სავსე მთვარე

სავსემთვარეობა 2 სექტემბერს: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

2337
(განახლებულია 17:11 02.09.2020)
სავსემთვარეობა თევზების ნიშანში იდუმალებით მოცული და არაპროგნოზირებადი დროა. ზოდიაქოს ნიშნებისთვის მოსალოდნელია სიურპრიზები და უმრავლესობა – სასიამოვნო

სექტემბერში, ცხელი და გაუწონასწორებელი ენერგიებით აღსავსე ზაფხულის შემდეგ სიმშვიდისა და სულიერი გაღვიძების დრო დგება. სავსემთვარეობა თევზების ნიშანში სიურპრიზებს მოიტანს და უმეტესად – კარგს. ამ დღეს მთავარი ამოცანაა, გავიგოთ, როგორ დავაბალანსოთ ჩვენი ცხოვრება და ავისრულოთ ოცნებები. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ისწავლეთ მისი ამოცნობა.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

ამ დღეს ერთი პირობაა: რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გააკეთეთ ეს ღიმილით – სწორედ ღიმილი უნდა გახდეს ამ სავსემთვარეობის თილისმა.

გამარჯვების შანსები ამ დღეს იზრდება. ბევრისთვის დამთავრდება წარუმატებლობის პერიოდი და პერსპექტივები გაიხსნება. ამ დროს მთავარია სულიერი ზრდა, ცნობიერების ამაღლება. გახსოვდეთ, რომ თევზები სულიერი ნიშანია, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ სფეროში გაიგოთ თქვენი ჭეშმარიტი მიზნები და სურვილები.

კარგი დღეა შემოქმედებითი აქტიურობისთვის. ხელოვნების ნებისმიერ ნაწარმოებში, რომელსაც ადამიანი ქმნის, შეიძლება ითქვას, რომ მთვარის სხივები მას აღმატებულ ხარისხში აიყვანს.

ამ დღეს არ შეიძლება სხვის გრძნობებზე თამაში, ზედმეტად ჩაღრმავება სულიერ ძიებებში და მატერიალური სამყაროს დავიწყება, დაწყებული საქმის მიტოვება, სტრესული სიტუაციების განზრახ შექმნა, არ ღირს რისკზე წასვლა.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

არ ღირს ასევე შორეულ მოგზაურობაში წასვლა.

როგორ იმოქმედებს სავსემთვარეობა 2 სექტემბერს ზოდიაქოს ნიშნებზე

სექტემბერში ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის მრავალი მოვლენაა მოსალოდნელი, რადგან ის სავსემთვარეობით იწყება თევზების ნიშანში. ყველაფერი შეიცვლება და უწინდებური აღარ იქნება. ამიტომ მთელი ენერგია უნდა მიემართოს იმ საქმეებზე, რომლებიც ოდესღაც დავიწყეთ და დავივიწყეთ. გახსოვდეთ, რომ არაფერი ისე არ გვაცლის ენერგიას, როგორც გადადებული საქმეები და კარმული ვალები. გამოუცხადეთ ბრძოლა წარსულს.

ვერძი: შესაძლოა, ამ დღეს ყველაფრის დანგრევის სურვილი გაგიჩნდეთ: გათავისუფლების, განქორწინების, ხელმძღვანელობისთვის ყველაფრის პირში მიხლის და სხვ. ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მთვარის გავლენაა. ამიტომ საშიშია იმპულსებზე აყოლა და იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზიხართ.

კურო: კუროებს წარმატებები გელოდებათ მუშაობასა და ფულთან დაკავშირებულ საქმეებში. მოახერხებთ წვრილმან ფინანსურ საკითხებში გარკვევას, ყოფითი პრობლემების გადაჭრას. სავსე მთვარე ამ ყველაფერში დაგეხმარებათ.

ტყუპი: ოპტიმისტი ტყუპები, შესაძლოა, ეჭვებმა შეგიპყროთ – რომელ მხარეს უნდა განაგრძოთ სვლა. სავსემთვარეობის დღეს გამძაფრდება თქვენი თვითანალიზის სურვილი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამან, შესაძლოა, აკვიატებულ აზრებთან, განგაშის გადამატებულ გრძნობასთნ მიგიყვანოთ, რომ ცხოვრება ისე არ მიდის, როგორც საჭიროა და ყველაფრის სასწრაფოდ შეცვლაა საჭირო. ასეთი აზრები კი, შესაძლოა, წარმატებული ცხოვრების საწინადრი გახდეს, ან, პირიქით – ყველაფერი დაანგრიოს.

