სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 8 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

437
(განახლებულია 10:34 08.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

8 სექტემბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

ეს არის აღმოჩენების, სულიერი გარდაქმნების, ეჭვების გადალახვის დღე. გახსნილი იყავით იმისთვის, რაც ამ დღეს თქვენთან მოვა. სასურველია თანამოაზრეებთან ერთად ყოფნა. ადამიანები ამ დღეს გულგახსნილი და კომუნიკაბელური არიან. ნაყოფიერი მუშაობის შემთხვევაში კარიერული ზრდის შესაძლებლობები გაიხსნება.

კუროს დღეები ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ამ დროს ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელნი ხდებიან. ასეთ პერიოდში, როგორც წესი, ყალიბდება მტკიცე, ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობები. ეს კავშირი დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, მხარდაჭერაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, მაგრამ ნაკლებია მასში ცეცხლი და მგზნებარება.

რეკომენდებულია გუნდური მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, მტკივნეული საკითხების გადაჭრა, მშენებლობის დაწყება, საპასუხისმგებლო და ახალ თანამდებობაზე საქმიანობის დაწყება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ძველი კავშირების გამტკიცება, მეგობრული კონტაქტების დამყარება, ეგოიზმისგან გათავისუფლება და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასებისგან თავის არიდება, ახალი საქმეების დაწყება, აქტიური მუშაობა, ლიდერის თვისებების გამომჟღავნება.

არარეკომენდებულია შური, არაკეთილმოსურნეობა, ვინმეს ნება–სურვილების შესრულება, ვითარებასა და გარემოებებზე აყოლა, პასიურობა.

მგზავრობისთვის კარგი დღეა.

თმის შეჭრა, შეღებვა: კუროს დღეს კარგია სალონში წასვლა, თმის შეჭრა: ის შემდეგ კარგად იზრდება, სიმტკიცეს ინარჩუნებს, ბოლოები არ იყოფა. ხელსაყრელი დღეა სახის მასაჟისა და გაწმენდისთვის, მაგრამ არარეკომენდებულია სახის ნიღბის გაკეთება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი დღეა. შეიძლება ნებისმიერი მცენარის დარგვა–გადარგვა, დათესვა, მათთვის ფორმის მიცემა, მავნებლებთან ბრძოლა, მოსავლის აღება, სასუქის მიცემა.

437
სისხლის ანალიზი

რამდენად ვნებიანი ხართ, ანუ სისხლის ჯგუფი და სექსუალური ტემპერამენტი

33
(განახლებულია 15:15 18.09.2020)
ჰემატოლოგებმა და ფსიქოლოგებმა არაერთი გამოკვლევა ჩაატარეს და სასიყვარულო ტემპერამენტსა და სისხლის ჯგუფებს შორის საოცარი კავშირი აღმოაჩინეს

ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანში სექსუალურობას (არ აგერიოთ სექსუალურ მომხიბლაობაში) სისხლში სქესობრივი ჰორმონების რაოდენობა განსაზღვრავს. ჰემატოლოგებმა და ფსიქოლოგებმა არაერთი გამოკვლევა ჩაატარეს და სასიყვარულო ტემპერამენტსა და სისხლის ჯგუფებს შორის საოცარი კავშირი აღმოაჩინეს. 

როგორც ვიცით, ადამიანის სისხლში ოთხი ჯგუფი გამოიყოფა, რომლებსაც ზოგ ქვეყანაში ციფრებით, ხოლო ზოგში ასოებით აღნიშნავენ: I ჯგუფის ანბანური სიმბოლოა O, II ჯგუფისა А, III ჯგუფისა B და IV ჯგუფისა AB.

ვნახოთ, რამდენად ვნებიანები არიან ადამიანები სისხლის ჯგუფის მიხედვით. 

I ანუ O ჯგუფის სისხლი

ეს გამუდმებით მოძრავი ადამიანები არიან. ენერგიული და კომუნიკაბელური „პირველები“ ძლიერი ნებისყოფის ხალხია, არიან „მიმწოლები“, ფლობენ კონტაქტების დამყარების არაჩვეულებრივ უნარს. და, რაღა თქმა უნდა, ფრიად და ფრიად ტემპერამენტულები არიან სექსუალურ ურთიერთობებში. ისინი სიამოვნებით ფანტაზიორობენ და ექსპერიმენტიორობენ საწოლში და ხანდახან უბრალოდ დაუღლელები არიან სასიყვარულო სარეცელზე.

II ანუ А ჯგუფის სისხლი

ეს კეთილსინდისიერი, მორცხვი, მოკრძალებული ადამიანები არიან, რომლებიც აკურატულად ასრულებენ მოვალეობებს. მათ თავისუფლად შეიძლება ეწოდოთ სრულყოფილების განსახიერება.

„მეორეები“, როგორც წესი, სწრაფად მიიწევენ მაღლა კარიერულ კიბეზე. ეს მათთვის უმთავრესია. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ. თუ „მეორე“ რაიმე საქმეს ხელს მოკიდებს, აუცილებლად მაღალ დონეზე შეასრულებს. მათი „დიახ“ ნიშნავს საიმედოობას და ამიტომ ყოველთვის შეიძლება მათზე დაყრდნობა.

„მეორეები“ ერთგული მეგობრები არიან. მათ საკმარისი, მაგრამ არა ძალიან მაღალი ტემპერამენტი აქვთ. საქმეში უზომოდ შრომისმოყვარეები არცთუ ისე სექსუალურები გახლავან, თუმცა მზად არიან რეგულარულად და ბეჯითად შეასრულონ ცოლქმრული ვალდებულებები. თანაც ისე, რომ ხარისხი დამაკმაყოფილებელი გამოდგეს. მაგრამ ხანდახან მათთვის სექსი მოსაწყენი ხდება და ამ დროს რუტინას ემსგავსება. ეს იმის გამო, რომ ან მთელი არსებით ეძლევიან საქმეს, სამსახურს და „შემოქმედებისთვის“ დრო არ რჩებათ, ან უბრალოდ კონსერვატორები გახლავან. თუ ამ ჯგუფის სისხლის პარტნიორი გყავთ, სჯობს ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და თავად გახდეთ „პროგრესის მამოძრავებელი ძალა“, ანუ სექსუალურ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შემტანი. „მეორე“ კი ბეჯითად განახორციელებს თქვენს იდეებს.

III ანუ B ჯგუფი

ეს მგრძნობიარე ნატურის ხალხია, დახვეწილი და ნიჭიერი ადამიანები, საიმედო კოლეგები და მეგობრები. „მესამეები“ საქმეშიცა და სექსშიც მაღალ მოთხოვნებს უყენებენ როგორც პარტნიორებს, მეგობრებსა თუ თანამშრომლებს, ისე საკუთარ თავსაც.

გარეგნული სიმშვიდისა და აუღელვებლობის მიღმა მგრძნობიარე და ერთგვარად დაუცველი სულის მქონე ადამიანი იმალება. „მესამე“ შესაძლოა ცივი ტიპის შთაბეჭდილებას ახდენდეს, მაგრამ როგორც კი საქმე სიყვარულს შეეხება, მათი გრძნობები ქარიშხალივით იწყებს ბობოქრობას.

IV ანუ АВ ჯგუფი

ეს გრძნობების ამყოლი ხალხია. მათში, სულ ცოტა, ორი „სული“ ცხოვრობს, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს.

„მეოთხეები“ ძლიერი ვნების ადამიანები არიან და ისეც ხდება, რომ ხანდახან ამ ვნებას სულიერ დისონანსამდე, მტანჯველ ეჭვებამდე და ტკივილამდე მიჰყავს ისინი. უფრო ხშირად გრძნობების ამ ქარიშხალს „მეოთხეები“ მარტოობაში უმკლავდებიან და არავის ანდობენ საკუთარ საიდუმლოს. მაგრამ მარტოობისადმი მიდრეკილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი სექსუალურობა ეჭვქვეშაა დასაყენებელი. პირიქით, მათ კარგი, ხარისხიანი და ვნებებით სავსე სექსი ახასიათებთ.

33
თამარ უთნელიშვილი

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „მოსწავლეებს რეპეტიტორი რომ არ დასჭირდეთ“

149
(განახლებულია 16:13 18.09.2020)
„როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და სკოლის დატოვება ეძნელებათ“ – ასე დაახასიათა ზოგადად იდეალური სკოლა თამარ უთნელიშვილმა და სწორედ ეს გახდა თავის დროზე მისი მომავალი საქმიანობის ამოსავალი.

კერძო სკოლა „თამარიონი“ თანამოაზარეებთან ერთად ქალბატონმა თამარმა გორში 1995 წელს 18 მოსწავლით გახსნა. დღეს მისი ხელმძღვანელობით ეს სკოლა სწავლების მაღალი დონით და კვალიფიციური პედაგოგებით გამოირჩევა.

თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში
თამარ უთნელიშვილი გორის უნივერსიტეტში

- ქალბატონო თამარ, ბუნებრივია, დავიწყებ კითხვით – თავის დროზე პროფესიული არჩევანი რა ნიშნით გააკეთეთ?

- ყოველთვის მომწონდა და მაინტერესებდა ნებისმიერი განვითარების პროცესი, იქნებოდა ეს ტექნიკა, მედიცინა, მეცნიერება თუ სხვა რამ. ამ ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა ბავშვის, როგორც გონებრივი რესურსის განვითარების პროცესიც. ვეთანხმებოდი მოსაზრებას, რომ „ბავშვის გონება სუფთა დაფაა“ და ვიღაც ბედნიერს შეუძლია იგი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერებით შეავსოს. საბოლოოდ, თუ ეს დაფა სრულყოფილი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოვა, ეს იქნება სწორედ „იმ ბედნიერის“ დამსახურება, ვინც ეს შეძლო. წარმოგიდგენიათ, რამხელა სიკეთეა, რამხელა მადლია იმ „ბედნიერის“ როლში ყოფნა?! ჰოდა, დღემდე ვცდილობ, ეს როლი ღირსეულად შევასრულო...

- ვინ იყო მასწავლებელი, ვინც გორის მეცხრე საშუალო სკოლაში თქვენ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია?

- მუშაობისას ყოველთვის ვცდილობ ისე მოვექცე ბავშვებს და ისეთი გარემო შევუქმნა, როგორიც მინდოდა თავად მქონოდა ბავშვობაში. მოგეხსენებათ, საბჭოთა სკოლაში თავისუფალ, შემოქმედებითად დატვირთულ გარემოზე ფიქრიც კი იკრძალებოდა. თუმცა იყო ნათელი წერტილები, რომლებსაც ნათელი მასწავლებლები ქმნიდნენ და ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ... დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა მასწავლებლების და სწავლების სტანდარტებს ვაფასებ, მხოლოდ ერთი მასწავლებელი მახსენდება, რომელიც დღევანდელ სკოლასაც დაამშვენებდა თავისი მიდგომებით, დამოკიდებულებით, შემოქმედებითი აზროვნებით, სახალისო აქტივობებით, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და სიყვარულით. ეს ჩემი რუსული ენის მასწავლებელი როზა სტეფანიანი იყო. ახლაც მიკვირს, ამას როგორ ახერხებდა, მას ხომ არანაირი თანამედროვე ძვირადღირებული ტრენინგი არ ჰქონდა გავლილი. ამიტომ ვამტკიცებ, რომ მასწავლებლობა ნიჭი და უნარია, რომელიც ან გაქვს, ან არ გაქვს!..

ღონისძიებაზე
ღონისძიებაზე

- გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი აირჩიეთ, შემოქმედებითი ძიების მოყვარული ბუნება გაქვთ... 

- საერთოდ, იმდენი საგანი და თემა მაინტერესებდა, რომ გამიჭირდა პროფესიის არჩევა. წერა მიყვარდა ძალიან, ჟურნალისტობაც მომწონდა, ლიტერატურასა და პოეზიაზე დღესაც „ჭკუა მეკეტება“, მასწავლებლად კი, ასე მგონია, დავიბადე. მათემატიკაში მომწონდა გზების ძიება, „გემრიელ“ ამოცანაში „გემრიელ“ გზას რომ ვიპოვიდით გაკვეთილზე, ეს იყო ჩემთვის კმაყოფილების ზენიტი. კარგი კლასი მყავდა და სულ შემოქმედებით ძიებაში ვიყავით. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ძალიან ბევრი ჩემი ახლობლის გასაკვირად ფიზიკა-მათემატიკის ძალიან საინტერესო გზაზე შევდექი.

თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად
თამარ უთნელიშვილი ოჯახთან ერთად

- რა გამოცდილება შეიძინეთ პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში?

- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. ეს იყო ის სიახლეები, რაც აპრობირებულია მსოფლიოში და ჩვენ ერთად ვეძებდით ჩვენზე მორგებულ მეთოდებს. ეს იყო განათლების კორიფეებთან ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობა. მაგრამ ჩემი ტრენერობის იდეალური გამოცდილება იყო ე.წ. G-Pried (საქართველოს დაწყებითი განათლების) პროექტი, რომელიც თავისი მაღალი ორგანიზებულობით, საინტერესო პროცესუალური მიდგომებითა და რესურსებით საუკეთესოა დღემდე არსებულ საგანმანათლებლო მოდულებს შორის.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- კერძო სკოლის დაარსების იდეა როდის გაგიჩნდათ?

- კერძო სკოლის დაარსების იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ამის შესაძლებლობა მომეცა. მანამდე იყო ოცნება ისეთი სკოლის არსებობის შესახებ, სადაც იქნებოდა კეთილგანწყობილი, უშუალო გარემო, კვალიფიციური, საქმეზე და ბავშვებზე შეყვარებული მასწავლებლები, ბავშვების აზროვნების და შემეცნების აბსოლუტური თავისუფლება, მხიარული და საინტერესო სასწავლო პროცესი, როცა ბავშვებს სკოლაში მიუხარიათ და მერე სკოლის დატოვება ეძნელებათ.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, რით გამოირჩევა თქვენი სკოლა?

- ჩვენი სკოლა სხვა სკოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს არ ვღალატობთ. გაძლიერებული ქართული ენის, მათემატიკის და უცხო ენების პროგრამა გვაქვს, მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, მათ მზადყოფნაზე მორგებული პროგრამები და პროფესიონალი კადრები იმის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენს მოსწავლეებს რეპეტიტორი არ დასჭირდეთ. გორი პატარა ქალაქია და ადვილია, რომ ამა თუ იმ ადამიანზე წარმოდგენა შეიქმნა. მასწავლებლებიც ძალიან ფრთხილად შევარჩიეთ, აუცილებელ მოთხოვნებად დავაწესეთ საგნის ცოდნა, საქმის და ბავშვების სიყვარული, სიახლის მაძიებლობის და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი.

თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს
თამარ უთნელიშვილი გადაღების დროს

- თქვენი ცხოვრება მთლიანად ქალაქ გორთან არის დაკავშირებული, ვირტუალური მეგზურობა რომ გაუწიოთ მკითხველს, რომელ საინტერესო ფაქტებს ახსენებდით ამ ქალაქთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც მსოფლიოში უკვე იციან?

- გორი ჩემი სახლია, მის ქუჩებში სიარულისას მგონია, რომ ჩემ ეზოში დავდივარ. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და ეფერება. ქალაქში ბევრი საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილი გვაქვს, მარტო უნიკალური ქვაში ნაშენი უფლისციხე და გორის ციხე რად ღირს, ან ჩვენი ეთნოგრაფიული მუზეუმი შესანიშნავი ექსპონატებით. თუნდაც არაჩვეულებრივი ატენის ხეობა, მისი სიონი, შესანიშნავი შემოქმედი ადამიანები, ქალთა და გოგონათა ცნობილი კაპელა, ცნობილი სპორტსმენები, გორის უძველესი დრამატული თეატრი, კერამიკის მუზეუმი. ეს ხომ იაკობ გოგებაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მერაბ მამარდაშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, კირიონ II-ის, ნიკო სამადაშვილის, ნიკო ლომოურის, ანტონ ფურცელაძის, ივანე მაჩაბლის, ნიკო კეცხოველის, სულხან ცინცაძის, ილიკო სუხიშვილის მშობელი მხარეა... მეტი რა ქნას ამ პატარა ქალაქმა?!.

 

149