13 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / gabicuzბეღურა ხის ტოტზე
ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 13 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-23 სექტემბერი

13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.

13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.

13 სექტემბერს დაბადებულები

13 სექტემბერს ძლიერი პიროვნებები, ნებისყოფიანი, დამოუკიდებელი ადამიანები იბადებიან, რომელთაც ყოველთვის გააჩნიათ საკუთარი აზრი. არიან რამდენადმე ჯიუტი და თუ ერთხელ გადაწყვეტილება მიიღეს, შემდეგ მათი გადარწმუნება ძნელია. უჭირთ შეცდომის აღიარება, თუნდაც მიხვდნენ, რომ შეცდნენ. ჰყავთ არცთუ ბევრი მეგობარი და მტერი - უფრო მეტი.

13 სექტემბერს დაბადებულები, როდესაც რაიმე საქმეს იწყებენ, მას მთელ თავიანთ ენერგიას ახმარენ. არიან მტკიცე და გონებამოკრებილი ადამიანები. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხშირად აწყდებიან პრობლემებს, მაგრამ წარმატებულ შედეგში ერთი წამით არ ეპარებათ ეჭვი. შეუძლიათ ძალზე რთული, მძიმე და სხვადასხვაგვარი ამოცანების გადაჭრა, რაც გარშემომყოფებში აღფრთოვანებას იწვევს. ცხოვრების მიმართ სერიოზული, პირდაპირი დამოკიდებულება აქვთ.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

ოჯახში ამ დღეს დაბადებულები ხანდახან ძალზე მკაცრი არიან და ტირანიის ნიშნებს ამჟღავნებენ, ასევე იქცევიან ბიზნეს-პარტნიორებთან მიმართებით. მთლიანობაში, თავიანთ კარიერულ ინტერესებს ისინი ყველაფერზე მაღლა აყენებენ. ამის შედეგად ამ ადამიანების ოჯახები ხშირად უყურადღებობას განიცდიან.

13 სექტემბერს დაბადებულებს ხანდახან უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ კონსერვატიზმში; თუმცა, გარეგნული კონსერვატიზმის მიღმა საკუთარი საქმით დიდი გატაცება იმალება. თავიანთი საქმით გატაცებულები ისინი ხშირად უარს ამბობენ სხვა პერსპექტიულ წამოწყებებზე.

ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი>>

ამ დღეს დაბადებულები ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიან, მაგრამ ხანდახან უარს არ ამბობენ პატარ-პატარა სისუსტეების დაკმაყოფილებაზე. მაგალითად, ისინი მწვავედ გრძნობენ მოთხოვნილებას, რომ თავიანთი ცხოვრება გამგებ ადამიანთან ერთად გაიზიარონ - პარტნიორთან ან მეუღლესთან, რომელიც მათ ნაკლოვანებებს მთლიანად მიიღებს. ისინი, თავის მხრივ, ერთგულად ემსახურებიან თავიანთ მეგობარს, მაგრამ, ამასთან, კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის მუდმივად იხლიჩებიან.

წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

ჯანმრთელობა

13 სექტემბერს დაბადებულები მაღალი შრომისუნარიანობითა და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან, მაგრამ თავიანთ პოტენციალს ბოროტად იყენებენ და ამით სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას ახდენენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ზომიერად, მშვიდად იცხოვრონ და მოერიდონ სტრესებს, ისწავლონ მოდუნება.

რჩევა:

გაითვალისწინეთ გარშემომყოფების მოთხოვნილებები. იზრუნეთ საკუთარ სულიერ განვითარებაზე, ნუ დათრგუნავთ ემოციურ სფეროს. ცხოვრებაში რთულის გარდა, შედარებით მარტივი გზებიც არსებობს. ისწავლეთ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, რომელიც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ყველა ახალი ამბავი
0