სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 7 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

366
(განახლებულია 10:38 07.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 7 ოქტომბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ტყუპის დღე შესანიშნავია კონტაქტებისა და ნაცნობობისთვის, ინფორმაციებისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. საჭიროა ძველი საქმეების გაგრძელება, არ ღირს ახლის წამოწყება.

კარგი დღეა სასწრაფო საქმეების მოსაგვარებლად. ხელსაყრელი დროა ჟურნალისტებისთვის, ახალი ცნობების მოსაპოვებლად, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისთვის. ასევე შეიძლება კომერციული საქმიანობა, თუ ქონებრივ და საოჯახო საქმეებთან არ არის დაკავშირებული. ამ დღეს ადამიანებში ჩნდება აქტიურობა, კომუნიკაბელურობა, ემოციური აღქმა.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან. ასეთ დროს ნაცნობობისკენ ილტვიან ის ადამიანები, რომლებსაც მსუბუქი და არცთუ სერიოზული ურთიერთობები აინტერესებთ.

ასტრომოდა 2020: მოდური ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

სასიყვარულო რომანი ამ დღეს იწყება მსუბუქად, არა ვნებით, არამედ ენამოსწრებული სიტყვებით ან დამაჯერებელი დაპირებებით; მაგრამ ურთიერთობები მოკლებული იქნება ყოველგვარ ვალდებულებებს, უფრო „თავქარიანი“ კავშირი გამოვა, ერთგვარი „თამაში“, ვიდრე ღრმა და სერიოზული ურთიერთობები.

რეკომენდებულია გუნდური მუშაობა, საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, მტკივნეული საკითხების გადაწყვეტა, მშენებლობის დაწყება, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, ახალი ნაცნობობა, ძველი კავშირების გამტკიცება, ახალი საქმეების დაწყება, აქტიური მუშაობა, ლიდერის თვისებების გამოვლენა.

არარეკომენდებულია შურისა და არაკეთილმოსურნეობის გამოჩენა, გარემოებების წყალობაზე მინდობა, პასიურობა.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არახელსაყრელი დღეა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება, გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა. შეიძლება მავნებლებთან ბრძოლა, შეწამვლა, დასუსტებული მცენარეებისთვის სასუქის მიცემა.

366
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

67
(განახლებულია 10:44 20.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 20 ოქტომბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ყველაფერი გამოგივათ, თუ შემოქმედებით აქტიურობას გამოიჩენთ და მიზნისკენ ივლით. უნდა დაიცვათ საკუთარი პრინციპები, გამოამჟღავნოთ ემოციები, გრძნობები.

იზრდება აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი. ადამიანებში ჩნდება სტაბილურობისა და წესრიგის თვისებები. განწყობაში სიმშვიდე დომინირებს. ამ დღეს კარგია შეთანხმებების დადება. იღვიძებს საზოგადოებრივი საქმის კეთების ინტერესი. კარგი დღეა სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, შორეულ ადგილებში გამგზავრება. არ ღირს მიწის ყიდვა და მშენებლობის დაწყება.

ამ დღეს კარგად გამოდის ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა, ან რამე სახის ღონისძიებაზე ერთად დასწრება, ასევე ხელსაყრელი დროა მეგობრული საღამოებისა და ოჯახური წვეულებების მოწყობისთვის.

ასეთ პერიოდში დაწყებული რომანი რომანტიკული, მგზნებარე იქნება, რომელიც მრავალ კმაყოფილებასა და იმედს მოიტანს. მსოფლმხედველობის, ვნების, აზარტისა და ორმხრივი კმაყოფილების თანხვედრა განამტკიცებს ურთიერთობებს, შედეგად დგება მსუბუქი და ოპტიმისტური კავშირი. თუ რომელიმე წყვილში მეორის ცხოვრების მასწავლებელი ან მისი წამოწყებების მფარველი გახდება, ეს ძალიან წაადგება ამ კავშირს. თუმცა, სწრაფად გაჩენილი მგზნებარება შეიძლება ასევე სწრაფად ჩაქრეს.

ასეთ დღეს, ძირითადად, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები იბადება.

რეკომენდებულია ვალის დაბრუნება, დაწყებული საქმეების დამთავრება, სამუშაო ადგილზე ცვლილებები, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმეების წარმოების მეთოდების მხრივ.

არარეკომენდებულია ფინანსური საქმეების წარმოება, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსნის დღე არ მიიჩნევა ხელსაყრელ დროდ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: მშვილდოსანი დღე კარგია ხილის დარგვისთვის, ასევე იმ ხეების, რომლებიც მალე უნდა გაიზარდოს. შეიძლება ხილის ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, მავნებლებთან ბრძოლა.

ამ დღეს არ შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება.

67
ხევსურეთის სოფელი გურო

20 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

19
(განახლებულია 10:00 20.10.2020)
გაეცანით 20 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

14-22 ოქტომბრის პერიოდი

14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.

14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ. როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.

20 ოქტომბერს დაბადებულები

20 ოქტომბერს წინააღმდეგობრივი ხასიათის ადამიანები იბადებიან. მათ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები აქვთ; მათი სურვილებიც კი ორბუნებოვანია. ამ ადამიანებს, აქედან გამომდინარე, პრიორიტეტების განაწილება უჭირთ.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულები დახვეწილი დიპლომატები არიან. ორიენტირებული არიან გუნდურ მუშაობაზე, თანამშრომლობაზე. მაგრამ საკმარისია, მათი განწყობა შეიცვალოს, რომ ხდებიან პირქუში, ბრაზიანი და ამ დროს ადამიანებთან ურთიერთობები არ სურთ. საკუთარ თავთან დარჩენისასაც ასევე არ ულხინთ - ასე ცხოვრობენ ისინი, ორ ცეცხლს შუა.

20 ოქტომბერს დაბადებულები ტიპური სასწორები არიან. მათი სასწორი ხან ერთ მხარეს იხრება, ხან - მეორე. არიან ცვალებადი ხასიათი, არაპროგნოზირებადი ადამიანები; მათთან საერთო ენის გამონახვა ჭირს. მართალია, საწინააღმდეგო ხასიათისა არიან, მაგრამ, ამავდროულად სტაბილურობა ახასიათებთ. თუ კარგი განწყობა აქვთ, პირად ცხოვრებაშიცა და სამსახურშიც ყველაფერი ისე ეწყობა, როგორც მათ სურთ. მაგრამ როგორც კი ჰორიზონტზე რაიმე პრობლემა ჩნდება, ისინიც იცვლებიან, ხდებიან ფეთქებადი, იმპულსური, არათანმიმდევრული.

ამ დღეს დაბადებულები სიმართლის მოყვარული და სიმართლისთვის მებრძოლი არიან. ისინი პროფესიულ წრეში მალე იხვეჭენ ავტორიტეტს. ხანდახან ეს ავტორიტეტი იმდენად მაღალია, რომ ტენდენციების ფუძემდებლებიც ხდებიან. ამ დროს სულ არაა საჭირო, რომ მათ ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავოთ.

ჯანმრთელობა

20 ოქტომბერს დაბადებული სასწორები სიმსუქნისკენ მიდრეკილი არიან. მათთვის აუცილებელია ზომიერების დაცვა კვებაში. ასევე, მათთვის საშიშროებას წარმოადგენს სტრესი, გადაღლა, ზედმეტი დაძაბულობა, ემოციების შეკავება.

რჩევა:

თქვენი მისწრაფება, რომ გავლენიანი ადამიანი ბრძანდებოდეთ, ძალიან მაღალია. თუ თქვენს იდეებს არ იღებს საზოგადოება, არ აფასებს პროფესიული წრე, ეს ურტყამს თქვენს არა მხოლოდ იმიჯს, არამედ ჯანმრთელობასაც. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სტრესი საშიშია ჯანმრთელობისთვის. ისწავლეთ ღირსეულად და მშვიდად წაგება.

19
აშშ-ის კონგრესის შენობა

გაირიცხოს თურქეთი ნატოდან: აშშ-ის კონგრესში რეზოლუცია შევიდა

0
კონგრესში შესულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ნატოს წევრი თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოზიციის წინააღმდეგ მიდის

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. აშშ–ის წარმომადგენელთა პალატაში შესულია რეზოლუცია თურქეთის ნატოდან გარიცხვის შესახებ, ინიციატივის ავტორი კონგრესის ქვედა პალატის წევრი ტულსი ჰაბარდია, ნათქვამია ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტის Twitter-აკაუნტზე.

​„იმ დროს, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს (...), თურქეთი ნატოს პოზიციის წინააღმდეგ მიდის, რაც აზერბაიჯანის შეიარაღებული აგრესიისთვის მხარდაჭერაში გამოიხატება“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის პროვოცირება ანკარის „დამსახურებაა“, და რომ თურქეთი საომარი მოქმედებების ზონაში დაქირავებულ ბოევიკებს გზავნის, რომელთაგან ბევრი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“  და ასევე „ალ–ქაიდასთან“ არის კავშირში.

შეგახსენებთ: თურქეთის ხელისუფლებამ მანამდე უკვე რამდენჯერმე უარყო ბრალდება სირიიდან ტერორისტების მთიან ყარაბაღში გადასროლის შესახებ. ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავს და კონფლიქტში არავის ჩართვას არ საჭიროებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა, რაშიც ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაზავების დარღვევაში ადანაშაულებენ>>

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად და ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

0
თემები:
მსოფლიო დღეს