რომაული ბარელიეფი

უცნაური კანონები: აკრძალული ტირილი „სატირალში“ და ქერა „იმნაირი“ ქალები

265
უცნაური კანონების კასკადი რომის იმპერიაში - დაკრძალვისას აკრძალული ტირილი, ქერა და წითურთმიანი მეძავები, ოჯახის მამის შეუზღუდავი უფლებები ოჯახის წევრების მკვლელობის ჩათვლით და სხვა

თანამედროვე იურისპრუდენციას რომის სამართალი უდევს საფუძვლად. მისი ცოდნა ყველასთვის, ვისაც კანონთან აქვს საქმე, აუცილებელია — იურისტების, ადვოკატების, მოსამართლეების, პროკურორებისთვის. იმ დროისთვის ეს ყველაზე განვითარებული სახელმწიფო იყო. მაგრამ ძველ რომში იყო ისეთი კანონები, რომლებიც დღეს სრულებით წარმოუდგენელია ჩვენთვის თავისი ველურობითა და ბარბაროსობით.

იკრძალებოდა მეწამულისფერი ტოგის ტარება

რომაელის ძირითად სამოსს ტოგა წარმოადგენდა. ის, როგორც წესი, თეთრი ფერის იყო, ხანდახან ჰქონდა მეწამულისფერი ან ოქროსფერი ზოლები ან ყვავილოვანი ორნამენტი. მგლოვიარე ნაცრისფერ ან შავ ტოგას ატარებდა. ფერის მხრივ რაიმე მკაცრი წესები არ არსებობდა გარდა ერთისა — მეწამულისფერი ტოგის ტარების უფლება მხოლოდ იმპერატორს ჰქონდა. ამასთან, ეს შეზღუდვა პრაგმატული შეხედულებებიდან გამომდინარეობდა.

საქმე ისაა, რომ საღებავი იმ დროს ძალზე ძვირად ფასობდა. მას მხოლოდ ფინიკიაში ამზადებდნენ და რომში იმპერატორის სპეციალური შეკვეთით ჩამოჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ერთი ტოგის შეღებვას ოქროს ფასი ჰქონდა.

იკრძალებოდა დიდი ნადიმობა

ძველ რომში საკმაოდ გავრცელებული იყო სუმპტუარული კანონები (leges sumptuariae), ანუ კანონები ზედმეტი ფუფუნების წინააღმდეგ ფართის მოწყობაში, ტანსაცმელში, საკვებში და სხვა. ერთ-ერთი ასეთი კანონი იყო ნადიმისთვის თანხების დაზოგვა. მოგვიანებით ეს კანონი კიდევ უფრო გამკაცრდა. ეს კანონი ჩვეულებრივ დღეებში სამ, ხოლო ბაზრის დღეებში ხუთ სტუმარზე მეტის გამასპინძლებას კრძალავდა. ბაზრის დღე კი თვეში სამჯერ იყო.

იკრძალებოდა ტირილი დაკრძალვის დროს

დაკრძალვა ძველ რომში საკმაოდ საინტერესო ცერემონია იყო. რაც უფრო ცნობილი და მდიდარი იყო განსვენებული, მით უფრო დიდი პროცესია იმართებოდა მისი დაკრძალვისას. დაკრძალვის პროცესიის სათავეში მიდიოდნენ მუსიკოსები, შემდეგ — მოტირლები, მომღერლები, ხოლო ბოლოს მსახიობები. მოტირლები იმდენად შედიოდნენ „როლში", რომ იგლეჯდნენ თმას, იხოკავდნენ სახეს და ა. შ. ბოლოს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ აიკრძალა ასეთი მსახიობების დაქირავება.

მამას შეეძლო ლეგალურად მოეკლა საკუთარი ქალიშვილის საყვარელი

მეუღლის ღალატის ნაწილში ძველი რომის კანონმდებლობა საკმაოდ თავისებური იყო, თუმცა ასევე ასახავდა იმ დროის მორალსა და ზნეობრივ მხარეს. თუ მამაკაცი ცოლს საყვარელთან წაასწრებდა, მას ორივე უნდა ჩაეკეტა სახლში და რაც შეიძლება მეტი მეზობლისთვის დაეძახა, რომ მათ ღალატის ფაქტი დაემოწმებინათ. ოფიციალური ბრალდების შემდეგ მამაკაცი აუცილებლად უნდა გაშორებოდა ცოლს, რომ ის თავად არ დაედანაშაულებინათ სუტენიორობაში. იმ შემთხვევაში, თუ ცოლის საყვარელი მსახიობი ან ლიბერტინი (გათავისუფლებული მონა) აღმოჩნდებოდა, მამაკაცს მისი მოკვლის სრული უფლება ჰქონდა. ხოლო თუ მამა თავის გაუთხოვარ ქალიშვილს წაასწრებდა საყვარელთან, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, მისი მოკვლის უფლება ჰქონდა. მეორე მხრივ, არანაირად არ ისჯებოდა მამაკაცის ღალატი.

