16 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / enriquelopezgarreყვავილები ზღვის სანაპიროზე
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 16 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-23 სექტემბერი

13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.

13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.

16 სექტემბერს დაბადებულები

16 სექტემბერს ძლიერი, თავდაჯერებული ადამიანები იბადებიან, რომელთათვის თავიანთ მიზნებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხოვრებისეულ გზაზე. ხშირად ეს ადამიანები ძალზე ჯიუტი და ფეთქებადი ხასიათისა არიან რთული, ამპარტავნული თვისებებით. მათი პირდაპირობა ადამიანებს გულს სტკენს, ამიტომ მეგობარი არცთუ ბევრი ჰყავთ. მიზანსწრაფულობა და იდეალიზმი ამ ადამიანებს ეხმარება, რომ შესანიშნავი პოლიტიკოსები და სამეცნიერო მოღვაწეები გახდნენ. ასევე ამ დღეს დაბადებულებს შორის გვხვდებიან ხელოვანები. როგორც წესი, აქვთ უზრუნველი ცხოვრება, რა საქმესაც აკეთებენ, მთელი სულითა და გულით აკეთებენ.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

ამ დღეს დაბადებულები დაუოკებელი, უდრეკი ხასიათის ადამიანები არიან. არ ახასიათებთ დიდებისა და აღიარებისთვის რბოლა, ამოძრავებთ თავიანთი საქმისადმი სიყვარული. ამ ადამიანებს გააჩნიათ შინაგანი ენერგია, რომელსაც სიამოვნებით უნაწილებენ სხვებს. მათ კომპანიაში სითბო და კომფორტია, თუ სხვებს მაღალ მოთხოვნებს არ უყენებენ.

ამ დღეს დაბადებულებს არ აშინებთ ბრძოლა. თუ რაიმე პრობლემის გადაჭრა სურთ, მას ან გვერდს უვლიან, ან პირდაპირ მიდიან, მაგრამ არასდროს იხევენ უკან. ეს თვისება ხანდახან ხელმძღვანელობასთან და შესაძლოა, ხელისუფლებასთანაც კი უსიამოვნებების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ ადამიანებს უყვართ გარისკვა და ხშირად - სულ ტყუილუბრალოდ.. მათ უნდა მოარჯულონ თავიანთი ზნე და ხანდახან საკუთარ თავს უარი უთხრან.

ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია>>

16 სექტემბერს დაბადებული ბავშვების დისციპლინასთან და წესრიგთან მიჩვევა შეუძლებელია. ყოველგვარი მცდელობა ორივე მხარისთვის იმედგაცრუებით დასრულდება. ისინი მხოლოდ პირადი მაგალითით სწავლობენ. როდესაც იზრდებიან, ინტერესს ამჟღავნებენ საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი. შეუძლიათ რაიმე გუნდსაც უხელმძღვანელონ და ისინი თავს არ დაზოგავენ, რომ ამ გუნდმა გამარჯვებას მიაღწიოს.

მისტიკა - Sputnik საქართველო
ასტროლოგია და კარანტინი – ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

16 სექტემბერს დაბადებულები თავგადასავლების მოყვარული არიან, ამიტომ უნდა ერიდონ სხვადასხვა სახის ტრავმებს, ასევე ავარიულ სიტუაციებს, თუმცა ეს ტენდენცია უფრო ახალგაზრდულ წლებს ეხება. ჭამაში ზომიერების დაცვა მართებთ; მათი საკვების დიდ ნაწილს ხილ-ბოსტნეული უნდა შეადგენდეს.

რჩევა:

თუ შეძლებთ და თქვენს ზედმეტ ენერგიას საჭირო კალაპოტში მიმართავთ, ცხოვრება მეტად სასიამოვნო გახდება. არასდროს გაუშვათ ხელიდან პირადი მიზნები, თუნდაც სხვისი მიზნები არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს. ნუ გადავარდებით უკიდურესობაში - თქვენთვის მთავარი მიზანია ჰარმონიის შენარჩუნება ყველა სფეროში.

ყველა ახალი ამბავი
0