მთვარის კალენდარი: 22 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / Bluesnapნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

22 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია.

კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის, სადაც დიპლომატიურობაა საჭირო, თუმცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს – ადამიანებში, ერთი მხრივ, სტაბილურობის შეგრძნება ჩნდება და მეორე მხრივ, მერყეობის.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

მთვარე სასწორში ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს – ეს ჰარმონიული და წმინდა სიყვარულის დროა. ასეთ ურთიერთობებში ერთმანეთს ერწყმის  გულწრფელი გრძნობები და ურთიერთმოგება – ეს ჭეშმარიტი ქორწინების საფუძველია.

იზრდება მეორე ნახევართან შეხვედრის შანსები. ამ დღეს დაწყებული სიყვარული, თუ ორივე პარტნიორი გაუფრთხილდება მას, დიდი ხანი გაგრძელდება.

რეკომენდებულია დაწყებული საქმეების გაგრძელება, ფინანსური საქმეების ანალიზი და სუსტი ადგილების გამოსწორება, ახალი ინფორმაციის შეკრება და დამუშავება, ბიზნესის რაციონალიზაცია, წარმოების გაზრდა, სავაჭრო ოპერაციები, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში.

ყვავილნარი ნავში - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე აყოლა და ჩხუბსა და კონფლიქტში ჩართვა, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, ახალი საქმეების დაწყება, სავაჭრო ოპერაციები დღის მეორე ნახევარში.

მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დღეა.

თმის შეჭრა, შეღებვა: მთვარე სასწორში ხელსაყრელი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: შეიძლება მცენარეების გადარგვა, პიკირება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილების, კენკროვანი ბუჩქების დარგვა, მოსავლის აღება – ის კარგად შეინახება, ასევე მორწყვა, ბალახის გათიბვა.

ყველა ახალი ამბავი
0