საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე

25 სექტემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

159
(განახლებულია 10:39 25.09.2020)
გაეცანით 25 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.

25 სექტემბერს დაბადებულები

25 სექტემბერს დაბადებულები შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ენამახვილი, მომხიბლავი, კეთილმოსურნე, გულღია, ოპტიმისტური, კომუნიკაბელური. ასეთ ადამიანს უყვარს სხვადასხვა ელიტური ღონისძიება, მოდური წვეულებები. თუ რაიმე ისე არ ჩაივლის, როგორც საჭირო იყო, მისი ხასიათი მაშინვე იცვლება, ოპტიმიზმს მწუხარება, მელანქოლია ცვლის და ამ მდგომარეობამ შესაძლოა, დიდხანს გასტანოს.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

განწყობის ხშირი ცვალებადობა, შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს დაბადებულების ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაკლია. ისინი აქტიური, მიზანსწრაფული, გამჭრიახი ადამიანები არიან, ხანდახან ფილოსოფიური ჭვრეტაც უყვართ, შეუძლიათ გარშემომყოფებსა და საკუთარ თავზე სიცილი. მათ დახვეწილ იუმორს მისი ახლობლები და მეგობრები აფასებენ.

25 სექტემბერს დაბადებულები ძალზე მგრძნობიარე არიან, რაც ხანდახან ტელეპათიას ემიჯნება კიდეც. აქვთ შესანიშნავი ინტუიცია და რომ განავითარონ ეს უნარი, ცხოვრებაში მრავალ შეცდომას აირიდებდნენ თავიდან.

25 სექტემბერს დაბადებულ სასწორებს აზროვნების ანალიტიკური წყობა აქვთ. ეს მათ პროფესიულ საქმიანობაში ეხმარება, მაგრამ ანალიტიკის სიყვარული პირად ცხოვრებაში ხელს უშლის. სამწუხაროდ, სასურველს ხშირად სინამდვილედ აღიქვამენ და თავად იგონებენ პრობლემებს.

რადგანაც 25 სექტემბერს დაბადებულები, თავიანთი კრიტიკულობისა და პირდაპირობის გამო, ბევრ მტერს იძენენ, თავიანთი აზრის გამოთქმისა მათ არ ეშინიათ, თან ამას საკმაოდ უხეშად აკეთებენ. თუმცა, მათი კრიტიკა პრაქტიკაში კონსტრუქციული აღმოჩნდება ხოლმე. ამის გამო უფროსობა მათ უხეშობაზე თვალს ხუჭავს.

ჯანმრთელობა

25 სექტემბერს დაბადებულებს ჯანმრთელობის პრობლემები არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობის გამო შეიძლება გაუჩნდეთ. ფიზიკური სავარჯიშოები მათ ორი კურდღლის დაჭერაში დაეხმარება - ორგანიზმის აუცილებელ დატვირთვას უზრუნველყოფენ და ასევე ფიქრებს წესრიგში მოიყვანენ. ისინი უნდა მოერიდონ სტიმულატორებს, რამაც მიჩვევა იცის, ხოლო შემდეგ მათგან გათავისუფლება უკვე ძნელია.

რჩევა:

კრიტიკულობა პროფესიულ გარემოში - შესანიშნავი სტიმულია ცვლილებებისთვის; მაგრამ სახლში მეტი ტაქტი და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ნუ გაანაწყენებთ ახლობლებს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მოსაზრებებს არ იზიარებენ.

159
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 28 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

8
(განახლებულია 10:03 27.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 28 ოქტომბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, დახმარების თხოვნა, სიმტკიცის, პატიოსნების, ნებისყოფის გამოჩენა სამუშაოზე, სადავო საკითხების, კონფლიქტების მოგვარების უნარის წარმოჩენა, ფინანსური ოპერაციების ჩატარება, მაგრამ შემოსავლის ნაწილი სასურველია, ქველმოქმედებაში დახარჯოთ.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეებით ზედმეტად გადაღლა და დაძაბვა, ახალი წამოწყებები, აჩქარება და ორომტრიალში ჩაბმა. არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე, თავის კანზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

8
როკის კონცხი

28 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

1
(განახლებულია 09:20 26.10.2020)
გაეცანით 28 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი

23 ოქტომბერი - 2 ნოემბრის პერიოდი მორიელის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ანიჭებს პატივმოყვარეობას, აგრესიულობასა და ფეთქებად ხასიათს. მათ ცხოვრებაში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული გამარჯვებებისა და მარცხის მონაცვლეობა და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული თავისი ჭეშმარიტი გზის არჩევა, თავისი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ფრეზია. ეს ადამიანები უდრეკი, უშიშარი არიან, რაც მათ წარმატებების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა, რაც დაბრკოლებებს უქმნის ცხოვრებისეულ გზაზე. ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა ისწავლონ ტაქტიანობა, მოქნილობა. ასევე ხშირად საკუთარ თავზე იღებენ მეტ პასუხისმგებლობას, ამიტომ ხშირად იღლებიან. პირველი დეკადის მორიელებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა მუშაობასა და დასვენებას შორის.

28 ოქტომბერს დაბადებულები

28 ოქტომბერს აქტიური, ემოციური, ინტუიციის მქონე ადამიანები იბადებიან. ისინი მორიელის ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან მეტი გულღიაობით გამოირჩევიან. მათ არ ახასიათებს თავიანთი ემოციების შეკავება. გრძნობების დამალვა. ეს გულგახსნილობა ხანდახან მათთვის წამგებიანია, მაგრამ უნარი, რომ ცხოვრებისეულ გაუგებრობებს იუმორით შეხედონ, ამ ადამიანებს უსიამოვნებებთან გამკლავებაში ეხმარება.

ამ ადამიანებს არ ახასიათებს საკუთარ თავში ჩაკეტვა. ისინი უფრო ექსტრავერტები არიან, ვიდრე ინტროვერტები. ცხოვრებასა და სამუშაოზე ამ დღეს დაბადებულები მოხერხებულად უთავსებენ ერთმანეთს სტრატეგიასა და მოხერხებულობას. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, შედარებით იოლად მიაღწიონ წარმატებებს ნებისმიერ საქმეში.

28 ოქტომბერს დაბადებული მორიელები, სხვა მორიელების მსგავსად, რთული, წინააღმდეგობრივი ნატურები არიან, ახასიათებთ სიხისტე, სიმტკიცე, პრინციპულობა, მაგრამ თავიანთი ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან მეტი სირბილით გამოირჩევიან - მათ შეუძლიათ კომპრომისებზე წასვლა და თან, კომპრომისული წინადადება თავად შესთავაზონ დაპირისპირებულ მხარეს.

ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“>>

ამ დღეს დაბადებულები რაციონალიზმით გამოირჩევიან. შეუძლიათ ფულის განკარგვა. ფინანსური ბაზის შექმნა, შესაძლოა, მათი თვითმიზანი გახდეს. ასეთ შემთხვევებში ისინი ნამდვილი მატერიალისტები ხდებიან.

28 ოქტომბერს დაბადებულები მუშაობისას დეტალებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ: მიაჩნიათ, რომ დაგეგმვა, ხარისხიანად მომზადება პროექტის წარმატებით რეალიზების გარანტია.

ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს როგორც ხელქვეითის, ისე ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხელქვეითი მორიელი პასუხისმგებლიანი, პედანტურია, უფროსი კი - მომთხოვნი და მკაცრი.

ჯანმრთელობა

28 ოქტომბერს დაბადებულები თავიანთი ჯანმრთელობის მიმართ ინტერესს იჩენენ, იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და ორგანიზმის ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირებენ. ასევე ხშირად იტაცებთ ჯანმრთელობის შენარჩუნების ალტერნატიული მეთოდები. თვითმკურნალობა მათთვის ძალზე ცუდი შედეგების მომტანია - ეს უნდა გაითვალისწინონ.

რჩევები:

პედანტურობის გამო, შესაძლოა, სხვების ხუმრობის ობიექტი გახდეთ. აუცილებელია, ასე რამეებზე მშვიდად რეაგირება ისწავლოთ.

1
კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ჯანმოში გადაკვალიფიცირებას გაივლის

13
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გადაკვალიფიცირებაზე გადაამისამართეს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პირდაპირი ინვესტირების რუსულმა ფონდმა განაცხადები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V"-ის რეგისტრაციისა და გადაკვალიფიცირების დაჩქარებული პროცედურისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შეიტანა, იუწყება РИА Новости.

როგორც ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ჯანმოს კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის გადაკვალიფიცირებისთვის მიმართა.

ვაქცინა ეპივაკკორონა
photo : press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor)

„რუსეთმა პირველმა მსოფლიოში დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V", რომელიც ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების უსაფრთხო, ეფექტურ და კარგად შესწავლილ პლატფორმაზე შეიქმნა... მადლობას ვუხდით ჯანმოს აქტიური თანამშრომლობისთვის და გადაკვალიფიცირების პროცესის ყველა ძირითადი ეტაპის წარმატებული გავლის იმედს ვიტოვებთ“, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

გადაკვალიფიცირების პროგრამა - სამკურნალო საშუალებათა ხარისხის უზრუნველყოფის ერთადერთი გლობალური პროგრამაა. მის კოორდინირებას ახდენს ჯანმო, რომელიც ახორციელებს სამკურნალო პრეპარატების ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასებას. თუ სამედიცინო პრეპარატი შეესაბამება ჯანმოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ის გადაკვალიფიცირება გავლილ პრეპარატების ჩამონათვალში შეაქვთ.

პანდემიის გათვალისწინებით, რუსული ვაქცინის რეგისტრაციის დაჩქარებული პროცედურა (Emergency Use Listing, EUL) გახდის მას ხელმისაწვდომს მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო მოკლე ვადებში, ვიდრე ამას ჩვეულებრივი პროცედურები ითვალისწინებს, და ხელს შეუწყობს გლობალურ ძალისხმევას კორონავირუსის ინფექციის პრევენციისათვის, აღნიშნავს სააგენტო.

თუ ვაქცინა წარმატებით გაივლის გადაკვალიფიცირებას, ის შევა სამკურნალო პრეპარატების ჩამონათვალში, რომელსაც საერთაშორისო შემსყიდველი ორგანიზაციები და ქვეყნები სამკურნალო საშუალებების მასობრივი შესყიდვების მართვის პროცესში იყენებენ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა გახდა პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ-V“, რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ეპივაკკორონას“ წარმოება, რომელიც სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ შემუშავდა. ასევე გრძელდება მუშაობა ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შექმნისა და კვლევების ცენტრში ცოცხალი ვაქცინის შემუშავებაზე.

13
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში