ქალი

მამაკაცები და ქალები ქალებზე, მამაკაცებზე, სიყვარულზე და არა მხოლოდ...

5749
(განახლებულია 14:44 20.08.2020)
წარმოგიდგენთ საინტერესო, ხუმრობით თუ ნახევრადხუმრობით ნათქვამ, სერიოზულ და „არასერიოზულ“ გამონათქვამებს, რომლებიც ქალების ხასიათს ნაწილობრივ მაინც ასახავს, თუმცა, ქალებს რას გაუგებ?!.

რას ამბობენ ცნობილი ადამიანები — მამაკაცები თუ ქალები ქალებზე, სიყვარულზე, ქორწინებაზე…

ფრედერიკ ბეგბედერის გამონათქვამი
ფრედერიკ ბეგბედერის გამონათქვამი

არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე — ჭაბუა ამირეჯიბი

მხოლოდ ქორწინებაში შეუძლია ქალს დატკბეს სხვა ადამიანის საზოგადოებით და ამავე დროს — სრული მარტოობის შეგრძნებით — ჰელენ როულენდი

ჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან...>>

ქალი წმინდანია, რომლის გამოც სხვები ცოდვილნი ხდებიან — მიგელ დე უნამუნო

დიახ, საოცარი ხალხია ეს ქალები. რეალობასთან მწყრალად არიან, სადღაც შორს, სულ მუდამ მიღმა ტრიალებს მათი გონება. ჰოდა, სწორედ ამიტომ სიკვდილი იმათთვის სულ უმნიშვნელო, რაღაც ერთი წამია. სულის გაყრის, ტკივილისა და დაღუპვის წინაშე ამჟღავნებენ ისეთ სიმამაცესა და მხნეობას, იმათთან შედარებით მტირალა ბიჭად გამოჩნდება სულით ხორცამდე სპარტელი მამრიც კი!!! — უილიამ ფოლკნერი 

მარლენ დიტრიხის გამონათქვამი
მარლენ დიტრიხის გამონათქვამი

ქალები ჩამორჩებიან ჭადრაკში კაცებს, რადგან არ შეუძლიათ ჭადრაკის დაფასთან ხუთი საათის განმავლობაში ჩუმად ჯდომა — პაულ კერესი

ვერ გამიგია, რისთვის სჭირდებათ ქალებს ამდენი ფული? ჭამით ცოტას ჭამენ, ცოტას სვამენ, ბანქოს არ თამაშობენ, ზომიერად ეწევიან და, თანაც, მეგობარი გოგონები არ ჰყავთ, რომლებიც უნდა არჩინონ — ჟაკ ტატი

ქალი ქორწინებამდე პროვოკატორია, ქორწინების შემდეგ...>>

ცოდვა ადამიანის შექმნილია, მაგრამ მას ღვთიური გემო აქვს — მეი უესტი

მამაკაცს თავისი ნებისყოფა აქვს, ქალს — თავისი საშუალება — ოლივერ უენდელ ჰოლმსი

თუ დუმილი ოქროა, მაშინ ყველა ქალს ძვირფასეულობა ეზიზღება — სტას იანკოვსკი

ლევან გოთუას გამონათქვამი
ლევან გოთუას გამონათქვამი

ყოველთვის ვამბობდი, რომ ქალი საშინელებათა კარგ ფილმს უნდა ჰგავდეს: რაც უფრო მეტი ადგილი რჩება წარმოსახვისთვის, მით უკეთესია — ალფრედ ჰიჩკოკი

არ ვიცი რატომ ითხოვენ ქალები ყველაფერ იმას, რაც მამაკაცებს აქვთ. ქალებს ხომ, ყველაფერთან ერთად, მამაკაცებიც ეკუთვნით — კოკო შანელი

ნამდვილ სიყვარულს წერტილები არა აქვს...>>

საბრალოა ქალი, რომელსაც სანანებელი არაფერი აქვს — ჟანა მორო

რაც უფრო მეტ წყალობას იღებს ქალი მამაკაცისთვის, მით უფრო მეტად უყვარს ქალს მამაკაცი და მით უფრო ნაკლებად — მამაკაცს ქალი — ჟან დე ლა ბრუიერი

