მთვარის კალენდარი: 5 ოქტომბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / photo-grapheსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 5 ოქტომბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

კუროს დღეს კარგია, როცა რასაც აკეთებთ, საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

საფულეები - Sputnik საქართველო
როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია მშვიდად მუშაობა, მარტივი ფინანსური საქმეების გადაჭრა, მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ ყურადღებით ყოფნა, ადამიანების მოსმენა, როდესაც რამეს გეუბნებიან, კონფლიქტისთვის თავის არიდება ყველა შემთხვევაში, ადამიანებთან ურთიერთობები მოქნილობისა და არასტანდარტული დამოკიდებულების გამოჩენა, ნიუანსებისთვის ყურადღების მიქცევა, ინდივიდუალურად და არა გუნდურად მუშაობა.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო
თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

არარეკომენდებულია რთულ პროექტებთან შეჭიდება, მოლაპარაკებების წარმოება, გარეგავლენაზე აყოლა, ზედმეტი აქტიურობა, დინების საწინააღმდეგოდ წასვლა.

ნაკლებად ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლისთვის, ყვავილებისთვის სასუქის მიცემისთვის, ზამთრის მარაგის გაკეთებისა და მოსავლის აღებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0