1 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC0 / Pixabay / სახლები გორაკზე
სახლები გორაკზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 1 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 აგვისტო - 2 სექტემბერი

ეს პერიოდი ქალწულის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მათი მფარველი პლანეტაა მზე, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედთან ერთად ამ პერიოდში დაბადებულებს თავშეკავებულ და წყნარ ხასიათს ანიჭებს; თუმცა, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, ძალზე იმპულსური გახდნენ. ამ პერიოდის ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია უზადო წესრიგი, კომფორტი და წონასწორობა.

მნიშვნელოვანი წლებია: 21, 31, 50, 51.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება

23 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა დელფინიუმი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სხვებისგან ბრძანებებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა, მაგრამ თვითონ სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვართ.  ისინი, სხვებისგან განსხვავებით, ხშირად ხვდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, მათ ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა საქციელსა და შეცდომაში. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. თავად უნდა გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მანამ, სანამ ამას სხვებისგან მოითხოვენ.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

1 სექტემბერს დაბადებულები

1 სექტემბერს მტკიცე, ნებისყოფიანი, შრომისმოყვარე, შესანიშნავი ინტუიციის მქონე ადამიანები იბადებიან. აქვთ მრავალმხრივი ნიჭი და დასახული მიზნისკენ ყოველთვის მტკიცედ მიიწევენ. ცხოვრებაში, პრაქტიკულად, ყველაფერი გამოსდით; საჭირო ადამიანებთან ადვილად პოულობენ საერთო ენას. სანამ რაიმე საქმეს დაიწყებენ, ყველა წვრილმანს წინასწარ გათვლიან, რაც შეცდომების დაშვებისგან იცავს მათ. უყვართ ცოდნის გაღრმავება, იქმნიან მაქსიმალურ კომფორტს, მათ სახლში სიმყუდროვე, ჰარმონია, ურთიერთპატივისცემა და გაგება სუფევს.

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული

1 სექტემბერს დაბადებულები ბედის მიერ მომზადებულ სირთულეებს საკმაოდ იოლად ლახავენ. ცდილობენ იყვნენ პრაქტიკული, მაგრამ ამით ცხოვრებისადმი პატიოსანი და პირდაპირი დამოკიდებულება არ ზარალდება. ამ დღეს დაბადებულებს ბევრი და ორიგინალური ფანტაზია აქვთ, რომელთა განხორციელებაც რეალობაში შეუძლიათ, ამას კი შემოსავალი მოაქვს. დროს უქმად არ კარგავენ. უყვართ, როცა მათ საქმიანობას ღირსეულად აფასებენ. შეუძლიათ ობიექტური კრიტიკის მოსმენა.

ამ დღეს დაბადებულების უმრავალესობა გონებრივი საქმიანობითაა დაკავებული, თუმცა საკმაოდ ძლიერი არიან ფიზიკური თვალსაზრისითაც. თუ მათ თავიანთი ფიზიკური მონაცემები არ აკმაყოფილებთ, ან გარშემომყოფებისგან არაადეკვატურ შეფასებას იღებენ, ამას მათთვის სულიერი იმედგაცრუება მოაქვს. ამ ადამიანებს სჯერათ, რომ საჭიროა თავდაცვის ილეთების ცოდნა და ამიტომ საყვარელ ადამიანებს ან შვილებს საბრძოლო ხელოვნების ან სამხედრო საქმის შესწავლისკენ უბიძგებენ. ბუნებით მეომრები არიან და უარს არ ამბობენ, ეს საქმითაც დაამტკიცონ, ანუ ჩხუბს არ ერიდებიან.

ვარსკვლავები ცაზე - Sputnik საქართველო
რითია ზოდიაქოს თქვენი ნიშანი სხვა ნიშანზე უკეთესი

1 სექტემბერს დაბადებულები ცდილობენ, წონასწორობა დაამყარონ ფიზიკურ და გონებრივ საქმიანობას შორის. ეს გამოიხატება სექსუალური პარტნიორის მიმართ დამოკიდებულებაშიც. მათ, უმეტესად, სჭირდებათ ისეთი პარტნიორი, რომელიც მათთვის საინტერესოა როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი თვალსაზრისით. საქმეს დიდი მონდომებით ეკიდებიან და ხანდახან დასვენება და გართობა ავიწყდებათ.

ჯანმრთელობა

1 სექტემბერს დაბადებულებზე დადებითად აისახება მკაცრად გაწერილი გრაფიკით ცხოვრება – რეგულარული კვება, ფიზკულტურა, შრომისა და დასვენების ოპტიმალური შერწყმა. 

რჩევა:

ისწავლეთ იმ მომენტის შერჩევა, როცა უნდა შეჩერდეთ. ყოველთვის მძლეთამძლე და დაუმარცხებელი ვერ იქნებით. იფრთხილეთ, როცა გარშემომყოფებს რჩევებს აძლევთ. ეცადეთ, იყოთ ნაკლებად სერიოზული, იცხოვრეთ სრულფასოვნად და ისწავლეთ სხვებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0