მზის ჩასვლა

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 19–25 ოქტომბერი

6627
(განახლებულია 12:03 19.10.2020)
ამ კვირაში პრობლემებს თავი რომ აარიდოთ, საჭიროა საკუთარი ენერგეტიკა ნეგატივისგან გაწმინდოთ. ნუ შეასრულებთ მაგნიტის როლს უსიამოვნებებისთვის – შეხედეთ სამყაროს მარტივად და იყავით ოპტიმისტი

როგორი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნებისთვის, როგორ იმოქმედებენ ისინი ადამიანებზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ – ყოველივე ამის შესახებ კვირის ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ

ვერძი

უკვე ორშაბათ დილიდან თქვენთვის უმთავრესი ფინანსური სფერო გახდება. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ მაქსიმალურად სწრაფად ჩაერთოთ მუშაობაში და მოიზიდოთ ფინანსური ნაკადი.

კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჩხუბი ახლობლებთან. ციური სხეულები ურთიერთობებში დაბრკოლებებს შექმნიან. სჯობს, არ ეცადოთ დაჟინებით საკუთარი მოსაზრებების დაცვას, არამედ მოძებნოთ კომპრომისები. გახსოვდეთ, რომ ბალანსის დაცვა ყველაფერში მნიშვნელოვანია, ხოლო ზედმეტობა, პრობლემების გარდა, კარგ არაფერს მოიტანს.

კურო

ამ კვირაში თქვენი მთავარი საფრთხე სიძუნწეა. გაუნაწილეთ დრო ახლობელ ადამიანებს, დაეხმარეთ გარშემომყოფებს, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ. ძალიან სასარგებლო იქნება საყვარელი ადამიანების დასაჩუქრება, ყურადღება მეორე ნახევრის, ბავშვების, მშობლების მიმართ.

ახლა ყველაზე მთავარია, პოზიტიური აზროვნება ისწავლოთ, რომ რთულ დღეებშიც კი ღიმილი არ დაივიწყოთ და სამყაროში სიკეთე შეიტანოთ. ადამიანები ამას აუცილებლად დააფასებენ. ეს თქვენც დაგეხმარებათ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ – გაჩნდება ახალი მისწრაფებები, კეთილი ზრახვები და მიზნები.

ტყუპი

ტყუპების ცხოვრებაში წინა პლანზე წამოიწევს ფულთან დაკავშირებული პრობლემები. აჯობებს, თუ ენერგიას მუშაობაზე, ბიზნესზე და ზოგადად, სამუშაო ადგილზე პოზიციების გამტკიცებაზე დახარჯავთ. არ გაწყენთ ცოტაოდენი სიმტკიცე და სიჯიუტე, მიზანსწრაფულობა.

ასტროლოგები გირჩევენ, მუდმივ მოძრაობაში იყოთ. ხელმძღვანელობა თუ მივლინებაში წასვლას შემოგთავაზებთ, უარი არ თქვათ – ეს მნიშვნელოვანია. არახელსაყრელი დროა იმისთვის, რომ გარშემომყოფებისთვის უაზრო გმირობაზე წახვიდეთ. უნდა იმუშაოთ და პირველ რიგში, საკუთარ თავზე იფიქროთ.

კირჩხიბი

კირჩხიბები უნდა დაეხმაროთ სუსტებსა და გაჭირვებულებს, ვინც ამას იმსახურებს. სამუშაო სფეროში სიმტკიცე და ნებისყოფა დაგჭირდებათ. იდეალური კვირაა ფიზიკური აქტიურობისთვის. ყველას გაუმართლებს, ვინც სპორტითაა დაკავებული, ან საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზე ზრუნავს. ფიზიკური აქტიურობა აგრესიისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

დროა, დაივიწყოთ სიტყვები: „არ ვიცი“, „არ შემიძლია“, „არ გამომივა“. საჭირო განწყობაზე უნდა გადაერთოთ და იფიქროთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და ყველაფერი გამოგივათ. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მოერიდეთ უხეშობასა და სისასტიკეს.

ლომი

ლომებს სიჯიუტე უკვე ორშაბათიდან მოგეძალებათ. თუ გარშემომყოფებს შეთანხმების შესაძლებლობას არ მისცემთ, შესაძლოა, იღბალმა მიგატოვოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ შემხვედრი ნაბიჯი გადადგათ ადამიანებისკენ და მათი ნეგატივზე პროვოცირება არ მოახდინოთ.

