სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 4 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

428
(განახლებულია 14:52 04.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

4 სექტემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალური და მტკიცე მოქმედებები, მაგრამ ასევე აუცილებელია ტაქტისა და დიპლომატიურობის შენარჩუნება. უნდა მოერიდოთ აჩქარებას, მოუთმენლობასა და იმპულსურობას. არ ღირს ზუსტი გათვლები, ანგარიშის შედგენა. კარგი დღეა ხანმოკლე გარიგებებისა და მოგზაურობისთვის. გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად არცთუ ხელსაყრელი დღეა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

რეკომენდებულია აქტიური ქმედებებისგან დასვენება, პატარ–პატარა საქმეების დასრულება, მიღწეული პოზიციების შენარჩუნება, სასურველია, ხელმძღვანელებმა ხელქვეითებისგან ზედმეტი მუშაობა არ მოითხოვონ, სერიოზული საქმეების გადადება, მიმდინარე საქმეების განხილვა და მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ქაოსისა და დაძაბულობისთვის თავის არიდება, ვაჭრობა, შემოქმედებითი საქმიანობა.

არარეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება, კონტრაქტებზე ხელმოწერა, ხელმძღვანელი პირებისადმი თხოვნით მიმართვა, მივლინებაში წასვლა, მოლაპარაკებების გამართვა, ახალ აგილზე მუშაობის დაწყება, სიახლეების შეტანა, ნეგატიური ემოციების გამოვლენა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

428
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 26 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

14
(განახლებულია 11:22 24.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

26 სექტემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია დასვენების დღის მოწყობა, ძალების აღდგენა, შინაგან სამყაროზე ზრუნვა, ძვირფასი ნივთების დაცვა, რადგან მატულობს გაქურდვის ალბათობა, თავშეკავებულობა და მოთმენა სამსახურში ურთიერთობებისას – ამ დღეს დაწყებული კონფლიქტი რთულად აღმოსაფხვრელია, არც აგრესიის და არ კეთილი ზრახვების გამოვლენა, სერიოზული საქმეების გადადება, შემოქმედებითი საქმიანობა.

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, პრეზენტაციებსა და მხიარულ ღონისძიებებზე დასწრება, შეთანხმებებზე და კონტრაქტებზე ხელმოწერა, დოკუმენტების გაფორმება, სესხის აღება და გაცემა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს არასასურველია თმის შეჭრა, მაგრამ კარგი დღეა შეღებვისთვის. ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია. ამ დღეს შეიძლება ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, ხოლო არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

14
პანორამა

26 სექტემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

9
(განახლებულია 15:44 23.09.2020)
გაეცანით 26 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.

26 სექტემბერს დაბადებულები

26 სექტემბერს დაბადებულები ცხოვრებისეული თეატრის ნიჭიერი მსახიობები არიან. მათ დიპლომატიისა და მომხიბვლელობის ნიღბები უკეთიათ. სინამდვილეში, ეს ადამიანები ერთი რამის - გამარჯვებისკენ მიიწევენ და ამისთვის ყველა საშუალება მათთვის გამოსაყენებელია. გარეგნულად შეიძლება მოდუნებული და მშვიდი ჩანდნენ, მაგრამ შიგნიდან მათში გავარვარებული ლავა დუღს.

26 სექტემბერს დაბადებულები მიზანსწრაფული და ნებისყოფიანი ადამიანები არიან. ასეთებს ხშირად „რკინის ადამიანებს“ უწოდებენ. ისინი აღწევენ მიზნებს, არ ამჟღავნებენ ემოციებს. მაგრამ ახლობლების მიმართ ისინი სულ სხვაგვარად იქცევიან - არიან ნაზი, მზრუნველი, მგრძნობიარე.

ამ დღეს დაბადებულები გადაწყვეტილებებს სპონტანურად იშვიათად იღებენ. მათ მუდამ წინასწარ აქვთ რამდენიმე სვლა გათვლილი და თუ შედეგი აწყობთ, გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ შემთხვევაში იღებენ.