ცრემლი ქალის ფარი და მახვილია — ჯორჯ ბაირონი 

დოროტი პარკერის გამონათქვამი
დოროტი პარკერის გამონათქვამი

ქორწინება ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს ჰგავს; ვინც შიგნითაა, იქიდან თავის დაღწევა უნდა, ხოლო ვინც გარეთაა — შიგნით შეჭრა — ერვე ბაზენი

თუ იცი რატომ გიყვარს, ესე იგი, არ გიყვარს — ბალზაკი

თუ გინდა მამაკაცის სიყვარული შეინარჩუნო, მას ცოლად არ უნდა გაჰყვე — კატრინ დენევი

ქალები ნებისმიერ რომანს აფუჭებენ, რადგან ცდილობენ ის უსასრულობამდე გაახანგრძლივონ — ოსკარ უაილდი

ქალები იტყუებიან, რათა საკუთარი გრძნობები დამალონ, კაცები — იმიტომ, რომ აჩვენონ გრძნობები, რომლებიც არა აქვთ — ანრი მონტერლანი

ქალებს ის უყვარდებათ, რაც ესმით, კაცებს — რასაც ხედავენ. ამიტომ ქალები იღებებიან, ხოლო კაცები — იტყუებიან — უიზ ხალიფა

პატიოსან ადამიანებს უყვართ ქალები, მატყუარები კი აღმერთებენ მათ — პიერ ბომარშე

ბრმა სიყვარული და გენიალური ოკულისტი – ოჯახური ცხოვრება>>

ცუდია, როცა ცოლმა კერძის მომზადება იცის, მაგრამ არ უნდა, უფრო ცუდია, როცა არ იცის, მაგრამ უნდა — რობერტ ფროსტი

მეთიუ არნოლდის გამონათქვამი
მეთიუ არნოლდის გამონათქვამი

ერთი ქალი ოც წელს ანდომებს იმას, რომ თავისი შვილისგან მამაკაცი დადგეს, ხოლო მეორეს ოცი წუთი სჭირდება იმისთვის, რომ ის ბავშვად აქციოს — რობერტ ფროსტი

მამაკაცი ითმენს ცოლქმრობას ქალისადმი სიყვარულის გამო… ქალი იტანს მამაკაცს ცოლქმრობის სიყვარულის გამო… — გაბრიელ ლაუბი

თითქმის ყველა ქალს სურს ერთგულება, სიძნელე მხოლოდ იმაშია, რომ იპოვო მამაკაცი, რომელსაც შეიძლება უერთგულო — მარლენ დიტრიხი

ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა! — ოტია იოსელიანი

ქალებს არაფერი უნდა აუხსნა, მათთან ყოველთვის უნდა იმოქმედო — რემარკი

ქალები მიუკარებელი არიან, სანამ არ მიეკარები — ჯეიმს ჯოისი

5749
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (62)
პეიზაჟი

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 21–27 სექტემბერი

25
(განახლებულია 22:47 19.09.2020)
სექტემბერიც მალე მიილევა. ასტროლოგები მოგვითხრობენ, როგორ იმოქმედებენ ღამის მანათობლები ამ პერიოდში და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ.

ამ კვირაში, სავარაუდოდ, ზოდიაქოს ბევრ ნიშანს ჩვეულებრივზე ნაკლები ძალა და მოტივაცია ექნება, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება. თითოეულ ნიშანს ძალისა და ენერგიის თავისი წყარო აქვს. ასტროლოგები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ჩვენი ფარული რეზერვები, რათა მანათობლების ნეგატიურ ზემოქმედებას გავუმკლავდეთ.

ვერძი

ვერძებს არცთუ მარტივი კვირა გელოდებათ, რადგან საქმე ბევრი გექნებათ და ხშირად მათი კონტროლი გაგიჭირდებათ. რაღაც მომენტებში შეიძლება დაიბნეთ კიდეც.

მოგიწევთ მოთმინებით აღჭურვა და ამასთან ფრთხილად მოქმედება. ასეთ რიტმში მუშაობა გიჭირთ, რადგან სწრაფად გინდათ წარმატების მიღწევა ყველაფერში, მაგრამ ახლა არ უნდა იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, არ უნდა თქვათ დაუფიქრებელი ფრაზები. ამან, შესაძლოა, თქვენი გეგმებიდან ყველაფერი გააცამტვეროს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ 23 და 24 სექტემბერს.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

კურო

კუროებს ტოქსიკურ ადამიანებთან გელოდებათ შეხვედრები, ასევე უსიამოვნებები სამსახურში ან საქმიანობაში. კარგი იქნება, თუ დროდადრო საკუთარ აურას გაასუფთავებთ. საუკეთესო ხერხია, არ „ჩაიციკლოთ“ უსიამოვნებებზე, რადგან ფიქრი ცუდ რამეებზე ცნობიერებას აბინძურებს და იღბალს დევნის. თუ შინაგანად მისცემთ თავს ბედნიერების უფლებას, ფორტუნაც არ დააყოვნებს.

კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღეები იქნება პარასკევი და უქმეები. ამ დღეებში ვარსკვლავები და პლანეტები სრულ ჰარმონიაში იქნებიან. შაბათ–კვირას გააკეთეთ ის, რაც მოგესურვებათ, ან სულაც არაფერი გააკეთოთ – ეს თქვენს ნება–სურვილზეა დამოკიდებული.

ტყუპი

სექტემბრის ბოლოს ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა და ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. მნიშვნელოვანი მომენტი იქნება მეტოქეებისა და კონკურენტების ფხიზლად შეფასება. არ ღირს არაკეთილმოსურნეების არასათანადოდ შეფასება – მათ შორის, შესაძლოა, ძალზე ეშმაკი ადამიანები აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, მნიშვნელობის მხრივ ის ფინანსურ სფეროს არ ჩამორჩება. მარტოხელა ტყუპებმა სიყვარულის მიზიდულობის ოქროს წესებს უნდა მისდიოთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, გამოიჩინეთ მის მიმართ მეტი ყურადღება და სიკეთე.

ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი>>

კირჩხიბი

კვირის პირველი ორი დღე ძალზე დაძაბული და რთული იქნება. თუნდაც არაფერი ცხოვრებისეული გაუგებრობა და უსიამოვნება არ გელოდებოდეთ, მაინც მოსალოდნელია, რომ დათრგუნული განწყობა და აპათია დაგეუფლოთ. ოთხშაბათს ვარსკვლავების განწყობა აღდგება და კვირის ბოლომდე პოზიტიური დარჩება.

ეს იქნება შესანიშნავი პერიოდი დასვენების, გარემოს გამოცვლის, მოგზაურობისა და შოპინგისთვის. შეგიძლიათ ფულის თამამად დახარჯვა გართობაზე, თვითგანათლებაზე. კვირის ბოლოს დიდი წარმატებები გელოდებათ სასიყვარულო სარბიელზე. მარტოხელებს სიყვარულის პოვნის დიდი შანსი გაქვთ – მოიმატებს თქვენი ქარიზმა. ვისაც ჰყავს პარტნიორი, ისინი ურთიერთობებში არსებული პრობლემებისა და უსიამოვნებების მოგვარებას შეძლებენ.


ლომი
გააკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით, იყავით ის, ვინც ხართ. ასტროლოგები გირჩევენ, არ შეასრულოთ სხვისი როლი იმისთვის, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელზე, ხელმძღვანელობაზე ან მეგობრებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ბევრად მნიშვნელოვანია, დარჩეთ პატიოსანი, გულღია და გაჭირვებაში ჩავარდნილი ახლობლის დახმარებისთვის მზადმყოფი. ასეთ ლომს გარშემომყოფები ნამდვილად დააფასებენ.

ფინანსურ სფეროში ხელსაყრელი პერიოდი გელოდებათ. იღბლიანი იქნება კვირა მომსახურების სფეროში მომუშავე ლომებისთვის. გაითვალისწინეთ გარშემომყოფი ადამიანების ინტერესები. კვირის ყველაზე პროდუქტიული დღეებია 23, 24 და 25 სექტემბერი.

რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ>>

ქალწული

21 სექტემბერს, სჯობს, სამუშაოზე თუ სახლში მოერიდოთ გაუგებრობებსა და პრობლემებს. ვარსკვლავები და პლანეტები მცირე დისონანსში იქნებიან, ამიტომ არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ცხელ გულზე. ეს შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.

არ ღირს იმის დანგრევა, რასაც უკვე მიაღწიეთ. არ იჩხუბოთ მეგობრებთან, არ გაწყვიტოთ საქმიანი ან სასიყვარულო ურთიერთობები. ეს ეხება არა მხოლოდ ორშაბათს, არამედ კვირის ნებისმიერ დღეს. სჯობს, მოიცადოთ, კარგად დაფიქრდეთ და ვნებები რომ ჩაცხრება, შემდეგ ობიექტურად შეაფასოთ არსებული ვითარება.

სასწორი

სასწორებს ამ კვირაში, შესაძლოა, ისეთი უარყოფითი გრძნობები მოგეძალოთ, როგორიცაა შური, ბრაზი, წყენა ან ეჭვიანობა. ახლა მთავარია, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ, გააანალიზოთ თითოეული აზრი და ნებისმიერი მოქმედება.

არა აქვს აზრი აჩქარებას. ვარსკვლავები და პლანეტები მშვიდი სასწორების მხარეს არიან, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება ორომტრიალის გარეშე შეუძლია. ეს ის დროა, როცა საჭიროა გარშემომყოფების, განსაკუთრებით ყველაზე ახლობელი ადამიანების რჩევების მოსმენა. ეს სასურველია მას მერეც, რაც ხელსაყრელი პერიოდი დადგება თქვენთვის – 25 სექტემბრიდან.

სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი>>

მორიელი

მორიელებისთვის ეს კვირა პოზიტიური და იღბლიანი იქნება, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები საკმაოდ ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან. შეგიძლიათ თქვენი კომფორტის ზონის დატოვება, ახალი საქმეების დაწყება, ახალი იდეების განვითარება ბიზნესში, ძვირადღირებული ნივთების შეძენა, მივლინებაში წასვლა.

სიყვარულში დიდი წარმატებები ელოდება თამამ და გაბედულ მორიელებს, რომლებიც მიჩვეული არ არიან ლოდინს. საჭიროა ადამიანების დამოუკიდებლად გაცნობა, სიმორცხვის ან მერყეობის დაძლევა. ეს ის დროა, როცა ინიციატივისა და სითამამის წყალობით ცხოვრების სიყვარული შეიძლება იპოვოთ. ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, მათთვის რეკომენდებულია ერთობლივი საქმიანობა.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები ორშაბათსა და შაბათს ცუდ განწყობაზე იქნებიან. მოგიწევთ შიშებთან, განგაშთან და აკვიატებულ აზრებთან ბრძოლა. დანარჩენ დღეებში ყველაფერი კარგად იქნება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კვირა დღე, რომელიც კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღე გახდება.

ამ დღეს შეგიძლიათ შეიცვალოთ გარემო, წახვიდეთ საყიდლებზე. იყავით გულღია ახლობლებთან, ესაუბრეთ მათ საკუთარ გრძნობებზე, გაუზიარეთ მათ თქვენი სამომავლო გეგმები. ისინი მიხვდებიან, რომ მათ ენდობიან და აფასებენ მათ აზრს.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

თხის რქა

თხის რქებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ სიყვარულსა და ურთიერთობებს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ 21–25 სექტემბერს ვარსკვლავები ძალზე აღმშენებლობითი იქნებიან და დაგეხმარებიან მეორე ნახევრის პოვნაში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უკეთესობისთვის განეწყოთ.

სამუშაო დღეებში ასევე სასურველია, მეტი ურთიერთობები გქონდეთ მეგობრებთან და ნათესავებთან. შეგიძლიათ მოიწვიოთ სტუმრები, მოაწყოთ მცირე ზეიმი–დღესასწაული. უქმეებზე ასტროლოგები გირჩევენ, საოჯახო საქმეებს მიხედოთ და დრო სიმშვიდეში გაატაროთ; არ იფიქროთ სამუშაოზე, პრობლემებზე და კვირის სასიამოვნო დღეები არ დაამძიმოთ.

მერწყული

მერწყულებმა ეს კვირა სულიერ განვითარებასა და ახალი ცხოვრებისეული მიზნების დასახვას უნდა მიუძღვნათ. არ ღირს ბრძნული რჩევების უგულებელყოფა. შეგიძლიათ იზრუნოთ თვითგანვითარებაზე, ცოდნის მიღებაზე, ასევე წაიკითხოთ წიგნი ან უყუროთ შემეცნებით გადაცემებს.

ვისაც ამ კვირის მსუბუქად და მოდუნებულად გატარება სურს, ისინი მომავალში, სავარაუდოდ, სირთულეებს წააწყდებიან. ყველაზე რთული დღეებია 22 და 23 სექტემბერი. სამშაბათსა და ოთხშაბათს აჯობებს, თუ არ გადაიღლებით და არ გექნებათ სხვების დახმარების იმედი. პარასკევსა და შაბათს ფორტუნა გაგიღიმებთ – ამ დღეებში შეიძლება ახალი საქმის დაწყება.

ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები>>

თევზები

ვარსკვლავები და პლანეტები შესანიშნავ განწყობაზე არიან, რაც თქვენს იღბალსა და მოტივაციაზე აისახება. ამ კვირაში შესაძლებელია ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულება. კარგი იქნება, თუ საკუთარ ძალებს ერთი მიზნის მიღწევისკენ მიმართავთ, რადგან სხვადასხვა მიზანზე გამოდევნება პროდუქტიულობაზე ნეგატიურად აისახება.

სიყვარულსა და ურთიერთობებში მნიშვნელოვანია, რომ ტყუილუბრალოდ კონფლიქტი არ დაიწყოთ. ასტროლოგები გირჩევენ, აპატიოთ გარშემომყოფებს. კვირის დასაწყისი ძალიან კარგი დროა მივლინებისთვის, ხოლო კვირის ბოლო – სახლის დასუფთავებისა და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის.

25
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 21 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

30
(განახლებულია 17:58 20.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

21 სექტემბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

ყველაფერი გამოგივათ, თუ შემოქმედებით აქტიურობას გამოავლენთ და მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ დაიშურებთ.

მორიელის დღე ძალზე ემოციურია, ადვილად ვლინდება გაღიზიანება, აგრესია, მოუთმენლობა, დეპრესიისადმი მიდრეკილება. ამ დროს, სჯობს, შეზღუდოთ კონტაქტები როგორც ხელმძღვანელობასთან, ისე საქმიან პარტნიორებთან.

მთვარე მორიელში ხელს უწყობს აზრების კონცენტრაციას და ამასთან ზრდის კრიტიკულობას. ეს საუკეთესო პერიოდია ყველაზე სარისკო და სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ამ დღეს არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, ახალი ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

რაც შეეხება ურთიერთობებს, ესაა ვნებებისა და არშიყის დრო. მთვარე მორიელში ხელს უწყობს მგზნებარე რომანების დაწყებას, ასევე, ის ურთიერთობებს მყარს საძირკველს უყრის.

მთვარე მორიელში თავის დაღს ასვამს ყველაფერს, მათ შორის ამ დროს დაწყებულ ურთიერთობებს. ეჭვიანობა, დაუსაბუთებელი წყენა თუ ბობოქარი აღტაცება – ეს და ბევრ სხვა რამ ახასიათებს ამ პერიოდს, თან ჭარბად.

რეკომენდებულია სესხის დაბრუნებამ დაწყებული საქმეების დასრულება, თქვენს კომპანიაში რამე სახცის კარდინალური ცვლილების დაწყება – ავეჯის გადაადგილებიდან დაწყებული, ბიზნესის კონცეფციის ცვლილებით დამთავრებული, ახალი ნაბიჯების გადადგმა საქმეების წარმოების მეთოდების შეცვლის ჩათვლით.

არარეკომენდებულია რამის დაკარგვა – ამიტომ სიფრთხილე გმართებთ, ფინანსური საქმიანობა – ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა სხვა დროისთვის გადადეთ, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელის დღეს კარგია თმის შეღებვა, მაგრამ არა მკვეთრად განსხვავებულ ფერში. შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. თმის შეჭრა უფრო უპრიანი იქნება სუსტი თმისთვის, რადგან ის გაძლიერდება და მტკიცე გახდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: შეიძლება სამკურნალო მცენარეების შეგროვება და გამოშრობა, პიკირება, გაზონების შეჭრა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, მოსავლის აღება.

არასასურველია ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, ხეების მოჭრა.

30