მარსი

რეტროგრადული მარსი 9 სექტემბრიდან: რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს

17891
(განახლებულია 20:02 09.09.2020)
მარსმა 9 სექტემბრიდან რეტროგრადული სვლა დაიწყო, რომელიც 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. წინ არცთუ მარტივი პერიოდი გველოდება.

ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, მარსის რეტრომოძრაობა მოიტანს მერყეობას, ქაოსს, დაარღვევს ენერგეტიკულ წესრიგს, რაც სხვადასხვა სფეროში სერიოზული პრობლემების დაწყების მიზეზი გახდება. მეომარი და სასტიკი მარსი გააძლიერებს დისონანსს, გაამკაცრებს კონკურენციას, მრისხანება სიკეთეს ჩაანაცვლებს, მარცხს გამარჯვებად გამოაცხადებს და რეალობის დანახვის უნარს შეზღუდავს.

საჭიროა ყურადღებით ყოფნა და ასტროლოგების რჩევების გათვალისწინება.

რეტროგრადული მარსის გავლენა 9 სექტემბერი – 14 ნოემბრის პერიოდში

მარსი დინამიკის, ინციატივის, სიმტკიცის, სიმამაცისა და აქტიურობის პლანეტაა. რეტროგრადულობის მომენტში ის ვერძის ნიშანში იქნება, რომელიც ყველაზე მძლავრად კვებავს წითელ პლანეტას.

ბევრი ადამიანი შინაგანი სამყაროს ტყვეობაში აღმოჩნდება: მათი აგრესია, მრისხანება, სიძულვილი თვითონ მათკენ იქნება მიმართული. ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს ყველაფერი შეეხება პირად შეგრძნებებს და ყველა მოვლენა ემოციური რეაქციებით იქნება შეფერადებული. ასეთ პერიოდში თითქმის ყველა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეუძლია თავის ხელში აყვანა.

ასტროლოგების რეკომენდაციები რეტროგრადული მარსის პერიოდისთვის

14 ნოემბრამდე სამყაროს მართავს ქაოსი, კონფლიქტები, ორბუნებოვნება, დაძაბულობა და აგრესია. დაწყებული პროცესები დაბრკოლდება, ბარიერებს წააწყდება. ნებისმიერი ინიციატივა არა მხოლოდ ძნელად შესასრულებელი, არამედ საშიშიც იქნება: არის რისკი, რომ დაიხარჯოს მთელი ძალა და შინაგანი რესურსი, ხოლო შედეგი ნული აღმოჩნდეს.

როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები>>

რეტროგრადული მარსის გავლენას განსაკუთრებით მამაკაცები შეიგრძნობენ: შემცირდება აქტიურობა, პირველ პლანზე გამოვა ემოციები და შინაგანი შიშები.

უსიამოვნებები აღმოცენდება არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ მსოფლიო არენაზეც. გაღრმავდება პოლიტიკური, რასობრივი და რელიგიური კონფლიქტები.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ: სანამ მარსი რეტროგრადულია, ის, ვინც პირველ დარტყმას მიაყენებს, წააგებს. ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება თავდაცვაა. არ ღირს ბრძოლაში თავით გადაშვება, სჯობს, ქარიშხლის გადავლას დაელოდოთ. რეტრო–პერიოდის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება.

რეტრო–მარსი გარკვეულ პოზიტივსაც მოიტანს: მივიღებთ შანსს, გადავხედოთ ჩვენს საქციელს და მიზნების მიღწევის მეთოდებს. მარსი სტერეოტიპებისგან გაგვათავისუფლებს, რაც ნიშნავს, რომ შევძლებთ სიტუაციას ფხიზელი თვალით შევხედოთ და სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ.

რეტროგრადული მარსის დროს ხშირად ხდება, რომ წარსული ვითარებები გამეორდეს. თუ ადრე დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეთ, ამის გაკეთება ახლა შეიძლება, მაგრამ თუ ახლის დაწყება გინდათ, კარგად დაფიქრდით: ცხოვრებისეული სიტუაცია ბილიარდის მაგიდას დაემსგავსება – ყველაფერი მოძრაობაში იქნება. ასტროლოგები გვირჩევენ, დაუფიქრებლად არაფერი მოვიმოქმედოთ, ეს ჩვენს ცხოვრებაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს. მნიშვნელოვანი გეგმები, საბედისწერო გადაწყვეტილებები, ფუნდამენტური პრობლემები სჯობს გადადოთ თუ 14 ნოემბრამდე არა, თუნდაც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები>>

რეტროგრადული მარსი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მათთვის, ვინ საკუთარ საქციელს ვერ აკონტროლებს.

რას მოუტანს რეტროგრადული მარსი ზოდიაქოს ნიშნებს

  • ვერძი: ვერძებს, დასახული მიზნების მისაღწევად, მცირეოდენი დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, დააყოვნოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რათა გამოირიცხოს შეცდომები და ჩიხში არ შეხვიდეთ.
  • კურო: პლანეტის რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში კუროებს გაგიჭირდებათ ადრე დაწყებული საქმეების დასრულება. ამან არ უნდა შეგაშინოთ. აჯობებს, თუ ყურადღებას მიაქცევთ იმ გეგმებს, რომლების განხორციელებაც ახლაა შესაძლებელი.
  • ტყუპი: ტყუპებისთვის დროებით შეუძლებელი გახდება ოცნებების ხორცშესხმა. ამ პერიოდში, დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებთ მეგობრებთან შეხვედრის ან საქმიანი ღონისძიების ორგანიზებას. ასევე მოსალოდნელია, რომ ვერ შეასრულოთ ადრე დაგეგმილი მგზავრობა ან საოცნებო მოგზაურობა.
  • კირჩხიბი: მარსის რეტრო–სვლის პერიოდი თქვენთვის ცვლილებების დროა. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ დაუსრულებელ პროექტებს, იმუშაოთ შეცდომებზე, კორექტივები შეიტანოთ გეგმებში, რათა რეტრგრადული სვლის დასრულებისთანავე ახალი პროექტების განხორციელებას შეუდგეთ.
  • ლომი: ლომებს, შესაძლოა, მგზავრობა ჩაგივარდეთ, ან იურიდიული საქმეები გაჩერდეს. ამ პერიოდში არ ღირს სწავლის დაწყება, თუ ეს შესაძლებელია, ასევე ახლი პროექტების განხორციელება. აჯობებს, თუ კიდევ ერთხელ გადახედავთ თქვენს გეგმებს და აქტიურ მუშაობას უკვე 14 ნოემბრის შემდეგ შეუდგებით.
  • ქალწული: რეტრო–მარსი ქალწულებზე ძირითადად ფინანსების თვალსაზრისით მოახდენს გავლენას. მისი „წყალობით“ თანხის შემოდინება შეიძლება შეფერხდეს. შეამცირეთ ყოველდღიური ხარჯები, რათა პრობლემები თავიდან აიცილოთ.
  • სასწორი: თქვენთვის რეტროგრადული მარსი კონფლიქტებსა და ჩხუბს „ამზადებს“, ასევე გაგიჭირდებათ ადამინებთან შეთანხმება და შეთანხმებების დაცვა. მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ და არ დაამძიმოთ სიტუაცია.
  • მორიელი: მორიელებს 9 სექტემბერი – 14 ნოემბრის პერიოდში საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, ფრთხილად იყოთ და შეძლებისდაგვარად არ დაგეგმოთ ამ პერიოდში ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც, შესაძლოა, ისე არ ჩატარდეს, როგორც საჭიროა.
  • მშვილდოსანი: მარსის გავლენა მშვილდოსნებისთვის ბავშვებთან იქნება დაკავშირებული. მოგიწევთ მოზარდი თაობის მხარდაჭერა და მათთან ერთად დროებითი სირთულეების გადაწყვეტა და საკუთარი ავტორიტეტის ამაღლება. პლანეტა, მთლიანობაში თქვენს ურთიერთობებზე იმოქმედებს – შესაძლოა, გრძნობების ერთგვარი გაციება იგრძნოთ.
  • თხის რქა: ამ პერიოდში თხის რქები, თუ რემონტს აკეთებთ, მის დასრულებას შეძლებთ. წარუმატებლობაა მოსალოდნელი გარიგებების თვალსაზრისით, არ ღირს უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვა. არ არის გამორიცხული, რომ სხვაგან საცხოვრებლად გადასვლის გადავადება მოგიწიოთ, თუმცა ამ პერიოდში შეგიძლიათ ყველაფერი დეტალურად მოიფიქროთ, მოამზადოთ და შემოდგომის ბოლოს დაასრულოთ თქვენი საქმეები.
  • მერწყული: მერწყულების კონტაქტები შემცირდება: შეხვედრები ნაკლები გექნებათ, სხვადასხვა მიზეზის გამო უარს იტყვით მგზავრობაზე, თუმცა ეს პერიოდი იმედგაცრუებას არ მოგიტანთ, თუ ძალებს ნათესაური კავშირების გამტკიცებისკენ მიმართავთ და დროს ახლობლების ვიწრო წრეში ხშირად გაატარებთ.
  • თევზები: რეტროგრადული პლანეტა შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ძალები შემოსავლების მიღებაზე მიმართოთ. ასტროლოგები გირჩევენ, თანხა იმპულსურად არ დახარჯოთ, ფრთხილად მოეკიდოთ დაზოგილ თანხას, რათა სულ არ შემოგეხარჯოთ ან არ დაკარგოთ.

 

17891
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 3 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

48
(განახლებულია 14:08 02.12.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 3 დეკემბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

ესაა სენტიმენტური გრძნობების, ემოციური მერყეობის დღე, მგრძნობირობა მატულობს, ამიტომ საჭიროა დიპლომატიურობა.

ამ დროს ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მეოცნებენი ხდებიან და მოგონებებს ეძლევიან. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები უფრო სულიერი და ემოციურად სავსე ხდება.

სიყვარულში მგზნებარება უკან იხევს და წინა პლანზე სინაზე გამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს აჩვენოთ თქვენი თანაგრძნობა, ზრუნვა, ნდობა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ თქვენი გრძნობები და ემოციები. ასევე არის საშიშროება, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ.

ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ძალიან ხშირად ქორწინებით გვირგვინდება.

რეკომენდებულია მშვიდი მუშაობა, მარტივი ფინანსური საკითხების გადაჭრა, მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, ირგვლივ მიმდინარე მოვლენებისა და ნათქვამის მიმართ ყურადღებით ყოფნა, ადამიანებთან ურთიერთობებში მოქნილობა და არასტადარტული დამოკიდებულება, ნიუანსებისადმი ყურადღება, ინდივიდუალური და არა გუნდური მუშაობა.

არარეკომენდებულია რთულ პროექტებზე შეჭიდება, მოლაპარაკებების წარმოება, ზედმეტი აქტიურობა, დინების წინააღმდეგ წასვლა, სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა და მის წინადადებაზე დათანხმება.

არახელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კირჩხიბის დღეები ძალზე მგრძნობიარეა ნებისმიერი პროცედურის მიმართ. ამ დღეს არაა რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა. კარგი დღეა სახის ნიღბისთვის.

ასევე არახელსაყრელი დროა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კირჩხიბი ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი ხეების დარგვა, ფორმის მიმცემი გასხვლა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა.

არასასურველია ისეთი მცენარეების დარგვა–დათესვა, რომლებიც დიდი სიმაღლის იზრდებიან, ხილის ხეებისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

48
შემოდგომა

3 დეკემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

17
(განახლებულია 15:58 01.12.2020)
გაეცანით 3 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 დეკემბრის პერიოდი

3-12 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდს მთვარე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რბილ ხასიათს, შემოქმედებით წარმოსახვასა და მშვენიერის შესანიშნავ აღქმას ანიჭებს.

მნიშვნელოვანია წლებია 15, 30, 40, 45, 60.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ბაბუაწვერა.

3-12 დეკემბრის პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან მხიარული ხასიათით, სულ მოძრაობაში არიან, უყვართ ხალხში ყოფნა, არიან კომუნიკაბელური, ენერგიული. სამუშაოს შესრულებისას ძალზე პასუხისმგებლიანი.

3 დეკემბერს დაბადებულები

3 დეკემბერს დაბადებულები მომხიბლავი, აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური ადამიანები არიან, შეუძლიათ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება. ახალი ადამიანების გაცნობა მათთვის პრობლემა არ არის. ადვილად უახლოვდებიან ადამიანებს და ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ საუბრის გაბმა.

3 დეკემბერს დაბადებულები ცხოვრებას განიხილავენ, როგორც ცოდნისა და გამოცდილების წყაროს. მათ უყვართ სწავლა, თავის სხვადასხვა საქმიანობაში მოსინჯვა. მათთვის გადაუჭრელი ამოცანა, პრაქტიკულად, არ არსებობს; მზად არიან, სასურველის მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურონ. ეს ადამიანები ისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. თუ იდეალი ხელმისაწვდომი არაა, მაშინ მიზანს იცვლიან.

3 დეკემბერს დაბადებულები ბუნებით მკვლევარები არიან. ისინი ცხოვრობენ მუდმივ ძიებაში: ცოდნის, იდეების, გამოცდილების, განსჯისთვის თემების, პარტნიორების ურთიერთობებისთვის... ამ ადამიანებს უყვართ ადგილის ხშირი ცვლა. მოგზაურობა მათთვის საუკეთესო ჰობია და ზოგისთვის ეს სფერო პროფესიაც ხდება.

3 დეკემბერს დაბადებულები აზროვნების ფილოსოფიური წყობით გამოირჩევიან. აქვთ ინტერესთა ფართო წრე; უყვართ ურთიერთობები. ოჯახში სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას.

სამსახურში ეს ადამიანები თავდადებული მუშაკები არიან, განსაკუთრებით იმ პროექტებზე მუშაობისას, რომლებსაც მათი იდეები უდევს საფუძვლად. მიზანსწრაფულები სწრაფად აღწევენ სასურველს; ბოლომდე მისვლისთვის ჰყოფნით ამტანობა, მოთმინება.

ყველაზე კაშკაშა და საბედისწერო ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ეს ადამიანები კარიერაზე „ჩაციკლული“ არ არიან. დაწინაურებას აღიქვამენ, როგორც საერთო საქმეში შეტანილი წვლილის აღიარებას.

ჯანმრთელობა

3 დეკემბერს დაბადებულები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას. არიან რა ჰიპერაქტიური ადამიანები, გატაცებული საკუთარი იდეებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა საერთოდ ავიწყდებათ. შედეგიც არ აყოვნებს - მათი სუსტი წერტილი, პირველ რიგში, საჭმლის მომნელებელი სისტემაა, ამიტომ ამ ადამიანებისთვის რეკომენდებულია კვების რეჟიმის დაცვა. მეორე პრობლემა შეიძლება გახდეს რაც შეიძლება მეტი ენერგიის გამოთავისუფლების სურვილი. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვები მათ არ წაადგებათ. ამ დღეს დაბადებულებისთვის რეკომენდებულია სიარული, ცურვა, იოგა.

ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია>>

რჩევა:

თქვენ საკმაოდ მოკრძალებული და გულდახურული ადამიანი ხართ. მაგრამ არ ღირს საკუთარი ჩვევებისთვის ღალატი მეგობრებისა და ოჯახის გულის მოსაგებად. ინტიმური საიდუმლოების ყველასთვის ხელმისაწვდომად გახდომა საუკეთესო გამოსავალი არაა. 

17
მცხეთის ჯვრის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 3 დეკემბერი

0
(განახლებულია 23:19 02.12.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 3 დეკემბერს ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის, წმიდა პროკლეს, მოწამე დასის, მოწამეთა: ევსტათის, თესპესის და ანატოლის,, სპარსელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა: აზატი საჭურისისა, სასონისა, თეკლასი, ანასი და სხვათა დედათა, სპარსეთს წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik - საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარი.

ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი

ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი დაიბადა ისავრიის ქალაქ ირინოპოლში, რომელიც ათქალაქის ანუ დეკაპოლის შემადგენლობაში შედიოდა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა საეკლესიო მსახურება. როცა გრიგოლი წამოიზარდა, დედ-მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ნეტარმა ფარულად დატოვა მშობლიური სახლი. უფლის რჩეული მთელი სიცოცხლის მანძილზე მწირობდა: ხან კონსტანტინოპოლში იყო, ხან რომში, კორინთოში, თესალონიკში, რამდენიმე ხანს ოლიმპოს მთის ერთ გამოქვაბულშიც მოღვაწეობდა. ღირსი გრიგოლი ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ამხელდა ხატმბძროლთა მწვალებლობას და განამტკიცებდა მართლმორწმუნეებს, რომელთაც იმ დროს ერეტიკოსები დევნიდნენ, დაუცხრომელი ღვაწლისა და ლოცვისთვის ნეტარს წინასწარმეტყველებისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. ღირსი გრიგოლი 816 წელს გარდაიცვალა.

წმიდა პროკლე - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი

წმიდა პროკლე - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი სიყმაწვილიდანვე მთელ დროს ლოცვასა და წმიდა წერილის შესწავლას ახმარდა. უფალმა იგი ღირსი გახადა წმიდა იოანე ოქროპირის მოწაფეობისა, რომელმაც ნეტარი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი - მღვდლად.

კონსტანტინოპოლის პატრიარქ სისინიოსის(426-427)  გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პროკლე აღასაყდრეს. ნეტარი მამა თორმეტი წლის მანძილზე (434-447) მესაჭეობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. მისი ძალისხმევით წმიდა მეფის, თეოდოსი II-ის (408-450) ზეობის ჟამს იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები კომანიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით მოსილი პატრიარქი ღრმად მოხუცებული მიიცვალა 446-447 წლებში.

წმიდა მოწამე დასი 

წმიდა მოწამე დასი დუნაისპირა ქალაქ დოროსპოლში დაიბადა. ამ დროს II საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დასაწყისში, მთელ იმპერიაში ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოება. წმიდა დასი თანაუგრძნობდა ქრისტიანებს, მაგრამ მის ირგვლივ არსებული წარმართული გარემო საშუალებას არ აძლევდა მონათლულიყო და განცხადებულად ეღიარებინა ჭეშმარიტი ღმერთი.

ერთხელ ქალაქის მცხოვრებლები წარმართული ღვთაების, სატურნის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. ჩვეულებისამებრ, დღესასწაულამდე ოცდაათი დღით ადრე წარმართები მშვენიერ ჭაბუკს არჩევდნენ ხოლმე, მდიდრულ შესამოსელს აცვამდნენ, მეფურ პატივს მიაგებდნენ, ზეიმის დღეს კი კერპს მსხვერპლად სწირავდნენ. ამჯერად თანამოქალაქეთა არჩევანი დოროსპოლის მცხოვრებთა შორის ყველაზე გამორჩეულ წმიდა დასიზე შეჩერდა. ეს რომ შეიტყო, წმიდანმა თქვა: „თუ სიკვდილი მიწერია, სჯობს, ქრისტესთვის მოვკვდე, როგორც ქრისტიანი“. მან უშიშრად აღიარა მაცხოვარი, გაბედულად ამხილა წარმართთა უსჯულოება და ბევრი მათგანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. ამისთვის იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ბრძანებით სასტიკი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი

წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი მდიდარი ვაჭრის შვილები იყვნენ და ქალაქ ღანგრაში ცხოვრობდნენ. ისინი წმიდა ლუკიანემ მოაქცია ქრისტიანობაზე, შემდეგ კი ეპისკოპოს ანთიმოზის ხელით მოინათლნენ. ნეტარი ძმების სახლში ქრისტიანები ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ ხოლმე. ეს რომ წარმართებმა შეიტყვეს, სასტიკად აწამეს უფლის რჩეულები, შემდეგ კი ქალაქ ნიკეაში თავები მოჰკვეთეს (+312).

მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, იოანე, სავერიოსი, ისააკი და იპატი - სპარსელნი ეპისკოპოსნი და მოწამენი: აზატი საჭურისი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი დედანი და მამანი სპარსეთში წამებულნი 

მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, იოანე, სავეროსი, ისააკი და იპატი - სპარსელი ეპისკოპოსნი, წმიდა მოწამენი: აზატი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი მამანი და დედანი სპარსეთს წამებულნი, სპარსეთის მეფის, საპორ II-ის მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ.

უღმრთოებმა ოთხმოცი წლის მღვდელმთავარ ნერსესა და მის მოწაფეს, იოსებს თავები მოჰკვეთეს, იოანე, ისააკ და იპატი ეპისკოპოსები ქვებით ჩაქოლეს. მღვდელმთავარი სავეროსი საპყრობილეში აღესრულა და უკვე გარდაცვლილს მოჰკვეთეს თავი. წმიდა მოწამე აზატ საჭურისი ერთმა განდგომილმა ხუცესმა დაახრჩო. ქრისტესთვის ტანჯვა-წამება და სიკვდილი დაითმინეს მოწამეებმა: სასონმა, თეკლემ, ანამ და მრავალმა სხვა მართლმორწმუნემ. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს (+343).

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

0