კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 14–20 სექტემბერი

© AP Photo / Andreea Alexandruკარუსელი
კარუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნებისთვის, როგორ იმოქმედებენ ისინი ადამიანებზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ – ყოველივე ამის შესახებ კვირის ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ

პირველი და უმნიშვნელოვანესი, რაც 14–20 სექტემბრის პერიოდში უნდა გააკეთოთ, ეს ინტუიციის, საკუთარი გულის ხმის მოსმენაა. ღამის მანათობელი ჩვენს დახმარებას შეეცდება, მაგრამ არა პირდაპირ, არამედ ფარული მინიშნებებით. საჭიროა ყურადღება მივაქციოთ ამ მინიშნებებს და ვედნოთ ინტუიციას.

იუპიტერი - Sputnik საქართველო
იუპიტერი რეტროგრადულ სვლას წყვეტს: ზოდიაქოს ხუთ ნიშანს დიდი წარმატებები ელოდება

ვერძი

ვერძები, პირველ რიგში, უნდა გათავისუფლდეთ იმ ნივთებისგან და ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენთვის უსიამოვნებები მოაქვთ, რაც განწყობას გიფუჭებთ, გაშინებთ, თავდაჯერებულებას გაკარგვინებთ. ასტროლოგები გირჩევენ, ნაკლები ურთიერთობები იქონიოთ ტოქსიკურ ადამიანებთან, მოერიდოთ მათ, ვინც თქვენით მანიპულირებასა და თავისი გეგმების შესრულებას მოტყუებით ცდილობს.

ყველაზე ხელსაყრელი დღეები თქვენთვის ამ კვირაში იქნება ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. გაგიმართლებთ ფინანსურ სფეროში. თუ ინიციატივას საკუთარ ხელში აიღებთ, შესაძლოა, სიყვარულშიც მიაღწიოთ წარმატებებს. საქმეებს თავის დინებაზე ნუ გაუშვებთ, განსაკუთრებით ორშაბათსა და სამშაბათს – თქვენთვის ყველაზე არახელსაყრელ დღეებში.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

კურო

ვარსკვლავები მოგცემენ შანსს, რომ ცხოვრების ყველა სფეროში მიაღწიოთ წარმატებებს. გარისკვაც კი შეგიძლიათ, თუ სიტუაცია ასეთ ქმედებებს გაამართლებს. ძალზე მომგებიანი დრო იქნება, როდესაც დიდი სიმაღლეების დაპყრობაა შესაძლებელი მუშაობასა და ბიზნეს–საქმიანობაში. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან: შეიძლება ახალი პროექტების დაწყება, რთული სამუშაოს შესრულება, ძვირადღირებული ნივთების შეძენა.

რასაც შეუძლია თქვენთვის წარმატებების მიღწევაში ხელის შეშლა, ეს სიძუნწეა. ასევე ყურადღების მიქცევაა საჭირო ჯანმრთელობისთვის – მის გარეშე პროდუქტიულობის ამაღლებას ვერ შეძლებთ.

მარსი - Sputnik საქართველო
რეტროგრადული მარსი 9 სექტემბრიდან: რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს

ტყუპი

თქვენთვის ამ კვირაში ყევლაზე მნიშვნელოვანი სასიყვარულო სფერო გახდება. შესაძლებელია ბედნიერების მოპოვება იმ ადამიანთან, რომელიც მოგწონთ. თუ არ გყავთ გულის რჩეული, თამამად შეგიძლიათ ადამიანების გაცნობა. შესანიშნავი დროა პაემნების, რომანტიკისთვის, ურთიერთობებისთვის როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე სოციალურ ქსელებში.

მთლიანობაში კვირა მშვიდი და სტაბილური იქნება. ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგია რამდენადმე შემცირდება 18 სექტემბრის შემდეგ, მაგრამ ეს წარმატებებზე ნაკლებად იმოქმედებს. ფინანსურ სფეროში ხელსაყრელია მოლაპარაკებების გამართვა, ახალი პროექტების დაწყება, ასევე იურიდიული საკითხების გადაჭრა. შეგიძლიათ შვებულების აღებაც.

თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი>>

კირჩხიბი

კირჩხიბებს გარემოს გამოცვლა წაგადგებათ, სამოგზაუროდ ან საქმიან მივლინებაში წასვლა. ეს დაღლისა და უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი დროა სულიერი ძიებებისთვის.

სჯობს, უარი თქვათ დიდ ფიზიკურ დატვირთვაზე, მუშაობაზე. ახლობლებსა და საყვარელ ადამიანს თქვენგან მეტი ყურადღება დასჭირდებათ. ასტროლოგები გირჩევენ, არ შეუდგეთ საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრას, არ შეიძინოთ უძრავი ქონება. რთულ სიტუაციაში რჩევა ახლობელ ადამიანებს ჰკითხეთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სიტყვები, რომლებსაც ზოდიაქოს ნიშნების განრისხება შეუძლია

ლომი

კვირის პირველ ორ დღეს ვარსკვლავები და პლანეტები თქვენთვის რთულ კომბინაციას შექმნიან. შესაძლებელია, მოაწყონ ჩხუბის, სკანდალების პროვოცირება, ორგანიზმის ტონუსის შემცირება. ასტროლოგები გირჩევენ, მეტი დაისვენოთ, ამასთან, არ ჩაიკეტოთ, გქონდეთ კონტაქტი ადამიანებთან და გაერთოთ.

კვირის ბოლო სულიერი განვითარებისთვის კარგი დროა. საინტერესო, ბრძენ და გამოკვეთილ პიროვენებებთან ურთიერთობები შთაგონებასა და მოტივაციას მოგცემენ. კარგი იქნება ასევე თვითგანვითარება, ახალი ცოდნის მიღება. სიყვარულის სფეროში აჯობებს, თუ ყველაფერს ისე დატოვებთ, როგორც არის, არ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. შესაძლოა, ყველაფერი თავსთავად გადაწყდეს.

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>

ქალწული

მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებს. ისინი თავიანთ გარშემო ნეგატივს აღვივებენ, თქვენ კი ამ კვირაში საკმაოდ დაუცველები ხართ. ვარსკვლავები ენერგეტიკულ დაცვას მოგაკლებენ. იდეალური პერიოდია განმარტოებისა და სახლის საქმეებისთვის. პარტნიორთან ურთიერთობებში გარკვეული „სიცივე“ იქნება მოსალოდნელი.

17 სექტემბერს ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე აღმშენებლობითი იქნებიან და ამიტომ ხუთშაბათი სამუშაოს შესრულებას დაუთმეთ. ასე შეძლებთ უქმეებზე განტვირთვასა და დაუსრულებელ სამუშაოზე მძიმე ფიქრებისგან გათავისუფლებას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა

სასწორი

კვირა სასწორებისთვის შედარებით ხელსაყრელი იქნება, მხოლოდ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გჭირდებათ სიფრთხილე სიყვარულშიცა და სამუშაოზეც. მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში მეგობრები და ნათესავები დაგეხმარებიან. ასტროლოგები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ დოკუმენტებთან მუშაობის დროს.

კვირის დანარჩენი დღეები უფრო ხელსაყრელი იქნება, ამიტომ ყურადღების კონცენტრაცია ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე მოახდინეთ. კარგი დროა მგზავრობისა და გარემოს შეცვლისთვის. ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა ხელს შეუწყობს ახალ ნაცნობობას, შეხვედრებს, ოჯახურ თავყრილობებს. კარგი იქნება, თუ მარტო დიდხანს არ დარჩებით – ეს იღბალზე ნეგატიურად აისახება.

ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით>>

მორიელი

შესაძლოა, ბოლო რამდენიმე კვირა თქვენთვის რთული და უსიამოვნო იყო. დადგა დასვენების დრო, თუ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა გაქვთ. არ არის გამორიცხული, რომ ამ კვირაში მეგობრებმა ან ნათესავებმა დახმარება გთხოვონ.

ასტროლოგები გირჩევენ, მათ უარი არ უთხრათ. შაბათი და კვირა ენერგეტიკული აღმავლობის დღეები იქნება, ამიტომ თუ ახლობლებს დაეხმარებით, ეს მხოლოდ კვირის ბოლოს უნდა გააკეთოთ. უქმეებზე ბევრ თქვენგანს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ. არაა გამორიცხული, ეს თავბრუდამხვევი რომანის დასაწყისი გახდეს.

სანაპირო - Sputnik საქართველო
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ძალზე ხელსაყრელი კვირა გელოდებათ, მაგრამ ამისთვის პროკრასტინაციას (საქმეების გადადების სურვილს) უნდა გაუმკლავდეთ და ნებისყოფას მოუხმოთ, სიზარმაცე დაძლიოთ. იდეალური დროა მუშაობისთვის, ბიზნეს–საქმიანობისთვის, ახალი პროექტების დაწყებისა და იდეების წამოყენებისტვის. უნდა იმოქმედოთ, სანამ ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან.

მიუხედავად ამისა, გარკვეული გაუგებრობების გარეშე ეს პერიოდი მაინც არ ჩაივლის. შუა კვირაში მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები. სჯობს, არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება და ფული აქეთ–იქით არ ფანტოთ. კვირის დასაწყისი შესანიშნავი დროა იმიჯის შეცვლისთვის, სილამაზის სალონში სტუმრობისა და გარდერობის განახლებისთვის. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოერიდოთ ტოქსიკურ ადამიანებს და კეთილ პიროვნებებთან იქონიოთ კონტაქტი.

ზოდიაქოს ნიშნები: ყველაზე შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი - სიგიჟიდან გულგრილობამდე>>

თხის რქა

თხის რქებს ფინანსური აქტიურობის დრო გეწყებათ. თამამად ეგიძლიათ, შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, დაიწყოთ ახალი საქმეები, შეიცვალოთ სამუშაო ადგილი, მიუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. უქმეებზე შეიგიძლიათ სამუშაო სახლშიც შეასრულოთ – შრომა დაგიფასდებათ.

სასიყვარულო სფეროში ერთგვარი „უძრაობის დრო“ გელოდებათ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, კარგი იქნება, თუ მათ მეტ თავისუფლებას მისცემენ. თავისუფალმა თხის რქებმა კი, სჯობს, დროებით შეწყვიტოთ სიყვარულის ძებნა. გამონაკლისია, თუ ინიციატივა სხვა ადამიანისგან წამოვა. ასეთ შემთხვევაში სიმპათიის გამოვლენა უყურადღებოდ არ დატოვოთ.

მამაკაცი - Sputnik საქართველო
მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი

მერწყული

ასტროლოგები გირჩევენ, გათავისუფლდეთ წყენისგან და შეწყვიტოთ გაბრაზება. ამ კვირაში აჯობებს, თუ ნეგატივს თავს აარიდებთ, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში. ასეთ გრძნობებს შეუძლია იღბალი დააფრთხოს. უნდა ისწავლოთ პატიება. ამ კვირაში თქვენი დევიზი უნდა გახდეს „მიუტევე და მოგეტევება“.

ფინანსურ სფეროში გარკვეული უსიამოვნებები შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ვითარება კრიტიკული არ იქნება. შეძლებთ პრობლემებთან გამკლავებას. ყველაზე რთული კვირის პირველი სამი დღე იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, ამ დღეებში თქვენი გეგმების შესახებ არავის უამბოთ.

დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი>>

თევზები

ხელსაყრელი დრო დგება მეორე ნახევრის პოვნისთვის, ახალი ურთიერთობების დაწყებისა და ძველის, დრომოჭმულის დამთავრებისთვის.

ფინანსურ საკითხებში მოსალოდნელია მკვეთრი აღმასვლები და ვარდნები, განსაკუთრებით 16 და 19 სექტემბერს, როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები მსუბუქ დისონანსში იქნებიან. ამ პერიოდში სასურველია, არ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, არ დაარღვიოთ დაპირებები და და არ გასცდეთ დასაშვების ფარგებს. სჯობს, მშვიდად იშრომოთ დასახულ მიზნებზე. 

ყველა ახალი ამბავი
0