ქუაქანცალია

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 5–11 ოქტომბერი

7134
(განახლებულია 12:57 05.10.2020)
საკმაოდ ხელსაყრელი კვირა ელოდება ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას. ეს იქნება შესანიშნავი და ძალზე პროდუქტიული პერიოდი

როგორი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნებისთვის, როგორ იმოქმედებენ ისინი ადამიანებზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ – ყოველივე ამის შესახებ კვირის ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ.

სასიყვარულო რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს: რა უნდა გაითვალისწინოთ 2020 წლის ბოლომდე>>

ვერძი

ვერძებს კვირის დასაწყისში გარკვეული შიშები შეგიპყრობთ, გაიღვიძებს ძველი კომპლექსები, მაგრამ 7 ოქტომბრიდან ვარსკვლავები უცბად გადაეწყობიან პოზიტიურ კილოზე, თქვენ კი იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, სიხარულს, იღბალს თქვენ გვერდით. შეგიძლიათ აკეთოთ ის, რაც მიგაჩნიათ, რომ იმ მომენტში ყველაზე მეტადაა მნიშვნელოვანი.

შეიძლება მთლიანად სამუშაოზე გადართვა, ან მეტი დროის გატარება ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან, ან, სულაც, განმარტოება. გააკეთეთ ის, რაც მოგესურვებათ. დანარჩენს არ ექნება დიდი მნიშვნელობა.

კურო

კუროებისთვის ის დრო დგება, როდესაც ზომიერ ეგოიზმს სარგებელი მოაქვს. მთავარია, ეს ამპარტავნებასა და სიამაყეში არ გადაიზარდოს. ვარსკვლავები გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას, შედეგად – სიყვარულში დიდი წარმატებები გელოდებათ.

საქმიან და ფინანსურ სფეროში სიფრთხილე გმართებთ. რამის ყიდვა სწრაფად და დაუფიქრებლად ჯერ არ ღირს. ფული დახარჯეთ მხოლოდ იმაზე, რაშიც დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად გჭირდებათ. არის მოტყუების საფრთხეც. რომ განვაზოგადოთ, ამ კვირაში გახსოვდეთ, რომ ფული ხშირ–ხშირად უნდა დაითვალოთ.

ტყუპი

ტყუპებისთვის რთული და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი დღეებია ორშაბათი და კვირა. ამ დღეებში უნდა გათავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან, რათა იღბალი არ დააფრთხოთ. კვირის დანარჩენი დღეები ხელსაყრელი იქნება.

დიდი წარმატებები გელოდებათ შემოქმედებით საქმიანობასა და სიყვარულში. ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი კვირა, როდესაც ვარსკვლავები ძალიან ბევრ საიდუმლოს ახდიან ფარდას და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოფენენ ნათელს. იდეალური კვირაა ახალი გატაცებების, ინტელექტუალური განვითარების, ცოდნის მიღებისა და უცხო ენების შესწავლისთვის.

კირჩხიბი

კირჩხიბებს თამამად შეგიძლიათ სადმე გამგზავრება, იქნება ეს საქმიანი თუ პირადი მიზნით. გარემოს შეცვლა ძალიან კარგად აისახება თქვენს განწყობასა და იღბალზე. წაგადგებათ ემოციურ ადამიანებთან ურთიერთობები – ისინი ძლიერი ენერგეტიკით დაგმუხტავენ. მაგრამ უნდა მოერიდოთ ურთიერთობებს პროვოკატორებთან და აგრესორებთან.

კვირის ყველაზე დასამახსოვრებელი დღეები პარასკევი და შაბათი გახდება. ამ დროს ვარსკვლავები თქვენი ოცნების ხორცშესხმაში დაგეხმარებიან, გამოგიგზავნიან იღბალსა და ნებისყოფას. კვირის ბოლო შესანიშნავი დროა რომანტიკისა და ახალი ურთიერთობების დასაწყებად, ადამიანებთან კონტაქტისა და გარემოს შეცვლისთვის.

ლომი

ლომებისთვის ჯადოსნური დრო დგება, როდესაც დიდი გამარჯვებები გელოდებათ. საჭიროა მხოლოდ აქტიურობის შენარჩუნება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ არ ღირს ღრმა თვითანალიზი. ყველაზე მთავარი სფერო ამ კვირაში თქვენთვის სიყვარული იქნება.

ასევე გაგიმართლებთ სამუშაოსა და ბიზნესში, მაგრამ ამისთვის მოქმედება მოგიწევთ. სასურველია, უკვე ორშაბათს მთელი კვირა გქონდეთ დაგეგმილი. წარმატებების მისაღწევად მისდიეთ წესებსა და გაწერილ გეგმებს.

ქალწული

ქალწულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობები გახდება. სიყვარულში იღბალი თქვენ გვერდით იქნება ხუთშაბათის ჩათვლით, ხოლო პარასკევსა და შაბათს, სჯობს, შეჩერდეთ და დრო საკუთარ თავს დაუთმოთ.

ფინანსურ თილისმად თქვენთვის უმძლავრესი ინტუიცია გახდება. მეტად მოუსმინეთ გულს და მოერიდეთ აჩქარებასა და დაუფიქრებელ ნაბიჯებს. კვირის პირველ ორ–სამ დღეს შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები.

სასწორი

ამ კვირაში არ არის გამორიცხული, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოთ. ასეთ დროს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ საკუთარი თავის რწმენა, რადგან შიშებსა და ეჭვებს თქვენი მცდარ გზაზე დაყენება შეუძლია. სამყარო არსებითად შეიცვლება იმისდა მიუხედავად, მოგწონთ ეს თუ არა. მოემზადეთ იმისთვის, რომ ამ კვირაში ენერგიის გლობალური გადაწყობა მოხდება.

ვარსკვლავები და პლანეტები ბევრ კარგს მოგიტანენ, მაგრამ რთული პერიოდებიც არაა გამორიცხული. ასტროლოგები გირჩევენ, თქვენი ძალები ყველაზე მნიშვნელოვანზე მიმართოთ, იქნება სიყვარული, საქმეები თუ სამუშაო. ექსპერტები ასევე გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს.

მორიელი

კოსმოსის გავლენა თქვენს ენერგეტიკაზე ძალზე ხელსაყრელი იქნება, განსაკუთრებით ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას. ამ დღეებში განსაკუთრებით მძლავრი გახდება თქვენი ენერგეტიკა, შეძლებთ მოვლენების განვითარებასა და გარშემომყოფ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას.

სამშაბათი არახელსაყრელი დღე იქნება, თქვენი აურა ძლიერი უარყოფითი გავლენის ქვეშ მოექცევა. სჯობს, არ გარისკოთ, არ გადახვიდეთ შეტევაზე. იყავით და იმუშავეთ მშვიდად. თუ რამე ისე არ გამოგივათ, როგორც ჩაფიქრებული გაქვთ, სხვებს ნუ გადააბრალებთ.

მშვილდოსანი

ასტროლოგები გირჩევენ, ამ კვირაში უმეტესად თქვენი თვალის ფერის ტანსაცმელი ატაროთ. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს თქვენს ენერგეტიკას და მოიზიდავს იღბალს ყველა სფეროში. ეს იქნება ძალზე დინამიკური კვირა, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილის გასუფთავება უსარგებლო ნივთებისგან როგორც სახლში, ისე სამუშაო ადგილზე.მშვილდოსნები ყურადღებით უნდა იყოთ ჭარბ ნეგატიურ ენერგიასთან დაკავშირებით. უსიამოვნებებისთვის მაგნიტის ფუნქცია რომ არ შეასრულოთ, მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს და აკეთეთ საყვარელი საქმე, სიკეთე და იყავით მეტად თავაზიანი.

თხის რქა

ერთადერთი, რაც ამ კვირაში არ უნდა გააკეთოთ, ეს ეგოისტ ადამიანებთან ურთიერთობაა, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავსა და სარგებელზე ფიქრობენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანობაში. ვარსკვლავები და პლანეტები ბევრი პოზიტიური ენერგიის გენერირებას მოახდენენ, მოგცემენ საშუალებას, რომ წარმატებებს მიაღწიოთ გუნდურ მუშაობაში. სწორედ ამიტომ უნდა მოერიდოთ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.

