მზის ჩასვლა ზღვაზე

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 7–13 სექტემბერი

16563
(განახლებულია 11:10 07.09.2020)
ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის საკმაოდ დადებითი იქნება. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ წარმატებების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება

როგორი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნებისთვის, როგორ იმოქმედებენ ისინი ადამიანებზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ – ყოველივე ამის შესახებ კვირის ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ

ვერძი

კვირის პირველი რამდენიმე დღე ვერძებისთვის ხელსაყრელი იქნება, მოსალოდნელია წარმატებები სხვადასხვა საქმეში. მოახერხებთ სამუშაოსთვის ალღოს სწრაფად აღებას, პრიორიტეტების განაწილებას. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგია ნაკლებად პოზიტიური იქნება, ამიტომ შესაძლებელია შეხვედრები უსიამოვნო ადამიანებთან, რომლებიც თქვენ ენერგეტიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენენ.

პარასკევს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, ხოლო უქმეებზე უკვე უფრო მაღალი დონის პოზიტივი გელოდებათ. თქვენი ცხოვრება შეიძლება გადასხვაფერდეს, გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროში. ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, კარგი იქნება, თუ კვირის ბოლო სამ დღეს მას დაუთმობს.

კურო

კუროებისთვის ამ კვირაში უმნიშვნელოვანესი ფულის სფერო იქნება. ყველაფერი ყოველდღე ისე არ აეწყობა, როგორც გსურთ. განსაკუთრებული სიფრთხილე და მთელი უნარ–ჩვევების ამოქმედებაა საჭირო პარასკევსა და შაბათს რამის ყიდვისას, ბიზნესსა და სამუშაოზე ნაბიჯების გადადგმისას.

ამასთან, ფული ერთადერთი არაა, რასაც ამ კვირაში მნიშვნელობა ექნება. კვირის პირველ ნახევარში სასარგებლო იქნება ფლირტი, პაემანზე წასვლა. ოჯახში ბედნიერება და ჰარმონია დაისადგურებს. შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად სადმე წასვლა, თუნდაც სამოგზაუროდ, ან ქალაქგარეთ, ან, უბრალოდ, რომანტიკული საღამოს მოწყობა.

ტყუპი

ტყუპებისთვის კვირა მთლიანობაში წარმატებული იქნება, თუმცა ვარსკვლავები და პლანეტები ხანდახან მცირე ხნით დისონანსში შევლენ. ამან, შესაძლოა, თქვენს თავდაჯერებულობაზე იქონიოს გავლენა, ამიტომ აუცილებელია ოპტიმიზმის შენარჩუნება.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი პრობლემა თავისთავად მოგვარდება, ზოგიერთის გადასაჭრელად კი დროის, თანხის ან ყურადღების დახარჯვა მოგიწევთ. თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც გსურთ, არ ინერვიულოთ: წარმატება როგორც სიყვარულში, ისე ფინანსურ სფეროში შეიძლება სრულიად მოულოდნელად გამოჩნდეს.

კირჩხიბი

კირჩხიბები იმ ზოდიაქოს ნიშანთა რიგს განეკუთვნებიან, რომლებიც წყენას არ პატიობენ. ასტროლოგები გირჩევენ, ამ კვირაში აპატიოთ ახლობელ ადამიანებს მათი შეცდომები. თუ ასე არ მოიქცევით, მხოლოდ ნერვიულობა შეგრჩებათ ხელში და მეტი არაფერი. ძალზე მნიშვნელოვანია წყენის წარსულში დატოვება და წინსვლა. ასე სიმსუბუქესა და თავისუფლებას იგრძნობთ.

ამასთან, სიფრთხილეა საჭირო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. სჯობს, გადაწყვეტილებები ოთხშაბათს, ხუთშაბათს ან უქმეებზე მიიღოთ – ამ დღეებში პლანეტების ენერგია მაქსიმალურად პოზიტიური იქნება. უქმეებზე კარგი იქნება საოჯახო საქმეების გაკეთება, სახლის დასუფთავება–მოწესრიგება.

ლომი

ლომებისთვის უმჯობესი იქნება, თუ ამ კვირაში ყურადღებას სიყვარულის სფეროზე გაამახვილებთ, ასევე ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობებზე. ასტროლოგები გირჩევენ, მეტად ლოიალური და გულგახსნილი იყოთ ოჯახურ ურთიერთობებში, მეტი დრო დაუთმოთ ახლობლებს, ბავშვებს, მეორე ნახევარს.

