21 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Sylaboროკის კონცხი
როკის კონცხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 21 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 აგვისტო

13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.

პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.

21 აგვისტოს დაბადებულები

21 აგვისტოს დაბადებულებს ურთიერთსაწინააღმდეგო და მედგარი ხასიათი აქვთ. ისინი ყველაფერში დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ; არიან დაბადებით ლიდერი და ნოვატორი ადამიანები. მათი პატივმოყვარეობა თვალშისაცემია, თუმცა, თავს შემოქმედებას ან სპორტულ კარიერას უფრო უძღვნიან. დგებიან კარგი ლიტერატორები, თეატრალები, პოლიტიკური მოღვაწეები, სამხედრო პირები, სპორტსმენები. თუ ისინი ბუნებისგან ბოძებულ ნიჭს სათანადოდ გამოიყენებენ, ცხოვრებაში უდიდეს წარმატებებს მიაღწევენ.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

21 აგვისტოს დაბადებულებს ფარული, დამალული ნატურა აქვთ. არ უყვართ ზედმეტი ყურადღება საზოგადოების მხრიდან და ცდილობენ, თავიანთ შინაგან სამყაროში არავინ შეუშვან. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ არ ღირს ადამიანების წინაშე მთლიანად გახსნა და გულის გადაშლა. მაგრამ ბედი მათ ხშირად სულ სხვა ცხოვრებას უმზადებს და ძალიან ხშირად, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევიან ხოლმე.

თუ 21 აგვისტოს დაბადებულებმა თავიანთ საქმეს არ მიხედეს და სხვა საქმით დაკავდნენ, უგულებელყვეს შემოქმედებითი ჟინი, თავს არაკომფორტულად გრძნობენ, ემატებათ არასაკმარისი თვითშეფასების გრძნობა; განმარტოების მცდელობები სასურველ შედეგს არ იძლევა. ამიტომ ამ ადამიანებისთვის აუცილებელია, იპოვონ თავიანთი ნიჭი და იმ საქმეს მიჰყონ ხელი, რომელიც შემოქმედებით ჟინს დაუკმაყოფილებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა ესაჭიროება ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ამ დღეს დაბადებულებისთვის არ არსებობს განსხვავება უფროსსა და ხელქვეითს შორის, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელსა და ღატაკს შორის. ისინი არ ანსხვავებენ ადამიანებს. მათთვის მთავარი მნიშვენლობა აქვს თავად ადამიანს, რა შეუძლია მას, რამდენად ფართოა მისი შინაგანი სამყარო. ისინი არასდროს ხდებიან სხვების აზრებზე დამოკიდებული.

ამ დღეს დაბადებულებს პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის უჭირთ, თუმცა შემხვედრ ნაბიჯზე წასვლის წინააღმდეგი არ არიან. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ამ ადამიანების გარეგნული გულგრილობის მიღმა ძალზე მგრძნობიარე ნატურა იმალება, მათ ყველას ნდობა არ შეუძლიათ.

ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...>>

ოჯახის შექმნა ამ ადამიანებისთვის ძალზე საპასუხისმგებლო ნაბიჯია. ისინი უფრთხიან შიშს, რომ სხვაზე დამოკიდებული გახდებიან. ძალიან აფასებენ თავისუფლებას და არ სურთ, შეზღუდული იყვნენ, თუნდაც, საყვარელი ადამიანის გამო. თუ პარტნიორი 21 აგვისტოს დაბადებულს საკმარის თავისუფლებას მისცემს, მათი კავშირი ხანგრძლივი და მტკიცე იქნება.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

21 აგვისოს დაბადებულებს, როგორც წესი, კარგი ჯანმრთელობა აქვთ. სკეპტიკურად უყურებენ არატრადიციულ მედიცინას, თვითმკურნალობას, ამიტომ ყოველთვის კომპეტენტურ ექიმებს მიმართავენ. მაგრამ ამ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ ჯანმრთელობას ძალიან წაადგება ხალხური საშუალებებით მკურნალობა.

რჩევა:

თუ იპოვით ბალანსს საზოგადოებრივ ტრადიციებსა და ოჯახურ ფასეულობებს შორის, ძალზე ბედნიერი ადამიანები იქნებით. იყავით მეტად გულგახსნილი და ხელს ნუ ჰკრავთ იმ ადამიანებს, რომელთაც თქვენი დახმარება სურთ. მეტად ენდეთ სხვებს. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, ამას, შესაძლოა, დეპრესია და სხვა უსიამოვნებები მოჰყვეს.

ყველა ახალი ამბავი
0