თბილისი

12 სექტემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

472
(განახლებულია 10:17 12.09.2020)
გაეცანით 12 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3–12 სექტემბერი

3–12 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს შრომისმოყვარეობასა და იდუმალ ხასიათს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 31,32, 40, 50.

3–12 სექტემბერის პერიოდში დაბადებულების სიმბოლოა მიხაკი.

ამ ადამიანებს სიმართლის მაძიებლების როლი არგუნა ბედმა. ისინი არასდროს მიდიან კომპრომისზე, არ არიან მოქნილები, არ აინტერესებთ, რას იფიქრებენ მათ სიტყვებზე, მთავარია, სიმართლე დაიცვან ნებისმიერ ფასად. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხანდახან სიმართლე მწარეა. ამიტომ სჯობს, გაითვალისწინონ გარშემომყოფების გრძნობები და თავიანთი სიმართლის დამტკიცება მიზნად არ აქციონ.

12 სექტემბერს დაბადებულები

12 სექტემბერს დაბადებულებს ბედი უღიმის. თითქმის ყველაფერი, რასაც ისინი ხელს მოჰკიდებენ, რეალიზდება, თან შედარებით ადვილად. მთავარია, მათ კეთილგონიერება შეინარჩუნონ და თავიანთი იღბლიანობის გამო რეალობის გრძნობა არ დაკარგონ. ამ შემთხვევაში ფორტუნა ყოველთვის მათ მხარეს იქნება.

ამას თან ერთვის დამატებითი ელფერიც - თავდაჯერებულობა, განვითარებული ინტუიცია, შორსმხედველობა. ეს ადამიანები ქედუხრელად ისწრაფვიან წინ, მიზნისკენ და არ აშინებთ არანაირი დაბრკოლება, პირიქით, ეს ბარიერები გარკვეულ კმაყოფილებასაც კი ანიჭებს მათ. არ აშინებთ რისკი, ყოველთვის დარწმუნებული არიან თავიანთ წარმატებაში. ხშირად აქვთ კომერციული საქმიანობისა და მწერლობის ნიჭი.

ამ დღეს დაბადებულები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ნათქვამ და დაწერილ სიტყვებს. არიან თავშეკავებული, მშვიდი ადამიანები, უყვართ განმარტოება. ასევე მოსწონთ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. არიან ძალზე შრომისუნარიანები, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აფასებენ სიტყვის ძალას, მაინც ურჩევნიათ, რომ მათ მაგივრად თავიანთი გაკეთებული საქმე მეტყველებდეს. მოქმედებენ საკმაოდ ეფექტურად და ამიტომ ხშირად კარიერულ წარმატებებს აღწევენ.

12 სექტემბერს დაბადებულები, თუ ამას ვითარება მოითხოვს, ყოველთვის დაუპირისპირდებიან პრობლემებსა და დაბრკოლებებს, არ აჰყვებიან პანიკას, რადგან მუდამ დარწმუნებული არიან, რომ მართალ საქმეს აკეთებენ. მათთვის სიმართლე ძალზე მნიშვნელოვანი რამაა. მათ ვერ მიაკუთვნებ იდეალისტებისა და მეოცნებეების რიცხვს, ყოველთვის მტკიცედ და კრიტიკულად იაზრებენ თავიანთ ქმედებებს. ცდილობენ ობიექტურობის შენარჩუნებას ყველანაირი დავის დროს და იმას უჭერენ მხარს, რომლის სიმართლეშიც დარწმუნებული არიან.

განმარტოებისკენ სწრაფვის გამო, შესაძლოა, შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ დღეს დაბადებულები გულგრილი არიან გარშემომყოფების პრობლემების მიმართ, მაგრამ ეს ასე არ არის. განმარტოება მათ შინაგანი სამყაროს მოსაწესრიგებლად სჭირდებათ. თუ ეს მოაკლდებათ, სტრესში შეიძლება ჩავარდნენ. ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ იდეები, ქმნიან გრძელვადიან გეგმებს - რეალისტურს, რადგან უპერსპექტივო პროექტები მათ არ იზიდავს.

