მთვარის კალენდარი: 8 ოქტომბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / jrperesსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

8 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

საღამოს, თბილისის დროით 19:42 საათისთვის მთვარე კირჩხიბის ნიშანში გადავა.

იღბლიანი დღეა. ადამიანები თავს ენერგიულად იგრძნობენ. ამ დროს შეიძლება რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება. ესაა მეგობრობისა და ადამიანების ერთობის დღე.

პლუტონი - Sputnik საქართველო
პლუტონი რეტროგრადულ სვლას წყვეტს – რა სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს პლანეტა

როდესაც მთვარე ტყუპის ნიშანშია, შესანიშნავი დროა კონტაქტებისა და ნაცნობობისთვის, ინფორმაციებისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. საჭიროა ძველი საქმეების გაგრძელება, არ ღირს ახლის წამოწყება. კარგი დღეა სასწრაფო საქმეების მოსაგვარებლად. ხელსაყრელი დროა ჟურნალისტებისთვის, ახალი ცნობების მოსაპოვებლად, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისთვის. ასევე შეიძლება კომერციული საქმიანობა, თუ ქონებრივ და საოჯახო საქმეებთან არ არის დაკავშირებული. ამ დღეს ადამიანებში ჩნდება აქტიურობა, კომუნიკაბელურობა, ემოციური აღქმა.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან. ასეთ დროს ნაცნობობისკენ ილტვიან ის ადამიანები, რომლებსაც მსუბუქი და არცთუ სერიოზული ურთიერთობები აინტერესებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სასიყვარულო რომანი ამ დღეს იწყება მსუბუქად, არა ვნებით, არამედ ენამოსწრებული სიტყვებით ან დამაჯერებელი დაპირებებით; მაგრამ ურთიერთობები მოკლებული იქნება ყოველგვარ ვალდებულებებს, უფრო „თავქარიანი“ კავშირი გამოვა, ერთგვარი „თამაში“, ვიდრე ღრმა და სერიოზული ურთიერთობები.

რეკომენდებულია წინსვლა, მტკიცე მოქმედებები, ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა, აქტიურობა, ბიზნეს–საქმიანობა, ხელმძღვანელობასთან და საზოგადო მოღვაწეებთან კონტაქტი, მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდთან ერთად, ერთობლივად სხვადასხვა საკითხის გადაჭრა, საქმიან მივლინებაში წასვლა, კონტრაქტების დადება, შემოქმედებითი საღამოების, კონცერტებისა და გამოფენების გამართვა, ახალი საქმეების დაწყება.

არარეკომენდებულია კოლექტივს ჩამოშორება და მარტო, მასთან დაპირისპირებით მოქმედება, უმნიშვნელო წვრილმანებზე დროის დახარჯვა.

ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არახელსაყრელი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება, გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა. შეიძლება მავნებლებთან ბრძოლა, შეწამვლა, დასუსტებული მცენარეებისთვის სასუქის მიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0