მშობლების მკვლელი ტყავის ტომრით ცხოველებთან ერთად უნდა დაეხრჩოთ

ასე სჯიდნენ ძირითადად იმ რომაელებს, რომლებმაც ახლო ნათესავები მოკლეს. ადამიანებს სიკვდილით სხვადასხვა მიზეზით სჯიდნენ, მაგრამ სწორედ ახლო ნათესავის მკვლელს უდებდნენ ტომარაში ცხოველს — ძაღლს, გველს ან მაიმუნს. საერთოდ, ტომრით დახრჩობა იმ დროს ძალზე დამამცირებლად მიიჩნეოდა. არისტოკრატებს, ჩვეულებრივ, სიკვდილით სხვაგვარად სჯიდნენ.

მეძავები ვალდებული იყვნენ, თმა ქერად შეეღებათ

ამის საფუძველი გახდა რომაელების დამპყრობლური ომები ცენტრალურ ევროპაში. მალე იმპერიის დედაქალაქში ძალიან მომრავლდნენ ტყვე ქალები გერმანიიდან და გალიიდან. ისინი, ძირითადად, საროსკიპოებში ხვდებოდნენ. რადგან მათ შორის უმეტესობა ქერა და წითური იყო, მალე გამოიცა ოფიციალური ბრძანება, რომ ყველა რომაელ „სიყვარულის ქურუმს" თმა ქერად ან წითურად შეეღება, რათა ისინი „წესიერი შავთმიანებისგან" გაერჩიათ.

თვითმკვლელობისთვის სენატის ნებართვა იყო საჭირო

მაშინ მოქალაქეებს უფლება არ ჰქონდათ, საკუთარი სურვილით მოეკლათ თავი. მოქალაქეს ოფიციალური თხოვნით უნდა მიემართა სენატისთვის და დაწვრილებით აღეწერა მიზეზები, თუ რა უბიძგებს მას ამ ნაბიჯისკენ. თუ სენატორები ამ მიზეზებს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევდნენ, მთხოვნელს უფასოდ აძლევდნენ შხამს.

მამას თავისი შვილების მონებად გაყიდვა სამჯერ შეეძლო

ოჯახის მამა რომში ძალზე სერიოზული პატივისცემით სარგებლობდა და რიგი უფლებები ჰქონდა. ერთ-ერთია შვილების დროებით მონობაში გაყიდვის უფლება. სხვათა შორის, ეს დროებითი მონობა იქნებოდა თუ მუდმივი, ამასაც მამა წყვეტდა. ცნობილია, რომ რაღაც მომენტში მამას შეეძლო ვაჟის უკან დაბრუნება მოეთხოვა. ასეთ შემთხვევაში ის კვლავ იღებდა ძალაუფლებას თავის შვილზე და მისი ხელახლა გაყიდვა შეეძლო. სამჯერ გაყიდვის შემდეგ ვაჟი მთლიანად თავისუფლდებოდა მამის ძალაუფლებისგან.

ქალს, ქორწინების წინ „გამოსაცდელი ვადის" გასახანგრძლივებლად, სახლიდან სამი დღით წასვლა შეეძლო

იმ დროს რომში ქორწინების სამი სახეობა არსებობდა. პირველი ორი თანამედროვე ოფიციალურ ქორწინებას ჰგავდა, ხოლო მესამე შემთხვევაში წყვილი ქორწინებას ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ აფორმებდა. იყო ე. წ. გამოსაცდელი ვადა, რომლის დროს წყვილი ერთმანეთს აკვირდებოდა და ფიქრობდა, ღირდა თუ არა ოფიციალური ქორწინება. ამასთან, თუ ქალი წლის განმავლობაში მომავალი მეუღლის სახლიდან სამ დღე-ღამეზე მეტი დროით მიდიოდა, დროის ათვლა თავიდან იწყებოდა.

