საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ბათუმის ოპერის თეატრის დირიჟორი. მოგვიანებით მილანის ორკესტრის პირველი ვიოლინო გახდა.

იტალიის შემდეგ გიორგი ბაბუაძის შემოქმედებაში იაპონური პერიოდი იწყება. თავდაპირველად, ქალაქ ოსაკას სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი ხდება, 2001 წლიდან კი კიოტოს ხელოვნების უნივერსიტეტის ვიოლინოს კლასის პედაგოგი და კონცერტმაისტერია.  

ცნობილია, იაპონურ ურთიერთობებში, მით უფრო უცხო ქვეყნის ადამიანისთვის საკუთარი, თუნდაც ნოვატორული იდეის განხორციელება და თავის დამკვიდრება როგორი რთული საქმეა. ბატონმა გიორგიმ თავისი პროფესიონალიზმის, იშვიათი შრომისმოყვარეობისა და გამორჩეული პიროვნული თვისებების წყალობით ეს შეძლო. ამის გარდა, ურთულესი იაპონური ენაც კარგად აითვისა და ადგილობრივ ურთიერთობებსაც ადვილად აუღო ალღო. ამიტომ იაპონელებისთვის დღეს უკვე „გოგი სან“ და თავისიანია.

გიორგი ბაბუაძე
გიორგი ბაბუაძე

- ბატონო გიორგი, თქვენ მუსიკალური ოჯახიდან ხართ, ბავშვობაში მუსიკალური სკოლა დაამთავრეთ, ალბათ იმ დროიდან იწყება თქვენი და ვიოლინოს „ურთიერთობა“?

- ჩემთვის ვიოლინოს არჩევანი დედიკოს უკავშირდება. იგი პიანისტია და ძალიან დიდი ხანი ასწავლიდა მესამე სამუსიკო სკოლაში, სადაც ვიოლინოს სწავლა მეც დავიწყე. როგორც ჩანს, ურიგო სმენა ბავშვობიდანვე არ მქონდა, ამიტომ მუსიკისადმი ჩემი სიყვარულიც პატარობიდანვე ბუნებრივად გაღვივდა. მინდა გამოვყო ჩემი სკოლისა და სასწავლებლის ორი მშვენიერი პედაგოგი, ლენა მადე და დავით რეიზნერი. ჩემი, როგორც მევიოლინედ ჩამოყალიბებაში მათი დიდი ღვაწლია. ანსამბლი და კვარტეტის ჟანრი კი ძალიან შემაყვარეს საუცხოო პედაგოგებმა; გელა ჩაჩხიანმა, ალექსანდრე ბეგალიშვილმა და თამაზ ბათიაშვილმა.

იაპონელ მუსიკოსებთან ერთად
იაპონელ მუსიკოსებთან ერთად

- სტუდენტური წლები თბილისის კონსერვატორიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს 80-იან წლებში იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი ბედნიერი პერიოდი იყო თქვენს ცხოვრებაში, ასეა?

- თბილისის მესამე მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1985 წელს, სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავამთავრე. კონსერვატორიაში სწავლის წლები მართლაც ძალიან ბედნიერი ხანა იყო ჩემს ცხოვრებაში. უამრავ შესანიშნავ მუსიკოსს და პედაგოგს შევხვდი და მათთან ერთად მუსიცირების ბედნიერებაც მქონდა. ვსწავლობდი ქართული სავიოლინო სკოლის ერთ-ერთ კორიფეს, ლეო შიუკაშვილის კლასში. ჩემს გარშემო უამრავი ნიჭიერი და მისაბაძი სტუდენტი იყო, მათი გავლენით ძალიან ბევრი რამ შევიძინე. 1986-1991 წლებში კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის კონცერტმაისტერი ვიყავი.

გიორგი ბაბუაძე ორკესტრის წევრებთან ერთად
გიორგი ბაბუაძე ორკესტრის წევრებთან ერთად

-თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიოლონო, ყველაზე რთულ მუსიკალურ ინსტრუმენტად ითვლება, მაინტერესებს, როგორი იყო გზა, რომელიც გაიარა ორკესტრის პირველმა ვიოლინომ - N1 მევიოლინემდე?

