12 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnikთბილისური შემოდგომა
თბილისური შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 12 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

4-13 ოქტომბრის პერიოდი

4-13 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა კამელია.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

4-13 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა სატურნი მფარველობს. ეს ადამიანები გამოირჩევიან სილამაზითა და გრაციოზულობით, არიან მხიარული, იუმორის გრძნობის მქონე, კეთილშობილი ადამიანები. მათთან საინტერესოა, იქმნება სიმყუდროვისა და საიმედოობის შეგრძნება. უყვართ ცვლილებები, აქვთ ბობოქარი, მშფოთვარე ხასიათი.

12 ოქტომბერს დაბადებულები

12 ოქტომბერს კაშკაშა, არაორდინარული პიროვნებები იბადებიან, ისინი გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით, გულღიაობით, უზარმაზარი პოტენციალით; არიან ენერგიული, თავისებური ადამიანები, იციან კომპრომისის მოძებნა. დაბადებით ორატორები არიან და ასევე, ბევრი მათგანი შესანიშნავი მსმენელიცაა. ამ თვისებებს აფასებენ ამ დღეს დაბადებულების ახლობლები.

ამ ადამიანებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პრიორიტეტია თვითგანვითარება - ისინი მუდმივად იფართოებენ თავიანთ მსოფლმხედველობას, უყვართ კითხვა, სამეცნიერო-პოპულარული ფილმები, დოკუმენტური კინო. ერუდირებულობა მათ საინტერესო თანამოსაუბრეებად აყალიბებს.

ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

12 ოქტომბერს დაბადებულებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია სამართლიანობა. კომუნიკაციური უნარების წყალობით ეს ადამიანები გაყიდვების სფეროში არნახულ წარმატებებს მიაღწევდნენ, მაგრამ ისინი ადამიანებს არასდროს მიჰყიდიან უსარგებლო ნივთებს.

ამ დღეს დაბადებულები არიან ენამჭევრი, მომხიბლავი, კეთილმოსურნე, ხანდახან ზედმეტად მიმნდობი ადამიანები, რითიც ხანდახან მათი ნაცნობები და მეგობრები სარგებლობენ კიდეც. თუ ტყუილი გამოაშკარავდა, ისინი ასეთ ახლობლებს თავიანთი ცხოვრებიდან საბოლოოდ ამოშლიან.

ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება>>

თავიანთი უნარებიდან გამომდინარე, 12 ოქტომბერს დაბადებული სასწორებისთვის სამუშაოდ რეკომენდებულია ისეთი სფეროები, სადაც ადამიანებთან ურთიერთობებია საჭირო. მაგალითად, ასეთი საქმიანობაა პედაგოგიკა, იურისპრუდენცია, მენეჯმენტი, გაყიდვები.

მიზნების მიღწევაში ამ ადამიანებს ამბიციურობა, ჯანსაღი აზრი, განვითარებული ინტელექტი და უპრეცედენტო პრაქტიკული გამოცდილება ეხმარება. სასწორების უმეტესობა პრაქტიკოსია; სამეცნიერო მოღვაწეობა მათთვის, შესაძლოა, ძალზე დამღლელი აღმოჩნდეს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ

ჯანმრთელობა

12 ოქტომბერს დაბადებულები კარგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობით გამოირჩევიან. მათი შეცდომაა ის, რომ არ აქცევენ ყურადღებას თავიანთ ჯანმრთელობას, არ იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს. მათთვის დამღუპველია მავნე ჩვევების ზემოქმედება, რადგან, სხვა სასწორების მსგავსად, მიდრეკილი არიან სტიმულატორებზე დამოკიდებულებისკენ.

რჩევა:

ყურადღებით შეარჩიეთ მეგობრები და პარტნიორები. ზედმეტი ნდობა გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღებაში არ გამოგადგებათ.

ყველა ახალი ამბავი
0