ოჯახის მამას შეეძლო კანონიერად მოეკლა თავისი ოჯახის წევრები

ეს განსაკუთრებით ადრეულ იმპერიამდელ რომში ხდებოდა. ოჯახის მამად დინასტიის უხუცესი წევრი მიიჩნეოდა. მას თავის ოჯახში განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდა, ის იყო მოსამართლეც, ქურუმიც, ჯალათიც, ბრალმდებელიც… მაშინაც კი, თუ მის ვაჟებს უკვე თავიანთი ოჯახები ჰქონდათ, სანამ მამა ცოცხალი იყო, ოჯახის უფროსი სწორედ ის იყო. მას ეკუთვნოდა — თან პირდაპირი მნიშვნელობით — ცოლიც, ბავშვებიცა და მათი მეუღლეებიც. ოჯახის მამას ცოლის მოკვლა შეეძლო ღალატისთვის, ქალიშვილის — არაკანონიერი კავშირისთვის, ვაჟების — სამართალდარღვევისთვის.

265
მედიტაცია

22 სექტემბერი: უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური დღე ბუნიობა და ზოდიაქოს ნიშნები

28
(განახლებულია 11:41 21.09.2020)
ასეთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური დღე, როგორიც შემოდგომის ბუნიობაა, ხშირად არ დგება, ამიტომ საჭიროა, ყურადღებით იყოთ და ხელიდან არ გაუშვათ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის მომენტი

ასტროლოგები 22 სექტემბერს ყოველი ცოცხალი არსების განახლების დღეს უწოდებენ. ექსპერტების თქმით, ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ადამიანებისთვის. მთელი სამყარო ჰარმონიასა და ბალანსს მოისურვებს.

შემოდგომის ბუნიობა 22 სექტემბერს ასტრონომიული შემოდგომის დასაწყისია. ამ დღეს დღე–ღამის ნათელი და ბნელი დრო ერთმანეთს გაუტოლდება, ანუ დღისა და ღამის დრო გათანაბრდება, 22 სექტემბრის შემდეგ კი დღე კლებას დაიწყებს. შემდეგი დღეღამტოლობა უკვე 2021 წლის მარტში დადგება.

მთელი ასტროლოგიური სამყაროსთვის 22 სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მზე სასწორის ნიშანში გადადის. როგორც ცნობილია, სასწორი ჰარმონიის, მუდმივობის, პრინციპების ერთგულებისა და თავშეკავებულობის ნიშანია.

ბუნიობის მომენტში ეს ნიშანი იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ბუნების ძალებზეც – იწყება ზამთრის პერიოდი და ბევრი მცენარე თუ ცხოველი ზამთრის ძილს მიეცემა.

ეს ენერგეტიკულად ძლიერი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ მოვიწესრიგოთ ცხოვრება, მივხედოთ თვითგანვითარებას, ვიფიქროთ მომავალზე.

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ნაბიჯის წინ გადადგმაში დაგვეხმარება ასტროლოგების რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი

ვერძები ძალებისა და მოტივაციის ძლიერ მოზღვავებას იგრძნობთ. ასტროლოგები გირჩევენ, ეს ძალები კარიერისა და ფულის სფეროსკენ მიმართოთ. მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროცესის სტაბილიზება და სულიერი ჰარმონიის მოპოვება – ესაა ფულადი შემოსავლების გასაღები. შემოდგომა თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება ფულის ინვესტირების, დიდი შენაძენებისა და არასტანდარტული იდეების გამოყენებისთვის.

კურო

კუროები გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით. 22 სექტემბერს თქვენ წინაშე მწვავედ დადგება საკითხი:  ღირს თუ არა საკუთარი რესურსების ხარჯვა იმაზე, რომელსაც უკვე აღარ მოაქვს კმაყოფილება? ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, სანამ საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. არ არის გამორიცხული, რომ ბედნიერების გასაღები ძველი სქემებისა და ბორკილებისგან გათავისუფლებაა.

ტყუპი

ასტროლოგები გაფრთხილებენ: 22 სექტემბერს ყველაფერი შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, გააკონტროლოთ საკუთარი თავი და არ ჩაერიოთ მოვლენების მსვლელობაში. ენერგია მოჭარბებულად გექნებათ, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, რომ შინაგანი ბალანსი დაიცვათ. რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებთ ცხოვრებაში მატერიალური სიკეთისა და წარმატებების მოზიდვას, თუ ყოველდღე პოზიტიურად განაწყობთ თავს.

ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა>>

კირჩხიბი

შემოდგომის ბუნიობა იმ პროცესებს დაიწყებს, რომლებსაც კირჩხიბები დიდხანს უვლიდით გვერდს. სულ მალე სამყარო თქვენგან არცთუ მარტივი არჩევნის გაკეთებას მოითხოვს: ან საკუთარი პირადი საქმეები ან ურთიერთობების შენარჩუნება გარკვეულ ადამიანებთან. სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის ასტროლოგები გირჩევენ, გაერკვეთ პირად გრძნობებსა და სურვილებში და გაავლოთ პირადი „საზღვრები“.

ლომი

ლომებს მიზანსწრაფულობა და სიმტკიცე არ გაკლიათ, მაგრამ უახლოეს მომავალში საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გადახედვა მოგიწევთ. შემოდგომის დღეღამტოლობის დროს და შემდეგ პერიოდში, შესაძლოა, ემოციებმა გძლიოთ. ეს ემოციები ყოყმანს გაიძულებთ, ერთი გადაწყვეტილებიდან მეორისკენ გადახვალთ. მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა ამ ყველაფერს გაუძლოთ, გაათანაბროთ ენერგეტიკა და შემოდგომის პერიოდისთვის კონკრეტული მიზნები დაისახოთ.

ქალწული

ქალწულებზე შემოდგომის ასტროლოგიური მოვლენები ხელსაყრელად აისახება. თქვენ ძალაუფლების მძლავრი ენერგია აგავსებთ. ასტროლოგები გირჩევენ, გახსოვდეთ – გზას ის გადალახავს, ვინც იმოძრავებს. პირველი ნაბიჯი ყოველთვის რთულია, ასე რომ, ნამდვილად ღირს, საკუთარი თავი გამოიწვიოთ და ციხესიმაგრეების დასაპყრობად გაეშუროთ. ის, ვინც სუსტ პოზიციაში დარჩება, რისკავს იმით, რომ „სხვის დაკრულზე მოუწევს ცეკვა“.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

სასწორი

სასწორებს შემოდგომის ბუნიობა სასიამოვნო ცვლილებებს მოგიტანთ, ეს კი შემდგომ დიდ ცვლილებებში შეიძლება გადაიზარდოს. ახლა აუცილებელია მოვლენების ჩაკეტილი წრე გაირღვეს და განვითარების ახალ საფეხურზე გადახვიდეთ. ასტროლოგები გირჩვენ, შეჩერდეთ, დაფიქრდეთ და შეგნებულად დაანგრიოთ ის, რასაც დიდი ხანია, ვერ ელევით. თქვენ წინაშე გაიხსნება ახალი ცხოვრება და მომავლისკენ დიდ ნატომს გააკეთებთ.

მორიელი

მორიელებს სამყარო უკეთესი ცხოვრებისთვის მძლავრ იმპულსს მოგცემთ. 22 სექტემბერს საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის ძლიერ ბიძგს მიიღებთ. ასტროლოგები გირჩევენ, შეადგინოთ სურვილების ჩამონათვალი და მათ რელაიზებას შეუდგეთ. ბუნიობა ენერგიის მძლავრ „აფეთქებას“ მოიტანს, რომელიც მნიშვნელოვან საქმეზე უნდა მიმართოთ, რათა დიდი ხნის სურვილი აისრულოთ.

მშვილდოსანი

შემოდგომის დღეღამტოლობა მშვილდოსნებს რეფლექსიის მდგომარეობას მოგიტანთ. თქვენ მიაღწევთ გარკვეულ სიმაღლეს და რაღაც პერიოდი ჰარმონიულ მდგომარებასა და ნელ მოძრაობაში იქნებით. არ ღირს სამყაროსთან დაპირისპირება, სჯობს, დატკბეთ მიღწეულით – რასაც ბუნიობის დღისთვის მიაღწიეთ. ასევე კარგი იქნება, თუ შინაგან სამყაროში „ჩაიხედავთ“ და თქვენს „ბნელ“ მხარეებს შეიცნობთ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

თხის რქა

თხის რქებს 22 სექტემბრიდან თითქმის ნოემბრის შუა რიცხვებამდე ტრანსფორმაცია გელოდებათ. ასტროლოგების თქმით, ეს პროცესი მარტივი და მსუბუქი იქნება, მაგრამ ყველასთვის – არა, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაიაროთ კარმული გამოცდა, რათა განიწმინდოთ სხეული და გონება ყველაფერი ზედმეტისგან, რათა უფრო მეტი მიიღოთ. მნიშვნელოვანია მკაფიო მიზნების დასახვა უახლოესი თვეებისთვის და ამ მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებით სვლა.

მერწყული

მერწყულებისთვის ბუნიობის გარდამტეხი დღე, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. ასტროლოგები გირჩევენ, მოემზადოთ ამ გამოცდისთვის და თუ საჭიროა, შეჩერდეთ, ღრმად ჩაისუნთქ–ამოისუნთქოთ, გადაერთოთ საკუთარ თავზე, თავი აარიდოთ საინფორმაციო ნაკადებს. ეს „ამოსუნთქვა“ დაგეხმარებათ აზრების სტრუქტურიზებაში, მიზნების განსაზღვრაში, ამოცანების დასახვასა და მათი რეალიზებისთვის აუცილებელი ენერგიის მომარაგებაში.

თევზები

მიუხედავად ენერგეტიკის მკვეთრი ცვლილებისა, თევზები სულიერ მხნეობას არ დაკარგავთ. 22 სექტემბერს გაგიჩნდებათ გამარჯვების განწყობა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გსურთ. მთავარი ამოცანაა, არ ჩარადეთ პანიკაში, აპათიაში, ცხვირი არ ჩამოუშვათ. რაც უფრო მალე აიყვანთ თავს ხელში, მით მალე მოიპოვებთ ძალისა და ენერგიის ახალ და საჭირო დონეს.

28
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 22 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

14
(განახლებულია 09:34 21.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

22 სექტემბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

იზრდება აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი. ადამიანებში ჩნდება სტაბილურობისა და წესრიგის თვისებები. განწყობაში სიმშვიდე დომინირებს. ამ დღეს კარგია შეთანხმებების დადება. იღვიძებს საზოგადოებრივი საქმის კეთების ინტერესი. კარგი დღეა სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, შორეულ ადგილებში გამგზავრება. არ ღირს მიწის ყიდვა და მშენებლობის დაწყება.

ამ დღეს კარგად გამოდის ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა, ან რამე სახის ღონისძიებაზე ერთად დასწრება, ასევე ხელსაყრელი დროა მეგობრული საღამოებისა და ოჯახური წვეულებების მოწყობისთვის.

ასეთ პერიოდში დაწყებული რომანი რომანტიკული, მგზნებარე იქნება, რომელიც მრავალ კმაყოფილებასა და იმედს მოიტანს. მსოფლმხედველობის, ვნების, აზარტისა და ორმხრივი კმაყოფილების თანხვედრა განამტკიცებს ურთიერთობებს, შედეგად დგება მსუბუქი და ოპტიმისტური კავშირი. თუ რომელიმე წყვილში მეორის ცხოვრების მასწავლებელი ან მისი წამოწყებების მფარველი გახდება, ეს ძალიან წაადგება ამ კავშირს. თუმცა, სწრაფად გაჩენილი მგზნებარება შეიძლება ასევე სწრაფად ჩაქრეს.

ასეთ დღეს, ძირითადად, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები იბადება.

რეკომენდებულია მატერიალური საკითხების გადაწყვეტა, მუშაობა და ბიზნეს–საქმიანობა, გარკვეული პასიურობა, აწმყოს გაანალიზება და მომავალზე დაფიქრება.

არარეკომენდებულია სესხის გაცემა ან რამე ნივთის თხოვება, რადგან მიიჩნევა, რომ მასთან ერთად იღბალსა და სიმშვიდეს გასცემთ, გადაღლა სამუშაოზე, ფინანსურ საქმიანობაზე ზედმეტი ზეწოლა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსნის დღე არ მიიჩნევა ხელსაყრელ დროდ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის. მანიკურისთვის ნეოტრალური დღეა.

მებაღეობა: მშვილდოსანი დღე კარგია ხილის დარგვა, ასევე იმ ხეების, რომლებიც მალე უნდა გაიზარდოს. შეიძლება ხილის ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, მავნებლებთან ბრძოლა.

ამ დღეს არ შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება.

14