რითი შეუძლია იამაყოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა>>

კირჩხიბი: სავსემთვარეობა თევზების ნიშანში იღბლიანობას გპირდებათ რომანტიკულ სფეროში, შემოქმედებით საქმიანობასა და საკუთარი ნიჭის წარმოჩენაში. ამ დღეს სულიერი დასვენება წაგადგებათ. იპოვეთ კმაყოფილების წყარო, რომელიც დაგეხმარებათ ინდივიდუალობის წარმოჩენაში. იმოქმედეთ არასტანდარტულად.

ლომი: სავსემთვარეობა 2 სექტემბერს უჩვეულო ნაცნობობას გთავაზობთ – შეხვდებით საკუთარ „ბნელ“ მხარეს – შეამჩნევთ ისეთ თვისებებს, როგორიცაა ბრაზი, მრისხანება, დამოკიდებულება, ეჭვიანობა და შურისძიებაც კი. თქვენს ამ თვისებებს გარშემომყოფები ცუდად მიიღებენ. სჯობს, თავი გააკონტროლოთ, რათა საჭირო მომენტში თავი შეიკავოთ და ცხოვრება დანგრევის პირას არ მიიყვანოთ.

ქალწული: ქალწულები სავსემთვარეობის დღეს, შესაძლოა, ფულთან დაკავშირებულ მოულოდნელ პრობლემებს წააწყდეთ. ცვალებადი და არაპროგნოზირებადი დღე გელოდებათ. დილით ყველაფერი შესანიშნავად წავა და ამ დროს შეგიძლიათ ბიზნეს–შეხვედრების დანიშვნა. შუადღის შემდეგ კი გაუთვალისწინებელი მოვლენებია მოსალოდნელი. ასტროლოგები გაფრთხილებენ, მზად იყავით დინამიკისთვის და ახალი კრედიტების აღებისგან თავი შეიკავეთ.

სასწორი: სავსემთვარეობაზე არცთუ მარტივი დღე გელოდებათ. მოგიწევთ მკაცრი გრაფიკით ცხოვრება, მიმდინარე მოვლენების ფხიზელი თვალით შეფასება. ამ დღეს არ შეიძლება ავანტიურაში ჩაბმა, გარისკვა, განსაკუთრებით ფულის საკითხებში და სიყვარულში. იმპულსურობა სხვა დროისთვის გადადეთ – ახლა ის მხოლოდ ხელს შეგიშლით.

ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა">>

მორიელი: ასტროლოგიური თვალსაზრისით სავსემთვარეობა თევზებში თქვენთვის იღბლიანი დროა. გელოდებათ ცვლილებები ფინანსურ სფეროში, მოსალოდნელია ფინანსური პრობლემებისგან გათავისუფლება, მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება და ახალი შესაძლებლობების პოვნა.

მშვილდოსანი: მშვილდოსნებისთვის სავსემთვარეობა ენერგიისა და სასიცოცხლო ძალების წყაროა. მთვარის ენერგია ამ დღეს ახალი საქმეებისა და თამამი იდეების რეალიზებისკენ გიბიძგებთ. სხვა საკითხია, რამდენად წარმატებით გაართმევთ ამას თავს. საერთო წესი ამგვარია: სავსემთარეობის დღეს თავი უნდა აარიდოთ ახალი საქმეების დაწყებას. ამის ნაცვლად, სჯობს, ძველ პრობლემებში გაერკვეთ, რათა სამომავლო წარმატებები არაფერმა შეაფერხოს.

თხის რქა: თხის რქებს სავსემთვარეობისას ყველაფერი კარგად აგეწყობათ. თქვენ იმ მცირერიცხოვან იღბლიანთა სიაში ხართ, ვისაც თევზები სწყალობს. უსიამოვნებები მხოლოდ თქვენი სიჯიუტისა და ხანდახან აუტანელი ხასიათის გამო შეიძლება წარმოიშვას, რაც განსაკუთრებით ნათლად 2 სექტემბერს გამოვლინდება. თითოეულ ნეგატიურ გრძნობას, მრისხანებას, ეჭვიანობას, ზიზღს იღბლის განდევნა შეუძლია.

მერწყული: ასტროლოგები გირჩევენ, განსაკუთრებით ყურადღებით დაგეგმოთ 2 სექტემბერი. თუ ნაშუადღევს გაიღვიძებთ და არ გექნებათ მკაფიო გეგმა, არის დიდი ალბათობა იმისა, დღემ უსიამოვნებებსა და პრობლემებში ჩაიაროს და ძალების გამოფიტვითა და საკუთარი თავის სიძულვილით დასრულდეს. გაითვალისწინეთ ეს და დღის განრიგი შეადგინეთ.

რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თევზები: სავსემთვარეობა თევზების ნიშანშია და აქედან გამომდინარე, თქვენი ინტუიცია ძალიან გაიზრდება. ეს უფრო მგრძნობიარეს გაგხდით. თუ რამე რთული არჩევნის წინაშე დადგებით სავსემთვარეობის დღეს, სწორი გზის შერჩევაში ინტუიცია დაგეხმარებათ, ასევე ის გიკარნახებთ, რა გიშლით ხელს ბედნიერების მოპოვებაში.

2337
ზურაბ ვადაჭკორია

ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში 

23
(განახლებულია 14:54 23.09.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ პოლონეთში მცხოვრები დიზაინერის, ზურაბ ვადაჭკორიას საქმიანობასა და ცხოვრებას გაგაცნობთ.

უკვე 14 წელია პოლონეთში ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე ბევრის გადატანა მოუწია, თუმცა საკუთარი შრომისმოყვარეობის, ნიჭისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით პოლონელების ნდობა ადვილად დაიმსახურა. თავიდან ორიგინალური ფორმის შანდლების დამზადება დაიწყო და მისი შეძენის მსურველებიც მალე გამოუჩნდნენ.

დღეს პოლონელები უკვე საკუთარი სახლის დიზაინისა და ინტერიერის მოწყობას ანდობენ. ვარშავის უნივერსიტეტში, ერთ საპასუხისმგებლო შეკვეთას კარგად გაართვა თავი და ადგილობრივი თეატრიდან შემოთავაზებაც მიიღო. პანდემიის დღეებში, სახლში ყოფნის დროს, მან პოლონეთში ჩასულ ბევრ ქართველს გაუწოდა დახმარების ხელი, სრულიად უანგაროდ... დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- ბატონო ზურაბ, როგორი იყო თქვენი თბილისური ცხოვრება, რას საქმიანობდით სამშობლოში?

- თბილისელი ვარ, მთაწმინდის უბანში ვცხოვრობდი. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი და ჩხირკედელაობა მიყვარდა. იქიდან მოყოლებული თავდაჯერებული ვარ, რადგან რასაც ხელს მოვკიდებდი, ყველაფერი კარგად გამომდიოდა. თავიდან გრიბოედოვის თეატრში ვმუშაობდი დეკორატორად, შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში თავისუფალ თეატრში სხვადასხვა სახის სამუშაოებს ვასრულებდი.  ზარმაცი არასოდეს ვყოფილვარ, შრომა ბავშვობიდანვე მიყვარს და 16 წლიდან მოყოლებული სულ ვშრომობ. ინტერესი და საქმის კეთების სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ, საქმე ისე ვერ აეწყო, როგორც მინდოდა, ამიტომ იძულებული გავხდი, ქვეყანა დამეტოვებინა და უცხოეთში ჩამოვსულიყავი.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- პოლონეთში რომელ წელს ჩახვედით და ვინ იყო ის ადამიანი, ვინც პირველმა გამოგიწოდათ დახმარების ხელი?

- ვარშავაში 2006 წლიდან ვარ, ანუ უკვე 14 წელი. ოჯახსაც აქ მოვეკიდე: მყავს პოლონელი მეუღლე და ორი ვაჟი. პირველი ადამიანი, ვინც ამ  ქვეყანაში გვერდში დამიდგა, პოლონელი პაველ ფიალკოვსკი იყო. ეს კაცი ყველაფერში მეხმარებოდა, მე ჯერ ავტომობილების ზეთების ვაჭრობაში დავსაქმდი, შემდეგ ხელნაკეთ ნივთებს მივუბრუნდი. საცდელად რკინის მასალისგან შანდლების გაკეთება დავიწყე. მათ სპეციალური ტექნიკური დანადგარების მეშვეობით ვამზადებდი. მალე დავინახე, რომ ჩემი ნახელავი ადგილობრივებს ძალიან მოსწონდათ. მათი ყიდვის მსურველი, ჩემდა გასაოცრად, ბევრი აღმოჩნდა.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

 - ვიცი, რომ სხვა სახის სამუშაოებსაც ასრულებდით, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი შეკვეთა იყო?

- ერთხელ შემთხვევით გავიცანი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი მარეკ მილერი (Marek Miller), რომელსაც ჩემი ნახელავი ძალიან მოეწონა და წინადადება შემომთავაზა ერთი სერიოზული შეკვეთა შემესრულებინა. პოლონეთის უნივერსიტეტი, თურმე, ორი წელია ეძებდა მხატვარ-დეკორატორს, რომელიც ერთ საპასუხისმგებლო სამუშაოს კარგად გაართმევდა თავს. საქმე ისაა, რომ ვარშავის უნივერსიტეტის შენობაში ერთი ძველი, ისტორიული ნაკეთობა-თაბაშირისგან დამზადებული ორი არწივის ფიგურაა, რომლის ქვემოთაც უნდა გაკეთებულიყო წარწერა: „Między orłami“ („არწივებს შორის“)- დაფაზე კი ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებებისა და წარჩინებული სტუდენტების ფოტოები იქნებოდა გამოფენილი.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი

-თქვენამდე რატომ ვერ შეძლეს, ამ საქმის სირთულე რაში მდგომარეობდა?

-ადრე მცდელობა ჰქონდათ, რომ თაბაშირის მასალაზე წარწერა ლატუნისა და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ასოებით გაეკეთებინათ, მაგრამ მცდელობა, ყოველ ჯერზე, მარცხით მთავრდებოდა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს, თითოეული ასო თაბაშირისგან დავამზადე და ასოებზე თან, არწივის ფრთები დავატანე. ასეთი წარწერა არწივის გამოსახულებას ჰარმონიულად შეერწყა, შთამბეჭდავი გამოვიდა და უნივერსიტეტში ყველას მოეწონა. მითხრეს, რომ ეს სწორედ ის არის, რაც გვინდოდაო.

ზურაბ ვადაჭკორიას თაბაშირის ასოებისგან გაკეთებული წარწერა ვარშავის უნივერსიტეტში
ზურაბ ვადაჭკორიას თაბაშირის ასოებისგან გაკეთებული წარწერა ვარშავის უნივერსიტეტში

- ამ უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა თუ იციან ამ ფაქტის შესახებ?

- არ ვიცი, მაგრამ დამპირდნენ, რომ ნამუშევარს აუცილებლად მიაწერდნენ: წარწერა მხატვრულად ქართველმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გააკეთაო. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენს შრომას ასეთ მაღალ შეფასებას აძლევენ.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ სხვა სერიოზული შემოთავაზებაც გაჩნდებოდა...

- ასეც იყო, ამავე პროფესორმა რეკომენდაცია გამიწია და გამაცნო პოლონეთში არსებული კერძო თეატრის- „რეპორტაჟების ლაბორატორია“ მფლობელი, რომელმაც დეკორატორად მუშაობა შემომთავაზა, მაგრამ ანაზღაურებამ არ დამაკმაყოფილა და უარი ვუთხარი, ამასთან როგორც სპეციალისტს, უფრო მეტი განვითარების სურვილი მქონდა, თეატრში კი ეს ვერ მოხერხდებოდა. მერე „ტრი-დე“ პროგრამაში მუშაობა ავითვისე, ავეჯისა და ბინების შიდა ინტერიერის დაპროექტება დავიწყე და მათ დიზაინზეც ვმუშაობდი.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი

- ვინ არიან თქვენი შემკვეთები?

- ჩემი შემკვეთები გამოჩეული ხალხია, მათ შორის პოლონეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები იყვნენ. პოლონეთის პარლამენტის წევრს ოფისი დავუპროექტე და მის დიზაინზეც ვიზრუნე. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ხარისხიანად ვმუშაობ და ამიტომ ბევრი მნიშვნელოვან შეკვეთას სწორედ მე მანდობენ, რაც ძალიან მახარებს და მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდლები
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდლები

- ყველა საქმეში პროფესიონალიზმის გარდა, პიროვნული თვისებებიც ფასდება...

 - ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ შეკვეთის ხარისხიანად შესრულების გარდა, რაღა თქმა უნდა, აქ სპეციალისტის წესიერებასაც აქცევენ ყურადღებას. პოლონელები საიმედო პარტნიორები არიან, არ მახსენდება შემთხვევა, რომ მათ რაიმე საქმეში მოვეტყუებინე ან გავეწბილებინე, განსხვავებით ქართველებისგან, რომლებთან ურთიერთობასაც უკვე თავს ვარიდებ. ძალიან მწყინს ამას როცა ვამბობ და ეს ჩემს თავმოყვარეობაზეც მოქმედებს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია და ამას, ჯერჯერობით, ვერ გავექეცი...

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- ეტყობა, ძალიან მწარე გამოცდილება გაქვთ...

-არ მინდა იმ კომპანიის დასახელება, ზოგადად ვიტყვი, რომ ვარშავაში ქართული ღვინის მწარმოებელი ერთი კომპანიიდან დამიკავშირდა პიროვნება, რომელსაც სახლი თავიდან ბოლომდე დავუპროექტე, სამუშაოს შესასრულებლად ადგილობრივი ხელოსნები ხელშეკრულებით ავიყვანე. მუშაობის დროს ერთმა მათგანმა თავისი სამუშაო ცუდად შეასრულა. მე ბოდიშის მოხდის შემდეგ მისი ხარვეზი მალევე გამოვასწორე. თუმცა იმ ადამიანმა ამ შემთხვევით ბოროტად ისარგებლა, რადგან ამის მერე არც სახლში შემიშვეს და დაპირებული თანხაც არ გადამიხადეს... იძულებული გავხდი, რომ დაქირავებული პოლონელი ხელოსნებისთვის შელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება საკუთარი ჯიბიდან გადამეხადა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ქართველებთან საქმეს აღარ დავიჭერდი...

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- როგორც ვიცი, ეს გადაწყვეტილება ვერ შეასრულეთ, უფრო მეტიც, კოვიდის პერიოდში, როდესაც სამშენებლო სამუშაოები ყველგან და მათ შორის, პოლონეთშიც გაჩერდა, ქართველ ემიგრანტებს, თურმე, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდით...

- რა ვიცი, გულმა მაინც ვერ გამიძლო... როცა სხვებთან ერთად მეც სახლში გამოვიკეტე, სოციალურ ქსელებში პოლონეთში ჩამოსული ქართველების პოსტებს ვკითხულობდი, სადაც ისინი დახმარებას ითხოვდნენ. მერე მათ ვუკავშირდებოდი, პირადად ვხვდებოდი და ვაკვალიანებდი... ამაზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან უხერხულია, მაგრამ რადგან მკითხეთ, გიპასუხეთ.

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- თავად თუ გაქვთ საქართველოში საკუთარი დიზაინით დაპროექტებული ლამაზი სახლი?

- საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. როდესაც 2012 წელს თბილისში ჩამოვედი, უზენაესი სასამართლოს გვერდით, ზუბალაშვილის ქუჩაზე არსებული საკუთარი სახლი დავანგრიე და თავიდან ბოლომდე ჩემი დიზაინით დავაპროექტე და ავაშენე. ეს არის სახლი, რომელსაც ხშირად წარმოვიდგენდი ოცნებაში, ახლა ის ჩემს მშობლიურ ქალაქშია და როცა ჩამოვდივარ, იქ ყოფნით ბედნიერი ვარ... დიდი სურვილი მაქვს, რომ აქ დავრჩე, მაგრამ რეალობა სხვანაირია. სამწუხაროდ, უცხო ქვეყანაში უფრო დიდი ასპარეზია. პოლონეთში საქართველოსა და მეგობრების დიდი ნოსტალგია მაქვს, მენატრება ჩემი ქალაქი, მისი ქუჩები. ალბათ ის დროც მოვა, როცა ოჯახთან ერთად აქ სამუდამოდ დავბრუნდები და ჩემს აშენებულ სახლში ბედნიერად ვიცხოვრებ...

 

 

 

23
თემები:
ქართველები უცხოეთში
ექიმი სინჯავს ცხვირის მდგომარეობას

ცხვირის ძგიდის გამრუდება: რა შემთხვევაშია საჭირო ოპერაცია?

73
(განახლებულია 16:36 23.09.2020)
გარდა იმისა, რომ ცხვირის ძგიდის გამრუდება შეიძლება თანდაყოლილი იყოს, ეს შესაძლოა დარტყმის შედეგადაც მოხდეს, ამბობენ ექსპერტები.

ხშირად ადამიანებს, რომლებსაც გამრუდების სიმპტომები უვლინდებათ, აღარც კი ახსოვთ, როდის და რას მიარტყეს ცხვირი — ეს შეიძლება რამდენიმე წლის წინაც მომხდარიყო. საქმე ისაა, რომ ხრტილები ასაკთან ერთად უფრო მყიფე ხდება და სიმრუდეც ძლიერდება.

რა პრობლემებს ქმნის ძგიდის გამრუდება?

ძგიდე იჭერს ცხვირის კედლებს. მათი შეშუპების დროს სუნთქვა ძნელდება და ხშირად სურდო ჩნდება. ზოგჯერ ცხვირი იმდენად იჭედება, რომ ადამიანს მხოლოდ ერთ გვერდზე შეუძლია ჩაძინება. ცხვირის კედლებზე ზეწოლამ შეიძლება მისი ტკივილი გამოიწვიოს და მერე ეს ტკივილი შუბლზეც გავრცელდეს. გამრუდებული ძგიდის მქონე პაციენტები ხშირად თავის ტკივილსაც უჩივიან.

ირღვევა ჰაერის ნორმალური მოძრაობა. გამრუდებული ძგიდის მხრიდან ჰაერი ძლივს შედის ცხვირის სინუსებში — პატარა ღრუებში, რომლებიც ძვლების შიგნით მდებარეობს. თუ სინუსი არ „განიავდა“, ის შეიძლება ანთებითი გახდეს და ჰაიმორიტი გამოიწვიოს.

ცხვირის ლორწოვანი გარსი თხელდება. მუდმივი წნევა და ანთება აშრობს ლორწოვან გარსს, რაც ზრდის ცხვირიდან სისხლდენების ალბათობას და სასუნთქ გზებს უფრო დაუცველს ხდის ინფექციების მიმართ.

რთულდება სუნის გარჩევა. ადამიანი სუნს ცხვირის მცირე უბნის წყალობით გრძნობს. გამრუდებული ძგიდის მქონე ადამიანებს, მუდმივი შეშუპების გამო, ხშირად ყნოსვა უუარესდებათ.

როგორ უნდა მოიქცეთ გამრუდებული ძგიდის შემთხვევაში?

  • თუ შემთხვევით გაარკვიეთ, რომ ძგიდე მრუდეა, მაგრამ ეს არ იწვევს რაიმე სიმპტომებს და არ გირთულებთ ცხოვრებას, მაშინ სამედიცინო მანიპულაციები საჭირო არ არის;
  • თუ გაქვთ სურდო, ძილის პრობლემები, სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, რომელმაც სუნთქვის გასაადვილებლად შეიძლება მედიკამენტები დანიშნოს. ჩვეულებრივ, ეს არის მარილიანი ხსნარი და წვეთები, ან აბები შეშუპების მოსახსნელად. ექიმს ასევე შეუძლია ანტიჰისტამინური საშუალებების ან კორტიკოსტეროიდული სპრეის დანიშვნა. ეს საშუალებები ცხვირში გაჭედვას ხსნის, მაგრამ პრობლემის ძირეულ მიზეზს ვერ აგვარებს;
  • თუ ძგიდე მნიშვნელოვნად აფერხებს ცხოვრების ხარისხს, ექიმი სეპტოპლასტიკისკენ გადაგამისამართებთ. ეს არის კლასიკური ოპერაცია ძგიდის გასასწორებლად. ქირურგი ხრტილის ან ძვლის მრუდე ნაჭერს იღებს და ძგიდეც შუა ხაზზე დგება.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ცხვირის ფორმა შეიძლება შეიცვალოს, თუ გამრუდება ძალიან ძლიერი იქნება. 

73
თემები:
სასარგებლო რჩევები
თბილისი

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება

0
(განახლებულია 15:43 23.09.2020)
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik.  ავჭალის რაიონში ორ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე რეკრეაციული  სივრცის მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. 

მისი განცხადებით, პარკის კეთილმოწყობისთვის ავჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. სკვერის დაპროექტება თბილისის  მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობის გარგლებში იგეგმება.

 „ყველასთვის ცნობილია, რომ იმ პარკებსა და სკვერებში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ასაკის ადამიანების სიმრავლე იყო. ამიტომაც ჩვენ ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რათა ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შექვმნათ.  მწვანე ფერი უხდება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, გამონაბოლქვი კი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

0
თემები:
თბილისის მერია