პარასკევსა და შაბათს მოიწყვეთ გართობის დღეები – შეხვდით მეგობრებს, შეიცვალეთ გარემო. კვირის პირველ ნახევარში შეგიძლიათ მოაგვაროთ იურიდიული პრობლემები, სამსახურში წამოაყენოთ ახალი იდეები. ყველა საქმეში წამლის ფუნქციას შეასრულებს აქტიურობა – ფიზიკურიც და ინტელექტუალურიც.

მერწყული

მერწყულებს სასიამოვნო ცვლიელებები უკვე კვირის დასაწყისში გელოდებათ. ხდება გარკვეული მოვლენები, რომლებიც ამაზე მიგანიშნებენ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ცხოვრება სხვა კალაპოტში წარიმართოს. ეს იქნება ძალზე პოზიტიური კვირა, როცა არაფრით არ შეიძლება უსაქმოდ ყოფნა, საჭიროა მოქმედებები.

ურთიერთობებში კრეატიულობა და არასტანდარტული დამოკიდებულება უნდა გამოავლინოთ. ეს საწინააღმდეგო სქესს მოიზიდავს. საქმეებსა და ფინანსურ სფეროში სიფრთხილე აჯობებს. დგება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დრო, ასე რომ, არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ.

თევზები

ფინანსური აქტიურობის, მუშაობისა და იდეების წამოყენებისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება. საკუთარ თავში ეჭვის შეპარვის დრო არ არის, ახლა მაქსიმალური აქტიურობა და სიმტკიცეა საჭირო. დიდი წარმატებაა მოსალოდნელი მათთვის, ვინც გუნდთან ერთად მუშაობს.

კვირის ყველაზე რთული დღეებია 7 და 8 ოქტომბერი. ამ დღეებში, სჯობს, არ გადაიღალოთ არც სამსახურში და არც საოჯახო საქმეებში. გაატარეთ მეტი დრო ახლობლებთან. ეს ორი დღე ასევე თავი შეიკავეთ სხვადასხვა ნივთის ყიდვისგან. ყველაზე აქტიური დღეებია 5, 9, 10 და 11 ოქტომბერი – ამ დღეებში მთელი ძალებით უნდა იმოქმედოთ.

7134
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

35
(განახლებულია 09:45 19.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 20 ოქტომბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ყველაფერი გამოგივათ, თუ შემოქმედებით აქტიურობას გამოიჩენთ და მიზნისკენ ივლით. უნდა დაიცვათ საკუთარი პრინციპები, გამოამჟღავნოთ ემოციები, გრძნობები.

იზრდება აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი. ადამიანებში ჩნდება სტაბილურობისა და წესრიგის თვისებები. განწყობაში სიმშვიდე დომინირებს. ამ დღეს კარგია შეთანხმებების დადება. იღვიძებს საზოგადოებრივი საქმის კეთების ინტერესი. კარგი დღეა სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, შორეულ ადგილებში გამგზავრება. არ ღირს მიწის ყიდვა და მშენებლობის დაწყება.

ამ დღეს კარგად გამოდის ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა, ან რამე სახის ღონისძიებაზე ერთად დასწრება, ასევე ხელსაყრელი დროა მეგობრული საღამოებისა და ოჯახური წვეულებების მოწყობისთვის.

ასეთ პერიოდში დაწყებული რომანი რომანტიკული, მგზნებარე იქნება, რომელიც მრავალ კმაყოფილებასა და იმედს მოიტანს. მსოფლმხედველობის, ვნების, აზარტისა და ორმხრივი კმაყოფილების თანხვედრა განამტკიცებს ურთიერთობებს, შედეგად დგება მსუბუქი და ოპტიმისტური კავშირი. თუ რომელიმე წყვილში მეორის ცხოვრების მასწავლებელი ან მისი წამოწყებების მფარველი გახდება, ეს ძალიან წაადგება ამ კავშირს. თუმცა, სწრაფად გაჩენილი მგზნებარება შეიძლება ასევე სწრაფად ჩაქრეს.