ლომებმა ასევე თავი უნდა აარიდოთ ეგოიზმს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა თავის თავზე უნდა იფიქროს, მაგრამ ამან დაშვებულ ზღვარს არ უნდა გადააჭარბოს. ზედმეტმა ეგოიზმმა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ოჯახში, სიყვარულში.

ქალწული

ქალწულებისთვის მშვიდი და ზომიერი პერიოდი იწყება, როდესაც შესაძლებელია თქვენი ფასეულობათა სისტემის ცოტაოდენი ცვლილება. შეიძლება გაგიჩნდეთ ახალი მიზნები, ფიქრები მომავალზე, ჩვეულ საგნებზე ახალი მოსაზრებები. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება წარმოიშვას საინტერესო და არასტანდარტული იდეები, რომელთა ხორცშესხმა მომავალში შესაძლებელი იქნება.

დიდი წარმატებები გელოდებათ სასიყვარულო სფეროში. შესანიშნავი კვირაა მეორე ნახევრის ძებნისთვის და უკვე არსებული ურთიერთობების გამტკიცებისთვის. შეგიძლიათ დაგეგმოთ ქორწილი და თანაცხოვრება.

სასწორი

სასწორებს ფინანსურ სფეროში გაგიმართლებთ. ვარსკვლავები დაგეხმარებიან ცოდნის მიღებაში, მეხსიერების გაუმჯობესებაში, გაიზრდება თქვენი ცნობისმოყვარეობაც. სამუშაო სფეროში მეტი დამოუკიდებლობა გმართებთ. არ ღირს არავისთვის დახმარების თხოვნა.

გარდა სამუშაო ასპარეზზე პოზიციების გამტკიცებისა, თქვენთვის რეკომენდებულია დროის დათმობა ახლობელი ადამიანებისთვის. მიღწევებს კარიერაში მნიშვნელობა არა აქვს, თუ მას ოჯახსა და ახლობლებს არ გაუზიარებთ და ვერავინ შეაფასებს თქვენს წარმატებებს. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას.

მორიელი

ხშირად მოუსმინეთ ინტუიციას, გულისხმას. ეს დაგეხმარებათ, რომ თავიდან აიცილოთ პრობლემები სიყვარულში, ფინანსებში, გეგმების განხორციელებაში. ვარსკვლავები და პლანეტები არცთუ ხელსაყრელ განლაგებაში არიან, ამიტომ ცხოვრებისეულ გზაზე სხვადასხვა მცირე დაბრკოლება შეიძლება გაჩნდეს.

შესაძლოა, გაგიჩნდეთ გრძნობა, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მხრიდან ყურადღების ნაკლებობაა, მაგრამ ეს ასე არაა. დიდია ალბათობა იმისა, რომ ფარული თაყვანისმცემელი გყავთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, კარგი იქნება, თუ მას მეტ დროსა და ყურადღებას დაუთმობთ.

მშვილდოსანი

კვირის პირველ ორ დღეს თავი, შესაძლოა, უენერგიოდ იგრძნოთ. ორშაბათსა და სამშაბათს ენერგეტიკული გამოფიტვის საფრთხე გემუქრებათ. 21 ოქტომბრიდან ვითარება ნელ–ნელა შეიცვლება. ვარსკვლავები უფრო პოზიტიური გახდებიან, რაც თქვენს პროდუქტიულობასა და იღბლიანობაზე აისახება.

კვირის დასაწყისში მერყეობის გამო გართულდება მოლაპარაკებების წარმოება. საყიდლები და მნიშვნელოვანი საქმეები კვირის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. ფრთხილად იყავით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, წინააღმდეგ შემთხვევაში გეგმების ჩაშლაა მოსალოდნელი.

თხის რქა

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი ფარული შესაძლებლობები აქვს. ამ კვირაში ვარსკვლავები და პლანეტები რაღაც ახალი ნიჭის გამოვლენაში დაგეხმარებიან. იდეალური დროა სიმაღლეების დასაპყრობად. უფრო გაიოლდება ახალი ნაცნობების გაჩენა, ახალი გატაცების პოვნა. დიდი წარმატებები ელოდება შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებს.

დიდ როლს შეასრულებს ინტუიცია. თხის რქები უპირატესობას ლოგიკას ანიჭებთ და არა მეექვსე გრძნობას, მაგრამ ამ კვირაში ნამდვილად ღირს, რომ საკუთარ ალღოს ენდოთ. ეს დაგეხმარებათ შესაძლებლობების საზღვრების გაფართოებაში, ავტორიტეტის ამაღლებაში კოლეგებსა და პარტნიორებს შორის. ასტროლოგები ასევე აღნიშნავენ, რომ ინტუიცია არსებული პრობლემების გადაჭრაშიც დაგეხმარებათ.

მერწყული

მერწყულებისთვის იდეალური დრო დგება, რომ იურიდიული პრობლემები გადაწყვიტოთ. ეს იქნება მოვლენებით აღსავსე კვირა, მაგრამ ყურადღების გამოჩენა უაღრესად აუცილებელი გახდება. ასტროლოგები გირჩევენ, ფრთხილად იყოთ გზებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თქვენს ჯანმრთელობასა და საფულეს პრობლემებს შეუქმნის.

საშიში პერიოდი 23 ოქტომბრისთვის დასრულდება. კვირის ბოლო უფრო მშვიდი იქნება. უქმეებზე შთაგონება და ოპტიმიზმი გეწვევათ, გაჩნდება ახალი მისწრაფებები და მიზნები. შაბათ–კვირას კარგი იქნება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების გაცნობაც.

თევზები

თევზებისთვის კარგი იქნება, თუ ამ კვირაში მეტს იფიქრებთ მომავალზე და არა წარსულზე. უნდა დაისახოთ ახალი მიზნები და ნაკლები იფიქროთ წარსულში დაშვებულ შეცდომებზე, ასევე, მშვიდად აღიქვათ გარშემომყოფების კრიტიკა.

დაგჭირდებათ ცოტა მეტი სიჯიუტე და მოხერხებულობა, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოთ, მაგრამ „დოზებში“ არ უნდა შეცდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირგვლივ მყოფ ადამიანებს დააფრთხობთ. სიფრთხილით მოეკიდეთ საქმეებს.

6627
დიეტა

როგორ შევინარჩუნოთ სასურველი წონა დიეტის შემდეგ

22
(განახლებულია 15:22 29.10.2020)
ყველა ადამიანს სურს სასურველი წონა ჰქონდეს და ყოველთვის მსუბუქად გრძნობდეს თავს. ამისთვის კი ხშირად მიმართავენ დიეტას.

შესაძლოა სასურველ წონას მალე მივაღწიოთ, ან ამისთვის დიდი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდეს. ყველა შემთხვევაში საჭიროა მიღწეული შედეგის შენარჩუნება.  დიეტის შემდეგ ყველაზე რთული კი სწორედ წონის შენარჩუნებაა.

როგორც წესი, დიეტის შემდეგ, როცა უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და კვების რაციონს, დაკლებული კილოგრამებიც თავიდან იწყებენ მომატებას.

სტატისტიკის მიხედვით, დიეტის შემდეგ ადამიანების მხოლოდ 5% -მა შეძლო წონის შენარჩუნება. როდესაც ადამიანი ცდილობს დიეტით, შიმშილით წონაში დაკლებას, ამით სტრესში აგდებს საკუთარ ორგანიზმს. რა თქმა უნდა, ადამიანი იკლებს წონაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს, აღარ შიმშილობს და იწყებს ჭამას, შესაძლებელია კვლავ მოიმატოს წონაში. ორგანიზმს ეშინია, რომ ისევ შიმშილის ფაზაში ჩავარდება და ორმაგად იგროვებს მარაგს, რათა მოსალოდნელ შიმშილს გაუძლოს.

ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც აპირებენ ჭარბ წონასთან ბროძლას, ამას თვითნებურად აკეთებენ და არ მიმართავენ სპეციალისტს. თუმცა დამეთანხმებით, რომ აუცილებელია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და დიეტის წინ გაარკვიოთ,  ხომ არ არის ჭარბი წონის მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ან სხვა დაავადება და არა ცუდი რაციონი. ამ შემთხვევაში დიეტის ნაცვლად კვალიფიკაციური მკურნალობაა საჭირო.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელიც დიეტის შემდეგ წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

არ მიირთვათ გვიან – ეს პირველი წესია, რომელიც სასურველი წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ყველაზე მავნებელი კალორიები სწორედ  ძილის  წინ გროვდება, ამიტომ ბოლო კვება მიიღეთ 8 საათზე. თუ ძალიან გშიათ და ვერ იკავებთ თავს, შეგილიათ მიირთვათ დაბალკალორიული მაწონი, კეფირი ან იოგურტი.

გაითვალისწინეთ, ორგანიზმი მალევე უბრუნდება ძველ კვებით რეჟიმს. ამიტომ, დიეტის დასრულების შემდეგ ეცადეთ ნელ-ნელა და მცირე ულუფებით მიიღოთ ის საკვები, რაც ძალიან გიყვართ. გაზარდეთ კალორიულობა ნელ-ნელა, დღეში 10-12%-ით. მაგალითად, თუ თქვენი დიეტის პირობაა 1500 კალორია დღეში, გაზარდე ის 1650-1800 კალორიამდე კვირის განმავლობაში. პირველი კვირის შემდეგ, როდესაც მიაღწევს განსაზღვრულ კალორიულობას, გააგრძელეთ კალორიების გაზრდა 5-10%-მდე 1-3კვირის მანძილზე მე-8 კვირამდე. საკვების ნელ-ნელა შეჩვევა ორგანიზმს არ მიცემს საშუალებას კვლავ მოიმატოთ წონაში.

კვირაში ერთი დღე მოიწყვეთ განტვირთვის დღე.

განტვირთვის დღე წყლით ყველაზე ეფექტურია, მაგრამ ყველაზე რთულიც. მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ მხოლოდ წყალი სულ - 2 -3 ლიტრამდე და არაფერი მიირთვათ. ასეთი გნტვირთვის დღე საკმარისია გააკეთოთ კვირაში ერთხელ.

ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ განტვირთვის დღე კეფირით. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთი ლიტრი კეფირი ან მაწონი, სასურველია - უცხიმო.

ასევე, განტვირთვის დღე შესაძლოა მიწყოთ ხაჭოთი. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 600 გრამი უცხიმო ხაჭო, ნაკლებცხიმიანი არაჟნით. ეს ულუფა ხუთ ნაწილად უნდა გაყოთ და დღის განმავლობაში გადაანაწილოთ.

როგორც დიეტის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა. ივარჯიშეთ, იარეთ ცურვაზე, თუმცა თუ ამის საშუალება არ გაქვთ იარეთ ფეხით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

სასურველია, თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს და არ მოწევთ სიგარეტს. არ გამოაშროთ ორგანიზმი, არ შეუწყოთ ხელი მის გაუწყლოებას. დღის განმავლობაში დალიეთ ორ ლიტრამდე წყალი. ასევე, კარგია მწვანე ან ბალახეული ჩაის დალევა.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

22
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ირაკლი დევაძე

მაღალი შენობების მიღმა გადარჩენილი ქალაქის სული და უჩვეულოდ პუნქტუალური ბათუმელი

38
(განახლებულია 14:15 29.10.2020)
გარდა იმისა, რომ  მეხუთე თაობის ბათუმელია, თავისი ბავშვობის ქალაქი გულწრფელად უყვარს, თანაც, მისი წინაპრები გმირი ბათუმელები არიან და ამიტომ თავს ვალდებულადაც თვლის, რომ მასზე იზრუნოს.

ირაკლი დევაძეზე მოგახსენებთ, რომელიც მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, პროფესიით მუსიკათმცოდნე და ცხოვრების სტილით კი-მისი თაობის ერთ-ერთი კოლორიტული ადამიანია...

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

-ბატონო ირაკლი, როგორც შემოქმედებითი ადამიანი, საკუთარ თავზე რას იტყოდით, რომელი თვისების წყალობით ხართ ის, ვინც ხართ?

- საკუთარი თავის დახასიათებას იმით დავიწყებდი, რომ საოცრად პუნქტუალური ვარ, რაც ჩვენს სინამდვილეში ძალიან იშვიათი ამბავია. მე რომ ვიტყვი 9 საათი, ეს არის 9 საათი და არა 9 საათი და ათი წუთი.

ირაკლი დევაძე ერთ-ერთი აქციის დროს
ირაკლი დევაძე ერთ-ერთი აქციის დროს

- ალბათ გიჭირთ ასეთ გარემოში ცხოვრება, სადაც პუნქტუალურობას მაინცდამაინც არ აფასებენ?

- გიდასტურებთ, ძალიან მიჭირს, იმიტომ, რომ ჩვენში ეს თვისება ცოტას თუ გააჩნია... ჩემი აზრით, ამ თვისებაზეა დამოკიდებული ყველა სხვა თვისებები: წესრიგი, საქმის სიყვარული და სხვა ადამიანების მიმართ პატივისცემა. ამავე დროს, საშინლად მოუთმენელი ვარ, ყველაფრის უცებ გაკეთება მიყვარს. სანამ რაც ჩავიფიქრე, იმას არ გავაკეთებ, შანსი არ არის, რომ მოვეშვა... ვცდილობ, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება, სწრაფად მოვიყვანო სისრულეში.

ირაკლი დევაძე მერიის თანამშრომლებთან ერთად
ირაკლი დევაძე მერიის თანამშრომლებთან ერთად

- ბოლოს რა გახსენდებათ ისეთი, როცა საკუთარი თავით და საქმის შედეგით კმაყოფილი დარჩით?

- ბათუმელ ბავშვებს ქალაქის გარეუბანში მოვუწყვეთ თანამედროვე მოდერნიზებული სკვერი, რომლის გაკეთებას არავინ ელოდა. ეს ჩემი ინიციატივით და მეგობრების დახმარებით შევძელი. ამ სკვერის სანახავად ბათუმის მერი იყო მისული და ძალიან მოეწონა, მადლობა მას ასეთი ყურადღებისთვის. გულწრფელად მიხარია, რომ იმ უბნის ბავშვები გავახარეთ.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- როგორც ამ ქალაქის მოყვარულ ადამიანს გკითხავთ: როგორ უნდა შეინარჩუნოს ბათუმმა თავისი თვითმყოფადობა?

- როგორც ხდება ხოლმე, ახალმა დრომ ახალი ღირებულებები და მოთხოვნები მოიტანა, ამ მხრივ, არც ბათუმია გამოაკლისი. ქალაქის გარეგნული იერსახეც ახალი დროის გათვალიწინებით შეიცვალა. თუმცა ბათუმმა, მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურულად იცვალა სახე, თავისი ავთენტურობა მაინც შეინარჩუნა. მისი სული ამ მაღალი შენობების მიღმა გადარჩა და უცვლელი დარჩა. მიხარია, რომ მერიაში ჩემს პოზიციაზე ყოფნის დროს, საშუალება მომეცა ყველაფერი განსხვავებულად, უფრო გემოვნებიანი თვალით დამენახა და წარმომეჩინა.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- საერთოდ ძველისა და ახლის სინთეზს ხელოვანი ადამიანი უფრო სხვა ხარისხში აღიქვამს. ელემენტარულს გეტყვით, როდესაც რაიმე შეხვედრებია, ხელოვან ადამიანს ბევრ ხალხში ადვილად გამოარჩევ, თუნდაც ჩაცმის თავისებური სტილით, მანერებით, საუბრით. ბავშვობაში, როდესაც ვინმე მუსიკალურ სკოლას ამთავრებდა, ან რაიმე სახელოვნებო ზოგად განათლებას იღებდა, ის ბავშვიც კი გამოირჩეოდა სხვებისგან. დღეს კი ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ყველაფერი, ცოტა არ იყოს, გააუბრალოვა... ამიტომ ვცდილობთ, პატარა ბათუმელებს ქალაქში ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ თანამედროვეც იყოს და სათანადო გემოვნებაც ჩამოუყალიბდეთ.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- თქვენი აზრით, საიდან იწყება ქალაქის სიყვარული?

- ბათუმელობა, ბათუმის სიყვარული პირველ რიგში, იწყება იმ სახლიდან, სადაც ცხოვრობ. სახლის სადარბაზოდანაც ჩანს მასში მცხოვრები ადამიანების კულტურა და საკუთარი ქალაქისადმი დამოკიდებულება. დარწმუნებული ვარ, თუკი სახლში ერთი ადამიანი  მაინც ცხოვრობს ღირსეული, ის არ დაუშვებს, რომ მისი სახლის სადარბაზო დაბუნძურებული იყოს, ან უცენზურო ფრაზებით გადაჭრელებული. ქალაქი არ უნდა დააბინძურო- ეს ხომ იგივე შენი ოჯახია და შენი სახლია?!.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში?

- საყვარელი ადგილი ბათუმში ცენტრალური პარკია, რომელთანაც მთელი ჩემი ბავშვობა, უბედნიერესი წლებია დაკავშირებული. სხვათა შორის, მე მეხუთე თაობის ბათუმელი ვარ.

- თქვენი ბაბუა ბათუმის კოლორიტი და გამორჩეული ადამიანი იყო...

- ერთ ამბავს მოგიყვებით: როცა დიდი მსახიობი, აკაკი ხორავა ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა, მაშინ ბათუმის დრამატული თეატრის დასი შეიქმნა. მან ბევრ ადამიანს შორის ოთხი ლამაზი ბიჭი შეარჩია: ხასან მეგრელიძე, მურად ხინიკაძე, იუსუფ კობალაძე ავთო მეგრელიძე, იუსუფ კობალაძე, მურად ხინიკაძე და ჩემი ბაბუა, ჯემალ დევაძე. ისინი ერთად შეკრიბა და მიიწვია სუფრაზე, სადაც თამადა რა თქმა უნდა თავად ხორავა იყო. იმ სუფრის ამბავს ბაბუა დიდხანს იხსენებდა.

ირაკლი დევაძე
ირაკლი დევაძე

- რა არის ის, რისი წყალობითაც ბათუმი თავის სახეს არ დაკარგავს?

- ზემოთ გავიხსენე ბაბუა, რომელიც თავის სამ ძმასთან ერთად სამამულო ომში დაიღუპა, ოთხივე გმირია... ის ფაქტი, რომ მე ასეთი გმირების შთამომავალი ვარ, დამატებით ვალდებულებაა საიმისოდ, რომ ამ ქალაქს მაქსიმალურად ბევრი რამ გავუკეთო. საერთოდ ასეთი გამორჩეული ბედის ადამიანების წყალობით შემორჩა ბათუმს ის სული, ტრადიციები და ხასიათი, რაც მას სხვა ქალაქებისგან გამოარჩევს. ჩვენ კი  ეს ყველაფერი მომავალ თაობებს უნდა შემოვუნახოთ...

 

 

 

38
ჯან ლუკა ვაჩი

53 წლის „მოცეკვავე მილიონერი“ მამა გახდა - ცეკვა სამშობიაროში და ახალშობილის პირველი ფოტო

0
(განახლებულია 16:30 29.10.2020)
ცნობილი იტალიელი მილიონერი, რომელიც საზოგადოებამ მისი მეუღლესთან ერთად ცეკვით გაიცნო, 53 წლის ასაკში მამა პირველად გახდა

ცნობილი მილიონერი, რომელმაც ცეკვის სიყვარულით გაითქვა სახელი, 53 წლის ჯანლუკა ვაკი მამა გახდა - მისმა 25 წლის რჩეულმა შერონ ფონსეკამ ქალიშვილი გააჩინა.

გოგონა დაბადებას არ ჩქარობდა, ამიტომ წყვილმა სამშობიაროშიც მოასწრო ცეკვა და რასაკვირველია, ეს ვიდეოც პოპულარული გახდა.

View this post on Instagram

In The delivery room trying to help her to come out ...but i start thinking she doesn’t want to see me😂 @sharfonseca ❤️

A post shared by Gianluca Vacchi (@gianlucavacchi) on

საბოლოოდ გოგონა დაიბადა და მამა ძალიან გაახარა. „ის ჩვენთანაა... მე და შერონი ძალიან ბედნიერები ვართ - ჩვენი ქალიშვილი ბლიუ ჯერასულემა ვაკი დაიბადა. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელია. ჩვენ უკვე გვიყვარს ის მეტად, ვიდრე საკუთარი სიცოცხლე“, - დაწერა ვაკიმ.

შეგახსენებთ, ჯან ლუკა ვაკი „საქართველოს ბანკის“ საახალწლო მუსიკალური ვიდეო კლიპის გმირიც არის. 2017 წელს ის საქართველოში მაშინდელ მეუღლესთან, ჯორჯია გაბრიელასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა წყვილი 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

მანამდე მილიონერს, ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა. საბანკო სესხების გამო, მთელი მისი ქონება დაყადაღებული იყო.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება