პეიზაჟი

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 12–18 ოქტომბერი

6121
(განახლებულია 12:45 12.10.2020)
ოქტომბრის შუა პერიოდი ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის. ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობის ცვლა უმეტესობაზე კარგად აისახება. სამყაროს ჩვენი უკეთეს გზაზე დაყენების სურვილი ექნება.

ერთადერთი, რასაც ამ პერიოდში უნდა მოვერიდოთ, ეს კონფლიქტია. რაც არ უნდა არაადეკვატურად იქცეოდნენ გარშემომყოფები, უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ამ კვირაში ახალმთვარეობა გველოდება, რომელიც ძალიან საყურადღებო დღე იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

ვერძი

პირად ფრონტზე გარკვეული უსიამოვნებებია მოსალოდნელი, რამაც, შესაძლოა, თქვენი სულიერი სიმშვიდე დაარღვიოს. ახლობელ ადამიანთან რომ კონფლიქტს აარიდოთ თავი, იყავით მეტად დიპლომატიური, დამთმობი.

ფინანსურ ფრონტსა და ბიზნესში, პრობლემების ასაცილებლად, გააკონტროლეთ ხარჯები, მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს, რადგან არის მატერიალური დანაკარგის ალბათობა.

ხელსაყრელი დღეებია 16,17 ოქტომბერი

არახელსაყრელი დღეა  13 ოქტომბერი

კურო

ამ კვირაში უამრავი პოზიტიური მოვლენა გელოდებათ. ეს სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით. მოსალოდნელია თანხის მიღება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის – მოულოდნელი შემოსავლებიც.

პროფესიულ ფრონტზე შეგიძლიათ მთელი დატვირთვით იმუშაოთ – თქვენი ძალისხმევა დაფასდება. პირადი ცხოვრება ბედნიერი მომენტებითა და ჰარმონიით შეივსება, ურთიერთგაგება საყვარელ ადამიანთან გამტკიცდება.

ხელსაყრელი დღეებია 15, 16, ოქტომბერი

არახელსაყრელი დღეა  14 ოქტომბერი

ტყუპი

ამ კვირაში ფრიად კმაყოფილი დარჩებით იმით, თუ როგორ განვითარდება ვითარება პროფესიულ ასპარეზზე. ხელსაყრელი დროა ბიზნესმენებისთვის – მოსალოდნელია მომგებიანი შეთანხმებების დადება და კარგი მოგების მიღება. ბევრი შეძლებს ჩვეულებრივზე მეტის გაკეთებას, რადგან კარიერული წინსვლის თვალსაზრისით სტიმული მოგეცემათ.

ასევე კარგი დროა მათთვის, ვინც ახალ სამუშაოს ეძებს. ამავე დროს, პირად ფრონტზე საქმეები არცთუ სახარბიელოდ წავა. არ არის გამორიცხული კონფლიქტები ახლობელ ადამიანებთან.

ხელსაყრელი დღეებია 12, 16, ოქტომბერი

არახელსაყრელი დღეა 15 ოქტომბერი

კირჩხიბი

ამ კვირაში ბევრი ცვლილება გელოდებათ. შესაძლოა, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება. გამოიყენეთ ეს პერიოდი, რომ სახსრები მომგებიანად ჩადოთ რამე სახის საკუთრებაში.

ბიზნესმენებს შეუძლიათ მომგებიანი გარიგებების დადება. პროფესიულ ასპარეზზე შეძლებთ ძალზე ეფექტურად მუშაობას და ამისთვის დაჯილდოვდებით კიდეც. გექნებათ პოზიტიური განწყობა და ეს პირად ცხოვრებაში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

ხელსაყრელი დღეებია 14, 15 ოქტომბერი

არახელსაყრელი დღეა 12 ოქტომბერი

ლომი

ამ კვირაში ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მიზნის მიღწევისთვის საეჭვო გზებს მოერიდეთ. არ დაუშვათ, რომ რამე ინტრიგაში ჩაგითრიონ, არ დაკარგოთ თვითკონტროლი. პლანეტები მალე დააბალანსებენ თქვენს ცხოვრებას.

მიუხედავად სამუშაოზე დატვირთვისა, ეცადეთ, დრო გამონახოთ ოჯახთან ურთიერთობებისთვის, იყავით მათთან მომთმენი და დიპლომატიური. ბიზნესმენებისთვის იდეალური დროა, რომ ჩაერთონ ახალ პროექტში, დადონ გარიგება, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა დაივიწყოთ სიფრთხილე.

ხელსაყრელი დღეებია 13, 16 ოქტომბერი

არახელსაყრელი დღეა 15 ოქტომბერი

ქალწული

ამ კვირაში არ არის გამორიცხული, რომ ოჯახური ცხოვრების ზოგიერთმა პრობლემამ შეგაშფოთოთ, იგრძნოთ ემოციური დისკომფორტი იმის გამო, რომ ვისზეც ზრუნავთ, მან ვერ გაგიგოთ.

ფინანსურ სფეროში მოსალოდნელია პრობლემები გაუთვალისწინებელი ხარჯების სახით. ამან თქვენს ბიუჯეტში დიდი პრობლემა რომ არ გამოიწვიოს, ფული მხოლოდ საჭირო შემთხვევებში დახარჯეთ. სამუშაოზე თუ კარგად გაუმკლავდებით დავალებებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თქვენი პერსპექტივები.

ხელსაყრელი დღეებია 15, 17 ოქტომბერი

არახელსაყრელი დღეა 13 ოქტომბერი

სასწორი

ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ ხელსაყრელი კვირაა. თანხა სხვადასხვა მხრიდან შემოვა. შეგიძლიათ ფულის ინვესტიცია მოახდინოთ.

პროფესიულ ფრონტზე თქვენს შრომას ხელმძღვანელობა სათანადოდ დააფასებს, არ არის გამორიცხული კარიერული წინსვლაც. თუმცა, პირად ფრონტზე არეულობები და უთანხმოებებია მოსალოდნელი. შეეცადეთ, იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული, რაც თქვენს ნიშანს სჩვევია.

ხელსაყრელი დღეებია 16, 17 ოქტომბერი

არახელსაყრელი დღეა 14 ოქტომბერი

მორიელი

ამ კვირაში აჯობებს, თუ კარიერას მიხედავთ, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები პროფესიულ ასპარეზზე წინსვლაში დაგეხმარებიან. ნებისმიერი პრობლემის დადებითად გადაწყვეტას შეძლებთ, ხოლო დაბრკოლებებს – ახალ შესაძლებლობებად აქცევთ. მეწარმეებს შეუძლიათ მომგებიანი გარიგებების დადება.

თქვენი კარგი განწყობა დადებითად აისახება პირად ცხოვრებაზე. შეძლებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებით ტკბობას. ეს ურთიერთობები უფრო ღრმა გახდება და ყოველგვარ გაუგებრობას მოეღება ბოლო.

ხელსაყრელი დღეებია 15, 18 ოქტომბერი

არახელსაყრელი დღეა 12 ოქტომბერი

მშვილდოსანი

ამ კვირაში ფრთხილად იყავით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან და პირად ცხოვრებაში უცხოები არ შემოუშვათ – მათ შეიძლება ზიანი მოგაყენონ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციებს არ აჰყვეთ. პროფესიული ფრონტზე დროს ნუ დაკარგავთ უსარგებლო ფიქრებზე. კრიტიკა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. რაც შეეხება ბიზნესსა და ფინანსებს, აქ ვითარება საკმაოდ დადებითი იქნება.

ხელსაყრელი დღეებია 12, 18 ოქტომბერი

არახელსაყრელი დღეა 14 ოქტომბერი

თხის რქა

პროფესიულ ასპარეზზე კვირის დასაწყისი დიდ ენერგიას წაგართმევთ, მოსალოდნელია დაძაბულობა, მაგრამ თქვენი მუშაობა ნამდვილად ღირს, რადგან კარიერული გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. მთავარია, ყველაფერს ერთდროულად არ შეეჭიდოთ, არამედ თანამიმდევრულად იმოქმედოთ. როდესაც ამოცანებს შეასრულებთ, მერე უკვე მოდუნება და დასვენებაც შესაძლებელი იქნება.

მთლიანობაში პლანეტები იღბლიან კვირას გპირდებიან. ბიზნესმენებს შეუძლიათ მომგებიანი გარიგებების დადება, ორიგინალური იდეების რეალიზება, რაც მათ შემოსავლების გაზრდასა და ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარება. ოჯახში სიმშვიდე და ურთიერთგაგება დაისადგურებს.

ხელსაყრელი დღეებია 14, 15 ოქტომბერი

არახელსაყრელი დღეა 12 ოქტომბერი

მერწყული

ამ კვირაში თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება, პლანეტების გავლენით გათავისუფლდებით მოწყენილობისა და ყოველდღიური რუტინისგან როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე. მუშაობის დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, თქვენი განწყობა გაუმჯობესდება.

 და მაინც, სიფრთხილე გმართებთ ახალ ნაცნობებთან, არ შემოუშვათ პირად სივრცეში ისინი, ვის კეთილ ზრახვებშიც ეჭვი გეპარებათ. რაც შეეხება ბიზნესს, აქ დიდი ცვლილებები და მნიშვნელოვანი პროგრესი მიმდინარე საქმეებში მოსალოდნელი არ არის.

ხელსაყრელი დღეებია 15, 17 ოქტომბერი

არახელსაყრელი დღეა 13 ოქტომბერი

თევზები

კვირა იღბალსა და პოზიტიურ ცვლილებებს გპირდებათ ცხოვრების ყველა სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე და დაძაბული სამუშაო კვირა გელოდებათ, ამ გამოცდას გაუძლებთ და კოლეგებისა და ხელმძღვანელობის აღიარებას დაიმსახურებთ.

ბიზნესმენებს შეუძლიათ თავიანთი თამამი გეგმების განხორციელება. შემოსავლებია მოსალოდნელი ადრე დაწყებული პროექტებიდანაც. პირად ცხოვრებაში ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში მშვენივრად მოახერხებთ დასვენებას, თუ ბალანსს იპოვით სამუშაოსა და სახლს შორის.

ხელსაყრელი დღეებია 15, 18 ოქტომბერი

არახელსაყრელი დღეა 16 ოქტომბერი

6121
ნანა ქიბროწაშვილი

„მე არ მაპატიეს ჩემი ხასიათი“ - ჩრდილებთან ბრძოლაში დაღლილი ქალის „აღსარება“

22
(განახლებულია 16:47 22.10.2020)
ალბათ გარითმულ სტრიქონები ლექსად რომ აქციო, მასავით სრულყოფილად უნდა იცხოვრო, დაამარცხო ყველა ტკივილი და სიცოცხლე ერთ დიდ სიყვარულად აქციო.

პოეტ და მხატვარ ნანა ქიბროწაშვილისთვის ეს სიყვარული ხან გობელენში ჩაიღვარა და ხან სტრიქონებში... რაც მთავარია, ის აფასებს იმას, რაც აქვს და ბედნიერია იქ, სადაც არის. ამბობს, რომ მისი ცხოვრება ცოტა მძიმე და თავგადასავლებით სავსეა, ლექსების წერა კი 40 წლის ასაკში დაიწყო. მის ერთ ლექსს ინტერნეტში მილიონზე მეტი ნახვა  აქვს.

ნიჭიერმა ახმეტელმა ქალმა, თავის ქალაქში დიდი ხანია შეძლო ყურადღების მიქცევა. 21 წელია, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მუშაობს და თავისი საქმიანობისთვის არა ერთი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული. დღეს ამ ქალაქის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის გამარჯვებული მენტორიცაა. ჩვენთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების პერიპეტიებსა და სიხარულზე, თითქმის აღსარებასავით გულახდილად საუბრობს...

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

-ქალბატონო ნანა, როგორი იყო ახმეტაში გატარებული ბავშვობა, რა გიხაროდათ, რაზე წუხდით?

- დავიბადე და გავიზარდე კახეთში. ახმეტის პირველი საჯარო სკოლა  და პარალელურად მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. რვა თვის ვიყავი როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. ბავშვებს ბევრი ლამაზი ოცნება აქვთ ხოლმე, მე კი მხოლოდ ერთი მქონდა - მალე გავზრდილიყავი, რომ მუშაობა შემძლებოდა და დედის აუტანელი ცხოვრების პირობები გამეუმჯობესებინა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ არა ნიშნების გამო, არამედ იმისთვის, რომ მამისთვის, რომელიც ყურადღებას არ მაქცევდა, ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. პირველი ჯილდო ახმეტაში გამართულ ცოდნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ასფალტზე ხატვაში ავიღე. მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი. მახსოვს, მესამე და მეორე ადგილზე გასულ ბავშვებს რა დიდი სიხარულით და სიამაყით შეხვდნენ მშობლები, მე პირველი ადგილი ავიღე, მაგრამ ოჯახი გვერდით არ მყავდა. დედა მუშაობდა და ვერ შეძლებდა მოსვლას. მას შემდეგ ბევრი სიგელი, ჯილდო და ქების ფურცელი დავიმსახურე, თუმცა ჩემით მშობლებს არასოდეს უამაყიათ. ასე რომ, ბავშვობა საინტერესო და წარმატებული მქონდა, ოღონდ, ოჯახს მიღმა... 

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

- სკოლის შემდეგ სამხატვრო აკადემიის ბაზაზე შექმნილ დიზაინ-კოლეჯში დიზაინისა და ერგონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარეთ, მაგრამ მანამდე უკვე იცოდით გობელენების ქსოვა, ვინ გასწავლათ?

- გობელინის ქსოვა დედამ მასწავლა. ახმეტა ეთნიკურად ჭრელი რაიონია და აქ ცხოვრობდნენ ლეკები და ქისტები, რომლებიც მუშაობდნენ თექაზე, ხალიჩასა და ფარდაგებზე. დედაც მათთან ერთად მუშაობდა და თან სწავლობდა. როცა სახლში ვერ ასწრებდა ქსოვას, მე ვეხმარებოდი და უკვე 12 წლიდან საკუთარი ნამუშევრები მქონდა. როდესაც ომი დაიწყო საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რადგან ბავშვისთვის და ახალგაზრდა ქალისთვის ძნელი იყო გადარჩენა. მახსოვს ერთ დღეს, დედა მატყლის თბილ წინდებს ქსოვდა, არ გამკვირვებია, ვიფიქრე, ძველი ნაქსოვები დაშალა მეთქი. თურმე ის მატყლი ლოგინიდან საბანს გამოაცალა და იმით დაქსოვილი წინდები საკვებზე გადაცვალა. ამის მერე, საჭმელი გვქონდა, მაგრამ ლოგინი აღარ… ახლა ამას იუმორით ვიხსენებ, მაგრამ ის წლები არასოდეს მინდა განმეორდეს...

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- ბუნებრივია, პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებოდათ, ასეა?

- თუმცა ხატვაში წარმატებული ვიყავი, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც თეატრალურის სარეჟისოროზე მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ ცუდი დრო იყო და  ვიფიქრე, მხატვრის პროფესია უფრო გამომადგებოდა, ვთვლიდი, რომ მხატვრობაში უფრო მეტ სათქმელს ვიტყოდი, ვიდრე რეჟისურაში, როგორც ჩანს, არ შევცდი, რადგან ბევრი კარგი რეჟისორი ფაქტიურად დღემდე სამსახურის გარეშეა დარჩენილი. როდესაც  თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩავაბარე, ალბათ მაშინ ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან მოვხვდი უდიდეს  მხატვრებთან და ბუმბერაზ ხელოვანებთან, რომელთა გაკვეთილებიც დღემდე მეამაყება და მაბედნიერებს. მინდა ჩამოვთვალო ეს ადამიანები:  ქალბატონები: მანანა ძიძიკაშვილი, ლია გურასპაშვილი, ნინო ყანდარელი, ბატონები: თემურ გოცაძე, გივი ყანდარელი, თემურ თურმანიძე და სხვ. დიზაინ-კოლეჯში სწავლის დროს ამ მხატვრების შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან მქონდა ინფორმაცია და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კულტურის ინსტიტუტში ისინი ჩემი პედაგოგები გახდებოდნენ. სტუდენტობა საშინელ 90-იან წლებში მომიწია, რის გამოც თავი ვერაფერში გამოვიჩინე, ვერც გამოფენებში მონაწილეობას ვიღებდი და ვერც ნამუშევრებს ვყიდდი.

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

- ამის შემდეგ, ისე მოხდა, რომ საკუთარი ნებით, ასე ვთქვათ,  „გაიციმბირეთ“ თავი…

- დიახ, ოთხი წელი რუსეთში, ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში ვიცხოვრე. ციმბირში ცხოვრობდა მამა, რომელსაც სხვა ოჯახი ჰყავდა. მამის მეორე ქორწინებიდან ორი ძმა მყავს. მთელი ბავშვობა მინდოდა, რომ მამა და მისი ოჯახი გამეცნო. ამიტომ ოთხი წელი ციმბირში გავატარე. თუმცა ნოსტალგია ისე მძაფრად შემომაწვა, რომ გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი.

პროექტ „ახალი თაობის“ სცენაზე
პროექტ „ახალი თაობის“ სცენაზე

- როგორც ჩანს, ციმბირულმა სიცივემ თქვენში შემოქმედებითი მუხტი ვერ „გაყინა“..

- რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, 2001 წელს, ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სამხარეო ხელმძღვანელის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. სანამ ლექსების წერას დავიწყებდი, დავაარსე საბავშვო თეატრალური წრე ''ცისარტყელა”, რადგან ახლა დაცულია საავტორო უფლებები და შესაძლოა, სცენარზე, ან სპექტაკლში გამოყენებულ რაიმე მასალაზე ვინმე მომდავებოდა, გადავწყვიტე, რომ თავად დამეწერა სცენარიც, მუსიკაც და როგორც რეჟისორს, სპექტაკლიც თავად დამედგა. აი, პირველად მაშინ მივხვდი, რომ წერის ნიჭი მქონდა.

- პირველი ლექსი მართლა 40 წლის ასაკში დაწერეთ?

- დიახ, ლექსების წერა 40 წლის ასაკში დავიწყე და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე, ჩემი რომელიმე ლექსი პოპულარული გახდებოდა და ვინმე პოეტს მიწოდებდა. ყველას გაუკვირდა ჩემი პოეტური ნიჭი, რადგან ხელოვნების თითქმის ყველა დარგიდან მიცნობდა ხალხი, გარდა პოეზიისა. ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც ცხოვრება ავაწყე, კარგ სამსახურში მუშაობა დავიწყე და თავს ბედნიერად ვთვლიდი. ახალი წლის წინა დღე იყო, სამსახურში საახალწლო კონცერტს ვამზადებდი და სახლში ცოტა გვიან მომიწია მისვლა. როდესაც მივედი, დედა გარდაცვლილი დამხვდა. 61 წლის ასაკში უჯანმრთელესი ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა, იმხელა შოკი მივიღე, რომ არ მეგონა თუ გადავრჩებოდი, დედის სიკვდილი ყველასთვის ძნელია, მაგრამ მე მის მეტი არავინ მყავდა და მისი სახით უკანასკნელი გულშემატკივარი დავკარგე. საშინელი დეპრესია დამეწყო, წამლების გარეშე ვეღარ ვიძინებდი და ვხვდებოდი, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ მიშველიდა. მოკლედ, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და უფალს ვთხოვდი, რაიმე მენახა, რაზეც ყურადღებას გადავიტანდი...

პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად
პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად

- ასეთ დროს მხსნელად თეატრი, ანუ ისევ ხელოვნება მოგევლინათ...

- დიახ, უფლის ნებით, დავაარსე თეატრალური წრე, სადაც ბევრი მოსწავლე მოვიდა. თქვენ რომ მკითხეთ, პირველი ლექსი სწორედ იმ სპექტაკლისთვის დავწერე და მას მერე მუზა სულ მწყალობდა. თუმცა ამას არავის ვუმხელდი, რადგან ფილოლოგი არ ვარ და ვიცოდი, ლექსებში გრამატიკული შეცდომები მექნებოდა. როდესაც ჩემმა მეგობრებმა მოისმინეს ძალიან მოეწონათ და მთხოვეს, რომ გამომექვეყნებინა. თუმცა უარზე ვიყავი რადგან არ მინდოდა ხალხის ყურადღება მიმექცია. ერთ დღესაც, ადგილობრივ გაზეთიდან ''ბახტრიონი'' დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ  ჩემი ლექსები მიმეტანა. მათ ჩემი ყველაზე ცნობილი ლექსი ''ქართველო შეჩერდი'' გამოაქვეყნეს და მახსოვს ხალხის რეაქცია, უამრავი ადამიანი აფრიალებდა ამ გაზეთს და გაკვირვებული კითხულობდნენ. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ისეთი დავწერე, რამაც ხალხი ააღელვა. ამის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, ანა ბაგაურმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს თანხა გამომიგზავნა და მთხოვა, კრებული გამომეცა. ჩემი პირველი წიგნი სწორედ მეგობრის დახმარებით შეიქმნა. აქვე ისიც მინდა ავღნიშნო, რომ პირველად ხალხმა მალხაზ მელქუაშვილის წყალობით გამიცნო, მისი დაჟინებული თხოვნით ავტვირთე ჩემი ლექსის ვიდეოები და შედეგით გაოცებული დავრჩი. ყველაზე დიდი ჯილდო უფლისგან ხალხის სიყვარულია, ეს ისაა, რაც ყოველთვის მაკლდა-სითბო და სიყვარული...

 - ბევრი ჯილდო გაქვთ მიღებული, მათგან რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- ჩემი მუშაობის პერიოდში, მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის მართლა ბევრი ჯილდო და სიგელი მაქვს მიღებული, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება და პოპულარობა მომიტანა ახმეტაში დაარსებულმა და შემდეგ უკვე საქართველოს მასშტაბით ჩატარებულმა მუსიკალურმა პროექტმა “ახალმა თაობამ”, რომლის პირველი სეზონის გამარჯვებული მენტორი ვარ. უკვე მესამე სეზონია, რაც ამ პროექტში აქტიურად ვარ ჩართული და გამარჯვებას მომავალშიც ვაპირებ.

- ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და მაინტერესებს არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, რომ იქ გეცხოვრათ?

- მოგზაურობა მართლა ძალიან მიყვარს, ყველა მოგზაურობა საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იყო. დღემდე ვინახულე  შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, იაპონია, გერმანია, რუსეთი, თურქეთი, ლიეტუა, ლატვია, აზერბაიჯანი, ავსტრია, შვეიცარია, ყაზახეთი… როდესაც სადმე დიდ ქვეყანაში ვარ ხოლმე, იქიდან ვგრძნობ, თურმე რა ბედნიერად ვცხოვრობ საქართველოში... მიხარია, რომ სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, ვარ მშვიდ და ჩემთვის სასიამოვნო გარემოში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა საკვებია. დღეს უკვე ნამდვილად ვიცი, რომ ყველაზე მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველაზე მაგარ პატარა ქალაქში, რომელსაც ახმეტა ჰქვია. ამ ქალაქის უდიდესმა სიყვარულმა დამაწერინა ლექსი “ჩემო ახმეტა''. ვფიქრობ, რომ ადამიანს ყველგან შეუძლია ღირსეულად იცხოვროს. მე ბევჯერ მქონდა შანსი სხვა ქვეყანაში მეცხოვრა ფინანსურად უზრუნველყოფილს ან თუნდაც თბილისში გამეგრძელებინა წარმატებული მოღვაწეობა, მაგრამ მინდოდა, რომ ჩემს ქალაქს რამეში გამოვდგომოდი და მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახმეტისთვის გამომეყენებინა.

- „ახმეტელი ქალი ვიყო ახ, ნეტავი, მეო“-ეს სიტყვები ხალხურია, რითია სანატრელი ახმეტელი ქალობა?

-ახმეტელი ქალობა ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან ახმეტის ხალხი  მაღალი ზნეობით, თვითშეგნებით, ზრდილობით, ურთიერთპატივისცემით, სტუმართმოყვარეობით და ყველა იმ ღირსებით გამოირჩევა, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს. ახმეტელი ქალი რომ ვარ, ამიტომ შევძელი ბევრჯერ წაქცეული წამოვმდგარიყავი და ამაყად გამეგრძელებინა ცხოვრება. ამ სიტყვების ავტორი, ალბათ, იმ სულიერ და ფიზიკურ ძალას გულისხმობდა, რისი გადატანაც მხოლოდ აქაურ მანდილოსნებს შეგვიძლია…

 

22
საკვები

რატომ არ შეიძლება კომპიუტერთან ჭამა და რა ზიანს აყენებს ის ორგანიზმს

47
(განახლებულია 16:11 22.10.2020)
ტექნოლოგიური მიღწევები ძალიან კარგია, თუმცა ისიც ვიცით, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება კომპიუტერის ეკრანთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია.

ძნელია ოქროს შუალედის პოვნა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ კომპიუტერთან ჩვენი ურთიერთობა დავაბალანსოთ.

თანამედროვე ცხოვრებაში, როცა მუშაობის დროს ან უბრალოდ გართობისას, ადამიანი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს,  მისთვის კომპიუტერთან საკვების მიღებაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე. დღეს კომპიუტერთან ჭამა ბევრისთვის დამახასიათებელი მავნე ჩვევაა, რომელსაც არც ისე კარგი შედეგები მოჰყვება.

ბევრი თანამშრომელი შესვენებაზე გასვლის ნაცვლად ოფისში, სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერთან ჭამას ამჯობინებს. დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ არის სამუშაო მაგიდაზე საკვების მიღება მიზანშეწონილი.

ოფისის მაგიდაზე, სადაც მუშაობთ უამრავი ბაქტერია და მიკრობი იყრის თავს. არანაკლები ბაქტერია გროვდება კლავიატურაზე. ამ ტერიტორიზე საკვების მიღების შეთხვევაში აღნიშნული ბაქტერიები ძალიან მარტივად მოხვდება თქვენს ორგანიზმში. რაც დამეთანხმებით, კარგს არაფერს მოგიტანთ.

საბოლოო ჯამში ეს სერიოზულ ანთებებს აძლევს დასაბამს, იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ასე რომ, საკვები ჰიგიენისა და ყველა სხვა წესის დაცვით მიირთვით, რათა არ ავნოთ ორგანიზმს.

კომპიუტერთან ჭამა ადამიანის ტვინს დასვენების საშუალებას არ აძლევს. ადამიანები, რომლებიც კომპიუტერთან ჭამენ, ძირითადად ეკრანს არ წყდებიან და ყურადღება საქმისკენ აქვთ მიმართული. არადა შუადღის შესვენება სწორედ ტვინის დროებით დასასვენებლად და საკვებად არის გათვალისწინებული.

როდესაც ადამიანი საკვების მისაღებად ლანჩზე, ან სულაც სამზარეულოში  გადის, მაშინ ის მთლიანად საკვებზე ახდენს კონცენტრირებას. ასეთ დროს კუჭი საკვებს საჭირო რაოდენობით იღებს და  უკეთ ინელებს. როდესაც ჭამის დროს რაიმე სხვა საქმით ხართ დაკავებული, თვალს არ აშორებთ კომპიუტერის ეკრანს ამან შესაძლოა თქვენი კუჭი დააზიანოს.

ტელევიზიამ, ინტერნეტმა, კომპიუტერმა ადამიანები „მჯდომარე“ ცხოვრებას მიაჩვია. გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ,  კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. კომპიუტერთან კვების დროს მივირთმევთ გაუთვითცნობიერებლად, ამ დროს შესაძლოა ვერ ვიგრძნოთ და იმაზე გაცილებით მეტი საკვები მვიღოთ ვიდრე საჭიროა. ამასთან, როცა კონცენტრირებული არ ხართ საკვებზე და თქვენი გონება ეკრანისკენაა მომართული, ვერ გრძნობთ საკვების გემოს, სუნს, რისი შედეგიც არის გასტრიტი. როცა ამას სისტემატიური სახე ეძლევა, ორგანიზმს ექმნება ჭარბი წონის პრობლემა, რაც ასევე იწვევს დიაბეტს და სხვა გართულებებს.

კვლევების თანახმად, ყოველ მესამე პაციენტს, რომელიც დღეში 10 საათს ატარებს კომპიუტერთან, დიაბეტი ტიპი 2 აღენიშნება.

ასე, რომ თუ თქვენ დიდი დროს ატარებთ კომპიუტერის ეკრანთან და საკვებსაც ეკრანის წინ მიირთმევთ, სასწრაფოდ დაივიწყეთ ეს მავნე ჩვევა.

ალბათ რთულია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა დროის სიმცირის თუ სხვა მიზეზების გამო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შუძლებელია შედეგის მიღება. მთავარია, შეეცადოთ, დაგეგმოთ, იყოთ თანმიმდევრულები.

და ბოლოს, თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და კომპიუტერი იმდენად მძლავრადაა შემოჭრილი, რომ ძირითადი სამუშაო მაინც მჯდომარეა. თუ თქვენი დღის რეჟიმი  უმოძრაოა, მაშინ გირჩევთ:

·შესვენების დროს არავითარ შემთვევაში არ მიირთვათ კომპიუტერთან, აუცილებლად გადით ლანჩზე.

· მიიღეთ დღეში ორი ლიტრი წყალი, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

· იმოძრავეთ ბევრი, ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

· მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელსაც საშუალოდ რვა საათი არ სძინავს ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაცილებით მეტ არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს.

· გააკონტროლეთ კვების რაციონი და ორგანიზმი ცილებით მდიდარი პროდუქტებით გაანებივრეთ.

47
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
სპეცრაზმი ზუგდიდში

Lacasa de Zugdidi ანუ ბლოკბასტერები ისვენებენ! ზუგდიდის სპეცოპერაციამ სოცქსელები ააფეთქა

0
(განახლებულია 18:33 22.10.2020)
წაიკითხეთ Sputnik-საქართველოში, როგორი რეაქცია ჰქონდათ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. უკვე მეორე დღეა მთელი საქართველო იხილავს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, სადაც თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანა. ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელშიც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დამნაშავეს ფული გადასცეს. შედეგად დამნაშავემ სამი მძევლისა და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მეთაურის, ავთანდილ გალდავას თანხლებით გვიან ღამით ბანკის შენობა დატოვა. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია. სამი მათგანი დამნაშავემ ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ კირცხთან, ტყეში გაათავისუფლა და მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

 „სპექტაკლი და მეტი არაფერი!“

სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის არცთუ ცოტა სკეპტიკოსი მოიძებნა - ბევრმა მომხდარს დადგმული სპექტაკლი უწოდა. მხოლოდ ვინ და რა მიზნით გაითამაშა იგი - ამაზე უნდა ვიმკითხაოთ.

 „არცერთი წამით არ მჯერა. ნახევარი მილიონის მოტეხვა უნდოდათ და მოტეხეს კიდეც. ვერასდროს ვერ იპოვიან, საუკუნის ძარცვა კი ყველას დაავიწყდება“, - ფიქრობს თამარა ტომა.

„სპექტაკლი დადგეს... კომედია და მეტი არაფერი...“ - წერს Eleonora Zechadse.

„ეჰ, მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ კარგი სპექტაკლია, ვიღაცამ ძალიან კარგი ფული შეჭამა“, - დარწმუნებულია Dimitri Polenin.

ინტერნეტის ზოგიერთი მომხმარებელი თემის განხილვას იუმორით მიუდგა და თავდამსხმელი ჰოლივუდური ბლოკბასტერების მთავარ გმირებს შეადარა.

„ესაა რემბოც, შვარცნეგერიც, ბრიუს უილისიც ერთ ფლაკონში!“ - წერს ნანა სირაძე.

„ზორო გამოჩნდა, იქნებ ღარიბების დახმარება გადაწყვიტა!“ - ხუმრობს დაჯი ჩუტკერაშვილი.

ცხარე დისკუსიების მოყვარულმა ზოგიერთმა მომხმარებელმა კი მომხდარი ქართული პოლიტიკური ასპარეზის ორ მთავარ მეტოქეს - ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს - დაუკავშირა. რა თქმა უნდა, ხუმრობით.

„უეჭველი მიშა იყო, ფული გაუთავდა და ბანკში მივიდა“, - წერს Roini Gvilava.

„წყეული ბიძინა, რომ გაიძულა ეს  ყველაფერი მოგეფიქრებინა“, - წერს Maka Maka.

ყველაფერი სერიოზულადაა

რა თქმა უნდა, ზოგიერთი თემას სერიოზულად მიუდგა და გვერდი აუარა სამართალდამცავი ორგანოებისა და პოლიტიკური სისტემის კრიტიკას.

„საჭიროა უმკაცრესად დასჯა! ასეთი საქმეები - სახუმარო არ არის! ასეთი უპასუხისმგებლობით უამრავი ადამიანი საფრთხეში აღმოჩნდა“, - წერს თეიმურაზ ქუთათელაძე.

„ყოჩაღ, მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს! როგორი უბედურება აიცილა თავიდან ქვეყანამ, თანაც ასეთ რთულ პერიოდში შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“, - წერს Marika Chikovani.

 „ვერ გავიგე, სად გაქრა ამ ფულით და ჩაკეტილ საზღვრებში? ეს რა იყო? საწყალი ხალხი, როგორი საათები გადაიტანეს იქ...“ - წერს Anna Lomidze.

საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში ისეთებიც მოიძებნენ, ვინც თავდამსხმელის ქცევა გაამართლა. მომხდარის შედეგად ხომ არავინ დაშავებულა, თავდამსხმელმა კი თავისას მიაღწია.

„რაც მან მოიპარა... ჩემი აზრით, არ მოუპარავს... რაც ეკუთვნოდა, ის აიღო... პლუს-მინუს რამდენიმე ასეული, არა აქვს მნიშვნელობა... თუ მართლა სამხედროა, დაფიქრდით, იქნებ ისეთები გადაიტანა, რომ ეს ფულიც ცოტაა. იქნებ მეტიც ეკუთვნოდა, ასე რომ, ნუ განსჯით და არ განისჯებით“, - ასეთი უჩვეულო აზრი გამოთქვა ნონა გაბრელიანმა.

Lacasa de Zugdidi

ამერიკული პლატფორმის Netflix-ის მოყვარულებმა ზუგდიდში მომხდარი ამბავი ცნობილ ესპანურ სერიალ „ქაღალდის სახლს“ (Lacasa de papel) შეადარეს.

სერიალი ესპანეთის სამეფო ხაზინის ძარცვის შესახებ მოგვითხრობს. ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთს მიმართავენ ქალაქების სახელებით - ტოკიო, მოსკოვი, ბერლინი, დენვერი, ოსლო, ჰელსინკი, რიო და ნაირობი - ინკოგნიტო პირის ხელმძღვანელობით, ზედმეტსახელად „პროფესორი“, მძევლებად აჰყავს რამდენიმე ათეული მოქალაქე და ხაზინაში რამდენიმე დღის განმავლობაშია დაბანაკებული. ბოლოს ისინი ათავისუფლებენ ყველა მძევალს, თან მიაქვთ რამდენიმე მილიარდი ევრო და გაურკვეველი მიმართულებით იმალებიან.

სერიალის ახალი სეზონის პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი, მაგრამ ადგილობრივები ხუმრობენ, რომ საქართველოში ახალი სეზონი უფრო ადრე ნახეს, ვიდრე მთელ მსოფლიოში.

ფეისბუქის მომხმარებლებმა 21 ოქტომბრის მოვლენებს ხუმრობით Lacasa de Zugdidi უწოდეს. ზოგიერთმა „ფან-არტიც“ კი გააკეთა - სერიალის მთავარ გმირებს გაუნაწილა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქალაქების სახელები - ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ხობი, აბაშა, მარტვილი და ჩხოროწყუ.

მომხმარებლებს არც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას საქციელი გამორჩენიათ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა და მძევლებთან ადგილის გაცვლა შესთავაზა. „ქაღალდის სახლის“ მოყვარულებმა ის სერიალის გმირ არტურიტოს შეადარეს - ესაა უარყოფითი პერსონაჟი, სამეფო ხაზინის დირექტორი, რომელიც ცდილობს მძარცველებს ხელი შეუშალოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ამით ის კიდევ უფრო ართულებს მძევლების მდგომარეობას.

კიდევ ერთი პარალელი სერიალთან - დიდი ბრიტანეთის ელჩის ქალიშვილი - მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მძევალია. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბანკის ფილიალში თავდასხმის დროს ზუგდიდის მერის ოჯახის წევრი იმყოფებოდა.

0