სასწორის ნიშანი ამბიციურია. 26 სექტემბერს დაბადებულებს პროფესიული აღიარება, მატერიალური წარმატება სწყურიათ და იციან კიდეც, როგორ მიაღწიონ ამას. რაც შეეხება საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისადმი დამოკიდებულებას, ისინი არ არიან ეგოისტური; ნახულობენ დროს გაჭირვებულების დასახმარებლად, მაგრამ, ამავე დროს, თავიანთი მიზნები არ ავიწყდებათ.

ამ დღეს დაბადებულები პერფექციონისტები და მომთმენი არიან, რაც სამსახურის საქმეებში ეხმარება მათ. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა გააჩნიათ და მათი შესრულებული საქმე უნაკლოა.

ჯანმრთელობა

26 სექტემბერს დაბადებულები გარეგნულად ძალზე ჯანმრთელად გამოიყურებიან, თუმცა, დაავადებები მათში ხშირად ფარულად, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და შედეგად ქრონიკულ სახეს იღებს. მათ მეტი ყურადღება უნდა მიაქციონთ თავიანთ შეგრძნებებს. ოდნავი ტკივილის შეგრძნებისასაც კი ექიმს უნდა მიმართონ. ეს მომავალში ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებაში დაეხმარება მათ. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მხრივ, მათ უნდა ისწავლონ სტრესთან გამკლავება. საუკეთესო წამალი მათთვის მზრუნველობა და ოჯახური სითბო შეიძლება აღმოჩნდეს.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

რჩევა:

რა თქმა უნდა, კარგია, საკუთარი პრინციპების დაცვა, მაგრამ ასევე კარგია სიტუაციის ობიექტური შეფასება კითხვაზე ალალი პასუხის გაცემა - ეს მართლა ისაა, რაც ნამდვილად გჭირდებათ? ისწავლეთ საკუთარი ენერგიის გაკონტროლება. ხანდახან შეცდომების დაშვება აუცილებელია, სრულყოფა ყოველთვის არ არის უმაღლესი მიზანი. ისწავლეთ მოდუნება.

9
კორონავირუსის ეპიდემია. ჟურნალისტები პირბადეებით

ვინ და როგორ აშუქებს არჩევნებს? სპეციალისტებმა ქართული მასმედია გააანალიზეს

0
ყველაზე კრიტიკული ტონი მთავრობის მიმართ ჰქონდა :მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი Postv–ს – 33%

თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ქართული მასმედია ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქმიანობის გაშუქებას. შემდეგ მოდიან ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ამაზე მეტყველებს საპარლამენტო არჩევნების შუალედური მედიამონიტორინგის შედეგები. მედიამონიტორინგმა მასობრივი ინფორმაციის 43 საშუალება მოიცვა: 12 ტელეარხი, 10 რადიო, რვა გაზეთი და 13 ონლაინ–გამოცემა. კვლევა 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

არჩევნები 2020: „ოდირმა“ საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა>>

მედიამონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, Internews Georgia და CRRC–საქართველო – თანამშრომლობით. მონიტორინგი2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

მონიტორინგის პირველი შედეგები

„ქართული ოცნება უფრო დადებით კონტექსტში გააშუქა ტელეარხმა „იმედი“ (29%), ხოლო ნეგატიურად – ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარი არხი“ (72%).

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გააშუქა „მთავარმა არხმა“ (6%), ხოლო ნეგატიურად – ტელეარხმა „ობიექტივმა (79%).

ოპოზიციურ საპარლამენტო პარტია „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტი დრო დაუთმა ტელეარხმა „ფორმულამ“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მთელი დროის 1%–ზე ოდნავ მეტს. ყველაზე მეტად პარტიას დადებითად იხსენებდა „TV პირველი“ და „კავკასია (2%). ყველაზე ნეგატიურად ეს პარტია გააშუქეს „იმედის“ ეთერში.

პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველაზე მეტი დრო დაუთმო „TV პირველმა“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მხოლოდ 3%–ს. ყველაე მეტად დადებითად პარტია გააშუქა ტელეარხმა „კავკასია“ (21%).

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო დაუთმო „იმედმა“. ნეგატიური გაშუქება შეადგენდა 74%–ს.

მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკული ტონი ჰქონდა „მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი – Postv–ს – 33%.

„წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში“, – აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.

მედიამონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ეთიკური დარღვევების ფაქტები. როგორც წინა წლებში, თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპები. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. სექსისტური განცხადების ავტორი პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020