მინდორი

2 სექტემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

174
(განახლებულია 09:59 02.09.2020)
გაეცანით 2 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 აგვისტო - 2 სექტემბერი

ეს პერიოდი ქალწულის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მათი მფარველი პლანეტაა მზე, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედთან ერთად ამ პერიოდში დაბადებულებს თავშეკავებულ და წყნარ ხასიათს ანიჭებს; თუმცა, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, ძალზე იმპულსური გახდნენ. ამ პერიოდის ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია უზადო წესრიგი, კომფორტი და წონასწორობა.

მნიშვნელოვანი წლებია: 21, 31, 50, 51.

23 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა დელფინიუმი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სხვებისგან ბრძანებებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა, მაგრამ თვითონ სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვართ.  ისინი, სხვებისგან განსხვავებით, ხშირად ხვდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, მათ ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა საქციელსა და შეცდომაში. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. თავად უნდა გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მანამ, სანამ ამას სხვებისგან მოითხოვენ.

2 სექტემბერს დაბადებულები

2 სექტემბერს ბედნიერი ადამიანები იბადებიან, მათ დაბადებიდან მფარველობენ ზეციური ძალები და სწორი გზიდან აცდენისგან იცავენ. აქვთ მაღალი ინტელექტი, საოცარი შემოქმედებითი უნარები. ხშირად არიან შესანიშნავი ხელმძღვანელები, ორგანიზატორები. მათ იღბალი მუდამ თან სდევს.

2 სექტემბერს დაბადებულები არასდროს აყენებენ საკუთარ თავს სხვებზე მაღლა. უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ნებისმიერი სახის პირფერობის მიმართ და მათთვის კატეგორიულად მიუღებელია არაბუნებრიობა. იშვიათად იხდიან ბოდიშს თავიანთი საქციელის ან სამუშაოს გამო. სანამ რამეს მოიმოქმედებენ, მოტივებისა და მიზეზების შესახებ თითქმის არ ფიქრობენ და ურჩევნიათ, მათზე სხვებმა ილაპარაკონ. სამუშაოს დიდ ყურადღებას უთმობენ. თუ მარცხი იწვნიეს, სამწუხაროდ, დროებითი სიძნელეების გადალახვისთვის ან ცხოვრებისეული გზის შესაცვლელად, ჩვეულებრივ, ძალა არ ჰყოფნით.

2 სექტემბერს დაბადებულთა უმრავლესობა მოკრძალებულად იცვამს, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიიპყროს. თუ რაიმე განსაკუთრებული ნიჭი არ აღმოაჩნდათ, ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც საიმედოა და მინიმალურ რისკს შეიცავს. უფრო უჩვეულო პიროვნებები შეგნებულად ირჩევენ სარისკო საქმეებს, რათა იგრძნონ ადრენალინის მოზღვავება, მაგრამ ხშირად ამ მდგომარეობას ხელოვნურად იქმნიან.

2 სექტემბერს დაბადებულები ნამდვილი მებრძოლები არიან თანასწორობისა და სამართლიანობისთვის. თანაუგრძნობენ გაჭირვებულ ადამიანებს და მათი უფლებების დასაცავად დგებიან. ამ ადამიანებს ფინანსების კარგად განკარგვა შეუძლიათ. აფასებენ სილამაზეს, კარგ ფიზიკურ მომზადებას. პირად ცხოვრებაში უყვართ კარგი არჩევნის გაკეთება და ურჩევნიათ, ხელცარიელი დარჩნენ, ვიდრე კომპრომისზე წავიდნენ.

თავიანთ პარტნიორებსა და მეგობრებს მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. რაც უნდა მაღალი მდგომარეობა ეკავოთ საზოგადოებაში, ყოველთვის იცავენ ღირსების კოდექსს. არიან სიტყვისა და საქმის ადამიანები, ამიტომ, მიუხედავად მაღალი მოთხოვნებისა, მათთან საქმიანი ურთიერთობები საიმედოა.

ჯანმრთელობა

2 სექტემბერს დაბადებულები, შეიძლება ითქვას, თავად იმატებენ ჯანმრთელობის პრობლემებს, როდესაც ძალზე იძაბებიან სამუშაოზე. მათი სუსტი ადგილია საჭმლის მომნელებელი სისტემა. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანი ჯანსაღი, დაბალანსებული კვება, ასევე რეგულარული, ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები. 

რჩევა:

ეცადეთ, მეტად გაწონასწორებული იყოთ, ნუ დასჯერდებით მცირეს. გეზი აიღეთ დასახული მიზნების ხორცშესხმისკენ. იფიქრეთ შთაგონებაზეც – შრომა მხოლოდ შრომისთვის არაფერ კარგს არ მოიტანს.

174
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 1 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

32
(განახლებულია 09:47 30.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია აქტიური და მტკიცე მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, წარმატების მიღწევის რწმენა, გადასადგმელი ნაბიჯების კარგად მოფიქრება, ადამიანებთან ურთიერთობები, ოჯახური და ნათესაური კავშირების გამტკიცება, საკუთარი იდეებისა და გეგმების გამხელა, კარიერასა და ბიზნესზე ზრუნვა, ფინანსური საკითხების გადაჭრა.

არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე, წვრილმანებზე.

ხელსაყრელი დღეა ხანმოკლე მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

32
ფშავი

1 ოქტომბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

8
(განახლებულია 11:10 28.09.2020)
გაეცანით 1 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.

1 ოქტომბერს დაბადებულები

1 ოქტომბერს თავდაჯერებული ინდივიდუალისტები იბადებიან. ამასთან, მათ შეუძლიათ მუშაობა გუნდში, თანამშრომლობა. არიან წინააღმდეგობრივი ნატურები. ერთი მხრივ, დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან, მეორე მხრივ კი სურთ იყვნენ გუნდის ნაწილი. მათი გონება და გული იშვიათად თუ ერწყმის ერთმანეთს ჰარმონიულად. თითოეული იძულებულია, აირჩიოს - გრძნობებს ენდოს, თუ რაციონალურად მოიქცეს.

1 ოქტომბერს დაბადებულებს იმპულსურობა და მოუთმენლობა სჩვევიათ. ასევე, არიან ამბიციური, ისწრაფვიან აღიარებისკენ. უყვართ წარმატება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა, ცხოვრების გარკვეულ პერიოდებში, შესაძლოა, მელანქოლიაც მიეძალოს.

ამ დღეს დაბადებულებს ცხოვრებისგან საუკეთესოს მიღება სურთ. ამასთან, ხანდახან, როცა მნიშვნელოვანი, საბედისწერო ნაბიჯი აქვთ გადასადგმელი, ძალზე მერყევი არიან. ამის გამო ხშირად უშვებენ ხელიდან შანსს.

1 ოქტომბერს დაბადებულებს კარგად აქვთ განვითარებული ლიდერის თვისებები. ისინი კარგი ხელმძღვანელები არიან, მაგრამ ხელმძღვანელი თანამდებობა მათთვის დიდ სტრესს წარმოადგენს.

ზედმეტი ფსიქოლოგიური დატვირთვა მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ხელქვეითის როლში კომფორტულად გრძნობენ თავს, თუ მათი საქმიანობა დიდ, გლობალურ პროექტებს უკავშირდება.

ჯანმრთელობა

1 ოქტომბერს დაბადებულებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვეულებრივი საქმეა. ისინი ცდილობენ, დაიცვან დღის რეჟიმი, იკვებონ სწორად; მაგრამ სრულყოფილებისკენ სწრაფვა ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს, რადგან, ხასიათიდან გამომდინარე, რამდენადმე „გადამლაშება“ უყვართ. მათთვის არაა რეკომენდებული სწრაფად გახდომა. მკაცრი დიეტა ცუდ შედეგებს გამოიღებს კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის.

რჩევა:

თქვენი მთავარი მტერი ისაა, რომ ერთ რამეზე იცით „ჩაციკლვა“. ასევე გიყვართ მოლოდინის იდეალიზება. შემდეგ რომ იმედი არ გაგიცრუვდეთ, დროა, ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ.

8