ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

420
(განახლებულია 11:04 15.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

15 სექტემბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია.

მთვარე ლომის ნიშანში ხელს უწყობს ყველა ენერგიულ და ქმედით წამოწყებებს, ბევრ ადამიანს უჩნდება ურთიერთობებისა და გართობის სურვილი. ასევე იზრდება ავანტიურისადმი მიდრეკილება, რაც ამაღლებს დაუფიქრებელ რისკებს. ამ დღეებში განსაკუთრებით დიდი შემოსავალი აქვთ სათამაშო სახლებს – კაზინოებს, ტოტალიზატორებს, სათამაშო ავტომატების დარბაზებს.

აქედან გამომდინარე, აჯობებს, თუ სერიოზულ ფინანსურ საქმეებს გადადებთ. დანაკარგების თავიდან ასაცილებლად არ გააფორმოთ გარიგებები უძრავ ქონებასთან, აქციებთან დაკავშირებით.

მთვარე ლომის ნიშანში საუკეთესო დღეებია სიყვარულისთვის.  „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობების, ფლირტისთვის. ურთიერთობები ადვილად ყალიბდება და შემდეგ თანდათანობით შეიძლება მტკიცე კავშირში გადაიზარდოს. ამ დღეებში ყალიბდება ერთობლივი შემოქმედების ურთიერთობების მოდელი, ანუ ძალიან კარგია ერთად წასვლა კულტურულ ღონისძიებებზე.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

რეკომენდებულია ყურადღების გამოჩენა ფინანსური საკითხებისადმი, ვალების დაბრუნება, ქველმოქმედება, ნერვიულობისა და დაძაბულობის შეძლებისდაგვარად თავიდან აცილება, მოთმინების, დიპლომატიურობის გამოჩენა, სამეცნიერო საქმიანობა, სწავლა, აუჩქარებელი მუშაობა, მგზავრობა.

არარეკომენდებულია სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, თავის მოტყუება, თვითკმაყოფილება, პროვოკაციებზე და ცდუნებებზე აყოლა, ბიზნეს–საქმიანობა.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე წარმატებული და იღბლიანი დღეა იმისთვის, რომ სალონს ეწვიოთ. ამ დღეს კარგი იქნება თმის შეღებვაც და დახვევაც, მათ შორის, ქიმიური.

მანიკურის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება უპრიანი იქნება.

მებაღეობა: მთვარე ლომის ნიშანშია – არცთუ ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

შეიძლება ხმელი ტოტების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ნესტიან ადგილებში დათესვა მარცვლოვნების, ბალახის დათესვა გაზონებზე, იმ ხილისა და ბოსტნეულის დათესვა–დარგვა, რომლებსაც სინოტივე არ უყვართ. ასევე კარგი დღეა მოწყვისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის.

420
ექიმი სინჯავს ცხვირის მდგომარეობას

ცხვირის ძგიდის გამრუდება: რა შემთხვევაშია საჭირო ოპერაცია?

58
(განახლებულია 11:38 23.09.2020)
გარდა იმისა, რომ ცხვირის ძგიდის გამრუდება შეიძლება თანდაყოლილი იყოს, ეს შესაძლოა დარტყმის შედეგადაც მოხდეს, – ამბობენ ექსპერტები.

ხშირად ადამიანებს, რომლებსაც გამრუდების სიმპტომები უვლინდებათ, აღარც კი ახსოვთ, როდის და რას მიარტყეს ცხვირი — ეს შეიძლება რამდენიმე წლის წინაც მომხდარიყო. საქმე ისაა, რომ ხრტილები ასაკთან ერთად უფრო მყიფე ხდება და სიმრუდეც ძლიერდება.

რა პრობლემებს ქმნის ძგიდის გამრუდება?

ძგიდე იჭერს ცხვირის კედლებს. მათი შეშუპების დროს სუნთქვა ძნელდება და ხშირად სურდო ჩნდება. ზოგჯერ ცხვირი იმდენად იჭედება, რომ ადამიანს მხოლოდ ერთ გვერდზე შეუძლია ჩაძინება. ცხვირის კედლებზე ზეწოლამ შეიძლება მისი ტკივილი გამოიწვიოს და მერე ეს ტკივილი შუბლზეც გავრცელდეს. გამრუდებული ძგიდის მქონე პაციენტები ხშირად თავის ტკივილსაც უჩივიან.

ირღვევა ჰაერის ნორმალური მოძრაობა. გამრუდებული ძგიდის მხრიდან ჰაერი ძლივს შედის ცხვირის სინუსებში — პატარა ღრუებში, რომლებიც ძვლების შიგნით მდებარეობს. თუ სინუსი არ „განიავდა“, ის შეიძლება ანთებითი გახდეს და ჰაიმორიტი გამოიწვიოს.

ცხვირის ლორწოვანი გარსი თხელდება. მუდმივი წნევა და ანთება აშრობს ლორწოვან გარსს, რაც ზრდის ცხვირის სისხლდენების ალბათობას და სასუნთქ გზებს უფრო დაუცველს ხდის ინფექციების მიმართ.

რთულდება სუნის გარჩევა. ადამიანი სუნს ცხვირის მცირე უბნის წყალობით გრძნობს. გამრუდებული ძგიდის მქონე ადამიანებს, მუდმივი შეშუპების გამო, ხშირად ყნოსვა უუარესდებათ.

როგორ უნდა მოიქცეთ გამრუდებული ძგიდის შემთხვევაში?

  • თუ შემთხვევით გაარკვიეთ, რომ ძგიდე მრუდია, მაგრამ ეს არ იწვევს რაიმე სიმპტომებს და არ გირთულებთ ცხოვრებას, მაშინ სამედიცინო მანიპულაციები საჭირო არ არის;
  • თუ გაქვთ სურდო, ძილის პრობლემები, სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, რომელმაც სუნთქვის გასაადვილებლად შეიძლება მედიკამენტები დანიშნოს. ჩვეულებრივ, ეს არის მარილიანი ხსნარი და წვეთები, ან ტაბლეტები შეშუპების მოსახსნელად. ექიმს ასევე შეუძლია ანტიჰისტამინური საშუალებების ან კორტიკოსტეროიდული სპრეის დანიშვნა. ეს საშუალებები ცხვირში გაჭედვას ხსნის, მაგრამ პრობლემის ძირეულ მიზეზს ვერ აგვარებს;
  • თუ ძგიდე მნიშვნელოვნად აფერხებს ცხოვრების ხარისხს, ექიმი სეპტოპლასტიკისკენ გადაგამისამართებთ. ეს არის კლასიკური ოპერაცია ძგიდის გასასწორებლად. ქირურგი ხრტილის ან ძვლის მრუდე ნაჭერს იღებს და ძგიდეც შუახაზზე დგება.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ცხვირის ფორმა შეიძლება შეიცვალოს, თუ გამრუდება ძალიან ძლიერი იქნება. 

58
თემები:
სასარგებლო რჩევები
ქალი ჰაეროვან კოცნას გზავნის

კაცები ირჩევენ ფუმფულა ქალებს: სახელდება ძირითადი მიზეზები

116
(განახლებულია 11:48 23.09.2020)
ექსპერტებმა დაადგინეს, რისთვის ანიჭებს ბევრი მამაკაცი უპირატესობას ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონებს და არა გამხდრებს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მამაკაცებს ფუმფულა ქალები არა მარტო მათი ნაკვთების, არამედ სხვა მთელი რიგი თვისებების გამო მოსწონთ, წერს თურქული გაზეთი Milliyet-ი.

როგორც ირკვევა, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცებისთვის ტანსავსე ქალები საკვებთან და ჭამასთან ასოცირდებიან — ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს სიამოვნებასთან.

მეორე მიზეზად ექსპერტები ჩახუტებას ასახელებენ. როგორც ირკვევა, მამაკაცებს ფუმფულა ქალებთან ჩახუტება ბევრად უფრო სასიამოვნოთ ეჩვენებათ.

მესამე მიზეზი, რის გამოც მამაკაცები არჩევანს ფუმფულა ქალბატონების სასარგებლოდ აკეთებენ, ეს ოპტიმიზმი, ხალისიანი და კეთილი ხასიათია. გარდა ამისა, ირკვევა, რომ სავსე ფორმების ქალები უფრო ენაწყლიანებიც არიან და მათთან კაცები ნაკლებად იწყენენ.

კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ თურმე ფუმფულა ქალბატონები მამაკაცებს უფრო ჯანმრთელებად ეჩვენებიან და ამასთან, მათი აზრით, ტანსავსე ქალებს უკეთ შეუძლიათ სირთულეებთან გამკლავება.  

„ჭამა და სექსი ღვთიური სიამოვნებაა“ – რომის პაპი გადაჭარბებული მორალის წინააღმდეგ>>

ექსპერტების აზრით, ფუმფულა ქალების ბოლო თვისება, რომელიც მამაკაცებს იზიდავს, არის ალერსიანობა და სხვებზე ზრუნვის უნარი. გამოცემა კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ასეთ ქალებს უყვართ რჩეულთან უფრო მეტი დროის გატარება, და რასაც უნდა აკეთებდნენ, ერთად ყველაფერი უკეთ გამოსდით.  

 

116
თემები:
მსოფლიო დღეს
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...

0
(განახლებულია 14:37 23.09.2020)
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე  ოპოზიციურ სპექტრზე საუბრობს.
კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება...
„როდესაც ხარ სუსტი, ასეთ დროს იწყება რღვევა და ამის შედეგია მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განშტოებებს შორის, არამედ თვითონ პარტიების შიგნითაც. „ნაცმოძრაობის“ შიგნით არის სამი განშტოება, რომლებიც ერთმანეთს იმაზე მეტად ვერ იტანენ, ვიდრე შეიძლებ სხვა ვერ იტანდეს მათ. შიგნით მიდის მძიმე პროცესები და ეს იმის შედეგია, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან საარჩევნო კუთხით“, -ამბობს კობახიძე.

მისი თქმით,  არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ.

 

0