29 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY-SA 4.0 / Tomoaki INABA / Bois de Halჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 29 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.

29 სექტემბერს დაბადებულები

29 სექტემბერს დაბადებულები საიმედო ადამიანები არიან. არ ვარდებიან პანიკაში, არ კარგავენ თავს. პრაქტიკულად, ყოველთვის აღუშფოთებელი და მშვიდი არიან; თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ შინაგანად არ ღელავენ. ემოცეიბის შეკავება მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას>>

29 სექტემბერს დაბადებულები ვერ იტანენ რბოლას გადარჩენისთვის. არ უყვართ კონკურენცია, ამას თანამშრომლობა ურჩევნიათ. ეს ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ვლინდება. მათთვის არაფერს ნიშნავს, როცა ეუბნებიან: „უფრო სწრაფად, უფრო ძლიერად!“ ისინი უფრო ჩამორჩენილებს დაეხმარებიან, ვიდრე ახალ რეკორდს დაამყარებენ.

ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

29 სექტემბერს დაბადებულები კომუნიკაბული, კეთილმოსურნე არიან. მათთვის უცხო არაა თანაგრძნობა. ეს ადამიანები გაურბიან უკიდურესობებს ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებაში. ეს მათ ნიჭიერ დიპლომატებად აქცევს. მათ შეუძლიათ შეთანხმებების მიღწევა.

მათი კომუნიკაციური ნიჭი ამით არ სრულდება. ამ დღეს დაბადებულებს შეუძლიათ ადამიანების დარწმუნება, იწვევენ ნდობას. თავიანთ სფეროში არიან კომპეტენტური და მოკლედ და არსებითად საუბრობენ. აფასებენ სამართლიანობას და ვერ იტანენ სიყალბეს, მლიქვნელობას.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

29 სექტემბერს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამუშაოზე. თანამშრომლობაზე ორიენტირებულობა მათ პროფესიულ ზრდაში ეხმარება. ამ დღეს დაბადებულები არიან მადლიერი მოსწავლეები, თავიანთი კუმირების მიდევარნი. მეცნიერებაში დიდ წარმატებებს აღწევენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები

არ ღირს, სპორტს გაჰყვნენ, რადგან მათი უმთავრესი თვისება – თანამშრომლობა სპორტული კარიერისთვის არ გამოდგება – სპორტში ყველაფერს კონკურნცია მართავს.

ჯანმრთელობა

29 სექტემბერს დაბადებულებისთვის საფრთხეს წარმოადგენს უბედური შემთხვევები – უნდა ერიდონ ექსტრემალურ გართობას, აქტიურ დასვენებას. საკვების მხრივ უცნაური ჩვევები აქვთ. ისინი უნდა მოერიდონ მწარე და ცხარე საკვებს, რადგან კუჭ–ნაწლავი მათი სუსტი ორგანოებია.

რჩევა:

როცა ყველაფერი გწყინდებათ, შესაძლოა, იზოლაცია მოინდომოთ და გარე სამყაროს მოწყდეთ. ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის, რადგან ასეთი შემთხვევების 99 პროცენტი დეპრესიის პროვოცირებას ახდენს.

ყველა ახალი ამბავი
0