მთვარის კალენდარი: 23 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 23 აგვისტო, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია.

არ ღირს რამე ახალი და გლობალური საქმის წამოწყება, სჯობს, ადრე დაწყებული და დაგეგმილი დაასრულოთ.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი დროა საქმიანი თანამშრომლობისთვის, რომელიც ურთიერთგაგებაზე იქნება დაფუძნებული. უარყოფითი მომენტი იქნება ის, რომ გართულდება გადაწყვეტილების მიღება.

ეს დღე მსუბუქი, ჰარმონიული და ბევრ რამეში დინამიკურიც იქნება. გაჩნდება საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი. იღბლიანი დღეა მნიშვნელოვანი განცხადების გასაკეთებლად, კარიეული წინსვლის, შემოსავლების გაზრდისა და ავტორიტეტის ამაღლებისთვის.

პირად ფრონტზე უპირატესად „უღრუბლო ამინდია“ მოსალოდნელი, მაგრამ თუ რამე უთანხმოება მოხდება, ასტროლოგები გირჩევენ, არ დააჩქაროთ მოვლენები და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

რეკომენდებულია სულიერებაზე ზრუნვა, შემოქმედებითი აქტიურობა, წარსული მოვლენების ანალიზი და მომავლის დაგეგმვა, გრძელვადიანი გარიგებების დადება, აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია, ნებისმიერი ცვლილება პირად ცხოვრებაში.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

არარეკომენდებულია პასუხისმგებლობის შიში, დიდ პროექტებზე უარის თქმა, ურთიერთობების გამორკვევა, მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, საკუთარი თავის ღრმა ანალიზი.

თმის შეჭრა, შეღებვა: მთვარე სასწორში ხელსაყრელი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: 23 აგვისტოს შეიძლება კომბოსტოს, პომიდვრის,  კიტრის, წიწაკის, გოგრის დათესვა–დარგვა. არაა რეკომენდებული ფესვიანი მცენარეების გამრავლება, ბალახის შეგროვება და ხეების დარგვა. შეიძლება სასუქის მიცემა, მორწყვა, მავნებლების განადგურება, ნიადაგის გაფხვიერება.

ყველა ახალი ამბავი
0