საჰაერო ბურთები ცაში

ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია

3923
(განახლებულია 11:59 18.09.2020)
ზოდიაქოს ბევრი ნიშანი მიიჩნევა მომხიბვლელად, მიმზიდველად, მაგრამ ამ ხუთ ნიშანს ვერავინ შეედრება – მათ შეუძლიათ, ნებისმიერს შეაყვარონ თავი

ზოდიაქოს ნიშნებს შორის ეს ხუთი ნიშანი განსაკუთრებული შარმით გამოირჩევა. თითოეულს თავისი მახასიათებელი აქვს, რომლითაც ამ ნიშნების წარმომადგენლები გარშემომყოფებს აჯადოებს და თავიანთ „სიყვარულის აბლაბუდაში“ ხლართავენ.

ვერძი

ვერძებზე კაშკაშა არავინაა, რადგან ისინი მათთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანის სიყვარულითა და ყურადღებით ცხოვრობენ. ხანდახან ვერძების საქციელი ზედმეტად აკვიატებულად გეჩვენებათ, მაგრამ მაინც ადამიანები მათ ყველაფერს პატიობენ. არ შეამჩნიო ისინი, რთულია, რადგან ნებისმიერ კოლექტივსა და კომპანიაში ყველაზე მეტად „მქუხარე“ და „ხმაურიანი“ არიან.

მათ კიდევ ერთი პლუსი აქვთ – პატიოსნება ყველაფერში. შემთხვევით შემხვედრ ადამიანს შეუძლიათ უთხრან, რას ფიქრობენ მასზე. ვიღაც ამაზე ძალიან ნეგატიურად რეაგირებს, ვიღაცას კი ძალიან მოსწონს. ძალიან ძნელია, არ გიყვარდეს ვერძი და პატივს არ სცემდე მას, რადგან ეს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან, მთელი სულითა და გულით უნდათ. როდესაც ისინი უყვართ, ვერძები ცხოვრობენ, ხარობენ და ბედნიერებისგან ბრწყინავენ.

ტყუპი

ტყუპები ის ხალხია, რომელთაც მჭევრმეტყველებაში აჯობო, ძალიან რთულია. მათ შეუძლიათ ილაპარაკონ ლამაზად და თან – ბევრი. მაგრამ ყოველთვის საქმეზე – არა. ისინი ამ ბუნებრიობისა და სიმსუბუქისთვის უყვართ. მათთან ადვილია ურთიერთობა, გაცნობიდან ორი წუთის შემდეგ გეჩვენება, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, რადგან ამ ნიშნის არც ერთი წარმომადგენელი არ გახსნის თავის საიდუმლოებებს ერთბაშად.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

ტყუპი სილამაზისა და მომხიბვლელობის სამყაროში „მძიმე არტილერიაა“. ისინი თითქმის ყველას უყვარდება, უმრავლესობა მათით აღფრთოვანებულია. ჩნდება მათთან ურთიერთობების სურვილი, რადგან სითბოს ასხივებენ. მაგრამ გრძნობებთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამ მხრივ ტყუპები რამდენადმე „თავქარიანი“ არიან.

ქალწული

ქალწულები ბრძენ ხალხად არიან მიჩნეული. ეს, ერთი შეხედვით, არაფრით უკავშირდება იმას, რომ ისინი ბევრს და თან სულ ადვილად უყვარდებათ. სინამდვილეში, ეს ქალწულებს ძალიან ეხმარება, რადგან გარშემომყოფებს აჩვენებენ, რომ მათ წინაშე ჩვეულებრივი ადამიანი არ დგას. ეს ადამიანები რაღაც განსაკუთრებულ, იდუმალ აურას ასხივებენ, ამიტომ პირველი შეხვედრის შემდეგ მათთან კიდევ შეხვედრის სურვილი ჩნდება.

ზოდიაქოს ამ ხუთეულში ქალწულები ყველაზე ნაკლებად უყვარდებათ, მაგრამ სწორედ მათთან დაკავშირებულ შემთხვევებში გრძნობა ღრმა და დასამახსოვრებელია. დიდი პლუსია ის, რომ ქალწულები ჭკვიანი არიან და ხანდახან – ძალზე ენამჭევრიც, მაგრამ ბევრი ლაპარაკი არ უყვართ. მოქნილი ხასიათი აქვთ და ემპათიური არიან.

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>

მშვილდოსანი

შეგიყვარდეს მშვილდოსანი – რთული არაა. ამისთვის საკმარისია, სულ ერთი–ორი წუთი დაელაპარაკო, ან, უბრალოდ, დააკვირდე, როგორ იქცევა გარშემომყოფებთან ურთიერთობებისას. მშვილდოსნები მსოფლიოში საუკეთესო ფსიქოლოგები არიან. მაშინვე ესმით, როგორი დამოკიდებულებაა საჭირო ნებისმიერ ადამიანთან ან ადამიანთა ჯგუფებთან. ისინი დიდი ორატორები და ლიდერები არიან.

მშვილდოსნებმა გარშემომყოფების მიმართ შეიძლება გულგრილობაც გამოამჟღავნონ და იყვნენ საოცარი მაცდურებიც. მშვენივრად იციან, რა არის ამისთვის საჭირო. თუ ვინმეს ცდუნება გადაწყვიტეს, ამას გააკეთებენ კიდეც და თან – დიდი ძალისხმევაც არ დასჭირდებათ.

მერწყული

უმრავლეს შემთხვევებში ადამიანებს მერწყულების ინტელექტი უყვარდებათ. მათთან ურთიერთობა ძალზე საინტერესოა – ფართო თვალსწარიერით გამოირჩევიან. მერწყულების შეყვარების პროცესი შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს, მხოლოდ დიალოგის დაწყებაა საჭირო. ისინი ისეთ რამეებს მოგითხრობენ, რაზეც წარმოდგენაც კი არა გაქვთ. მერწყულები გვაკვირვებენ თავიანთი უნარებით, ცხოვრებისეული გამოცდილებითა და შესაძლებლობებით.

სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის>>

ძალიან ადვილი მერწყულის შეყვარება, მაგრამ მზად უნდა იყოთ, რომ საპასუხო გრძნობებს არ გამოხატავენ, თუ ამის სურვილი არა აქვთ. მერწყულები ის ადამიანები არიან, რომლებიც ენერგიასა და დროს ძალიან უფრთხილდებიან. სწორედ ამიტომ ყველას, ვისაც მერწყული შეუყვარდება, ძალ–ღონე არ უნდა დაიშუროს, რომ მისი ყურადღება მიიპყროს და საპასუხო რეაქცია დაიმსახუროს.

3923
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

20
(განახლებულია 09:45 19.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 20 ოქტომბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ყველაფერი გამოგივათ, თუ შემოქმედებით აქტიურობას გამოიჩენთ და მიზნისკენ ივლით. უნდა დაიცვათ საკუთარი პრინციპები, გამოამჟღავნოთ ემოციები, გრძნობები.

იზრდება აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი. ადამიანებში ჩნდება სტაბილურობისა და წესრიგის თვისებები. განწყობაში სიმშვიდე დომინირებს. ამ დღეს კარგია შეთანხმებების დადება. იღვიძებს საზოგადოებრივი საქმის კეთების ინტერესი. კარგი დღეა სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, შორეულ ადგილებში გამგზავრება. არ ღირს მიწის ყიდვა და მშენებლობის დაწყება.

ამ დღეს კარგად გამოდის ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა, ან რამე სახის ღონისძიებაზე ერთად დასწრება, ასევე ხელსაყრელი დროა მეგობრული საღამოებისა და ოჯახური წვეულებების მოწყობისთვის.

ასეთ პერიოდში დაწყებული რომანი რომანტიკული, მგზნებარე იქნება, რომელიც მრავალ კმაყოფილებასა და იმედს მოიტანს. მსოფლმხედველობის, ვნების, აზარტისა და ორმხრივი კმაყოფილების თანხვედრა განამტკიცებს ურთიერთობებს, შედეგად დგება მსუბუქი და ოპტიმისტური კავშირი. თუ რომელიმე წყვილში მეორის ცხოვრების მასწავლებელი ან მისი წამოწყებების მფარველი გახდება, ეს ძალიან წაადგება ამ კავშირს. თუმცა, სწრაფად გაჩენილი მგზნებარება შეიძლება ასევე სწრაფად ჩაქრეს.

ასეთ დღეს, ძირითადად, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები იბადება.

რეკომენდებულია ვალის დაბრუნება, დაწყებული საქმეების დამთავრება, სამუშაო ადგილზე ცვლილებები, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმეების წარმოების მეთოდების მხრივ.

არარეკომენდებულია ფინანსური საქმეების წარმოება, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსნის დღე არ მიიჩნევა ხელსაყრელ დროდ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: მშვილდოსანი დღე კარგია ხილის დარგვისთვის, ასევე იმ ხეების, რომლებიც მალე უნდა გაიზარდოს. შეიძლება ხილის ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, მავნებლებთან ბრძოლა.

ამ დღეს არ შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება.

20
ხევსურეთის სოფელი გურო

20 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

2
(განახლებულია 15:34 18.10.2020)
გაეცანით 20 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

14-22 ოქტომბრის პერიოდი

14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.

14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ. როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.

20 ოქტომბერს დაბადებულები

20 ოქტომბერს წინააღმდეგობრივი ხასიათის ადამიანები იბადებიან. მათ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები აქვთ; მათი სურვილებიც კი ორბუნებოვანია. ამ ადამიანებს, აქედან გამომდინარე, პრიორიტეტების განაწილება უჭირთ.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულები დახვეწილი დიპლომატები არიან. ორიენტირებული არიან გუნდურ მუშაობაზე, თანამშრომლობაზე. მაგრამ საკმარისია, მათი განწყობა შეიცვალოს, რომ ხდებიან პირქუში, ბრაზიანი და ამ დროს ადამიანებთან ურთიერთობები არ სურთ. საკუთარ თავთან დარჩენისასაც ასევე არ ულხინთ - ასე ცხოვრობენ ისინი, ორ ცეცხლს შუა.

20 ოქტომბერს დაბადებულები ტიპური სასწორები არიან. მათი სასწორი ხან ერთ მხარეს იხრება, ხან - მეორე. არიან ცვალებადი ხასიათი, არაპროგნოზირებადი ადამიანები; მათთან საერთო ენის გამონახვა ჭირს. მართალია, საწინააღმდეგო ხასიათისა არიან, მაგრამ, ამავდროულად სტაბილურობა ახასიათებთ. თუ კარგი განწყობა აქვთ, პირად ცხოვრებაშიცა და სამსახურშიც ყველაფერი ისე ეწყობა, როგორც მათ სურთ. მაგრამ როგორც კი ჰორიზონტზე რაიმე პრობლემა ჩნდება, ისინიც იცვლებიან, ხდებიან ფეთქებადი, იმპულსური, არათანმიმდევრული.

ამ დღეს დაბადებულები სიმართლის მოყვარული და სიმართლისთვის მებრძოლი არიან. ისინი პროფესიულ წრეში მალე იხვეჭენ ავტორიტეტს. ხანდახან ეს ავტორიტეტი იმდენად მაღალია, რომ ტენდენციების ფუძემდებლებიც ხდებიან. ამ დროს სულ არაა საჭირო, რომ მათ ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავოთ.

ჯანმრთელობა

20 ოქტომბერს დაბადებული სასწორები სიმსუქნისკენ მიდრეკილი არიან. მათთვის აუცილებელია ზომიერების დაცვა კვებაში. ასევე, მათთვის საშიშროებას წარმოადგენს სტრესი, გადაღლა, ზედმეტი დაძაბულობა, ემოციების შეკავება.

რჩევა:

თქვენი მისწრაფება, რომ გავლენიანი ადამიანი ბრძანდებოდეთ, ძალიან მაღალია. თუ თქვენს იდეებს არ იღებს საზოგადოება, არ აფასებს პროფესიული წრე, ეს ურტყამს თქვენს არა მხოლოდ იმიჯს, არამედ ჯანმრთელობასაც. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სტრესი საშიშია ჯანმრთელობისთვის. ისწავლეთ ღირსეულად და მშვიდად წაგება.

2