- მართალია, ვიოლინო მართლაც ურთულესი მუსიკალური ინსტრუმენტია და მისი დაუფლება ბავშვობის ასაკიდან მოითხოვს დიდ, დაუღალავ შრომას. ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც მევიოლინეს და დირიჟორის დღევანდელი, ასე ვთქვათ აღიარება, პირველ რიგში, ჩემმა ზოგადად მუსიკის და კერძოდ ვიოლინოსადმი უზომო ინტერესმა და სიყვარულმა განაპირობა. შემდეგ კი უსათუოდ იმ სხვადასხვა თაობის შესანიშნავ მუსიკოსებთან ურთიერთობამ, რომელთა წვლილი და ამაგი მართლაც განუზომელია. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ სასწავლებელსა და კონსერვატორიაში სწავლების წლებში ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი. იყო დღეები, როდესაც პატარა შესვენებებით, 8-10 საათიც კი მიმეცადინია.

დასვენების დღეს
დასვენების დღეს

- სხვადასხვა დროს განსხვავებული ორკესტრის დირიჟორი იყავით, რომელი იყო ორკესტრი, რომელთან მუშაობაც გამორჩეული იყო თქვენთვის და რატომ? 

- ყველა ორკესტრი, რომელთანაც შემოქმედებითი ურთიერთობა მქონდა,  გამორჩეული და ინდივიდუალურია, ამიტომ ჩემთვის ყველასთან მუსიცირება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. თუმცა განსაკუთრებულად გამოვყოფდი ჩემი, როგორც დირიჟორის პირველი მცდელობების დროს შექმნილ კამერულ ორკესტრს, რომელიც 1989 წელს ჩამოაყალიბეს ჩემმა საუცხოო ახალგაზრდა კოლეგებმა და რომლის დირიჟორობაც მე შემომთავაზეს. 1990 წელს ამ ორკესტრმა საქართველოს სამუსიკო საზოგადოების სტატუსი მიიღო. ეს იყო ჩემი, როგორც მუსიკოსისა და დირიჟორის ლაბორატორია, სადაც პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევები შევიძინე. პარალელურად ვეუფლებოდი საოპერო-სიმფონიურ დირიჟორობას უდიდესი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის კლასში.

გიორგი ბაბუაძე ორკესტრის წევრებთან ერთად
გიორგი ბაბუაძე ორკესტრის წევრებთან ერთად

- პედაგოგობა ზოგადად რთული პროფესიაა, მაგრამ მუსიკის პედაგოგობა ალბათ გაცილებით რთულია. როგორ ფიქრობს ამაზე მუსიკოსი, რომელმაც საუკეთესო მოსწავლეები აღზარდა?

- ვფიქრობ, რომ პედაგოგიკა მართლაც ძალიან რთული დისციპლინაა და განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვს. როდესაც წარმატებულ შემსრულებელს პედაგოგობის ნიჭიც აქვს, ეს მართლაც ბედნიერი თანხვედრაა. მასწავლებლის პროფესიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანის პირადულ და პიროვნულ თვისებებს ენიჭება. აგრეთვე სწავლების პროცესის და რეპერტუარის სისტემაში მოყვანისა და რუტინასთან შემოქმედებითი მიდგომის დამოკიდებულებას. ვფიქრობ, ეს გარკვეულ წილად განსაკუთრებული ნიჭია და მოსწავლის პროგრესზე ორიენტირებული ენთუზიაზმიც წარმატების აუცილებელი პირობაა.

გიორგი ბაბუაძის მუსიკალური დისკის გარეკანი
გიორგი ბაბუაძის მუსიკალური დისკის გარეკანი

- ამბობენ, მილანის პუბლიკა გამორჩეულიაო, როგორია თქვენი იტალიური შთაბეჭდილებები?

- იტალიის გამოცდილება და შთაბეჭდილებები მუდამ თან მსდევს და შემოქმედებით გზაზე ძალიან მეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. ყოველთვის დიდი მადლიერებით ვიხსენებ ქართველი ოსტატის, ლევან ცინცაძის თანადგომას. იტალიაში ყოფნისას იგი კრემონას  სტრადივარიუსის სკოლაში ეუფლებოდა ვიოლინოს შექმნის ხელოვნებას და ძალიან დამეხმარა გზის გაკვლევასა და დაფუძნებაში. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკის სხვადასხვა ჟანრს თავისი მსმენელი ჰყავს, ვფიქრობ, მილანის მსმენელი მაინც გამოირჩეოდა გარკვეული დახვეწილობით.  მილანში ძირითადად კამერულ ორკესტრში ვუკრავდი და კამერული მუსიკის მოყვარული პუბლიკა ოდნავ თავშეკავებით გამოირჩევა. თუმცა მქონდა ბედნიერება, როგორც მოწვეული ორკესტრის მუსიკოსს მონაწილეობა მიმეღო ორთვიან საზაფხულო საოპერო ფესტივალში Macerata Opera. მახსოვს, სპექტაკლები ღია არენაზე იმართებოდა, მშვენიერი დირიჟორების ხელმძღვანელობით უამრავი წარმოდგენა გვქონდა. მღეროდნენ საუცხოო სოლისტები, მათ შორის, ხოსე კარერასი. მსმენელი ყოველდღე ჩამოდიოდა მთელი იტალიიდან და შვეიცარიიდან. ასევე დიდი სიხარულითა და ნოსტალგიით მახსენდება ჩემი ურთიერთობა Orchestra Stabile di Como-სთან.

- ისეთ განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც უცხოელისთვის ყველაზე რთულია საკუთარი თავის დამკვიდრება, როგორ გახდით წარმატებული მევიოლინე, კონცერტმაისტერი და პედაგოგი?

- დიახ, მართლაც ძალიან რთულია იაპონურ საზოგადოებაში დამკვიდრება და განსაკუთრებით რთულია საქმიანობის განვითარება. იაპონიაში სამი ქართველი მუსიკოსი 1996 წელს ჩამოვედით.  კონტრაქტის მიხედვით ორკესტრის კონცერტმაისტერი ვიყავი და ეს სტატუსი უკვე თავისთავად განაპირობებს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ვიოლონჩელისტი გია ხეოშვილი დ ალტისტი ზაზა გოგუა, (რომელიც იაპონიაში დღემდე წარმატებით მოღვაწეობს), ორკესტრის პირველი ხმები იყვნენ. სამწუხაროდ გია ხეოშვილი გარდაიცვალა. ზაზასა და ორ მუსიკოსთან ერთად, კონცერტებს კვარტეტ „თბილისის” სახელით ვატარებთ. ძირითადად ვასრულებთ ქართულ მუსიკას, შარშან, სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებებით პირველი CD ჩავწერეთ. იაპონელი მსმენელი ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით გვხვდება და გვაცილებს. სცენაზე ძალიან მნიშვნელოვანია გულახდილი იყო და ემოციური მუხტი უსათუოდ მიაღწევს მსმენელამდე. გამოგიტყდებით, რომ ჩემი შემოქმედებითი აქტივობის განვითარებისთვის აქ მართლაც დიდი დრო დამჭირდა.

-ალბათ ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვეულებრივი ურთიერთობები იქნებოდა, მაინტერესებს, როგორ მოგმართავენ?

- იაპონიაში ტრადიციული, ფორმალური, რუტინული ურთიერთობები თავისი კანონებით მიედინება და იქ შეღწევა უცხო სხეულის ეფექტს ჰგავს. ამიტომ საჭიროა დიდი მოთმინება, დელიკატური დამოკიდებულება, ყველა ფორმალობის გათვალისწინება და წონასწორობის შენარჩუნება. ამ ყველაფერს კი ძალიან დიდი დრო მიაქვს. თან ამ ურთულესი ენის ცოდნის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია რაიმე პროგრესი. იაპონური ცნობისმოყვარეობა განთქმულია, ამიტომ მათი ინტერესი ყოველი წვრილმანისადმი ხანდახან საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ყურადღებას და კონცენტრაციას მიმახვილებს. ჩემი სახელის გამოთქმა მაინცდამაინც რთული არ არის, მაგრამ მაინც გაუჭირდათ, ამიტომ ყველას ჩემი ბავშვობის დროინდელი სახელით ვეცნობი. ანუ ყველა მაინც როგორც გოგი-სან, ისე მიცნობს.

მუსიკალურ სტუდიაში
მუსიკალურ სტუდიაში

- რომელ თვისებებს აფასებთ მათში?

- იაპონურ კულტურასა და ურთიერთობებში მომწონს და ვაფასებ შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას და ერთმანეთისადმი მორიდებულ, გაწონასწორებულ დამოკიდებულებას. ჩემის აზრით, ყველგან, ყველა საზოგადოებაში არის კარგიც და ცუდიც, მაგრამ ჩვენი სურვილი და მცდელობა უნდა იყოს ის, რომ მხოლოდ კარგი ვეძებოთ. ავღნიშნოთ, დავაფასოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი შთაბეჭდილებები და სურვილები. პოზიტივში ყველა დიდი სიხარულით მოგყვება და თუ რამე ნეგატივი გვხვდება დადებით შედეგზე ორიენტაცია ყოველთვის გვეხმარება პრობლემის მოგვარებაში.

- პანდემიამდე როგორი იყო თქვენი ცხოვრება ტოკიოში და როგორია პანდემიის დროს?

- პანდემიამდე ძალიან დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება, უამრავი კონცერტი და გაკვეთილი მქონდა. რა თქმა უნდა პანდემიამ ძალიან შეგვაფერხა, თუმცა, ეს შეფერხება მე უფრო საქართველოსთან მიმართებაში განვიცადე, რადგან ბოლო წლებში ძალიან ხშირად ვახერხებდი თბილისში კონცერტებით ჩამოსვლას, ეს წელიწადნახევარი კი საერთოდ ჩამივარდა. ქალაქ ოსაკაში, სადაც მე ვცხოვრობ და ძირითადად ვსაქმიანობ, ძალიან ბევრი კონცერტი და შემოქმედებითი ურთიერთობა მაქვს. თუმცა სამშობლოში, საყვარელ მეგობრებთან და საოცარ ქართველ, ახალგაზრდა მუსიკოსებთან ურთიერთობა მაინც განუმეორებელი ბედნიერებაა. სამწუხაროდ შარშან და წელს ეს ყველაფერი გაჩერდა, მაგრამ მომავალ წელს დიდი იმედით შევცქერი.  ჩემს იაპონელ კოლეგებთან ერთადაც საქართველოში კონცერტებით  უსათუოდ გეწვევით.

-  ამ გადასახედიდან რა ასოციაციებს გიჩენთ საქართველო?

- მეგობრებისთვის ხშირად მითქვამს, რომ მიუხედავად ხანგრძლივი იაპონური ცხოვრებისა, საკუთარ თავს ემიგრანტად ვერ აღვიქვავ. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, უცხოეთში ვმუშაობ, მაგრამ სულით და გულით მაინც ჩემს ქვეყანაში ვარ. ვფიქრობ, რომ ჩემზე ხშირად ვერავინ ახერხებს უცხოეთიდან სამშობლოში ჩამოსვლას. ყოფილა შემთხვევა, როცა საქართველოში წელიწადში 4-5-ჯერ ჩამოვსულვარ და თან კონცერტებით. ასე რომ, მომავალი წლიდან იმედია, კიდევ უფრო ხშირად შევხვდებით ერთმანეთს...

 

330
თემები:
ქართველები უცხოეთში

თოვლი და ლიპყინული თბილისის გზებზე: მძღოლებს სიფრთხილე მართებთ - ვიდეო

0
თბილისის ქუჩები თოვლით დაიფარა, დაბალი ტემპერატურის გამო კი გზები მოიყინა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ გამოიყურებოდა დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩა ღამით

მძღოლებს ასეთ ამინდში მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. ლიპყინული და თოვლი გამოცდილი მძღოლებისთვისაც კი საშიშია, საქართველოში კი ზამთრის საბურავებს დიდი ნაწილი არ იყენებს და მთელი წლის განმავლობაში ზაფხულის საბურავებით გადაადგილდება.

ამიტომ ოთხშაბათს საღამოს ქალაქის სხვადასხვა წერტილებში უამრავი ავარია მოხდა. ღამით თბილისში -6 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 0 - +1, მოსალოდნელია თოვაც. კვირის ბოლოს კი კარგი ამინდია მოსალოდნელი.

 

0