ასეთ დღეს, ძირითადად, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები იბადება.

რეკომენდებულია ვალის დაბრუნება, დაწყებული საქმეების დამთავრება, სამუშაო ადგილზე ცვლილებები, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმეების წარმოების მეთოდების მხრივ.

არარეკომენდებულია ფინანსური საქმეების წარმოება, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსნის დღე არ მიიჩნევა ხელსაყრელ დროდ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: მშვილდოსანი დღე კარგია ხილის დარგვისთვის, ასევე იმ ხეების, რომლებიც მალე უნდა გაიზარდოს. შეიძლება ხილის ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, მავნებლებთან ბრძოლა.

ამ დღეს არ შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება.

35
ხევსურეთის სოფელი გურო

20 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

11
(განახლებულია 15:34 18.10.2020)
გაეცანით 20 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

14-22 ოქტომბრის პერიოდი

14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.

14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ. როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.

20 ოქტომბერს დაბადებულები

20 ოქტომბერს წინააღმდეგობრივი ხასიათის ადამიანები იბადებიან. მათ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები აქვთ; მათი სურვილებიც კი ორბუნებოვანია. ამ ადამიანებს, აქედან გამომდინარე, პრიორიტეტების განაწილება უჭირთ.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულები დახვეწილი დიპლომატები არიან. ორიენტირებული არიან გუნდურ მუშაობაზე, თანამშრომლობაზე. მაგრამ საკმარისია, მათი განწყობა შეიცვალოს, რომ ხდებიან პირქუში, ბრაზიანი და ამ დროს ადამიანებთან ურთიერთობები არ სურთ. საკუთარ თავთან დარჩენისასაც ასევე არ ულხინთ - ასე ცხოვრობენ ისინი, ორ ცეცხლს შუა.

20 ოქტომბერს დაბადებულები ტიპური სასწორები არიან. მათი სასწორი ხან ერთ მხარეს იხრება, ხან - მეორე. არიან ცვალებადი ხასიათი, არაპროგნოზირებადი ადამიანები; მათთან საერთო ენის გამონახვა ჭირს. მართალია, საწინააღმდეგო ხასიათისა არიან, მაგრამ, ამავდროულად სტაბილურობა ახასიათებთ. თუ კარგი განწყობა აქვთ, პირად ცხოვრებაშიცა და სამსახურშიც ყველაფერი ისე ეწყობა, როგორც მათ სურთ. მაგრამ როგორც კი ჰორიზონტზე რაიმე პრობლემა ჩნდება, ისინიც იცვლებიან, ხდებიან ფეთქებადი, იმპულსური, არათანმიმდევრული.

ამ დღეს დაბადებულები სიმართლის მოყვარული და სიმართლისთვის მებრძოლი არიან. ისინი პროფესიულ წრეში მალე იხვეჭენ ავტორიტეტს. ხანდახან ეს ავტორიტეტი იმდენად მაღალია, რომ ტენდენციების ფუძემდებლებიც ხდებიან. ამ დროს სულ არაა საჭირო, რომ მათ ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავოთ.

ჯანმრთელობა

20 ოქტომბერს დაბადებული სასწორები სიმსუქნისკენ მიდრეკილი არიან. მათთვის აუცილებელია ზომიერების დაცვა კვებაში. ასევე, მათთვის საშიშროებას წარმოადგენს სტრესი, გადაღლა, ზედმეტი დაძაბულობა, ემოციების შეკავება.

რჩევა:

თქვენი მისწრაფება, რომ გავლენიანი ადამიანი ბრძანდებოდეთ, ძალიან მაღალია. თუ თქვენს იდეებს არ იღებს საზოგადოება, არ აფასებს პროფესიული წრე, ეს ურტყამს თქვენს არა მხოლოდ იმიჯს, არამედ ჯანმრთელობასაც. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სტრესი საშიშია ჯანმრთელობისთვის. ისწავლეთ ღირსეულად და მშვიდად წაგება.

11
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 20 ოქტომბერს

0
(განახლებულია 08:44 20.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0069 ლარით გამყარდა.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2117 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0069 ლარით გამყარდა. 

ლარის კურსი 20 ოქტომბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს