ყვავილები ზღვის სანაპიროზე

28 აგვისტოს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

267
(განახლებულია 11:37 28.08.2020)
გაეცანით 28 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 აგვისტო - 2 სექტემბერი

ეს პერიოდი ქალწულის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მათი მფარველი პლანეტაა მზე, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედთან ერთად ამ პერიოდში დაბადებულებს თავშეკავებულ და წყნარ ხასიათს ანიჭებს; თუმცა, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, ძალზე იმპულსური გახდნენ. ამ პერიოდის ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია უზადო წესრიგი, კომფორტი და წონასწორობა.

მნიშვნელოვანი წლებია: 21, 31, 50, 51.

23 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა დელფინიუმი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სხვებისგან ბრძანებებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა, მაგრამ თვითონ სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვართ.  ისინი, სხვებისგან განსხვავებით, ხშირად ხვდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, მათ ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა საქციელსა და შეცდომაში. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. თავად უნდა გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მანამ, სანამ ამას სხვებისგან მოითხოვენ.

28 აგვისტოს დაბადებულები

28 აგვისტოს მიზანსწრაფული, მოხერხებული ადამიანები იბადებიან. მათ ყველაფერში წესრიგი და აკურატულობა სჭირდებათ, არიან ოპტიმისტები და ნებისყოფიანები, მომხიბლავები, გულისხმიერები; კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია. მატერიალურად, როგორც წესი, უზრუნველყოფილი არიან. მათი ოჯახები ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, აფასებენ სიმყუდროვეს, უყართ ფუფუნება და ამისკენ ისწრაფვიან კიდეც.

28 აგვისტოს დაბადებულები შესანიშნავი ორატორები არიან. ამასთან, აქვთ სხვების დაწმუნების უნარი. ეყრდნობიან რა ცხოვრებისეულ ფაქტებს, კამათისას ოპონენტს სულ იოლად „იგერიებენ“. მეტყველებენ უბრალოდ, რადგან მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ფილოსოფიური თეორიები მაშინაა მომგებიანი, თუ ის გასაგები იქნება ბავშვებისთვისაც კი. 

28 აგვისტოს დაბადებულები არიან შესანიშნავი კონსულტანტები, სოციალური მუშაკები, პოლიტიკოსები, საქმეთა მმართველები. გარშემომყოფები ხშირად მიმართავენ მათ დახმარებისთვის და დარწმუნებული არიან, რომ თუნდაც კარგი რჩევა გარანტირებული აქვთ. სხვების პრობლემებით დატვირთულებს, ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ საკუთარი თავი. ყოველდღიური ცხოვრება მოუგვარებელი აქვთ, იცვამენ იმას, რაც ხელში მოხვდებათ, იკვებებიან საკმაოდ მოკრძალებულად. ბავშვობიდან გამოყოლილმა მავნე ჩვევებმა, აღზრდის ხარვეზებმა შეიძლება ცუდ საქციელამდეც მიიყვანოს ისინი (კრიმინალამდეც კი). თუ ასეთი რამ მოხდა, ისინი, როგორც მათ ჰგონიათ, გულწრფელად ინანიებენ, მაგრამ მომავალში შეუძლიათ, იგივე გაიმეორონ.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს დაბადებულებმა რჩევები არა მარტო სხვებისთვის გასცენ, არამედ თავადაც მიიღონ ახლობლებისა და მეგობრების რჩევები. უნდა ეცადონ, არ გახდნენ პურიტანები, რისკენ სწრაფვაც გააჩნიათ – არ იღებენ გართობის ცალკეულ ფორმებს. მათ უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე, რათა ჩამოუყალიბდეთ სხვების მოსაზრებებისა და გრძნობების მიმართ პატივისცემა, ასევე, ეცადონ, მეტად დამთმობი გახდნენ.

ჯანმრთელობა

28 აგვისტოს დაბადებულებს ჯანმრთელობისა და მისი გამტკიცების შესახებ, პრაქტიკულად, ყოველთვის აქვთ უამრავი თეორია, ამიტომ მათთვის რჩევის მიცემა ამ თვალსაზრისით საკმაოდ რთულია. ისინი, ვისაც აინტერესებს სამზარეულოს საკითხები, ხშირად ანიჭებს უპირატესობას სწორ კვებას. ამ დღეს დაბადებულებისთვის რეკომენდებულია მარტო ხანგრძლივი სეირნობა თავიანთ ფიქრებთან და გრძნობებთან ერთად, რაც საშუალებას მისცემს, დაფიქრდნენ თავიანთ ცხოვრებაზე.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

რჩევა:

ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ მხოლოდ თქვენი მოსაზრებაა იდეალური, ისწავლეთ სხვების მოსაზრებების მოსმენა და გათვალისწინება. ხანდახან, კამათისას, უამრავი ფაქტის მაგალითის მოყვანას, მიმდინარე მოვლენების ზოგადი სურათის წარმოდგენა სჯობს. ნუ გადაუხვევთ სწორი გზიდან.

267
ქართული პური, თხილეული და ყვავილები

მეხსიერების გასაუმჯობესებლად საჭირო პროდუქტი: ვიტამინები ტვინისათვის

47
(განახლებულია 14:20 28.09.2020)
ხშირად გვესმის, რომ ასაკის მატებასთან ერთად, მეხსიერების მდგომარეობა უარესდება. არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინების შედეგად, ტვინის, განსაკუთრებით კი მეხსიერების ფუნქციონირება უმჯობესდება.

ფიზიკური ვარჯიში, საკმარისი დროით ძილი, ჯანსაღი კვება - ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადამიანი ხანგრძლივად ინარჩუნებს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას. შემოგთავაზებთ რამდენიმე პროდუქტს, რომელიც  ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.

ნიგვზის ლებნები უღლით
ნიგვზის ლებნები უღლით

ნიგოზი

მისი საშუალებით, უამრავ დაავადებას მკურნალობენ. კაკლის შემადგენლობაში შედის ფლავინოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვა. კაკლის გული მდიდარია E ვიტამინით, მაგნიუმით და კალიუმით. ასევე, მასში შედის რკინა, სპილენძი, კობალტი, თუთია და ვიტამინი B6.

ნიგოზი ტვინის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს. მასში შემავალი ომეგა-3 და ცხიმოვანი მჟავები, ტვინის უჯრედების ფორმირებაში არიან ჩართულნი. დღეში 1-2 ნიგოზიც კი საკმარისია, თქვენი ჯანმრთელობისთვის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ნუში
© CC0 / Pixabay
ნუში

ნუში

დაუყონებლივ უნდა შეიყვანოთ ნუში თქვენს რაციონში, ვინაიდან მისი მიღება დადებითად იმოქმედებს თქვენს მეხსიერებაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე. ნუში აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, შეიცავს ისეთ ვიტამინებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ხორცის შემცველობაში შედიან.

ის მდიდარია მცენარეული ცხიმებით, E ვიტამინით, რომელთა გარეშეც ადამიანის ორგანიზმი უენერგიო და ძალიან გამოფიტული იქნება. ასევე, ნუში მდიდარია პროტეინებით, სპილენძით და B2 ვიტამინით. ამ კონცენტრაციის წყალობით ნუშს ენერგიის წყაროს უწოდებენ.

არაქისი
არაქისი

მიწის თხილი

მიწის თხილის 40-60% მცენარეული ცხიმია, 20-37% - ცილა. ის შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, В1, В2, РР, Е, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს.

არაქისს ტვინის საკვებს უწოდებენ, რადგან მასში შედის ვიტამინი B3, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება და ასევე კარგია მეხსიერების გაუმჯობესებისთვის.

ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის თხილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია. გარდა ამისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ნამდვილად ხარისხიანია და სწორედ ამის მერე დავიწყოთ მისი მიღება.

შემწვარი თევზის კერძი
© CC0 / Pixabay
შემწვარი თევზის კერძი

თევზი

იმისთვის, რომ მეხსიერება კარგ ფორმაში იყოს ხშირად  მიირთვით თევზი, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ომეგა-3-ს. ის ხელს უწყობს ტვინის უჯრედებს შორის სიგნალების მიწოდებას.

თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალებს. შეეცადეთ მიიღოთ ორი ულუფა თევზი კვირის განმავლობაში, რომლიდანაც ერთი ულუფა იქნება ცხიმიანი თევზი.