ჯანმრთელობა

12 სექტემბერს დაბადებულებს ხშირად უჩნდებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ამიტომ მათ თავი უნდა აარიდონ ალკოჰოლურ სასმელებს, თამბაქოს; დაიცვან კვების რეჟიმი და ფიზიკურად იაქტიურონ.

რჩევა:

მოაწესრიგეთ პირადი ცხოვრება, შემოიკრიბეთ გარშემო ახლობლები - მათი სითბო თქვენთვის ძალზე აუცილებელია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

472
ნანა ხაჩიძე და ვინსენტ დელანოე

ვარსკვლავი N 282 საფრანგეთში - გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისთვის

74
(განახლებულია 21:05 22.09.2020)
„თქვენი მეუღლის სურვილით გიორგი შაქარაშვილის ვარსკვლავი მოიხატება და ის N282 იქნება“- ასეთი შინაარსის წერილი მიიღო  ბატონმა ვინსენტ დელანოემ ქალაქ პონტმანში (pontmain) არსებული წმინდა მარიამის სახელობის ტაძრიდან...

მასალის დასაწყისშივე გეტყვით, რომ ამ ფაქტს სიმბოლური, ადამიანური დატვირთვა აქვს. ბატონი დელანოე, რომელიც საფრანგეთის მთავრობის წევრია, 2012 წელს, საქართველოში, მართლმადიდებლად მოინათლა. მისი მეუღლე ქართველი, პროფესიით ბაქტერიოლოგი ნანა ხაჩიძე გახლავთ. ამ ბატონსა და მის სიყვარულზე საქართველოსა და ქართველების მიმართ ადრეც დავწერეთ.

ხსოვნის ვარსკვლავებით მოხატული ტაძრის ჭერი
ხსოვნის ვარსკვლავებით მოხატული ტაძრის ჭერი

ამჯერად, მისი მეუღლის ერთ ინიციატივაზე მოგახსენებთ. იმასაც გეტყვით, რომ ისინი საქართველოში ყოველ წელს ჩამოდიან და მიუხედავად კორონა ონფექციის საშიშროებისა, გამონაკლისი არც ეს წელი ყოფილა...

ნანა ხაჩიძე წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის წინ
ნანა ხაჩიძე წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის წინ

- ქალბატონო ნანა, მოგვიყევით ამ ამბის შესახებ...

- მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის გულისყურით ვადევნებთ ხოლმე თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, არც ერთი  მნიშვნელოვანი ფაქტი არ გვინდა, რომ გამოგვრჩეს. ბუნებრივია, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავმა ჩვენც სულით ხორცამდე შეგვძრა. იმედი მაქვს, რომ გამოძიება გამოავლენს დამნაშავეებს და ისინი საკადრისად დაისჯებიან. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ერთ დღეს ჩავედით ქალაქ პონტმანში, რომელიც ჩემი მეუღლის სამუშაო რეგიონში შედის. მაშინ მან ამ ქალაქთან დაკავშირებული ერთი პატარა ისტორია გაიხსენა. ეს იდეაც ამის მერე გამიჩნდა...

ნანა ხაჩიძე
ნანა ხაჩიძე

- კონკრეტულად რა ისტორიაზე საუბარი?

- ადგილობრივების გადმოცემის თანახმად, 1871 წელს, ამ ქალაქში არსებული სამლოცველოდან გამოსულ ბავშვებს, თურმე, წმინდა მარიამი გამოეცხადათ. ასეთივე ხილვა ჰქონიათ მსოფლიოს კიდევ ორ სხვა ქვეყანაში მყოფ ბავშვებსაც. ერთ დღესაც ჩემი მეუღლის და ფრანგი მხატვრის, რეჯის პერეს (REGIS PERRAY) ინიციატივით გადაწყდა, რომ აქ არსებულ ტაძარში, რაიმე შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის სახელზე, სიმბოლურად მოხატულ ცაზე, ვარსკვლავი მიახატონ. აქ უკვე ბევრი ასეთი ვარსკვლავია, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ იქ ჩვენი შაქარას ვარსკვლავიც ყოფილიყო...

მარიამის გამოცხადებაზე შექმნილი ფრანგული ილუსტრაცია
მარიამის გამოცხადებაზე შექმნილი ფრანგული ილუსტრაცია

- ამისთვის რა იყო საჭირო, რაიმე პროცედურაა გასავლელი?

- მეუღლემ ჩემი სურვილის შესახებ აცნობა შესაბამის პირებს და დადებითი პასუხიც მოგვივიდა. წერილში ეწერა, რომ გიორგი შაქარაშვილის ვარსკვლავი N 282 იქნება. ამ ამბავს სიმბოლური დატვირთვა აქვს და რელიგიური რიტუალი არ არის. მე და ჩემს მეუღლეს ჯვარი საქართველოში გვაქვს დაწერილი და მანამდე ის მართლმადიდებლურად მოინათლა. გიორგის ხსოვნისთვის გაკეთებული ეს უბრალო, მაგრამ ჩემი მხრიდან გაკეთებული გულწრფელი ჟესტი, ალბათ იმის გამოხატულებაა, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს ასეთი ნათელი სულის ბავშვები და მსგავსი საშინელი ფაქტიც აღარასოდეს განმეორდეს...

დასტურის წერილი, რომელიც მიიღო ვინსენტ დელანოემ
დასტურის წერილი, რომელიც მიიღო ვინსენტ დელანოემ

ამის შემდეგ ბატონ ვინსენტ დელანოეს ვესაუბრეთ.

- მუსიე დელანოე, ამჟამად საქართველოში იმყოფებით, ანუ კოვიდმაც არ დაგაშინათ?

- აქ შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩამოვედი, თუმცა ტესტის პასუხი ჩამოვიტანე, ახალი ტესტი აქაც ამიღეს და პასუხი უარყოფითი იყო. მიხარია, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს დაემთხვა. მხედველობაში მაქვს ის, რომ როჟე დე გოლის მემკვიდრემ, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილმა, მხატვარმა ფრანსუა მარი ანტონიოზმა წინანდლის მუზეუმს საჩუქრად შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები გადასცა. ეს ფაქტი ფრანგი და ქართველი ხალხის მარადიული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. ჩემს რეგიონში ყოველთვის ვცდილობ, რომ ფრანგებს საქართველოსა და ქართველების შესახებ ბევრი რამ მოვუთხრო. რაც შეეხება, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავს, იმედია, ქართული მართლმსაჯულება სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოდან, რომელიც უკვე ძალიან მიყვარს, ამიერიდან მხოლოდ კარგ ამბებს შევიტყობ...

74
ნანუკა ჟორჟოლიანი

დაიკელით უსაფრთხოდ და სწრაფად: დიეტა, რომლითაც ნანუკა ჟორჟოლიანმა სასურველი წონა დაიბრუნა

111
(განახლებულია 18:20 22.09.2020)
ბევრი ადამიანი საჭიროებს წონის კონტროლს, ამისთვის კი სხვადასხვა დიეტას მიმართავენ. დღეს მეტად აქტუალურია და ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას. ასეთი კვების დროს ორგანიზმი დაცულია შლაკების, ქოლესტერინის თუ სხვა მავნე ნივთიერებებისგან.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ე.წ. 18-საათიანი დიეტა, რომელსაც ქართველი ცნობილი სახეებიც აქტიურად მიმართავენ. სწორედ ამ დიეტით დაიკლეს ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ.

წლების მერე ნანუკამ სასურველი ფორმა სწორედ აღნიშნული დიეტით დაიბრუნდა და სოციალურ ქსელში თავის ხელმომწერებს გამოცდილება გაუზიარა.

ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი

„ამდენწლიანმა წვალებამ და რინგმა საკუთარ წონასთან დამარწმუნა, რომ ჩემ შემთხვევაში (ყველაფერი ინდივიდუალურია) გაამართლა ცომის და ტკბილის ამოღებამ. შიმშილი იწვევს განგაშს და სტრესს და შემდეგ უფრო მატებას. ბევრი წყალი, ბოსტნეული. ცოტა ბურღული. 16 საათიანს ვაკეთებ ბოლო სამი თვეა და ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა. ბოლო კვება 18:00, პირველი 10:00“, – წერს ფეისბუქ-გვერდზე ჟორჟოლიანი.

მოგვიანებით ნანუკამ 16-საათიანი შუალედი გაზარდა და 18-საათიანზე გადავიდა.

„ჭამის დროს სრულად ამოვიღე პური, მხოლოდ კეტო პურს ვჭამ, ამოვიღე ბურღულეული სრულად, ტკბილიც და გაზიანიც. ვარ 18 საათიანზე“, – წერს ნანუკა.

რას ნიშნავს 18-საათიანი დიეტა

18-საათიანი დიეტის დროს 24 საათიდან 18 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები. მაგალითად, 12 საათიდან 6 საათამდე შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის საკვები, ხოლო დროის დანარჩენ მონაკვეთში – მხოლოდ წყალი. ამ პერიოდის განმავლობაში არ მიირთმევთ არც ჩაის და არც ყავას.

თუ დღის რეჟიმის გამო ვერ ახერხებთ აღნიშნული რეჟიმის ზუსტად დაცვას, შეგიძლიათ შუალედი შეცვალოთ. მაგალითად, არ ჭამოთ 8 საათის მერე, შუადღის 2 საათამდე. ან, უკეთეს შემთხვევაში, 7-ის მერე შუადღის პირველ საათამდე.

დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ რაც გსურთ, მაგრამ თუ მოკლე დროში გსურთ სასურველი შედეგის მიღწევა, რაციონში შეამცირეთ ცხიმიანი საკვების და ცომეულის რაოდენობა, სრულად ამოიღეთ გაზიანი სასმელები.

თუ 18-საათიანი შუალედის დაცვა გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ დაიწყოთ 16-საათიანი დიეტით და შემდეგ გაზარდოთ შუალედი.

აღნიშნული დიეტის დროს მოერიდეთ უმოძრაობას, ყოველდღიურად ირბინეთ, იძუნძულეთ, ან დაკავდით სპორტის რომელიმე სახეობით. დაკლებული კილოგრამების რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის წონაზე. რაც უფრო მძიმეწონიანია ადამიანი, მით უფრო მეტის დაკლებას შეძლებს.

18-საათიანი დიეტის მთავარი ღირებულება ის არის, რომ დაკლებულ კილოგრამებს არ აღიდგენთ ისე სწრაფად, როგორც ეს სხვა დიეტების შემდეგ ხდება.

როგორც ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა განმარტავს, შესაძლოა 18-საათიანი შიმშილი ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ-ერთ სახეობად, თუმცა მოუწოდებს ადამიანებს, დიეტის დაწყებამდე მიმართონ ექიმს.

„18-საათიანი შიმშილი შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ-ერთ სახეობად, თუმცა, რა თქმა უნდა, სანამ გადავწყვეტთ კვების ცვლილებებს, აუცილებელია წინასწარი დიაგნოსტიკა ორგანიზმის მდგომარეობის დასადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ნებისმიერი კვების სტილის რეკომენდაციის გაცემა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდგომ გადავწყვიტოთ ნებისმიერი სამკურნალო კვების დაცვა“, – ამბობს უჩავა.

გაითვალისწინეთ, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ე.წ. 18-საათიანი დიეტის ხანგრძლივად დაცვა სასურველი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას და არა მკაცრ დიეტებს, მით უმეტეს, შიმშილს.

 

111
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

0
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა