ფრანები ბათუმის თავზე: მზე, ზღვა და კარგი განწყობა

11 სექტემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

358
(განახლებულია 10:53 11.09.2020)
გაეცანით 11 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3–12 სექტემბერი

3–12 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს შრომისმოყვარეობასა და იდუმალ ხასიათს ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 31,32, 40, 50.

3–12 სექტემბერის პერიოდში დაბადებულების სიმბოლოა მიხაკი.

ამ ადამიანებს სიმართლის მაძიებლების როლი არგუნა ბედმა. ისინი არასდროს მიდიან კომპრომისზე, არ არიან მოქნილები, არ აინტერესებთ, რას იფიქრებენ მათ სიტყვებზე, მთავარია, სიმართლე დაიცვან ნებისმიერ ფასად. მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ხანდახან სიმართლე მწარეა. ამიტომ სჯობს, გაითვალისწინონ გარშემომყოფების გრძნობები და თავიანთი სიმართლის დამტკიცება მიზნად არ აქციონ.

11 სექტემბერს დაბადებულები

11 სექტემბერს დაბადებულები ურთიერთსაწინააღმდეგო ნატურის ადამიანები არიან. ერთდროულად, შესაძლოა, ეჭვი ეპარებოდეთ საკუთარ ძალებში და იყვნენ პატივმოყვარენი. ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, უყვართ სამუშაო ადგილის გამოცვლა, რის გამოც, შესაძლოა, ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები შეექმნათ. ხანდახან რაიმე საქმე გაიტაცებთ, შემდეგ კი მას უცბად თავს ანებებენ, რათა სხვა, ახალი, უფრო საინტერესო იპოვონ, მაგრამ არც იმ საქმის ბოლომდე მიყვანა არ უყვართ. თუ ამ დღეს დაბადებულები ხასიათის ამ თვისებას მოათვინიერებენ, შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ მიზანსწრაფული და ცხოვრებაში დიდ წარმატებებს მიაღწიონ. ეს ადამიანები ხშირად პოულობენ თავს თეატრში, ლიტერატურაში ან მეცნიერებაში.

11 სექტემბერს დაბადებულებმა იციან, როგორ გამოიყენონ ძალაუფლება და შეუძლიათ, გაცნობიერებულად მიიღონ ძალზე სერიოზული გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ადამიანის ბედია დამოკიდებული. ხანდახან ასეთი გადაწყვეტილებები გარშემომყოფებს შოკში აგდებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს დაბადებულებს უყვართ გარშემომყოფების შოკირება და ისინი ამისგან დიდ სიამოვნებას იღებენ. უყვართ გარისკვა და ამით ამაყობენ კიდეც.

ამ დღეს დაბადებულებს საერთოდ არ აინტერესებთ მოსაწყენი და მიწიერი საქმეები, მაგრამ, ამასთან, საკმაოდ სერიოზული მოთხოვნილება აქვთ სტაბილურობისა და იმისა, რომ ხვალინდელ დღეში დარწმუნებული იყვნენ. გარკვეულ შემთხვევებში ეს ადამიანები იწყებენ ფიქრს, რომ არიან საკმაოდ არაორდინარული პიროვნებები, შეუძლიათ სერიოზული გმირობის ჩადენა, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები არიან.

11 სექტემბერს დაბადებულებს შეუძლიათ დიდხანს მსჯელობა ზნეობაზე, მორალურ ნორმებზე, მაგრამ, ამავდროულად, მხარს უჭერდნენ თავისუფალ ურთიერთობებს და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი პარტნიორის ერთგული იყვნენ, ამასთან, ამ ორ პოზიციას შორის საერთოდ ვერ ხედავენ განსხვავებას.

ამ დღეს დაბადებულების ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს სექსუალური თავისუფლება. პოლიტიკის თვალსაზრისით, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ქალებს, ეროვნულ უმცირესობებს, ხელისუფლებისგან დაჩაგრულ ხალხებს, ვერ იტანენ სნობიზმს. მათთვის მთავარია ნამდვილი ადამიანური გრძნობები. თუ ერთხელ მაინც იეჭვეს, რომ ახლობელმა უღალატა, ან მოატყუა, მას სამუდამოდ ამოშლიან თავიანთი ცხოვრებიდან.

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ამ ადამიანებს ძალიან უყვართ ბავშვები, დგებიან კარგი მშობლები, თუმცა, შესაძლოა, ხანდახან ძალზე მკაცრიც იყვნენ, ან პირიქით - ბავშვებს ყველაფრის ნება მისცენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარი განწყობების კონტროლი და გაითვალისწინონ სხვების გრძნობები.

ჯანმრთელობა

11 სექტემბერს დაბადებულებს ხშირად აწუხებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების დაავადებები, ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისის კვება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ისინი ყურადღებას არ აქცევენ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ უნდა მოერიდონ ალკოჰოლსა და შაქარს.

რჩევა:

ძალიან სერიოზულად ნუ აღიქვამთ საკუთარ თავს, ისწავლეთ პატიება. ყოველთვის გულდახურული ნუ იქნებით, ეს არაფერ კარგს არ მოიტანს.

358
მოალერსე წყვილი

ზოდიაქოს სამი იღბლიანი ნიშანი ვის გაუმართლებს სასიყვარულო ასპარეზზე ოქტომბერში

241
(განახლებულია 11:31 25.09.2020)
ზოდიაქოს ზოგიერთი თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისთვის შემოდგომის შუა პერიოდი ძალზე ხელსაყრელი იქნება სიყვარულის თვალსაზრისით

ამ სამი ნიშნის წარმომადგენლებს ელოდება საბედისწერო შეხვედრა, რომელიც მათ დიდ სიყვარულსა და ბედნიერებას მოუტანს. ისინი სიყვარულის „მორევში“ ჩაიძირებიან.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

კურო

კუროები ოქტომბერში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს. დიდი ხანია, ასეთ სიყვარულს ეძებთ და ამ თვეში მიაღწევთ საწადელს – თქვენს გულში რომანტიკული გრძნობებისა და ემოციების ქარცეცხლი დატრიალდება. კუროების ცხოვრებაში ასეთი შეხვედრები ხშირად არ ხდება – მეორე ნახევარს თვითონ სამყარო გამოგიგზავნით, თქვენ კი ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

სასწორი

ოქტომბერში სასწორის ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარ ინტუიციას გულდასმით უნდა მოუსმინოთ. სწორედ ის მიგანიშნებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. შემდეგ კი თქვენი გადასაწყვეტი იქნება – მოიპოვოთ ბედნიერება, თუ მარტო დარჩეთ. სასწორებისთვის ეს შეხვედრა საბედისწერო იქნება, ამიტომ დიდხანს ფიქრი არ ღირს.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

მერწყული

მერწყულები ხშირად იძირებით საკუთარ ფიქრებში. ამ დროს კი ნამდვილად ღირს, აქეთ–იქით გაიხედოთ. ამ შემთხვევაში დაინახავთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი სულაც არაა შორს, არამედ გვერდით დგას. ეს ადამიანი შეიძლება თქვენი ახლო გარემოცვიდან იყოს. შესაძლოა, ის არ გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან, მაგრამ სწორედ მას უწერია, თქვენი ბედი გახდეს. თუ ასტროლოგების რჩევებს გაითვალისწინებთ, ოქტომბერში საოცარი ბედნიერება გელოდებათ.

241
მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 25 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

86
(განახლებულია 11:09 25.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

25 სექტემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები. ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

იუპიტერი რეტროგრადულ სვლას წყვეტს: ზოდიაქოს ხუთ ნიშანს დიდი წარმატებები ელოდება>>

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

რეკომენდებულია ძველი პროექტების განხორციელებისას კრეატიული დამოკიდებულება, მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხების გადაჭრა, ახალი პარტნიორების ძებნა, ინდივიდუალური მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

არარეკომენდებულია საკუთარი შესაძლებლობების ზედმეტად შეფასება, ძალიან დატვირთვა სამუშაოზე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

86
მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კვოტები უცხოელთათვის რუსეთის უმაღლესებში:ადგილების რაოდენობა გაიზრდება, სისტემა დაიხვეწება

0
(განახლებულია 13:51 25.09.2020)
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების აბიტურიენტებისთვის უფასო კვოტების გამოყოფის ფორმატი დასახვეწია, მიიჩნევს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორი ევგენი პრიმაკოვი.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ევგენი პრიმაკოვი „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელად მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა.

Руководитель Россотрудничества Евгений Примаков
© photo: Sputnik / Alexey Danichev
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორი ევგენი პრიმაკოვი.