ლურჯი მოცვი
© CC BY-SA 2.5 / Wikipedia / Vaccinium uliginosum
ლურჯი მოცვი

კენკრა

ყველა კენკრა შეიცავს ანთიოცინებს, რომელიც ტვინის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. თუ თქვენ კვირის განმავლობაში საშუალოდ მიიღებთ ერთ ან მეტ ულუფა კენკრას, შემეცნებითი დაბერების პროცესი 2, 5 ჯერ უფრო ნელა წარიმართება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

47
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
მზის ჩასვლა

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 28 სექტემბერი 4 ოქტომბერი

350
(განახლებულია 12:31 28.09.2020)
ასტროლოგები გვირჩევენ, ამ კვირაში დიდი ყურადღება მივაქციოთ შინაგან ჰარმონიას. ძალზე მნიშვნელოვანია ვაკეთოთ ის, რაც მოგვწონს. საკმაოდ ხელსაყრელი კვირა ელოდება ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას

როგორი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნებისთვის, როგორ იმოქმედებენ ისინი ადამიანებზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ – ყოველივე ამის შესახებ კვირის ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ.

რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში>>

ვერძი

ვერძებისთვის ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო სიყვარული იქნება. თამამად შიძლება ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი ურთიერთობების დაწყება, ან უკვე არსებულის ახალ დონეზე გადაყვანა. კარგად ჩაივლის სიყვარულში გამოტყდომა, საყვარელი ადამიანის მშობლებთან შეხვედრა, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, შოპინგი.

ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგია დაგეხმარებათ ცნობიერებაში არსებული ბარიერების გადალახვაში, რომლებიც მიზნების მიღწევაში გიშლით ხელს. უნდა იყოთ გაბედული, მიზანსწრაფული და ნებისმიერი ცვლილებისთვის მზად. სამსახურსა და ბიზნესში სტაბილურობა არ გელოდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდად მიდის. პირიქით, ახლა სწორედ ის დროა, როდესაც შესაძლებელია გამარჯვება და წარმატებების მიღწევა.

კურო

კუროებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ეს განსაკუთრებით ეხება 28 და 29 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს. ამ არახელსაყრელ დღეებში ბევრი მნიშვნელოვანი რამ შეიძლება მოხდეს. ასტროლოგები გირჩევენ, თვითონ გადალახოთ დაბრკოლებები, რომ გაძლიერდეთ, ისწავლოთ რამე ახალი და აიმაღლოთ ავტორიტეტი კოლეგებს, ხელმძღვანელობას, მეგობრებსა და ახლობლებს შორის.

ძალზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პოზიტიური აზროვნება. ეს დაგეხმარებათ სასურველის მოზიდვასა და დასახული მიზნების სწრაფად განხორციელებაში. პოზიტიური ადამიანები იზიდავენ არა მხოლოდ ფულს, არამედ სხვა ადამიანებსაც. ეს ნიშნავს, რომ კეთილ და მხიარულ კუროებთან წარმატება ნაცნობებისა და კავშირების მეშვეობითაც მივა. ექსპერტები გირჩევენ, იმოქმედოთ შედგენილი გეგმით და არ გარისკოთ.

ტყუპი

ყურადღება მიაქციეთ დესტრუქციულ აზროვნებას, რომელიც ხშირად გარშემომყოფებისგან მოდის. ეს საშიში გზაა, რომელიც ჩიხში შეგიყვანთ. უნდა იაროთ საკუთარი გზით, ჯანსაღად შეაფასოთ გარესამყარო და მოიქცეთ ისე, როგორც ამას საკუთარი გული გკარნახობთ და არა შემთხვევითი მრჩეველი. ამ კვირაში თქვენი ინტუიცია საკმაოდ ძლიერი იქნება.

ოქტომბრის დასაწყისში აუცილებლად მიქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. მრავალრიცხოვან პრობლემებსა და მცირე გაუგებრობებს თქვენი კალაპოტიდან ამოგდება, შინაგანი ბალანსისა და ჰარმონიის დარღვევა შეუძლია. ასტროლოგები გირჩევენ, ყველანაირად ეცადოთ, რომ არ ინერვიულოთ. ამაში ფიზიკური აქტიურობა, აქტიური ცხოვრების წესი დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

თქვენთვის კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 2, 3 და 4 ოქტომბერი. ამ დღეებში ადვილი იქნება ნებისმიერი, განსაკუთრებით შემოქმედებითი სამუშაოს შესრულება. ვარსკვლავებისა და პლანეტებისგან მიიღებთ ძალებისა და ენერგიის დიდ მარაგს, რაც სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.

კვირის დასაწყისში პრობლემების გაჩენისთანავე შეგიძლიათ დახმარებისთვის მეგობრებს, ნათესავებს ან კოლეგებს მიმართოთ. არ ღირს საკუთარ თავში ჩაკეტვა და ყველასგან იზოლირება, თუნდაც ამის ძლიერი სურვილი გაგიჩნდეთ. გარშემომყოფებისგან უნდა აიღოთ პოზიტიური ენერგია, ჩაკეტილობა კი იდეების წყაროებსა და შესაძლებლობებს გადაღობავს.

ლომი

დღის წესრიგი ადამიანის ბიოველსა და განწყობაზე მოქმედებს. ამ კვირაში ლომებს ექსპერტები გირჩევენ, მოაგვაროთ დღის რეჟიმი, შეასრულოთ ფიზიკური სავარჯიშოები, ბევრი იმოძრაოთ. ძალზე ხელსაყრელი პერიოდია იმისთვის, რომ გამოიმუშაოთ ახალი სასარგებლო ჩვევები და გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.

ვარსკვლავები თქვენ მხარეს იქნებიან, ამიტომ გქონდეთ იღბლის იმედი ნებისმიერ სფეროში. ყველაზე მეტად გაუმართლებს იმას, ვინც ადამიანებთან მუშაობს, მათთან ურთიერთობები აქვს. კვირის მეორე ნახევარი დაუთმეთ სწავლას, ახალი გამოცდილების მიღებას. ჩნდება დიდი შანსი მათთვის, ვინც სამუშაოს ეძებს.

ქალწული

ქალწულებისთვის ძალზე დინამიკური პერიოდი იწყება. ამ დროს ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე უნდა გაამახვილოთ. არ ღირს ორ კურდღელზე გამოდევნება. დროა, ერთი პრიორიტეტული მიმართულება შეარჩიოთ. თუ დინამიკურ რიტმში იცხოვრებთ და ბევრ ამოცანას შეეჭიდებით ერთდროულად, ძალიან მალე დახარჯავთ ენერგიას, ძალას და სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავთ.

აუცილებლად უნდა იპოვოთ დრო დასვენებისთვის, თუნდაც გაჩაღებული მუშაობის დროს. უქმეებზე ძალიან წაგადგებათ გარემოს შეცვლა, სადმე წასვლა, ნათესავების მონახულება. ნერვების დამშვიდებასა და მოდუნებაში დაგეხმარებათ შოპინგი, გარდერობის განახლება.

სასწორი

სასწორებმა ეს კვირა მსუბუქი განწყობითა და ოპტიმიზმით უნდა გაატაროთ. არ შეიძლება წარსულზე, წყენებზე „ჩაციკლვა“ და მით უმეტეს, შურისძიებაზე, გულში ბოღმის ჩადებაზე. აპატიეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. თქვენთვის, როგორც ასტროლოგები მიიჩნევენ, პრიორიტეტულია პატიება და კომპრომისის მოძებნა.

კვირა მნიშვნელოვანი იქნება კარიერული წარმატებებისთვისაც. არაა გამორიცხული კარიერულ კიბეზე წინსვლა, ხელფასის მომატება. საკუთარ თავზე უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა როგორც გამარჯვებაზე, ისე მარცხზეც. კვირის ბოლოს, შესაძლოა, თქვენი ძალები ამოიწუროს, ამიტომ თქვენთვის რეკომენდებულია საღამოობით დასვენება და პოზიტივზე და არა ნეგატივზე ფოკუსირება.

მორიელი

კვირის პირველი დღე საკმაოდ არახელსაყრელი და საშიში იქნება. ეს ეხება შაბათსაც. ამ დღეებში მეტი სიფრთხილე გმართებთ.

მომავალში წარმატებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კვირაში ნათესავებთან ურთიერთობები. კავშირი უნდა გქონდეთ მეგობრებთან და ურთიერთობები – სასიამოვნო ადამიანებთან. რთულ მომენტებში შეგიძლიათ მათ დახმარება სთხოვოთ. ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ ოჯახურ კონფლიქტებს, განსაკუთრებით უქმეებზე.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებმა უნდა იპოვოთ ენერგიისა და დადებითი ემოციების წყარო. მთელი შვიდი დღის განმავლობაში შრომისუნარიანობისა და კარგი განწყობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ, ამიტომ აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისთვის. თქვენი გარემოს შეცვლის ნიჭის გათვალისწინებით, იდეებთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა გაჩნდეს.

კვირის პირველი ნაახევარი შემოქმედებას, ინტელექტუალურ მუშაობას, ახალი ცოდნის შეძენას, უცხო ენების შესწავლას მიესადაგება. ასტროლოგები გირჩევენ, ამ კვირაში შორეულ გზას არ დაადგეთ. 1–დან 4 ოქტომბრის ჩათვლით მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები და ნაცნობობა.

თხის რქა

ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ კვირაში მეტი ყურადღება დაუთმოთ სიყვარულსა და ურთიერთობებს. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ეჭვიანია, სჯობს, არ მოახდინოთ მისი პროვოცირება. პირიქით, იყავით ლოიალური, გულღია დიალოგისთვის.

კარგი დროა თვალსაწიერის გაფართოებისთვის. მარტოხელებს არ გაწყენთ ახალი ნაცნობობა. რაც შეეხება სამუშაოს, ამ სფეროში იღბლიანი იქნება ნებისმიერი ახალი წამოწყება. კვირის პირველივე დღიდან ღირს ინიციატივის გამოჩნენა, თავდაჯერებულობისა და ოპტიმიზმის დემონსტრირება. კოლეგები და ხელმძღვანელობა ამას სათანადოდ შეაფასებს.

მერწყული

ამ კვირაში მერწყულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სფერო გახდება. ვარსკვლავები და პლანეტები ყოველთვის კარგ განწყობაზე არ იქნებიან. ამ მხრივ უნდა იფრთხილოთ და გეგმას მისდიოთ, განსაკუთრებით 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს.

შუა კვირაში არ ღირს სესხის აღება და ძვირადღირებული რამის ყიდვა. იღბალი იმ მერწყულების გვერდით იქნება, რომლებიც დავალებებს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან, იმოქმედებენ და უქმად არ ისხდებიან. ეს იქნება დინამიკური დრო, როდესაც სარისკოა საქმეების თავის დინებაზე მიშვება. ამან შეიძლება დიდი პრობლემები გამოიწვიოს.

თევზები

თევზები ბედის იმედად არ უნდა იყოთ. უნდა გამოიჩინოთ მაქსიმალური აქტიურობა და მზად იყოთ ნებისმიერი ამოცანის გადასაჭრელად. ორშაბათი ძალზე ხელსაყრელი დღე იქნება, ამიტომ დილიდან უნდა განეწყოთ პოზიტიურ კილოზე, სწრაფად ჩაერთოთ მუშაობაში, მაგრამ ძალიან არ უნდა გადაიღალოთ.

იღბალზე პოზიტიურად აისახება დამოუკიდებლობა. არ ღირს დახმარების თხოვნა გარშემომყოფებისთვის, განსაკუთრებით, თუ მათთან ურთიერთობები ყოველთვის სასიამოვნოდ არ ეწყობა. მოერიდეთ არაკეთილმოსურნეებს, ამასთან, მათი რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

350
ცესკო

არჩევნები ახლოვდება საუბნო საარჩევნო კომისიები თავმჯდომარეებს ირჩევენ

0
(განახლებულია 15:22 28.09.2020)
საუბნო კომისიების მუშაობის გამჭვირვალობისთვის მათ სხდომებზე დაიშვებიან საარჩევნო სუბიექტების, მასმედიის წარმომადგენლები და დამკვირვებლები.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. დღეიდან ყველა 3 657 საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომები ჩატარდება. ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

საქართველოში არჩევნებზე ეუთოს 350 დამკვირვებელი ჩამოვა>>

მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება, კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.

შესაბამის საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ. ამავე დროს, კანონმდებლობით, ეს უფლება არ ვრცელდება სუბიექტის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც დანიშნა ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიამ. სხდომაზე დასწრება შეუძლიათ ასევე დარეგისტრირებულ დამკვირვებლებსა და აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

„საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა სხდომა იმართება პანდემიის წესების სრული დაცვით. უფლებამოსილი პირები საუბნო საარჩევნო კომისიებში დაიშვებიან ცესკოს მიერ დადგენილი ეპიდემიური წესების მიხედვით, მათ შორის პირბადის გამოყენებით, ხელების დეზინფექციისა და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ“, – განაცხადა მიქელაძემ.

საქართველოს ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებს მოუწოდებს, აქტიურად ადევნონ თვალი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მუშაობის გამჭვირვალობა და გაიზარდოს ნდობა საარჩევნო პროცესისადმი.

წინასაარჩევნო კამპანია COVID-19-ის ფონზე - პოლიტიკური კვირის შედეგები>>

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ის კორონავირუსით ინფიცირებულთა ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში ჩატარდება.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020