ახალმთვარეობა 16 ოქტომბერს და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

© Pixabay / FabiCiucioახალი მთვარე ქალაქის თავზე
ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმთვარეობა სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს ადამიანებზე, შესაძლებელია განწყობის ხშირი ცვლა, სტრესი, დეპრესია. თავიდან რომ ავიცილოთ ახალმთვარეობით გამოწვეული პრობლემები, სჯობს, ექსპერტების რჩევები გავითვალისწინოთ

ახალი მთვარე 2020 წლის 16 ოქტომბერს 23:32 საათზე დადგება. ახალმთვარეობა სასწორის ნიშნის ეგიდით ჩაივლის.

ეს პერიოდი ზოგადად ადამიანებში ამცირებს სასიცოცხლო ტონუსს, ვლინდება და მწვავდება ქრონიკული დაავადებები, ასევე დამახასიათებელია ემოციური დათრგუნულობა, განგაშის შეგრძნება, ჩაკეტილობა და სევდა.

ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

ამ დღეს კარგია წარსულისკენ გახედვა, საკუთარი მიღწევებისა და მარცხის გაანალიზება. ზოგადად, კარგი დღეა დასვენებისთვის დაძაბული მუშაობის შემდეგ, რომელიც მთვარის ქალწულში მდებარეობით იყო განპირობებული.

რისი გაკეთება შეიძლება 16 ოქტომბერს

ამ დღეს რეკომენდებულია მოდუნება, მედიტაცია, ცუდი აზრების განდევნა, შემდგომი პერიოდისთვის მომზადება.

ზოგადად, მიჩნეულია, რომ ახალმთვარეობაზე კარგ შედეგებს მოიტანს ახალი წამოწყებები. შესაფერისი დროა მავნე და დამღუპველი ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის.

თუ წინა პერიოდი საკმაოდ მძიმე იყო, ამ დღეს ნამდვილად ღირს პაუზის აღება და გადატვირთვის დღის მოწყობა. მაგალითად, შეგიძლიათ ეწვიოთ სილამაზის სალონს, საცურაო აუზს, სპას, ან, უბრალოდ, მეგობრებთან შეხვედრა მოაწყოთ – ეს ენერგიით აგავსებთ.

Планета Меркурий - Sputnik საქართველო
რეტროგრადული მერკური 14 ოქტომბრიდან და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

რისი გაკეთება არ შეიძლება 16 ოქტომბერს

ამ პერიოდში არასასურველია მძიმე ფიზიკური დატვირთვა და გარისკვა საქმეებში. ასევე სასურველია, გადადოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. არ შეიძლება ახალი საქმეების დაწყება. ძალიან ნუ აჰყვებით გასართობ ღონისძიებებს. ახალმთვარეობის პერიოდში ზოგიერთი ადამიანი ძალზე მწვავედ განიცდის მარტოობას, იპყრობს პესიმისტური განწყობა. ასტროლოგების რჩევაა, ამ დღეს ძალიან ნუ ჩაუღრმავდებით საკუთარ თავს და ნუ აჰყვებით ნეგატიურ ფიქრებს.

ამ დღეს არ შეიძლება ბაღ–ბოსტანში მუშაობა.

ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები

  • ვერძი: შესაძლებელია ფინანსური დანაკარგები. ექსპერტები გაფრთხილებენ, რომ მოერიდოთ ნებისმიერ სარისკო საქმიანობას, ასევე საეჭვო ნაცნობებს. მინიმუმამდე დაიყვანეთ საოჯახო ვალდებულებები – დაღლილობას ან ნერვულ დაძაბულობას სკანდალის გამოვწვევა შეუძლია. გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში, ფიქრებსა და საქციელში.
  • კურო: საშიში და დაძაბული დღეა. იფრთხილეთ ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან ურთიერთობებისას. მოგიწევთ არჩევნის გაკეთება სასიამოვნოსა და აუცილებელს შორის. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება არ მიაქციოთ გზაზე გაჩენილ დაბრკოლებებს. ეს გამოცდისა და ემოციური განახლების დღეა. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.
  • ტყუპი: რთული დღეა, როდესაც ემოციურ დაძაბულობას შეცდომებამდე მიყვანა შეუძლია. შესაძლებელია კონფლიქტები ხელმძღვანელებთან ან კოლეგებთან. ასტროლოგები გირჩევენ, არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ ოპტიმისტური განწყობა, ენთუაზიაზმი და ენდოთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას, სხვის რჩევებს კი ყური არ დაუგდოთ.
  • კირჩხიბი: შესაძლებელია პრობლემები სამუშაოზე. არის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის ალბათობა, რასაც თქვენთვის ხელის შეშლა შეუძლია მომავალში. თუ აღიარებთ საკუთარ შეცდომებს და მოერიდებით ატმოსფეროს ზედმეტად დაძაბვას, ყველაფერი კარგად ჩაივლის. საღამოს იდეალური იქნება, თუ დროს ოჯახურ წრეში გაატარებთ.
  • ლომი: დიდი ფინანსური დანაკარგის ალბათობა, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ სარისკო წინადადებებს. მინიმუმამდე დაიყვანეთ სამუშაო ვალდებულებები – მოსალოდნელია გართულებები ვითარების არასწორი შეფასების,  წინდაუხედავი დაპირებების ან ძალზე დატვირთული მუშაობის გამო.
  • ქალწული: პროვოკაციების, გაუგებრობების, ტრავმებისა და ავადმყოფობის დღეა. მოერიდეთ ენბისმიერ საქმეს, რომელიც რისკს ან ჯანმრთელობას უკავშირდება. ამ დღეს სულ მცირე ნაკაწრიც კი, შესაძლოა, შეხორცებას ძალიან დიდხანს მოუნდეს. არასასურველია სტუმრად წასვლა.
  • სასწორი: მზად იყავით მოულოდნელი ცვლილებებისთვის, უცაბედი ინფორმაციის მიღებისთვის. შესაძლოა, დამატებითი შრომა და სრულიად უცნობი საქმის გაკეთებაც კი მოგიწიოთ. მაგრამ ამ ყველაფერში დადებითი მომენტიც არის – თქვენი შრომა, დიდი ალბათობით, სათანადოდ დაფასდება.
  • მორიელი: დიდხანს არ იფიქროთ და დათანხმდით, თუ შესაფერისი საქმიანი წინადადება შემოგთავაზეს. ასე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. მოსალოდნელია განწყობის გაუარესება შესაძლო ჩხუბისა და ურთიერთშეურაცხყოფის ნიადაგზე.
  • მშვილდოსანი: ასტროლოგები გირჩევენ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ – ემოციურ დაძაბულობას შეცდომების გამოწვევა შეუძლია. ეს დღე თქვენი ხასიათის სიმტკიცის გამოცდის დროა, ამიტომ ყურადღებას ნუ მიაქცევთ გზაზე გაჩენილ სხვადასხვა დაბრკოლებას.
  • თხის რქა: მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, საეჭვო ნაცნობებსა და საქმეებს, რომლებსაც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. ყველანაირად შეამცირეთ საქმეების სახლში, გაერკვიეთ თქვენს მოქმედებებში, გრძნობებში.
  • მერწყული: ესაა სასიცოცხლო ძალზების ზრდის, აურისა და იმუნიტეტის გაძლიერების დღეა. მერწყულ მამაკაცებს წარმატებული მივლინება და საქმეების დასრულება ელოდება.გაიზრდება პირადი მომხიბვლელობა, რაც გარშემომყოფებზე დადებითად აისახება. შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილება პირად ცხოვრებაში.
  • თევზები: მოსალოდნელია პროფესიული პრობლემები, რაც მუშაობაში თავით გადაშვებას გაიძულებთ. ამ დღეს მოთოკეთ თქვენი სიამაყე და დათმობაზე წადით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – არ არის გამორიცხული, რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ.
ყველა ახალი ამბავი
0