რეტროგრადული მერკური 14 ოქტომბრიდან და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

გამოწერა
როგორ იმოქმედებს რეტროგრადული მერკური – ერთ–ერთი მძლავრი პლანეტა ადამიანებზე, რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანსა და კონკრეტულ სფეროზე – სიყვარულზე, ფინანსებსა თუ სამუშაოზე – ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ

რეტროგრადული პლანეტები ადამიანებს ყოველთვის საშიშროებას უქმნიან. ერთ–ერთი ყველაზე საშიშია რეტრომერკური, რომლის უკუსვლის პერიოდი 14 ოქტომბერს დაიწყება და  3 ნოემბრამდე გასტანს.

ზოგადად პლანეტების რეტროგრადული სვლის შესახებ

პლანეტების რეტროგრადულობა აპრიორი ნეგატიურ ასტროლოგიურ პროცესად არის მიჩნეული, მაგრამ ყველა პლანეტა ერთნაირად საშიში არაა ასეთ მდგომარეობაში.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

რეტროგრადული პლანეტა, თუ მას დედამიწიდან შევხედავთ, თითქოს შემობრუნდება და საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. რა თქმა უნდა, ორბიტიდან ის არ გადადის: მისი გზა კოსმოსურ სივრცეში უცვლელია. ტრაექტორიის ხილული დამახინჯება - ეს პლანეტების ორბიტებში სხვაობისა და მზის ირგვლივ მოძრაობის სისწრაფეში განსხვავების შედეგია.

მეტად გასაგები რომ იყოს, პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა ორ მოძრავ ობიექტს შეიძლება შევადაროთ - ავტომობილსა და ველოსიპედს. რა თქმა უნდა, ავტომობილის სიჩქარე უფრო მაღალია, ვიდრე ველოსიპედის. ამიტომ როდესაც ავტომობილი ეწევა ველოსიპედს და უსწრებს მას, ავტომობილში მჯდომს უჩნდება შეგრძნება, რომ ველოსიპედი უკან მოძრაობს, თუმცა ეს ასე არაა - ველოსიპედიც მოძრაობს, მაგრამ გაცილებით ნელა. ასეა პლანეტების შემთხვევაშიც.

უკუსვლის დროს ყველაზე საშიშად მიჩნეულია პლანეტები, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან განლაგებული დედამიწასთან, კერძოდ, ვენერა, მარსი და მერკური. სწორედ ეს უკანასკნელი დაიწყებს რეტროსვლას 14 ოქტომბერს.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ამჟამად რეტროგრადულ მდგომარეობაშია მარსი (10 სექტემბერი – 14 ნოემბერი), ურანი (15 აგვისტოდან წლის ბოლომდე), ნეპტუნი (23 ივნისი – 29 ნოემბერი).

2020 წელს ბევრი რეტროგრადული პლანეტა იყო და იქნება, მაგრამ ასტროლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის მერკურის უთმობენ. მისი უკუსვლა ყველაზე ნეგატიურად მოქმედებს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა სწავლა, ურთიერთობები, ფინანსები და სამუშაო.

მერკური რეტროგრადული იყო 17 თებერვლიდან 11 მარტამდე, 18 ივნისიდან 13 ივლისამდე. 14 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე მისი ბოლო რეტროსვლა იქნება 2020 წელს.

რეტროგრადული მერკური ყველაზე საშიშია ვერძის, კუროს ან ლომის ნიშანში. ამ რეტროსვლის შემთხვევაში (14 ოქტომბრიდან) პრობლემა ნაკლები იქნება, რადგან პლანეტა მორიელის ნიშანში განთავსდება.

  • ვის შეექმნება პრობლემები სასიყვარულო სფეროში: კურო, კირჩხიბი, მორიელი, მერწყული

ზოდიაქოს ამ ოთხი ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ სიმართლის შელამაზება, ასევე მესაკუთრეები არიან. მერკური, როგორც საინფორმაციო ნაკადების მფარველი, რეტროსვლის პერიოდში ხელს შეუწყობს ფაქტების დამახინჯებას, სიცრუესა და თვალთმაქცობას. მოხდება ეჭვიანობის პროვოცირება.

ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ამ პერიოდში მოსალოდნელია ძლიერი კონფლიქტები, რომლებსაც ყველაზე მტკიცე კავშირის დანგრევაც შეუძლია. ერთადერთი რაც ამ ნიშნების წარმომადგენლებს შეუძლიათ, ეს ყოველ სიტყვაზე დაფიქრება და ენაზე კბილის დაჭერაა.

  • ვის შეექმნება პრობლემები ცვლილებებთან დაკავშირებით: ლომი, სასწორი, მშვილდოსანი, თხის რქა

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ექსპერტები ურჩევენ, არ დაიწყონ არაფერი ახალი. მაგალითად, დიდი პრობლემებია მოსალოდნელი, თუ ახალ სამუშაოზე გადავლენ – ადაპტაცია ახალ პირობებთან ძალიან ნელა წარიმართება.

ასევე არ ღირს შორს გამგზავრება, შვებულების აღება, ძვირადღირებული რამის შეძენა, თუ ამის კატეგორიული აუცილებლობა არ იქნება.

ასტროლოგია და კარანტინი – ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

კარგ არაფერს მოიტანს ახალი ურთიერთობებიც. შეიძლება „ანკესის გადაგდება“, არშიყი სოციალურ ქსელებში, მაგრამ მოერიდეთ სიყვარულში გამოტყდომას. თუ პირველ პაემანზე წახვალთ, ეს მხოლოდ არაფორმალურ და სასიამოვნო გარემოში უნდა მოხდეს.

  • ვის შეექმნება პრობლემები ფინანსურ სფეროში: ვერძი, ტყუპი, ქალწული, თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს იღბალს რეტროგრადული მერკური ჩაუკეტავს. რთულ სიტუაციებში შემთხვევითობაზე დაყრდნობა ნამდვილად არ ღირს.

ამასთან, რეტრომერკური ამ პერიოდში გაართულებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ამის გამო თევზებმა და ვერძებმა თავს ქარაფშუტობის ნება არ უნდა მისცეთ; ქალწულებსა და ტყუპებს კი არ გიშველით გარშემომყოფებთან იოლად შეთანხმების უნარი. თქვენი დიპლომატიურობა აბსოლუტურად უსარგებლო იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც არანაირი კრიზისი არ აშინებს>>

ამ ოთხი ნიშნის წარმომადგენლებს. მერკურის „დამსახურებით“, ასევე ელოდება შემოქმედებითი უნარების „დაბლოკვა“ – ზოგს ნაწილობრივ და ზოგს – მთლიანად. ვინც შემოქმედებით სფეროში მუშაობს, ამისთვის მზად უნდა იყოს.

დედამიწის მოსახლეობა - Sputnik საქართველო
ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია

მერკურის შესახებ

პირველი, ყველაზე პატარა და საკმაოდ სწრაფი პლანეტაა. დედამიწასთან შედარებითი სიახლოვის გამო მას საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკა აქვს. პერიოდებში, როდესაც მერკურის დიდი პოტენციალი გააჩნია, ზოდიაქოს ნიშნებს – კუროს, ტყუპს, ქალწულს, სასწორს, თხის რქას, მერწყულს ურთიერთობების განსაკუთრებული მოთხოვნა უჩნდებათ. დანარჩენი ნიშნების წარმომადგენლებისთვის აჯობებს, თუ, უბრალოდ, სხვა ადამიანებთან ახლოს იქნებიან. თუ მერკური ადამიანებისთვის ნეგატიურია, ისინი ბევრ, ზედმეტ ლაპარაკს იწყებენ. ზემოაღნიშნული ნიშნებისთვის აქტიური მერკურის პერიოდები ახალი ადამიანების პოვნის, ინფორმაციის უკეთ დამახსოვრების დროა.

ეს პლანეტა კარგად მოქმედებს მეხსიერებაზე, ამაღლებს სწავლის სურვილს, ამიტომ მას მოსწავლეებისა და ინტელექტუალურად დასაქმებული ადამიანების პლანეტას უწოდებენ. მერკურის ძალის პერიოდებში მოვლენები სწრაფად ვითარდება. ბევრი ადამიანი აკვიატებულ მდგომარეობაში ვარდება. მერკურის კიდევ ფულის, ციფრების მფარველად მიიჩნევენ. ის ეხმარება ადამიანებს ნივთების სწორად შერჩევა–ყიდვაში, ხარჯების გაკონტროლებაში. მერკურის ხასიათი ხშირად იცვლება, ამიტომ მას თვალყურის დევნება სჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0