ასტროლოგები ამ კვირაში არ გირჩევენ მარტო დარჩენასა და მელანქოლიურ ფიქრებს. გარშემომყოფები სტიმულს მოგცემენ, წინსვლაში დაგეხმარებიან. 7–13 სექტემბერს გაუმართლებს შემოქმედებითი პროფესიების ადამიანებს და მათ, ვისაც კლიენტებთან უწევს ურთიერთობები.

ქალწული

ქალწულებმა ამ კვირაში მეტად უნდა უსმინოთ საკუთარ ინტუიციას. ეს ის დროა, როდესაც გარშემო მიმდინარე მოვლენები შეიძლება ისე არ მოგეჩვენოთ, როგორც სინამდვილეშია, ადამიანების მოქმედებებში კი არ გამოვლინდეს ის, რაც მათ სინამდვილეში აქვთ ჩაფიქრებული.

კვირის პირველ ორ დღეს დიდი ყურადღება გესაჭიროებათ მნიშვნელოვან ქაღალდებსა და დოკუმენტებზე ხელმოწერისას, რამის ყიდვისას. შემდეგ ვარსკვლავების ენერგია უფრო პოზიტიური გახდება და თქვენს პრობლემებს უფრო სწრაფად და იოლად მოაგვარებთ. მთლიანობაში, კვირას ხელსაყრელი შეიძლება ვუწოდოთ. ოღონდ ყველაფერში ფარული აზრის დანახვას ნუ შეეცდებით.

სასწორი

ძალზე დინამიკური და კაშკაშა კვირა გელოდებათ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია ენერგიისგან გამოფიტვა. ძალიან რომ არ გადაიღალოთ, ექსპერტები გირჩევენ, სამუშაო დრო ყურადღებით დაგეგმოთ და რამდენიმე საქმეს ერთდროულად არ შეეჭიდოთ. საჭიროა თანამიმდევრულობისა და სიფრთხილის გამოჩენა. ვისაც ლოდინისა და მოთმინების უნარი აქვს, წარმატებებსაც ის მიაღწევს.

სიყვარულში მეტი სიმტკიცის გამოვლენაა საჭირო, განსაკუთრებით გაცნობის მომენტში. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, ის თავისი თავის უკეთესი ვერსია უნდა გახდეს. ნაკლებად ეკამათეთ საყვარელ ადამიანს, ნუ გააკრიტიკებთ მას უბრალო რამის გამო. გაატარეთ მასთან მეტი დრო სასიამოვნოდ და გადაჭერით თქვენ შორის არსებული პრობლემები.

მორიელი

ამ კვირაში ყურადღება გმართებთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. არ დახარჯოთ ფული დაუფიქრებლად, ფრთხილად იყავით ნებისმიერ მომენტში, რაც თანხებთან იქნება დაკავშირებული. ყურადღებაა საჭირო სამუშაოზეც, არ იქნება კარგი, თუ პასუხისმგებლობას სხვებს გადააბარებთ.

თუ თანხებთან და მუშაობასთან მიმართებით პრობლემებია მოსალოდნელი, სასიყვარულო სფერო, სამაგიეროდ, ამის საპირისპიროდ ძალზე წარმატებით განვითარდება. გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები, ყურადღება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მხრიდან. გაიზრდება თქვენი ქარიზმა და მომხიბვლელობა. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მეტი დრო დაუთმეთ რომანტიკას.

მშვილდოსანი

იწყება პერიოდი, როდესაც შესაძლებელი ხდება ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლება. ორშაბათსვე კარგი იქნება სახლის დალაგება, სამუშაო ადგილის მოწესრიგება, ასევე საინფორმაციო სივრცის გათავისუფლება – სპამების განადგურება და უსიამოვნო დიალოგების წაშლა სოციალური ქსელებიდან.

ვარსკვლავების პოზიტიური ენერგია დღითიდღე მზარდი იქნება. ყოველი მომდევნო დღე წინაზე უკეთესი გელოდებათ, ყოველ შემთხვევაში, ენერგეტიკული კუთხით. კარგი განწყობის შესანარჩუნებლად ექსპერტები გირჩევენ ფიზიკურ აქტიურობას, ჯანმრთელობის მიხედვასა და სწორი რაციონის შერჩევას, სუფთა ჰაერზე ყოფნას.

თხის რქა

ფული და სამუშაო – თხის რქების უმრავლესობის საყვარელი სფეროებია. ორშაბათს პირველივე წუთებიდან უნდა ჩაერთოთ სამუშაო პროცესში, ახლა ეჭვებისა და შიშების დრო არ არის: უნდა წახვიდეთ წინ და პრობლემები დაუყოვნებლივ გადაწყვიტოთ.

სიყვარული მეორე პლანზე გადავა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ურთიერთობებში გულგრილი უნდა იყოთ. თუ საყვარელი ადამიანისთვის დრო არ გრჩებათ, გრძნობები მცირე საჩუქრებითა და სასიამოვნო სიტყვებით გამოხატეთ. ვინც მარტოხელაა, მათ ჯერჯერობით უნდა შეწყვიტოთ სიყვარულის ძიების პროცესი და საკუთარ სრულყოფილებაზე იზრუნოთ.

მერწყული

კვირის დასაწყისში ვარსკვლავები და პლანეტები ძლიერ დისონანსში იქნებიან, მაგრამ სულით არ უნდა დაეცეთ. 9 სექტემბრიდან უკვე ხელსაყრელი დრო დადგება, რომელიც შეგიძლიათ მიუძღვნათ სიყვარულს, საოჯახო საქმეებს, რომანტიკულ დასვენებას. საქმეებში რაციონალიზმი და თანამიმდევრულობა დაგჭირდებათ.

ადამიანებთან ურთიერთობები ბევრად გამარტივდება, ამიტომ მარტოხელები ადვილად შეძლებთ სიყვარულისა და ბედნიერების მოპოვებას. კვირის ბოლოს კარგი იქნება, თუ მეტ დროს გაატარებთ მეგობრებთან, იმხიარულებთ, წახვალთ სტუმრად ან თვითონ უმასპინძლებთ ახლობლებს.

თევზები

ძალზე დინამიკური კვირა გელოდებათ, ამიტომ ასტროლოგების რჩევაა, არ გარისკოთ. ძალები ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე მიმართეთ. რთულ მომენტებში არ აღშფოთდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ, რადგან ნერვიულობა საქმეებს ავნებს.

უქმეებზე „უღრუბლო ამინდი“ და სიმყუდროვე, შესაძლოა, კამათითა და გაუგებრობებით დაირღვეს. თუ რომელიმე ახლობელთან რამე საკითხზე ვერ შეჯერდებით, საჭირო არაა გამარჯვებამდე „ბრძოლა“ და კონფლიქტის გაღვივება, არამედ უპრიანი იქნება, თუ დიპლომატიურობასა და მოქნილობას გამოიჩენთ. უქმეებზე ძალიან წაგადგებათ სეირნობა, შოპინგი, სპორტი.

16563
ქალი ჰაეროვან კოცნას გზავნის

კაცები ირჩევენ ფუმფულა ქალებს: სახელდება ძირითადი მიზეზები

48
(განახლებულია 11:48 23.09.2020)
ექსპერტებმა დაადგინეს, რისთვის ანიჭებს ბევრი მამაკაცი უპირატესობას ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონებს და არა გამხდრებს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მამაკაცებს ფუმფულა ქალები არა მარტო მათი ნაკვთების, არამედ სხვა მთელი რიგი თვისებების გამო მოსწონთ, წერს თურქული გაზეთი Milliyet-ი.

როგორც ირკვევა, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცებისთვის ტანსავსე ქალები საკვებთან და ჭამასთან ასოცირდებიან — ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს სიამოვნებასთან.

მეორე მიზეზად ექსპერტები ჩახუტებას ასახელებენ. როგორც ირკვევა, მამაკაცებს ფუმფულა ქალებთან ჩახუტება ბევრად უფრო სასიამოვნოთ ეჩვენებათ.

მესამე მიზეზი, რის გამოც მამაკაცები არჩევანს ფუმფულა ქალბატონების სასარგებლოდ აკეთებენ, ეს ოპტიმიზმი, ხალისიანი და კეთილი ხასიათია. გარდა ამისა, ირკვევა, რომ სავსე ფორმების ქალები უფრო ენაწყლიანებიც არიან და მათთან კაცები ნაკლებად იწყენენ.

კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ თურმე ფუმფულა ქალბატონები მამაკაცებს უფრო ჯანმრთელებად ეჩვენებიან და ამასთან, მათი აზრით, ტანსავსე ქალებს უკეთ შეუძლიათ სირთულეებთან გამკლავება.  

„ჭამა და სექსი ღვთიური სიამოვნებაა“ – რომის პაპი გადაჭარბებული მორალის წინააღმდეგ>>

ექსპერტების აზრით, ფუმფულა ქალების ბოლო თვისება, რომელიც მამაკაცებს იზიდავს, არის ალერსიანობა და სხვებზე ზრუნვის უნარი. გამოცემა კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ასეთ ქალებს უყვართ რჩეულთან უფრო მეტი დროის გატარება, და რასაც უნდა აკეთებდნენ, ერთად ყველაფერი უკეთ გამოსდით.  

 

48
თემები:
მსოფლიო დღეს
შეყვარებული წყვილი

სასიყვარულო რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს: რა უნდა გაითვალისწინოთ 2020 წლის ბოლომდე

320
(განახლებულია 12:04 22.09.2020)
ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს. ამ გრძნობის გარეშე ხომ ადამიანი ბოლომდე ბედნიერი არასდროს არის. ასტროლოგები გვიამბობენ, თუ რაზე უნდა დაფიქრდეს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი იმისთვის, რომ 2020 წლის ბოლომდე პირად ფრონტზე ყველაფერი წესრიგში იყოს

წლის ბოლომდე სამ თვეზე მეტი დარჩა. თუ აქამდე არ შეგხვედრიათ თქვენი მეორე ნახევარი, შესაძლოა, ჯერ ყველაფერი წინაა.

გაეცანით ასტროლოგების მოკლე რჩევებს და გაიგეთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ იპოვოთ სიყვარული, ან განამტკიცოთ არსებული გრძნობა.

ვერძი: შეწყვიტეთ გრძნობებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. არაფერია ცუდი იმაში, რომ ვინმეს მოსწონდეთ და თქვენც ამითვე უპასუხოთ.

კურო: შესაფერისი მომენტის ლოდინში უკვე გული გაგიწვრილდათ, ამიტომ შეწყვიტეთ ეს უაზრო ლოდინი და იმოქმედეთ!

ტყუპი: აჩვენეთ საყვარელ ადამიანს, თუ რამდენად ძვირფასია ის თქვენთვის. ეს პარტნიორის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი: ისე იმოქმედეთ, რომ პირველ რიგში, საკუთარ ბედნიერებაზე იზრუნოთ. თქვენი მოთხოვნილებები პრიორიტეტში უნდა იყოს.

ლომი: ამჯერად გონებას მოუსმინეთ. გული ჯერჯერობით ღრუბლებში დაცურავს და ის სწორ რჩევას ვერ მოგცემთ.

ქალწული: გწამთ, რომ ნებისმიერი მომხიბლავი ადამიანის შეყვარება შეიძლება. უარი თქვით ამაზე. ბედმა უფრო კარგად იცის და უფრო კარგად ერკვევა ამ საკითხებში.

სასწორი: არ ღირს ურთიერთობების დაწყებაში აჩქარება. ჯერ დარწმუნდით, რომ უკვე მზად ხართ პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვის.

მორიელი: თუ რამე ისე არ წავა, როგორც თქვენ გინდათ, მაშინვე ნუ დანებდებით. საკუთარი ბედნიერებისთვის ხანდახან ბრძოლაც საჭიროა.

როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

მშვილდოსანი: თუ ვინმე ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ ადამიანი, რომელსაც ხვდებით, არცთუ კარგი ადამიანი, ამგვარ მრჩევლებს მოერიდეთ. ორი ურთიერთობებში მესამე ყოველთვის ზედმეტია.

თხის რქა: ნუ გაურბიხართ პრობლემებს. ასეთი საქციელი კიდევ მეტ სირთულეს მოიტანს. სჯობს, ყველაფერზე ღიად ისაუბროთ.

მერწყული: თუ ვინმე ცდილობს, თქვენგან შორს დაიჭიროს თავი, მასთან მიახლოება არ ღირს. როგორც ჩანს, ეს ის ურთიერთობები არაა, რომელშიც შეიძლება ბედნიერად იგრძნოთ თავი.

თევზები: რაც უფრო დიდხანს იფიქრებთ ტოქსიკური ურთიერთობებიდან გამოსვლას, მით უფრო გაგიჭირდებათ ამის გაკეთება. ასეთი კავშირი უკეთესობისკენ არ შეიცვლება. გახსოვდეთ, რომ ღირსი ხართ სიყვარულისაც და ბედნიერებისაც.

320
შოთა არველაძე

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
(განახლებულია 12:40 23.09.2020)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ცნობილ ფეხბურთელს შოთა არველაძეს, რომელიც ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ „ფახთაკორის“ მთავარი მწვრთნელია, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას უზბეკური გამოცემა Tribuna.uz-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, არველაძე გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე, რომელიც 23 სექტემბერს „ფახთაკორსა“ და „შადრი ჰუდრუს“ შორის უნდა გაიმართოს, ვერ უხელმძღვანელებს.

მედიის ინფორმაციით, შოთა არველაძე იზოლაციაშია გადაყვანილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში