ჰალერბოსის ტყე

4 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

239
(განახლებულია 11:44 05.10.2020)
გაეცანით 4 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

4-13 ოქტომბრის პერიოდი

4-13 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა კამელია.

4-13 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა სატურნი მფარველობს. ეს ადამიანები გამოირჩევიან სილამაზითა და გრაციოზულობით, არიან მხიარული, იუმორის გრძნობის მქონე, კეთილშობილი ადამიანები. მათთან საინტერესოა, იქმნება სიმყუდროვისა და საიმედოობის შეგრძნება. უყვართ ცვლილებები, აქვთ ბობოქარი, მშფოთვარე ხასიათი.

4 ოქტომბერს დაბადებულები

4 ოქტომბერს დაბადებულები ძალზე შრომისმოყვარენი არიან. გამოირჩევიან ამბიციურობით, მიზანსწრაფულობით, სერიოზულად ეკიდებიან არჩეულ საქმიანობას. არიან შემოქმედებითი ნატურები. თუ მათი საქმიანობა ხელოვნებასთან არ არის დაკავშირებული, თავისი თავის რეალიზებას კრეატიულ ჰობიში ახდენენ.

როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი გაცნობისას>>

4 ოქტომბერს დაბადებულები პოპულარობისკენ ისწრაფვიან. ამასთან, მათთვის სტატუსი ყველაზე მთავარი არ არის. ამ ადამიანებს სჭირდებათ წარმატების როგორც სოციალური, ისე მატერიალური დადასტურება.

4 ოქტომბერს დაბადებული სასწორები პრინციპული ადამიანები არიან. ამბიციური პიროვნებები ლიდერის საკმაოდ ძლიერი თვისებებით გამოირჩევიან. მაგრამ მატერიალური მხარე მათთვის სოციალურზე უფრო მნიშვნელოვანია. არჩევანი დიდებასა და სარგებელს შორის ყოველთვის სარგებლის გამარჯვებით სრულდება.

ამ დღეს დაბადებულები ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიან. თანამედროვე საზოგადოების არასრულყოფილება მათში იუმორის გრძნობას ბადებს. მათ შეუძლიათ, ირონიულად შეხედონ ყველაფერს და მათ შორის, საკუთარ თავსაც.

4 ოქტომბერს დაბადებულები გადარჩენაზე ორიენტირებული რეალისტები არიან. ეს პრინციპი მათ ჩვეულებრივი ცხოვრებიდან პროფესიულ გარემოში გადააქვთ. ისწრაფვიან რა სრულყოფილებისკენ, ისინი დგებიან შესანიშნავი სპეციალისტები; მათ პროფესიონალიზმს კოლეგები და ხელმძღვანელები ძალიან აფასებენ.

როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულები დირექტორის სავარძლის დაკავებას, როგორც წესი, არ ჩქარობენ. მმართველი თანამდებობ მათ ზღუდავს შესაძლებლობებში, იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს შემსრულებლის, პროფესიული გუნდის მონაწილის როლში.

ჯანმრთელობა

4 ოქტომბერს დაბადებულები ექსტრიმის მოყვარული არიან, იზიდავთ საშიში სიტუაციები, და მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ზომებს იცავენ, ეს მათ ჯანმრთელობას მაინც არ იცავს. ისინი მიდრეკილი არიან ტრავმებისადმი. ასევე, მათთვის ძალზე ადვილია ჯანმრთელობის შენარჩუნება - არ სჭირდებათ დიეტები, საათობით ვარჯიში და კოსმეტოლოგების მომსახურება, საკმარისია შეზღუდონ ფასტ-ფუდის მოხმარება, უარი თქვან თამბაქოსა და ალკოჰოლზე, სხვა სტიმულატორებზე და შედეგიც გარანტირებული იქნება.

რჩევები:

დროის გასატარებლად ექსტრიმი საუკეთესო ვარიანტი არ არის. სხვა გზებიც არსებობს, ბევრად უსაფრთხო. დასახეთ მიზნები და მათი შესრულების ვადები. დრო დაუთმეთ სულიერ განვითარებას. ნუ გაჩერდებით ერთ ადგილზე და უკვე მიღწეულზე.

239
ქალი

2021 წლის ჰოროსკოპი ქალებისთვის რას უმზადებს თეთრი ხარის წელიწადი ზოდიაქოს ნიშნებს

60
(განახლებულია 08:50 21.10.2020)
2021 წელს არ ღირს მხოლოდ საკუთარ ინსტინქტებსა და მეექვსე გრძნობაზე მინდობა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წლის დასაწყისშივე მოქმედებების გეგმის შედგენა და მის მიხედვით მოქმედება.

2021 წელი მარტივი არ იქნება, მაგრამ ასტროლოგების რჩევების გათვალისწინება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებების შანსს ზრდის.

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2021 წელი თეთრი ლითონის ხარის წელი იქნება, რომელიც თებერვლიდან დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მოვემზადოთ „რკინისებრი" წლისთვის და ყურადღება ჯანმრთელობაზე გავამახვილოთ.

ქალები, რომელთაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ხარი მიზნების თანდათანობით მიღწევის სიმბოლოა და მიმართულია შედეგსა და შრომისმოყვარეობაზე. ასტროლოგები ამბობენ, რომ მიზნების მიღწევა 2021 წელს უნდა მოხდეს ემოციების გარეშე, მშვიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო შედეგი არ დადგება.

ქალი ვერძი

წლის დასაწყისში სახლი უნდა მოაწესრიგოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ძველმანების გადაყრა და სისუფთავის დაცვა, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები შეიძლება უარყოფითად იყვნენ განწყობილი, წესრიგი და სისუფთავე კი ამ უარყოფითი განწყობის განეიტრალებას შეუწყობს ხელს. დიდი წარმატება ელოდება მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, ან უკვე იპოვა და ახლა გულისა და ხელის შეთავაზებას ელოდება.

ქალი კურო

წლის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელი პერიოდი იქნება თქვენთვის. შეძლებთ წარმატებების მიღწევას საქმეებში, იპოვით ახალ გატაცებას. გაზაფხულის ბოლოდან კი ერთგვარი უიღბლობის დრო დადგება, რომელსაც, პირველ რიგში, ოპტიმიზმით უნდა ებრძოლოთ. არ ღირს ნეგატიურად განწყობა. ყურადღება გაამახვილეთ სამუშაოზე და არ დახარჯოთ ბევრი ფული. ეს უარყოფითი პერიოდი მალე გაივლის, შემოდგომაზე ვითარება კვლავ უკეთესობისკენ შემობრუნდება. შვებულების აღების ან სამოგზაუროდ წასვლის დაგეგმვა სწორედ სექტემბერ–ოქტომბრისთვის აჯობებს.

ქალი ტყუპი

ტყუპებს დიდი წარმატებების პერიოდი გელოდებათ სასიყვარულო სფეროში და ზოგადად, ურთიერთობებში. 2021 წელი იღბლიანი ნაცნობობის დროა. ეს იქნება წელიწადი, როცა შეძლებთ გარკვეული ტოქსიკური აზროვნებისგან გათავისუფლებას, რომელიც ბედნიერებაში გიშლით ხელს. ესაა გათავისუფლებისა და პოზიტიური აზრების დრო. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ 2021 წელს თქვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება.

ქალი კირჩხიბი

ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკაში კარდინალური ცვლილებების გამო წლის დასაწყისი, თებერვლამდე მაინც, რთული იქნება. ამ პერიოდში სჯობს, ყურადღება გადაიტანოთ საშინაო საქმეებზე, ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე. გაზაფხულის დაწყებიდან წლის ბოლომდე უკვე საჭიროა აქტიურობის რეჟიმზე გადართვა. სამუშაოზე და საქმიანობაში აუცილებელი იქნება მეტი ინიციატივის გამოჩენა.

ქალი ლომი

ლომებმა 2021 წელს სიმშვიდისკენ უნდა აიღოთ გეზი. თითოეული ნერვული დაძაბულობა, გადაღლა უარყოფითად აისახება თქვენს განწყობაზე, ჯანმრთელობასა და იღბალზე. თქვენ ზოდიაქოს ნიშნებში ერთ–ერთი ყველაზე „უკარება“ ქალების რიცხვში ხართ, თქვენი გულის მოგება ადვილი არ არის, მაგრამ 2021 წელს, სჯობს, ეს დამოკიდებულება ცოტა შეცვალოთ. მამაკაცებს სურთ თქვენთან ურთიერთობების აწყობა, მაგრამ დახურულ კარს თავით არავინ დაუწყებს მტვრევას. რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, მთელი წელი სტაბილური და ხელსაყრელი იქნება.

ქალი ქალწული

ქალწულებს დიდი წარმატებები გელოდებათ საქმიანობაში, განსაკუთრებით, თუ თქვენი პროფესია გაყიდვებს უკავშირდება. შემოსავლების გაზრდისთვის მეტი სიმტკიცე და ძალა უნდა გამოიჩინოთ. სიყვარულში ვარსკვლავები არცთუ კეთილგანწყობილი იქნებიან. თუ რამე ძვირადღირებულის ყიდვა გსურთ, სჯობს, ეს წლის დასაწყისში, ასევე აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში გააკეთოთ.

ქალი სასწორი

სასწორებს ასტროლოგები გირჩევენ, მთელი ყურადღება სახლში ბედნიერების მოზიდვაზე გადაიტანოთ. სახლში გამეფებული ენერგეტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სწორედ აქ უნდა დაისვენოთ, გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან. დიდი წარმატება გელოდებათ მარტოხელებს – დიდია ალბათობა იმისა, რომ რომ საყვარელი ადამიანის ძებნა წარმატებით დასრულდება, მაგრამ ეს ცივ თვეებში მოსალოდნელი არ არის – ელოდეთ სიყვარულს ზაფხულში.

ქალი მორიელი

მორიელებს ცხოვრებაში სასიამოვნო დაუგეგმავი ცვლილებები გელოდებათ. ვარსკვლავები ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმარებიან, ხოლო მის შესანარჩუნებლად დროისა და ძალების დახარჯვა მოგიწევთ. ეს განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროს ეხება. ექსპერტები დაჟინებით გირჩევენ, არ გააღვივოთ საყვარელ მამაკაცში დანაშაულისა და სირცხვილი გრძნობა, ასევე არ მოაწყოთ მისი ეჭვიანობის პროვოცირება.

ქალი მშვილდოსანი

ასტროლოგები გირჩევენ, წელი ყველაზე მთავარი ფინანსური და საქმესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრით დაიწყოთ. აპრილიდან სასიყვარულო თავგადასავლების დრო დადგება. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, ექსპერტები მათ ურჩევენ, მეტი დრო დაუთმონ საყვარელ ადამიანს, ოჯახს. ყველაზე დიდი წარმატებები ელოდება შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე მშვილდოსნებს.

ქალი თხის რქა

2021 წელი თქვენთვის იდეალური დროა სამუშაოს შეცვლის, შემოქმედებითი გარღვევების, ახალი იდეების წამოყენებისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, კარიერული წინსვლისთვის მოქმედება. თქვენ ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნების ჩამონათვალში ხართ, რაც ნიშნავს, რომ ადვილად შეგიძლიათ გადალახოთ დაბრკოლებები გზაზე. 2021 ის წელია, როცა უკან არ უნდა დაიხიოთ და ხელები არ უნდა ჩამოუშვათ. თქვენი დევიზი ამ წელს არის „მხოლოდ წინ!“

ქალი მერწყული

ქალ მერწყულებს ძალიან გაგიმართლებთ სიყვარულში. ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ მიმართულებას, რადგან აქ გამართლება ხან იქნება და ხან – არა. გმართებს სიფრთხილეც – შესაძლებელია მოტყუება, თაღლითობა, რის გამოც დიდი თანხა შეიძლება დაკარგოთ. ძვირადღირებული ნივთების შეძენას ასტროლოგები ზაფხულსა და ზამთრის დასაწყისში გირჩევენ.

ქალი თევზები

თევზებმა ენერგეტიკის მხრივ უნდა იფრთხილოთ, თორემ ძალა და ენერგია არაფრისთვის გეყოფათ. გაზაფხულზე სასიამოვნო სიურპრიზები, იღბლიანობა და პოზიტივი გელოდებათ. ზაფხულში ჯანსაღად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და არ გარისკოთ. შემოდგომასა და ზამთარში კი, ასტროლოგები გირჩევენ, არ აჰყვეთ ცდუნებებს და დიდი დრო დაუთმოთ ეჭვებთან და ნეგატივთან ბრძოლას. 2021 წელს ასევე უნდა შეებრძოლოთ იმპულსურობას. არ ღირს დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა.

60
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 21 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

29
(განახლებულია 11:07 21.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 21 ოქტომბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

ამ დღეს გამძაფრდება ინტუიცია. ხელსაყრელი დღეა, იღბლიანი იქნება ახალი წამოწყებები, წარმატებების მიღწევა შესაძლებელია მრავალ სფეროში.

თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები. ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

რეკომენდებულია მატერიალური და ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა, მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, ნიჭისა და უნარების გამოვლენა, გარკვეული პასიურობაც, მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მომავლისკენ გახედვა.

არარეკომენდებულია ვალის გაცემა, ვალის დაბრუნება, სამუშაოზე გადაღლა და ზედმეტად დაძაბვა, ფინანსურ სფეროზე ზედმეტი ზეწოლა – აჯობებს, თუ ზომიერად იმოქმედებთ.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

29
პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

0
(განახლებულია 11:16 21.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 172-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4462, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3071 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1772 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში