8 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 8 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

4-13 ოქტომბრის პერიოდი

4-13 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა კამელია.

© Sputnik / Maria Tsimintiaსასწორი
8 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
სასწორი

4-13 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა სატურნი მფარველობს. ეს ადამიანები გამოირჩევიან სილამაზითა და გრაციოზულობით, არიან მხიარული, იუმორის გრძნობის მქონე, კეთილშობილი ადამიანები. მათთან საინტერესოა, იქმნება სიმყუდროვისა და საიმედოობის შეგრძნება. უყვართ ცვლილებები, აქვთ ბობოქარი, მშფოთვარე ხასიათი.

8 ოქტომბერს დაბადებულები

8 ოქტომბერს დაბადებულებს დიპლომატიის ნიჭი ბუნებისგან აქვთ ბოძებული. არიან ნებისყოფიანი, მტკიცე ხასიათის მქონენი. მომზადებული მიდიან კომპრომისებზე, დაინტერესებული არიან ნაყოფიერი თანამშრომლობით.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

ამ დღეს დაბადებულებისთვის შეუძლებელი, პრაქტიკულად, არაფერია. ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს როგორც მარტოობაში, ისე ადამიანებთან ერთად. როგორც წესი, ისინი მაღალი სტატუსისკენ არ ისწრაფვიან, მაგრამ აღიარებას თითქმის ყოველთვის იღებენ.

8 ოქტომბერს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია თანასწორობა. ისინი სამართლიანობის აღდგენისთვის ბევრი რამისთვის არიან მზად. თავიანთ ინტერესებს გულმოდგინედ და გონივრულად იცავენ, ეს კი შესაბამის შედეგებსაც იძლევა.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

8 ოქტომბერს დაბადებულები ისევე, როგორც, ზოგადად, სასწორის ნიშნის წარმომადგენლები, წინააღმდეგობრივი ხასიათით გამოირჩევიან. ისინი ამბიციური და მიზანსწრაფული არიან, კარიერას სწრაფად იკეთებენ. ამავე დროს, თანასწორობის მომხრე არიან და სხვაზე მაღლა დგომის სურვილი არა აქვთ.

ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

ამ დღეს დაბადებულებს ცოტაოდენი ქარაფშუტობაც სჩვევიათ. ხანდახან უცნაურ იდეებს გამოთქვამენ ხოლმე. ამის გამო ბევრი მათ „შერეკილებად“ აღიქვამს. თავად ეს ადამიანები ამ იარლიყებს სულ არ განიცდიან.
8 ოქტომბერს დაბადებული სასწორი, თუ ხელმძღვანელის პოზიცია უკავია, ხავერდის ხელთათმანიანი რკინის ხელით ხელმძღვანელობს. ხელქვეითი კი, დიპლომატიის გამოყენებით, სასურველის მიღწევას ცდილობს. სამწუხაროდ, ეს ადამიანები საქმეს ხშირად შუა გზაზე ტოვებენ და ბოლომდე არ მიჰყავთ.

ამის მიზეზი ემოციურობა და ცხოვრების მიმართ ემპირიული დამოკიდებულებაა. ნაყოფიერ მუშაობაში მათ ხელს უშლის პირადი განცდები, ოჯახური პრობლემები და სხვა მრავალი რამ. ერთი საქმიდან მეორეზე დროულად გადართვა უჭირთ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

ჯანმრთელობა

8 ოქტომბერს დაბადებულები კარგი ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩევიან, მაგრამ მათი ფსიქიკა ბევრად დაუცველია. პრობლემების უმეტესობა ემოციური მდგომარეობიდან წარმოიშვება. ისინი მიდრეკილი არიან დეპრესიისადმი. მათთვის რეკომენდებული სპორტი - უფრო ინდივიდუალური სახეობა, რადგან გუნდური თამაშები ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის არ გამოდგება.

რჩევა:

მეტი სიფრთხილით მოეკიდეთ ცხოვრების სასიყვარულო სფეროს. გრძნობების ჭაობში ჩაძირვას ფსიქოლოგიური პრობლემების მოტანა შეუძლია. ნუ გაჩერდებით და დატკეპნით ერთ ადგილს. იმოძრავეთ და რაც მთავარია, ისწავლეთ საკუთარ გამოცდილებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0