5 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC0 / Pixabay / კაცი ტყეში
კაცი ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 5 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

4-13 ოქტომბრის პერიოდი

4-13 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

© Sputnik / Maria Tsimintiaსასწორი
5 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
სასწორი

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა კამელია.

4-13 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა სატურნი მფარველობს. ეს ადამიანები გამოირჩევიან სილამაზითა და გრაციოზულობით, არიან მხიარული, იუმორის გრძნობის მქონე, კეთილშობილი ადამიანები. მათთან საინტერესოა, იქმნება სიმყუდროვისა და საიმედოობის შეგრძნება. უყვართ ცვლილებები, აქვთ ბობოქარი, მშფოთვარე ხასიათი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

5 ოქტომბერს დაბადებულები

5 ოქტომბერს დამოუკიდებელი, თავისუფალი მოაქმედებებისა და აზროვნების ადამიანები იბადებიან, მაგრამ, მაინც, ისინი გუნდური მოთამაშენი არიან. დამოკიდებული არიან სოციუმზე, საზოგადოებრივ აზრზე. ამასთან, ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მათი წესებითა და სცენარით ითამაშოს. მათში საკმაოდ ძლიერად არის განვითარებული ლიდერის თვისებები.

5 ოქტომბერს დაბადებულები კეთილი, კომუნიკაბელური ადამიანები არიან, დიპლომატიურიც კი, მაგრამ ვერ იტანენ კრიტიკას, თუნდაც კონსტრუქციულს. ამ ადამიანებს სწამთ, რომ თავიანთი იდეები გენიალურია. მათი მშვიდობიანი ხასიათი, როდესაც ვინმე ციდან მათ დაშვებას ცდილობს, ნამდვილი მეომრის ხასიათს ემსგავსება.

5 ოქტომბერს დაბადებული სასწორები იდეალისტები არიან. მათ ახასიათებს აქტიურობა, იმპულსურობა, არ უყვართ კომპრომისებზე წასვლა, არიან პრინციპული და საკუთარ სიმართლეში მუდამ დარწმუნებული.

ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

უყვართ სიცოცხლე, კონტაქტები სოციუმთან, მუშაობა და დასვენება ადამიანებთან ერთად, ვერ იტანენ მარტოობას, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი დამსახურებები, მიღწევები, იდეები აღიარონ; თუ საქმე მუშაობას არ ეხება, ყველაზე დიდი ჯილდო ამ ადამიანებისთვის მადლიერებაა. პროფესიულ საქმიანობაში ამ დღეს დაბადებულები მატერიალურ ჯილდოზე არიან მოტივირებული.

სამუშაოზე ისინი სიმართლის მოყვარული არიან; აქვთ უნიკალური თვისება, რომ გამოავლინონ უსამართლობა. ეს ადამიანები, პრაქტიკულად, არ დებენ უსარგებლო გარიგებებს. ამისთვის აფასებენ კიდეც სამსახურში.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>

5 ოქტომბერს დაბადებულები საქმის ერთგული არიან. მათთვის პირველ ადგილზე დგას პრინციპული სამსახურებრივი საკითხები, ხოლო დარაჩენი – პირადი საქმეები, ოჯახი, საკუთარი ჯანმრთელობა – მეორე პლანზეა. საქმეზე ორიენტირებულობა მათ სწრაფ კარიერულ ზრდას უზრუნველყოფს. მაგრამ ხანდახან ამისთვის ძალზე ძვირი საფასურის გადახდა უწევთ. 

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

5 ოქტომბერს დაბადებულებმა ჯანმრთელობას დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ. ხშირად აქვთ ნერვული გამოფიტვა, ქრონიკული დაღლილობა, რის ფონზეც ფსიქოსომატური დაავადებები ვითარდება. ამიტომ მათ ხშირად უნდა გამოიკვლიონ თავიანთი მდგომარეობა, ყური უგდონ ექიმების რჩევას. უნდა შეზღუდონ კოფეინის, ნიკოტინისა და ალკოჰოლის გამოყენება.

რჩევა:

არაფერი გიშლით ხელს, რომ საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციის ხედვა ჩამოაყალიბოთ. ნუ გაგიტაცებთ ნარცისიზმი; ხანდახან მიწაზეც დაიხედეთ, მხოლოდ ცაში ყურება არ ღირს. ისწრაფვეთ ჰარმონიისკენ.

ყველა ახალი ამბავი
0