28 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / Alexander Imedashviliშემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 28 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.

28 სექტემბერს დაბადებულები

28 სექტემბერს მახვილგონიერი, განვითარებული წარმოსახვის, შესანიშნავი მანერების, უზადო გემოვნების მქონე ადამიანები იბადებიან. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია გარშემომყოფების მათდამი სიმპათია.

არიან მტკიცე, უდრეკი ნატურები, მაგრამ ამავდროულად, ტაქტიანი, თავაზიანი, მზად არიან, კომპრომისზე წავიდნენ. ხშირად ამ ადამიანების საქციელი არაპროგნოზირებადია, რაც მათ უფრო საინტერესოს ხდის. ამ ადამიანებთან არ მოიწყენთ. ყოველთვის მზად არიან სიურპრიზების გასაკეთებლად. მაგრამ, რაც არ უნდა ხდებოდეს, გარეგნულ სიმშვიდეს მუდამ ინარჩუნებენ.

ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი

სასწორის თანავარსკვლავედი ამ დღეს დაბადებულებს ანიჭებს რკინისებრ ნებისყოფას, ამტანობას; არიან აღუშფოთველი, მშვიდი, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. გონივრული ჩანან, მაგრამ იმპულსურადაც შეუძლიათ მოქმედება. ეს მათ ხასიათს ექსტრავაგანტულობას სძენს. 

28 სექტემბერს დაბადებულები თავიანთ კმაყოფილებასა და სიამოვნებას ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებენ. აღწევენ იმას, რაც სურთ და შეუძლიათ მიწიერი სიამოვნებებით ტკბობა.

ამ ადამიანებს მუშაობა უყვართ და შეუძლიათ. არიან პროფესიონალები თავიანთ საქმეში. ამიტომ სამსახურში მათ აფასებენ. კარიერისტებს ვერ უწოდებ, მაგრამ დირექტორის სავარძლის დაკავებაზე უარს არ ამბობენ. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხელმძღვანელ პოზიციას მატერიალური სიკეთეც მოჰქონდეს.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

თუ ხელფასი არ აკმაყოფილებთ, ურჩევნიათ, უფრო დაბალი თანამდებობა ჰქონდეთ ნაკლები ვალდებულებით, პასუხისმგებლობითა და თავის ტკივილით. ასე უფრო მშვიდად, მოხერხებულად გრძნობენ თავს და თან, ცხოვრებაზე განსჯისა და პირადი პროექტების დაგეგმვისთვის მეტი დრო რჩებათ.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

28 სექტემბერ დაბადებულები გარეგნულად მომხიბლავად გამოიყურებიან, მაგრამ მიდრეკილი არიან ჯანმრთელობის პრობლემებისადმი, რადგან სილამაზის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ზომიერების დაცვა არ იციან, ეს ეხება დიეტებს, ფიზიკურ დატვირთვებსა და სხვადასხვა პრეპარატებს. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ზომიერება უმთავრესი წესი უნდა გახდეს მათ ცხოვრებაში. სხვა მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.

რჩევა:

თქვენს თვალსაწიერს საკუთარი თავით, გარეგნობით გატაცება ზღუდავს. მოწყვიტეთ თვალი თქვენს ანარეკლს სარკეში და დაინახეთ ის, რაც თქვენ გარშემო ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0