ხავსმოდებული ხე

10 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

431
(განახლებულია 13:14 10.10.2020)
გაეცანით 10 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

4-13 ოქტომბრის პერიოდი

4-13 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა კამელია.

4-13 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა სატურნი მფარველობს. ეს ადამიანები გამოირჩევიან სილამაზითა და გრაციოზულობით, არიან მხიარული, იუმორის გრძნობის მქონე, კეთილშობილი ადამიანები. მათთან საინტერესოა, იქმნება სიმყუდროვისა და საიმედოობის შეგრძნება. უყვართ ცვლილებები, აქვთ ბობოქარი, მშფოთვარე ხასიათი.

10 ოქტომბერს დაბადებულები

10 ოქტომბერს კეთილგანწყობილი, მეგობრული ადამიანები იბადებიან, მაგრამ ეს გულითადობა და კეთილგანწყობა მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა ყველაფერი ისეა, როგორც მათ სურთ. ზოგადად, ისინი წინააღმდეგობრივი ნატურები არიან, ხშირად ავლენენ სასწორისთავის უცხო აგრესიულობას და ეს მაშინ ხდება, როდესაც სიტუაცია მათთვის არახელსაყრელად ვითარდება.

10 ოქტომბერს დაბადებულები თავიანთ იდეალებსა და რწმენას არ ღალატობენ. ბუნებით სამართლიანობისთვის მებრძოლი არიან, მზადმყოფნი, რომ დაიცვან საკუთარი და თანამოაზრეების ინტერესები.

ამ დღეს დაბადებულები სულიერად მტკიცე, გაბედული ადამიანები არიან. აქვთ ლიდერის თვისებები, ორგანიზატორული ნიჭი, შეუძლიათ რთული პროექტების წაძღოლა.

ამ ადამიანებს მკაფიო ხედვა აქვთ, როგორ განახორციელონ საუთარი გეგმები, მაგრამ ხშირად ხდებიან თაღლითობის მსხვერპლი. ამის ბრალი ისაა, რომ მათ ადამიანების იდეალიზება სჩვევიათ.

10 ოქტომბერს დაბადებულებს თავიანთი თვისებები ეხმარება ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა სამხედრო საქმე, პოლიციის კარიერა. მათთვის ასევე პრიორიტეტულია იურისპრუდენცია. ზუსტი მეცნიერებები, უმეტესად, არ იტაცებთ, მაგრამ მედიცინაში დიდ წარმატებებს აღწევენ.

დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი>>

არიან რა ამბიციურნი, მიღწეულს არ სჯერდებიან. მათ იციან, რომ პროფესიონალიზმის დასახვეწად საზღვრები არ არსებობს.

ჯანმრთელობა

10 ოქტომბერს დაბადებულების მთავარი მტერი, შესაძლოა, ხელმომჭირნეობა გახდეს და რაც მთავარია, საუთარი ჯანმრთელობის საკითხში. 40 წელს ზემოთ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ემოციურ, ნერვულ გადატვირთვებს, რადგან ამის შედეგად გულ–სისხლძარღვთა სისტემა შეიძლება დაუზიანდეთ. ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება სწორი კვება, სრულფასოვანი დასვენება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

რჩევა:

გამოიჩინეთ სიფრთხილე ფინანსური პროექტების რეალიზებისას; ყურადღებით შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორები. ნუ ენდობით ადამიანის ძველ იმიჯს. სჯობს, შეამოწმოთ პარტნიორი, ვიდრე ფული დაკარგოთ.

431
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 25 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

546
(განახლებულია 12:03 25.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

25 ოქტომბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

მთვარე მერწყულის ნიშანში – ამ დღეს ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა>>

რეკომენდებულია დასვენება, ძალების აღდგენა, შინაგან სამყაროზე ზრუნვა, ფრთხილი დამოკიდებულება ძვირფასეულობის მიმართ – არის გაქურდვის, დაკარგვის ალბათობა, თავშეკავება და მოთმინება სამუშაოზე ურთიერთობებში – ამ დღეს წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარება რთული იქნება, თავის შეკავება როგორც აგრესიის, ისე კეთილი ზრახვების გამოვლენისგან, უარის თქმა მომგებიან გარიგებებზე და ავანტიურულ ღონისძიებებში ჩაბმაზე, სერიოზული საქმეების გაუქმება ან გადადება, შემოქმედებითი საქმიანობა.

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, კონტრაქტების დადება, დოკუმენტებზე ხელმოწერა, ვალის გაცემა და აღება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა. მანიკურისთვის ძალზე ხელსაყრელი დღეა.

