20 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 20 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-23 სექტემბერი

13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.

13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.

20 სექტემბერს დაბადებულები

20 სექტემბერს დაბადებულები მიზანმიმართული, ამბიციური ადამიანები, ძირითადად ალტრუისტები არიან. ისინი ზრუნავენ ახლობლებზე, ეხმარებიან განსაცდელში ჩავარდნილებს. თავიანთ მოწოდებას ხშირად მსახურებაში პოულობენ – გამოდიან საზოგადო მოღვაწეები, მოხალისეები.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

სხვისი უბედურების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავენ და ეხმარებიან გაჭირვებულებს, მაგრამ ამ ყველაფერს უსასყიდლოდ არ აკეთებენ. ამ ადამიანებისთვის მატერიალური კეთილდღეობა მეორე ადგილზე დგას – პირველი მათთვის მადლიერება, აღიარება, სტატუსია.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

ამ დღეს დაბადებულები კარგად უძღვებიან ბიზნესს. დიდ ძალისხმევას იჩენენ და დიდ ფულს ხარჯავენ იმისთვის მათი პროექტები და წამოწყებები წარმატებით განხორციელდეს.

არიან თავისებური პიროვნებები. ქალწულის სხვა ნიშნებისგან მათ თანაგრძნობა გამოარჩევს. არიან თავდაჯერებულები. სწამთ, რომ გადაულახავი ბარიერები არ არსებობს. ეს ხშირად ხელს უშლის, რომ წინ მდგარ კედელს გვერდი აუარონ, სურთ ამ კედელზე ავიდნენ და ისე გადალახონ ეს დაბრკოლება, ამაში კი დიდ ძალას სულ ტყუილად ხარჯავენ.

სამსახურში ამ დღეს დაბადებულები პასუხისმგებლიანი, პედანტური, წვრილმანებისადმი ყურადღებიანი არიან. ამ თვისებების წყალობით მინიმუმამდე მცირდება შესაძლო შეცდომების რისკი.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

20 სექტემბერს დაბადებულები შესანიშნავი ხელმძღვანელები არიან; ასევე კომფორტულად გრძნობენ თავს ხელქვეითის როლში. მაგრამ აღიარებისკენ, სტატუსის მიღებისკენ სწრაფვა მათ კარიერულ კიბეზე წინსვლისკენ უბიძგებს. ის, თავისი ამბიციურობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ადვილად უვლის გვერდს კონკურენტებს.

საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია

ჯანმრთელობა

20 სექტემბერს დაბადებულებს შესაშური ჯანმრთელობა აქვთ. ერთადერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ, ეს მისი შენარჩუნებაა, რაც ხშირად ავიწყდებათ. ჰიპოდინამია მათში ენდოკრინოლოგიური დაავადებების პროვოცირებას იწვევს. ასევე, კუნთების აქტიურობის შემცირება მათ თავიანთი ამბიციური გეგმების შესრულებაში უშლის ხელს.

რჩევა:

ალტრუიზმმა, შესაძლოა, ოჯახში განხეთქილება მოიტანოს. თქვენთვის ხშირად უფრო კომფორტულია იმათთან ყოფნა, ვისაც თქვენი დახმარება ესაჭიროება, ვიდრე სახლში. მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს ახლობლებს, ეს სერიოზულ კონფლიქტებსა და ჩხუბს აგაცილებთ. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. მეტად აკონტროლეთ თქვენი ემოციები.

ყველა ახალი ამბავი
0