მზის ჩასვლა მთების ფონზე

27 აგვისტოს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

749
(განახლებულია 10:58 27.08.2020)
გაეცანით 27 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 აგვისტო - 2 სექტემბერი

ეს პერიოდი ქალწულის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მათი მფარველი პლანეტაა მზე, რომელიც ქალწულის თანავარსკვლავედთან ერთად ამ პერიოდში დაბადებულებს თავშეკავებულ და წყნარ ხასიათს ანიჭებს; თუმცა, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, ძალზე იმპულსური გახდნენ. ამ პერიოდის ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია უზადო წესრიგი, კომფორტი და წონასწორობა.

Знаки зодиака, дева
© Sputnik / Maria Tsimintia
ქალწული

მნიშვნელოვანი წლებია: 21, 31, 50, 51.

23 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა დელფინიუმი. ამ ადამიანებს შეუძლიათ სხვებისგან ბრძანებებისა და სხვადასხვა ინსტრუქციების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა, მაგრამ თვითონ სხვისი ბრძანებების შესრულება არ უყვართ.  ისინი, სხვებისგან განსხვავებით, ხშირად ხვდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში, მათ ხშირად ადანაშაულებენ სხვადასხვა საქციელსა და შეცდომაში. მათ უნდა ისწავლონ საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლის სიყვარული. თავად უნდა გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მანამ, სანამ ამას სხვებისგან მოითხოვენ.

27 აგვისტოს დაბადებულები

27 აგვისტოს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, მძლავრი სასიცოცხლო ენერგიის მქონე, დამოუკიდებელი ადამიანები იბადებიან. თუმცა, ზედმეტი იმპულსურობა მათ ცხოვრებაში მოუტანს როგორც აღმაფრენებს, ისე ვარდნებს. 27 აგვისტოს დაბადებულები ცხოვრებისეულ გზაზე სხვადასხვა მოულოდნელობებსა და პრობლემებს აწყდებიან. თუ ამ პრობლემებს გადალახავენ, ცხოვრების ხელსაყრელ და წარმატებულ პირობებს შეიქმნიან. აქვთ რა განვითარებული ინტუიცია, ფინანსურ საქმეებში გაუმართლებთ. ასევე წარმატებები ელოდებათ პირად ცხოვრებაშიც.

ამ დღეს დაბადებულებს კეთილი გული აქვთ, ყოველთვის ისწრაფვიან სუსტების, დაზარალებულების, ღარიბების დასახმარებლად. თანაგრძნობა და გულმოწყალება მათ გარემოს გაუმჯობესებასა და უსამართლობის აღმოფხვრაზე ფიქრს აიძულებს. სწორედ ამიტომ ხშირად კანონიერებისთვის მებრძოლებად გვევლინებიან. გარშემომყოფების ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვის გამო ხშირად საყოველთაო სიყვარულით სარგებლობენ და მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ. თუმცა, არიან ქედმაღალი ადამიანები და დახმარებისთვის ჯილდოს არასდროს ითხოვენ, ყოველთვის ელოდებიან მადლიერების სიტყვებს და თუ ეს არ მოისმინეს, შესაძლოა, „შეფობის“ ინტერესიც დაკარგონ.

ამ დღეს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ოჯახსა თუ საზოგადოებაში მათ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. მათ პირადი წარმოდგენა აქვთ ცხოვრებაში ბევრ რამეზე; ფხიზლად უყურებენ რეალობას და ესმით, რომ ამ სამყაროში საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ. 27 აგვისტოს დაბადებულთაგან ერთი ნაწილი ცხოვრებას უძღვნის გარკვეულ მიზანსა და იდეას, ხოლო მეორე ნაწილი - პრაქტიკული ადამიანები არიან, რომლებიც რეალურ და მატერიალურ წარმატებაზე არიან ორიენტირებული.

27 აგვისტოს დაბადებულები ენთუზიაზმით მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თავს საზოგადოების გარეშე ვერ აღიქვამენ. აქტიური საქმიანობა მათ ეხმარება ავტორიტეტის მოპოვებაში, ეს ასევე ეხმარება ცხოვრების ზოგადი დონის ამაღლებაში. თუმცა, არცთუ ხშირად, ზედმეტი ინიციატივა და ძალაუფლების სურვილი ბევრი მოშურნის გაჩენას უწყობს ხელს. მათ უნდა გააცნობიერონ თავიანთი მჭიდრო კავშირი გარშემომყოფებთან და არ გადაიქცნენ ეგოისტებად.

ჯანმრთელობა

27 აგვისტოს დაბადებულები ხშირად უყურადღებოდ ექცევიან თავიანთ ჯანმრთელობას, ნაკლებად აინტერესებთ, თუ როგორ გამოიყურებიან. ბევრმა მათგანმა არ იცის ზომიერება მუშაობაში. მათი ჯანმრთელობისთვის კი აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, საკმარისი ძილი, დასვენება, სრულფასოვანი კვება. უნდა შეზღუდონ ალკოჰოლის მიღება, მით უფრო სტრესის დროს.

რჩევა:

მოიშორეთ ამპარტავნული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და იყავით მეტად მგრძნობიარე და ყურადღებიანი. თქვენი დახმარება სათანადოდ იქნება დაფასებული. ნუ შეიქმნით არარეალურ, ფიქტიურ იდეალებს, რომლებსაც თქვენი მსოფლაღქმისა და საკუთარი ფასეულობების შეზღუდვა შეუძლია.

749
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 24 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

16
(განახლებულია 12:24 22.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

24 სექტემბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები. ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, ხელმძღვანელების მხრიდან თანამშრომლებისთვის მადლობის გადახდა, წახალისება, ხოლო ქვეშევრდომებს შეუძლიათ მიმართონ თხოვნით ხელმძღვანელობას, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა, ახალი პარტნიორების ძებნა, უფრო ინდივიდუალურად მუშაობა, ვიდრე გუნდურად.

არარეკომენდებულია გაძლიერებული მუშაობა, რომელსაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

16
ხავსმოდებული ხე

24 სექტემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

7
(განახლებულია 10:19 22.09.2020)
გაეცანით 24 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.

24 სექტემბერს დაბადებულები

24 სექტემბერს დაბადებულები შემოქმედებითი ადამიანები არიან. თითოეულს თავისი უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ვიღაცას ფერწერა აინტერესებს, ვიღაცას - ცეკვა, მაგრამ ყველა არჩეულ სფეროში წარმატებას აღწევს. ამ ადამიანებისთვის ყველაზე მთავარია სრულყოფა. ისინი ხვეწენ ოსტატობას და მუდამ იმაღლებენ კვალიფიკაციას.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულებს უზადო გემოვნება გააჩნიათ. იციან სილამაზის ფასი. გარშემო ფუფუნებით გარემოს იქმნიან, თან სულაც არაა აუცილებელი, ეს ფუფუნება ძვირადღირებული იყოს.

24 სექტემბერს გულწრფელი, გამგები ადამიანები იბადებიან. მათთან ურთიერთობა ადვილია. ასეთი ადამიანები მარტონი, პრაქტიკულად, არასდროს არიან. არიან ინდივიდუალისტები და ენთუზიასტები, მომთმენნი. უყვართ საკუთარი თავის გაანალიზება, რაც ხშირად ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის. უყვართ მოგზაურობა და ხანდახან პროფესიასაც ისეთ ირჩევენ, რომელიც მოგზაურობასთან არის დაკავშირებული.

თუ მათი საქმიანობა მოგზაურობას არ უკავშირდება, შთაბეჭდილებების კომპენსირებას ჰობით ახდენენ. სამსახურში სრულიად სხვადასხვა ამოცანას ასრულებენ. არიან მშვენიერი ინჟინრები, ტექნოლოგები.

ხელქვეითის ამპლუაში არიან პასუხისმგებლიანი, საიმედო ადამიანები, ხელმძღვანელი კი - ტოლერანტული, სამართლიანი, ცოტა ნერვული. სამუშაოს იმდენ ენერგიას ახმარენ, რამდენიც მათთვის მოსახერხებელი და კომფორტულია.

ჯანმრთელობა

24 სექტემბერს დაბადებულები ხშირად საჭიროებენ ფსიქოლოგის დახმარებას, სწორედ ფსიქოლოგიური პრობლემები ქმნის მათთვის მთავარ საფრთხეს. ამ პრობლემებს კი ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავების სირთულე ქმნის. რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, მათ წაადგებათ სწორად გათვლილი რეჟიმი, დეტა ნატურალური პროდუქტებით და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

რჩევა:

თქვენი მთავარი მტერი დეპრესიაა. ნუ დაუტოვებთ მას რაიმე შანსს. ეცადეთ, სტაბილური ცხოვრება მოიწყოთ. დააფასეთ ისინი, ვინც თქვენ გაფასებთ. თამამად გამოიყენეთ საკუთარი ნიჭი.

7