მთვარე

მთვარის კალენდარი: 9 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

461
(განახლებულია 10:48 09.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

9 სექტემბერი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ესაა წინსვლის, სიმამაცის, აქტიურობის, შემოქმედების, სწავლის დღე. იღბლიანი დროა. შეიძლება ბევრი რამის ერთდროულად გაკეთება.

კარგი დღეა კონტაქტების, ნაცნობობისთვის, ინფორმაციებისა და იდეების გაცვლისთვის. საჭიროა ძველი საქმეების გაგრძელება. ხელსაყრელი დროა ჟურნალისტებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან. ასეთ დროს ნაცნობობისკენ ილტვიან ის ადამიანები, რომლებსაც მსუბუქი და არცთუ სერიოზული ურთიერთობები აინტერესებთ.

სასიყვარულო რომანი ამ დღეს იწყება მსუბუქად, არა ვნებით, არამედ ენამოსწრებული სიტყვებით ან დამაჯერებელი დაპირებებით; მაგრამ ურთიერთობები მოკლებული იქნება ყოველგვარ ვალდებულებებს, უფრო „თავქარიანი“ კავშირი გამოვა, ერთგვარი „თამაში“, ვიდრე ღრმა და სერიოზული ურთიერთობები.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

რეკომენდებულია წინსვლა, სწრაფვა მიზნისკენ, ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა, აქტიურობა, ბიზენს–საქმიანობა, ურთიერთობები ხელმძღვანელობასთან და საზოგადო მოღვაწეებთან, ყველასთვის ამაღელვებელი საკითხების გადაწყვეტა, მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, შემოქმედებითი და ხელოვნების სფეროებში მუშაობა, შემოქმედებითი საღამოების, კონცერტების, გამოფენების მოწყობა.

არარეკომენდებულია გუნდისგან ჩამოშორება და მასთან დაპირისპირება, წვრილმან და უმნიშვნელო საქმეებზე ყურადღების გადატანა.

მგზავრობისთვის კარგი დღეა.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არახელსაყრელი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა. შეიძლება მავნებლებთან ბრძოლა, შეწამვლა, დასუსტებული მცენარეებისთვის სასუქის მიცემა.

461
მოალერსე წყვილი

ზოდიაქოს სამი იღბლიანი ნიშანი ვის გაუმართლებს სასიყვარულო ასპარეზზე ოქტომბერში

190
(განახლებულია 11:31 25.09.2020)
ზოდიაქოს ზოგიერთი თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისთვის შემოდგომის შუა პერიოდი ძალზე ხელსაყრელი იქნება სიყვარულის თვალსაზრისით

ამ სამი ნიშნის წარმომადგენლებს ელოდება საბედისწერო შეხვედრა, რომელიც მათ დიდ სიყვარულსა და ბედნიერებას მოუტანს. ისინი სიყვარულის „მორევში“ ჩაიძირებიან.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

კურო

კუროები ოქტომბერში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს გულს დაიპყრობს. დიდი ხანია, ასეთ სიყვარულს ეძებთ და ამ თვეში მიაღწევთ საწადელს – თქვენს გულში რომანტიკული გრძნობებისა და ემოციების ქარცეცხლი დატრიალდება. კუროების ცხოვრებაში ასეთი შეხვედრები ხშირად არ ხდება – მეორე ნახევარს თვითონ სამყარო გამოგიგზავნით, თქვენ კი ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

სასწორი

ოქტომბერში სასწორის ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარ ინტუიციას გულდასმით უნდა მოუსმინოთ. სწორედ ის მიგანიშნებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. შემდეგ კი თქვენი გადასაწყვეტი იქნება – მოიპოვოთ ბედნიერება, თუ მარტო დარჩეთ. სასწორებისთვის ეს შეხვედრა საბედისწერო იქნება, ამიტომ დიდხანს ფიქრი არ ღირს.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

მერწყული

მერწყულები ხშირად იძირებით საკუთარ ფიქრებში. ამ დროს კი ნამდვილად ღირს, აქეთ–იქით გაიხედოთ. ამ შემთხვევაში დაინახავთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი სულაც არაა შორს, არამედ გვერდით დგას. ეს ადამიანი შეიძლება თქვენი ახლო გარემოცვიდან იყოს. შესაძლოა, ის არ გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან, მაგრამ სწორედ მას უწერია, თქვენი ბედი გახდეს. თუ ასტროლოგების რჩევებს გაითვალისწინებთ, ოქტომბერში საოცარი ბედნიერება გელოდებათ.

190
მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 25 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

77
(განახლებულია 11:09 25.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

25 სექტემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები. ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

იუპიტერი რეტროგრადულ სვლას წყვეტს: ზოდიაქოს ხუთ ნიშანს დიდი წარმატებები ელოდება>>

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

რეკომენდებულია ძველი პროექტების განხორციელებისას კრეატიული დამოკიდებულება, მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხების გადაჭრა, ახალი პარტნიორების ძებნა, ინდივიდუალური მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

არარეკომენდებულია საკუთარი შესაძლებლობების ზედმეტად შეფასება, ძალიან დატვირთვა სამუშაოზე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

77
ნადირობა

საქართველოში  უკანონო ნადირობის 304 შემთხვევა გამოვლინდა

0
(განახლებულია 13:20 25.09.2020)
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი-230  შემთხვევა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა. არემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

უწყების ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 230  შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა.  რაც შეეხება დედაქალაქს, აქ სამი ფაქტი დაფიქსირდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე-18, აჭარასა და გურიაში-14, სამეგრელო -ზემო სვანეთში-7. ქვემო ქართლში-6, კახეთში კი 5 ფაქტი გამოავლინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალისტებმა შემოწმების დროს 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს. გარდა ამისა, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 20 შემთხვევაში სამართალდამრღვევები დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ – 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა მყისიერად მოხდეს კანონდარღვევაზე რეაგირება.

საქართველოში ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.

ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.

ნადირობა ასევე აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

0
თემები:
ჩვენ და ბუნება