მან მაშინვე დააანონსა სერიოზული ცვლილებები სააგენტოს საქმიანობაში. ერთ-ერთ მტკივნეულ თემად მან რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი მოქალაქეებისთვის სასწავლო კვოტების გამოყოფის სისტემა დაასახელა.

„კვოტების რაოდენობა გაიზრდება - პრეზიდენტმა პუტინმაც განაცადა, რომ მეტი კვოტა იქნება. 2023 წლისათვის კვოტების რაოდენობა ორჯერ უნდა გაიზარდოს. მაგრამ ჩვენს კოლეგებთან მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდან, სახელმწიფო სათათბიროდან ვმსჯელობთ იმაზე, რომ თავად ამ კვოტების სისტემა არც ისე ეფექტურია“, - განუცხადა Sputnik-ს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორმა ევგენი პრიმაკოვმა.

მან მაგალითად მოიყვანა ბელარუსი, რომლისთვისაც უმაღლეს სასწავლებლებში საბიუჯეტო ადგილების დიდი რაოდენობაა გამოყოფილი, მაგრამ რუსეთი „პოლონეთსაც ვერ უწევს კონკურენციას“.

„პოლონელები არამარტო სწავლის საშუალებას აძლევენ სტუდენტებს, არამედ სთავაზობენ მათ გარკვეულ სტიპენდიებს, გრანტებს. რთულია გაუწიო კონკურენცია, თუ ჩვენ მხოლოდ ჩამოსვლას და სწავლას ვთავაზობთ. უნდა დავხვეწოთ სისტემა, რათა ამ კვოტების ნაწილში მაინც გრანტების და სტიპენდიების კომპონენტი გაჩნდეს. რომ მხოლოდ ასე არ ხდებოდეს - მიდით და ისწავლეთ, არამედ - აი თქვენ ავიაბილეთი, აი საცხოვრებლის ან საერთო საცხოვრებლის საფასური“, - აღნიშნა პრიმაკოვმა.

„როსსოტრუდნიჩესტვო“ დაინტერესებულია იმით, რომ უცხოელი სტუდენტები რუსეთში სწავლის შემდეგ გახდნენ მაღალი კლასის სპეციალისტები, თავიანთი სფეროს ექსპერტები, აღნიშნა მან. და სწავლის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, დაიკავონ იქ მათთვის ღირებული პოზიციები და იპოვონ კარგი სამსახურები. თუმცა ახლანდელი სისტემის პირობებში ამ გეგმების განხორციელება ხშირად ვერ ხერხდება.

„არიან ახალგაზრდები, რომლებიც რუსეთში ჩამოსვლისას რთულ გარემოებებში აღმოჩნდებიან, შემდეგ უწევთ მუშაობა მეეზოვეებად, ტაქსაობა. ეს არასწორია თუნდაც ამ ახალგაზრდების სწავლაზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თვალსაზრისითაც“, - განმარტა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ დირექტორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კვოტების გამოყოფის სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მკაფიო გეგმები ჯერჯერობით არ არსებობს. „გეგმები - ეს უკვე რაღაც მეტ-ნაკლებად მკაფიო, აწყობილი რამაა“, პრობლემა ჯერ მხოლოდ განხილვის სტადიაზეა. თუმცა რეფორმირება აუცილებელია, დარწმუნებულია ევგენი პრიმაკოვი.

უცხოელი სტუდენტებისთვის კვოტების 15-დან 30 ათას საბიუჯეტო ადგილამდე გაზრდის საკითხი ვრცლად განიხილებოდა სახელმწიფო სათათბიროში 2020 წლის დასაწყისში. მაშინ სახელმწიფო დუმის დსთ–ის, ევრაზიაში ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ 15 ათასი ადგილი არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო როლს და ჰუმანიტარულ ძალას. და მაგალითად მოიყვანა პოლონეთი, რომელიც მხოლოდ ბელარუსის მოქალაქეებისთვის გამოყოფს 10 ათასს საბიუჯეტო ადგილს, და რუმინეთი, რომელიც უფასოდ ასწავლის 5 ათას მოლდოვის მოქალაქეს. ამ დროს კი რუსეთის უმაღლესებში სწავლის მსურველ უცხოელთა განაცხადების რაოდენობა 100 ათასს მიუახლოვდა. მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო უცხოელი სტუდენტებისთვის კვოტების 30 ათასამდე გაზრდას გეგმავს.

0
თემები:
რუსეთი დღეს