მებაღეობა:  ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

546
თბილისი

25 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

210
(განახლებულია 11:49 25.10.2020)
გაეცანით 25 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

25 ოქტომბერს დაბადებულები

25 ოქტომბერს დაბადებულები რთული ხასიათით გამოირჩევიან. არიან ძალზე ნებისყოფიანი, ვნებიანი, ჯიუტი ადამიანები. მათი ახლოს გაცნობა რთულია - გულღია და გულწრფელი ძალიან ახლობელ ადამიანებთანაც კი არ არიან. არიან რა დამოუკიდებელი, თვითკმარი ადამიანები, ხანდახან სასტიკიც კი ჩანან. არიან მტკიცე, საკუთარი პრინციპების, იდეალების, საქმის ერთგული. მათი გადარწმუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

25 ოქტომბერს დაბადებულები ადვილად შედიან კონტაქტში, მაგრამ ახლოს იშვიათად თუ მიუშვებენ ვინმეს. ხშირად ამ ადამიანების ხასიათის ნიუანსები ოჯახის წევრებისთვისაც მათ შორის, მშობლებისთვისაც უცნობია.

25 ოქტომბერს ძლიერი ნებისყოფის მქონე და მიზანსწრაფული მორიელები იბადებიან. აქვთ უნიკალური უნარი, მარცხის შემდეგ აღდგნენ ფერფლიდან. იწყებენ ხელახლა, რათა დაიკმაყოფილონ თავიანთი სურვილები და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. გარშემომყოფთა მოსაზრებები ნაკლებად აღელვებთ, ასევე მოქმედებების შედეგები ახლობელი ადამიანებისთვის.

25 ოქტომბერს დაბადებული მორიელები მატერიალისტები და ცინიკოსები არიან. მაგრამ, ამავდროულად, შეუძლია იყოს ლოიალურიც. მაგრამ ეს იმისთვის სჭირდება, რომ თავისი ჩანაფიქრი აისრულოს.

25 ოქტომბერს დაბადებული დაწყებულ საქმეს არასდროს ტოვებს. არ უყვარს, როცა მის საქმეში ვინმე ერევა. როგორც ხელმძღვანელი, მომთხოვნის, მკაცრი, მაგრამ სამართლიანია.

ჯანმრთელობა

25 ოქტომბერს დაბადებულები ყურადღებას არ აქცევენ თავიანთ პრობლემებს. თუ რამე სტკივათ, ფიქრობენ, რომ თავისით გაივლის. შედეგად, დაავადება რთულდება და შემდეგ უკვე ან აღარ იკურნება, ან მისი მკურნალობა უკვე ძალიან ჭირს. მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ დასვენებას. ასევე კვებას, რადგან მათთვის ძალზე სარისკოა ზედმეტი საკვების მიღება.

ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი>>

რჩევა:

თქვენთვის ქაოსი სტრესული ფაქტორია, ამიტომ მოერიდეთ უწესრიგობას. თუ სახლში გაქვთ ქაოსი, ეცადეთ, პროფესიონალებს მიანდოთ საქმე.

210
ცესკო

არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება - რა წესები უნდა დაიცვათ უბანზე

0
კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება, ხოლო კალამი, რომლითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი შეავსო, მან უბანზე სპეციალურ ყუთში უნდა გადააგდოს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გააცნო მედიას ის წესები, რომლებიც არჩევნების დღეს ამომრჩევლებმა უბნებზე უნდა დაიცვან.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბანზე შესვლისას ამომრჩეველს პირბადე უნდა ეკეთოს.

„ვისაც პირბადე არ ექნება, მას ადგილზე მისცემენ. ამის შემდეგ ის დეზობარიერს გაივლის... ამის შემდეგ ამომრჩეველი რიგის მომწესრიგებელთან მიდის, აჩვენებს პირადობის მოწმობას და პირბადეს იხსნის, რადგან მისი იდენტიფიცირება მოხდეს. პირბადის გაკეთების შემდეგ, მარკირება მოწმდება და ამის შემდეგ ხელზე დეზინფექცია უტარდება, მიდის მაგიდასთან“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამის შემდეგ ამომრჩეველი კვლავ მოიხსნის პირბადეს და აიღებს ინდივიდუალურ კალამს, რომლითაც ხელს მოაწერს. იღებს მისთვის განკუთვნილ ბიულეტენს და ამის შემდეგ შედის კაბინაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება.

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა >>

„როდესაც ამომრჩეველი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, კალამს სპეციალურ ურნაში აგდებს და ამის შემდეგ ხდება ბიულეტენის ყუთში ჩაგდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს“, - განაცხადა ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

 

 

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020