ადამიანის სილუეტი

პოზიტიური აგვისტო გრძელდება: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 17–23 აგვისტოს ასტროპროგნოზი

2597
(განახლებულია 10:32 17.08.2020)
ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის ეს კვირა საკმაოდ დადებითი იქნება. განსაკუთრებით სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი ფინანსურ საკითხებში

როგორი იქნება ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა ამ კვირაში ზოდიაქოს ნიშნებისთვის, როგორ იმოქმედებენ ისინი ადამიანებზე, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ და უსიამოვნებები ავიცილოთ  თავიდან – ყოველივე ამის შესახებ კვირის ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ

ვერძი

დიპლომატიურობის წყალობით ამ კვირაში მტრებზე და კონკურენტებზე დამაჯერებელ გამარჯვებას შეძლებთ. სიტუაციას თქვენ გააკონტროლებთ, იქნება სტაბილური ვითარება, რაც პროფესიულ არენაზე კარიერული ზრდის წინაპირობა გახდება – ეს იმ შემთხვევაში, თუ დაუფიქრებელ ნაბიჯს არ გადადგამთ. ფინანსებსა და ბიზნესში მნიშვნელოვანია, სწორად გაანაწილოთ პრიორიტეტები და ცაში ვარსკვლავებს არ შეეპოტინოთ – ამ პერიოდში გარისკვა ნამდვილად არ ღირს. გაითვალისწინეთ, რომ ამ კვირაში თქვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილურობა, მათ შორის, პირად ფრონტზეც.

ხელსაყრელი დღეებია 21, 22 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 20 აგვისტო.

ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნები>>

კურო

პლანეტები სასიამოვნო კვირას გპირდებიან. აღიარებული და დაფასებული იქნებით პროფესიულ და საზოგადოებრივ–სოციალურ სფეროში, ყველაზე მეტად კი – თქვენს საურთიერთობო წრეში. ბიზნესმენები და პროფესიონალები საუკეთესოდ გამოიყენებთ თქვენს პოტენციალს, მიაღწევთ კარიერულ წინსვლასა და შემოსავლების გაზრდას. გაზრდილი დადებითი ენერგია მრავალ ახალ შესაძლებლობას გახსნის თქვენ წინაშე.

ხელსაყრელი დღეებია 17, 21 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 19 აგვისტო.

ტყუპი

თქვენი ინტელექტი პლანეტების პოზიტიური გავლენის წყალობით საუკეთესო სახით წარმოჩინდება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ასევე არ არის გამორიცხული, რომ თქვენ წინაშე პრობლემა, უფრო სწორად, დილემა დადგეს – რომელი გზა აირჩიოთ მიზნის უსწრაფესად მისაღწევად. ნებისმიერ სარბიელზე, პირველ რიგში, საკუთარ გამოცდილებასა და სიტუაციის ანალიზის უნარს უნდა ენდოთ და შემდეგ – გარშემომყოფების რჩევებს. ამ პერიოდში შესაძლებელია კარიერის ცვლილება, თუმცა, არ მოუსმინოთ უცხო ადამიანების განსჯას ამ თემაზე. პირად ცხოვრებაში ყველაფერი ჰარმონიულად და სასიამოვნოდ განვითარდება.

ხელსაყრელი დღეებია 20, 23 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 17 აგვისტო.

როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები>>

კირჩხიბი

გიყვართ სახლში, „საკუთარ ნაჭუჭში“ ყოფნა; თუმცა, ამ კვირაში პლანეტები ახალი ენერგიით აგავსებენ, რომელიც ბევრ თქვენგანს კვლევებისა და მოგზაურობისკენ უბიძგებს. ეს მხოლოდ დაგეხმარებათ, უკეთესად გააცნობიეროთ მშობლიური კერის ფასი, გააძლიერებს ახლობლებისადმი გრძნობებს. შეძლებთ სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც გამორიცხავს გაუგებრობებს კოლეგების, პარტნიორებისა თუ ხელმძღვანელების მხრიდან. მოიმატებს იუმორის გრძნობა.

ხელსაყრელი დღეებია 19, 23 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 22 აგვისტო.

ლომი

ამ პლანეტაზე თქვენთვის ყველაფერი მშვენიერია. ციური სხეულები ფინანსური კუთხით დაგეხმარებიან. კომუნიკაბელურობა, მეტყველების დახვეწილი მანერა და ლიდერის თვისებები დაგეხმარებათ, რომ კოლეგებსა და ხელმძღვანელობაზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინოთ. ყველაფერი იოლად გამოგივათ სამუშაოზე, სწავლაში, ახალი გამოცდილების შეძენაში. სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ პირად ფრონტზეც.

ხელსაყრელი დღეებია 17, 22 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 18 აგვისტო.

ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით>>

ქალწული

გელოდებათ კაშკაშა და მრავალფეროვანი კვირა. განსაკუთრებით შესამჩნევად გამოვლინდება თქვენი საუკეთესო თვისებები. გამოიყენეთ ეს დრო პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის, მიაღწიეთ ახალ წარმატებებს. თქვენი ავტორიტეტი კოლეგებსა და პარტნიორებს შორის მხოლოდ გაიზრდება. კარგი დროა ფინანსების კუთხით, როდესაც შესაძლებელია თანხის მიღება მოულოდნელად და სასიამოვნო შენაძენი. გამტკიცდება კავშირი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან.

ხელსაყრელი დღეებია 19, 23 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 17 აგვისტო.

სასწორი

ამ კვირაში მოსალოდნელია მოულოდნელი ხარჯები და ფინანსური პრობლემა. ეცადეთ, გაუმკლავდეთ საკუთარ თუ სხვის ჭირვეულობას და ფინანსები გააკონტროლოთ. ეს კვირა ასევე გონებრივი დაძაბულობის პერიოდი იქნება, რომელიც პროფესიულ და ბიზნეს–საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული. სამუშაოზე ყურადღებას ნუ გადაიტანთ ისეთ რამეზე, რაც საქმეს არ ეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახული ამოცანების შესრულება გაგიჭირდებათ. არ მისცეთ ემოციებს თქვენს გონებაზე გამარჯვების საშუალება, რათა სტრესში არ ჩავარდეთ. თანაც, თქვენი ფინანსური დანაკარგებიო მალე კომპენსირებული იქნება. ასევე სასიამოვნო მოვლენები და ახლობლების სიყვარული გელოდებათ პირად ფრონტზე.

ხელსაყრელი დღეებია 17, 22 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 20 აგვისტო.

დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი>>

მორიელი

თქვენი თავდაჯერებულობა, ენთუზიაზმი და ენერგია ამ კვირაში მხოლოდ გაიზრდება, გამტკიცდება. ეს კი საშუალებას მოგცემთ, ახალ წარმატებებს მიაღწიოთ პროფესიულ, ფინანსურ და ბიზნეს–საქმიანობაში. შესაძლოა ისეთ წარმატებებსაც კი მიაღწიოთ, რაზეც ადრე არც კი გიოცნებიათ. ამასთან, პრობლემებია მოსალოდნელი პირად ფრონტზე. შესაძლოა, საჭირო გახდეს თქვენთვის უჩვეულო თვისებების გამომჟღავნება, რათა ოჯახში თუ ახლობელ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობები შეინარჩუნოთ. თავი აარიდეთ ნებისმიერ კონფლიქტს, კამათს. სჯობს, გაჩუმდეთ, ვიდრე რამე ზედმეტი თქვათ, თუნდაც მართალი გეგონოთ თავი.

ხელსაყრელი დღეებია 19, 20 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 23 აგვისტო.

მშვილდოსანი

ბუნებრივად მტკიცე ხართ სხვადასხვა მოულოდნელობისა და სირთულეების წინაშე და ეს თვისება ამ კვირაში ბევრ თქვენგანს გამოადგება. პროფესიულ და ბიზნეს–საქმიანობაში, დიდი ალბათობით, გაიზრდება დატვირთვა, ახალი რთული საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს არა მხოლოდ დიდ დაძაბვას, არამედ დიდ სიფრთხილესაც. ამასთან, არ უნდა დაივიწყოთ საკუთარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებაც. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შრომა შესანიშნავ მორალურ და მატერიალურ დივიდენდებს მოიტანს. ამასთან, გვერდში დაგიდგებიან და სიყვარულით აგავსებენ ახლობელი ადამიანები.

ხელსაყრელი დღეებია 18, 21 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 17 აგვისტო.

ვის როგორ უმართლებს სიყვარულში>>

თხის რქა

ეს კვირა, პლანეტების დადებითი გავლენის წყალობით, დიდ წარმატებებსა და იღბალს გპირდებათ. გადაწყდება ის პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას გიკარგავდათ, თქვენ წინაშე გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, რათა განახორციელოთ ყველაზე თამამი იდეები და გეგმები. თქვენი აზროვნება მკაფიო და ნათელი იქნება, რაც პროფესიულ და ფინანსურ ფრონტზე საუკეთესო შედეგებს მოგცემთ. თქვენს მიღწევებს მაღალ შეფასებებს მისცემენ კოლეგები, ნათესავები, პარტნიორები, გაჩნდება ახალი პერსპექტივები. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია პროფესიული და პირადი სფეროების დაბალანსება – არ დაივიწყოთ ოჯახის წევრების ინტერესები.

ხელსაყრელი დღეებია 19, 21 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 23 აგვისტო.

მერწყული

ეს კვირა თქვენთვის არცთუ მარტივი, მაგრამ ძალზე ნაყოფიერი იქნება. სჯობს, შეადგინოთ მთელი კვირის განრიგი, რომ რამე მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეთ და ყველა დასახულ ამოცანას გაუმკლავდეთ, ამასთან, ბალანსი დაიცვათ მუშაობასა და დასვენებას შორის, რომ სტრესს აარიდოთ თავი. ამასთან, არ დაივიწყოთ, რომ აჩქარებასა და ყველაფრის ერთდროულად და სწრაფად გაკეთების სურვილს ცუდი შედეგების მოტანა შეუძლია. ამიტომ სჯობს, ამოცანები თანამიმდევრულად გააკეთოთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიიღებთ შთამბეჭდავ შედეგებს. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი დაკავებულობის გამო ის არ უნდა დაზარალდეს.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

თევზები

დიდი წარმატებები გელოდებათ პროფესიულ ფრონტზე, სწავლაში, ფინანსებსა და ბიზნესში, მაგრამ ასეთივე კაშკაშა არ იქნება პირადი ცხოვრება. უნდა გააკონტროლოთ ეგოცენტრული მიდრეკილებები, რათა ურთიერთობების ჰარმონია არ დაირღვეს. რაც შეეხება სამუშაოს, ენერგიასთან და შრომისმოყვარეობასთან ერთად სიფრთხილეც დაგჭირდებათ, რადგან თქვენი ყველა კოლეგა არ იზიარებს თქვენს ინტერესებს. მგრძნობიარე ნატურა ხართ, ამიტომ მათ სიტყვებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.

ხელსაყრელი დღეებია 20, 23 აგვისტო, ნაკლებად ხელსაყრელი – 17 აგვისტო.

2597
პატარა ბავშვის კვების პროცესი

შეიძლება თუ არა ჩვილის საკვების შენახვა, როცა დედა ახალი სადილის მომზადებას ვერ ასწრებს

36
(განახლებულია 17:50 23.09.2020)
ასეც ხდება ხოლმე - დილაუთენია ადგები, პატარას აჭმევ და სამსახურში წასვლამდე სამზარეულოში ფუსფუსს იწყებ. ჩვილს სადილი ხომ უნდა დაუტოვო, რომ მომვლელმა შუადღეს კარგად დაანაყროს შენს დაბრუნდებამდე.

დატვირთული დღის განრიგი გაქვს, ამიტომ ფიქრობ, რამდენ ხანს და როგორ შეინახო საკვები მაცივარში, ყოველ ცისმარე დღეს პატარას სადილი რომ არ უკეთო. ამ საკითხზე პედიატრი და ბლოგერი თამარ ობგაიძე დედებს საინტერესო რჩევებს უზიარებს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

გაინტერესებს როგორ უნდა მოიქცე მაშინ, თუ ყოველდღე ახალი სადილის მომზადებას ვერ ასწრებ? რა თქმა უნდა პირველ რიგში უპირატესობა  უშუალოდ კვების წინ მომზადებულ საკვებს ენიჭება, რომელსაც მაშინვე აჭმევ პატარას. ახალი მომზადებული საკვები ხომ გაცილებით გემრიელიცაა და უსაფრთხოც.

მზა სადილი გაყინვის გარეშე მხოლოდ იმ დღეს ან მაქსიმუმ შემდეგ დღეს შეგიძლია გამოიყენო. აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო გვირჩევს, შენახვის მხოლოდ ამ მოკლე ვადას, რადგან ბაქტერიები სწრაფად იზრდება. ამიტომ შენახვისას ტემპერატურა +4-4,5 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს.

თუ კვებისას პატარა არ ამთავრებს სრულ ულუფას, დატოვებული საკვები მაცივარში აღარ შეინახო. ის აუცილებლად უნდა გადააგდო, რათა გამორიცხო ბაქტერიული დაბინძურება.

მოსამზადებლად ყოველთვის დეტალურად უნდა შეარჩიო ახალი, დაუზიანებელი პროდუქტი და კარგად გარეცხო. ამისათვის მხოლოდ წყლის გადავლებას ნუ ენდობი, ხილ-ბოსტნეულის გასასუფთავებლად სჯობს სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ჯაგრისი გამოიყენო.

საკვების მომზდების წინ კიდევ ერთხელ გარეცხე საჭრელი დაფები, რომელიც არ უნდა იყოს ფოროვანი. ამ ფორებში ადვილად იბუდებენ და იმალებიან ბაქტერიები.

თუ საკვების შენახვა გადაწყვიტე, მომზადებული პროდუქტები დაბლენდერების შემდეგ მოათავსე წინასწარ საპნით კარგად გარეცხილ ყინულის მოსამზადებელ ჭურჭელში, რაც საშუალებას მოგცემს საკვები კუბებად გაყინო და საჭიროებისას ის ულუფა აიღო, რამდენიც გჭირდება.

ჭურჭელს გადააფარე პოლიეთილენის თხელი გარსი, რომელიც საკვები პროდუქტებისათვისაა განკუთვნილი, შემდეგ კი ფოლგა შემოახვიე და საყინულეში მოათავსე.

როგორც კი საკვების ულუფები გაიყინება, გადმოიღე პლასტმასის სუფთა ჭურჭელში ან პაკეტში და შეინახე საყინულეში -17 -18 გრადუსზე. პაკეტს აუცილებლად დაურთე გაყინვის თარიღის ამსახველი სტიკერი.

ამ წესით გაყინული პიურე მაქსიმუმ 2 თვე შეგიძლია შეინახო.

და, ბოლოს, საკვების შესანახად ყოველთვის გამოიყენე მაღალი ხარისხის პლასტმასის ნაწარმი, რომელიც არ შეიცავს ბისფენოლს. მავნე პლასტმასის აღმნიშვნელად გამოიყენება ციფრი 7, რაც დატანილი უნდა იყოს პლასტამსის ჭურჭელის ძირზე.

ჯანმრთელობას გისურვებ!

36
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ზურაბ ვადაჭკორია

ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში

93
(განახლებულია 19:14 23.09.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ პოლონეთში მცხოვრები დიზაინერის ზურაბ ვადაჭკორიას საქმიანობასა და ცხოვრებას გაგაცნობთ.

უკვე 14 წელია პოლონეთში ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე ბევრის გადატანა მოუწია, თუმცა საკუთარი შრომისმოყვარეობის, ნიჭისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით პოლონელების ნდობა ადვილად დაიმსახურა. თავიდან ორიგინალური ფორმის შანდლების დამზადება დაიწყო და მისი შეძენის მსურველებიც მალე გამოუჩნდნენ.

დღეს პოლონელები უკვე საკუთარი სახლის დიზაინსა და ინტერიერის მოწყობას ანდობენ. ვარშავის უნივერსიტეტში ერთ საპასუხისმგებლო შეკვეთას კარგად გაართვა თავი და ადგილობრივი თეატრიდან შემოთავაზებაც მიიღო. პანდემიის დღეებში, სახლში ყოფნის დროს მან პოლონეთში ჩასულ ბევრ ქართველს გაუწოდა დახმარების ხელი, სრულიად უანგაროდ... დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- ბატონო ზურაბ, როგორი იყო თქვენი თბილისური ცხოვრება, რას საქმიანობდით სამშობლოში?

- თბილისელი ვარ, მთაწმინდის უბანში ვცხოვრობდი. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი და ჩხირკედელაობა მიყვარდა. იქიდან მოყოლებული თავდაჯერებული ვარ, რადგან რასაც ხელს მოვკიდებდი, ყველაფერი კარგად გამომდიოდა. თავიდან გრიბოედოვის თეატრში ვმუშაობდი დეკორატორად, შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში „თავისუფალ თეატრში“ სხვადასხვა სახის სამუშაოებს ვასრულებდი. ზარმაცი არასოდეს ვყოფილვარ, შრომა ბავშვობიდანვე მიყვარს და 16 წლიდან მოყოლებული სულ ვშრომობ. ინტერესი და საქმის კეთების სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, საქმე ისე ვერ აეწყო, როგორც მინდოდა, ამიტომ იძულებული გავხდი ქვეყანა დამეტოვებინა და უცხოეთში ჩამოვსულიყავი.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- პოლონეთში რომელ წელს ჩახვედით და ვინ იყო ის ადამიანი, ვინც პირველმა გამოგიწოდათ დახმარების ხელი?

- ვარშავაში 2006 წლიდან ვარ, ანუ უკვე 14 წელი. ოჯახსაც აქ მოვეკიდე: მყავს პოლონელი მეუღლე და ორი ვაჟი. პირველი ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში გვერდში დამიდგა, პოლონელი პაველ ფიალკოვსკი იყო. ეს კაცი ყველაფერში მეხმარებოდა, მე ჯერ ავტომობილების ზეთების ვაჭრობაში დავსაქმდი, შემდეგ ხელნაკეთ ნივთებს მივუბრუნდი. საცდელად რკინის მასალისგან შანდლების გაკეთება დავიწყე. მათ სპეციალური ტექნიკური დანადგარების მეშვეობით ვამზადებდი. მალე დავინახე, რომ ჩემი ნახელავი ადგილობრივებს ძალიან მოსწონდათ. მათი ყიდვის მსურველი, ჩემდა გასაოცრად, ბევრი აღმოჩნდა.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- ვიცი, რომ სხვა სახის სამუშაოებსაც ასრულებდით, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი შეკვეთა იყო?

- ერთხელ შემთხვევით გავიცანი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი მარეკ მილერი (Marek Miller), რომელსაც ჩემი ნახელავი ძალიან მოეწონა და წინადადება შემომთავაზა ერთი სერიოზული შეკვეთა შემესრულებინა. პოლონეთის უნივერსიტეტი, თურმე, ორი წელია ეძებდა მხატვარ-დეკორატორს, რომელიც ერთ საპასუხისმგებლო სამუშაოს კარგად გაართმევდა თავს. საქმე ისაა, რომ ვარშავის უნივერსიტეტის შენობაში ერთი ძველი, ისტორიული ნაკეთობა – თაბაშირისგან დამზადებული ორი არწივის ფიგურაა, რომელთა ქვემოთ უნდა გაკეთებულიყო წარწერა Między orłami („არწივებს შორის“), დაფაზე კი ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებებისა და წარჩინებული სტუდენტების ფოტოები იქნებოდა გამოფენილი.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი

- თქვენამდე რატომ ვერ შეძლეს, ამ საქმის სირთულე რაში მდგომარეობდა?

- ადრე მცდელობა ჰქონდათ, რომ თაბაშირის მასალაზე წარწერა თითბერისა და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ასოებით გაეკეთებინათ, მაგრამ მცდელობა ყოველ ჯერზე მარცხით მთავრდებოდა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს თითოეული ასო თაბაშირისგან დავამზადე და თან ასოებზეც არწივის ფრთები დავატანე. ასეთი წარწერა არწივის გამოსახულებას ჰარმონიულად შეერწყა, შთამბეჭდავი გამოვიდა და უნივერსიტეტში ყველას მოეწონა. მითხრეს, ეს სწორედ ის არის, რაც გვინდოდაო.

ზურაბ ვადაჭკორიას თაბაშირის ასოებისგან გაკეთებული წარწერა ვარშავის უნივერსიტეტში
ზურაბ ვადაჭკორიას თაბაშირის ასოებისგან გაკეთებული წარწერა ვარშავის უნივერსიტეტში

- ამ უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა თუ იციან ამ ფაქტის შესახებ?

- არ ვიცი, მაგრამ დამპირდნენ, ნამუშევარს აუცილებლად მიაწერდნენ, რომ წარწერა მხატვრულად ქართველმა ზურაბ ვადაჭკორიამ გააკეთა. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენს შრომას ასეთ მაღალ შეფასებას აძლევენ.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ სხვა სერიოზული შემოთავაზებაც გაჩნდებოდა...

- ასეც იყო, ამავე პროფესორმა რეკომენდაცია გამიწია და გამაცნო პოლონეთში არსებული კერძო თეატრის „რეპორტაჟების ლაბორატორიის“ მფლობელი, რომელმაც დეკორატორად მუშაობა შემომთავაზა. მაგრამ ანაზღაურებამ არ დამაკმაყოფილა და უარი ვუთხარი. თან როგორც სპეციალისტს, უფრო მეტი განვითარების სურვილი მქონდა, თეატრში კი ეს ვერ მოხერხდებოდა. მერე 3D პროგრამაში მუშაობა ავითვისე, ავეჯისა და ბინების შიდა ინტერიერის დაპროექტება დავიწყე და მათ დიზაინზეც ვმუშაობდი.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი

- ვინ არიან თქვენი შემკვეთები?

- ჩემი შემკვეთები გამოჩეული ხალხია, მათ შორის პოლონეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები იყვნენ. პოლონეთის პარლამენტის წევრს ოფისი დავუპროექტე და მის დიზაინზეც ვიზრუნე. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ხარისხიანად ვმუშაობ და ამიტომ ბევრ მნიშვნელოვან შეკვეთას სწორედ მე მანდობენ, რაც ძალიან მახარებს და მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდლები
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდლები

- ყველა საქმეში, პროფესიონალიზმის გარდა, პიროვნული თვისებებიც ფასდება...

- ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ შეკვეთის ხარისხიანად შესრულების გარდა, რაღა თქმა უნდა, აქ სპეციალისტის წესიერებასაც აქცევენ ყურადღებას. პოლონელები საიმედო პარტნიორები არიან, არ მახსენდება შემთხვევა, რომ მათ რაიმე საქმეში მოვეტყუებინე ან გავეწბილებინე, განსხვავებით ქართველებისგან, რომლებთან ურთიერთობასაც უკვე თავს ვარიდებ. ძალიან მწყინს, ამას როცა ვამბობ, და ეს ჩემს თავმოყვარეობაზეც მოქმედებს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია და ამას ჯერჯერობით ვერ გავექეცი...

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- ეტყობა, ძალიან მწარე გამოცდილება გაქვთ...

- არ მინდა იმ კომპანიის დასახელება, ზოგადად ვიტყვი, რომ ვარშავაში ქართული ღვინის მწარმოებელი ერთი კომპანიიდან დამიკავშირდა პიროვნება, რომელსაც სახლი თავიდან ბოლომდე დავუპროექტე, სამუშაოს შესასრულებლად ადგილობრივი ხელოსნები ხელშეკრულებით ავიყვანე. მუშაობის დროს ერთმა მათგანმა თავისი სამუშაო ცუდად შეასრულა. მე ბოდიშის მოხდის შემდეგ მისი ხარვეზი მალევე გამოვასწორე. თუმცა იმ ადამიანმა ამ შემთხვევით ბოროტად ისარგებლა, რადგან ამის მერე არც სახლში შემიშვეს და დაპირებული თანხაც არ გადამიხადეს... იძულებული გავხდი, რომ დაქირავებული პოლონელი ხელოსნებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება საკუთარი ჯიბიდან გადამეხადა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ქართველებთან საქმეს აღარ დავიჭერდი...

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- როგორც ვიცი, ეს გადაწყვეტილება ვერ შეასრულეთ, უფრო მეტიც, კოვიდის პერიოდში, როდესაც სამშენებლო სამუშაოები ყველგან და, მათ შორის, პოლონეთშიც გაჩერდა, ქართველ ემიგრანტებს, თურმე, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდით...

- რა ვიცი, გულმა მაინც ვერ გამიძლო... როცა სხვებთან ერთად მეც სახლში გამოვიკეტე, სოციალურ ქსელებში პოლონეთში ჩამოსული ქართველების პოსტებს ვკითხულობდი, სადაც ისინი დახმარებას ითხოვდნენ. მერე მათ ვუკავშირდებოდი, პირადად ვხვდებოდი და ვაკვალიანებდი... ამაზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან უხერხულია, მაგრამ რადგან მკითხეთ, გიპასუხეთ.

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- თავად თუ გაქვთ საქართველოში საკუთარი დიზაინით დაპროექტებული ლამაზი სახლი?

- საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. როდესაც 2012 წელს თბილისში ჩამოვედი, უზენაესი სასამართლოს გვერდით, ზუბალაშვილების ქუჩაზე არსებული საკუთარი სახლი დავანგრიე და თავიდან ბოლომდე ჩემი დიზაინით დავაპროექტე და ავაშენე. ეს არის სახლი, რომელსაც ხშირად წარმოვიდგენდი ოცნებაში, ახლა ის ჩემს მშობლიურ ქალაქშია და როცა ჩამოვდივარ, იქ ყოფნით ბედნიერი ვარ... დიდი სურვილი მაქვს, რომ აქ დავრჩე, მაგრამ რეალობა სხვანაირია. სამწუხაროდ, უცხო ქვეყანაში უფრო დიდი ასპარეზია. პოლონეთში საქართველოსა და მეგობრების დიდი ნოსტალგია მაქვს, მენატრება ჩემი ქალაქი, მისი ქუჩები. ალბათ ის დროც მოვა, როცა ოჯახთან ერთად აქ სამუდამოდ დავბრუნდები და ჩემ აშენებულ სახლში ბედნიერად ვიცხოვრებ...

 

93
თემები:
ქართველები უცხოეთში
საარჩევნო პლაკატები აღმაშენებლის გამზირზე

შეადარე პარტიები და გააკეთე არჩევანი: ამომრჩევლებისთვის აპლიკაცია ამუშავდა

0
(განახლებულია 19:54 23.09.2020)
სოციალური გამოკითხვებით, საქართველოში ამომრჩევლების დიდ ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას მისცეს ხმა

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ამუშავდა აპლიკაცია სახელწოდებით „საარჩევნო კომპასი - საქართველო“, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველს დაეხმარება პარტიების პოზიციები სხვადასხვა საკითხზე შეადაროს.

„წავალ, მაგრამ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას...“: დავუჯეროთ თუ არა გამოკითხვებს არჩევნების წინ >>

აპლიკაციის და ვებგვერდ Partiebi.Ge-ს პრეზენტაცია ოთხშაბათს გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების ლიდერები და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ახალი აპლიკაცია - ეს არის უპარტიო, ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციების შესახებ და ეხმარება ამომრჩეველს გაერკვეს, რომელიც პოლიტიკური პარტიის შეხედულებები არის მისთვის მისაღები.

აპლიკაცია ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. პროექტი განახორციელეს CRRC Georgia-ს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევარებმა აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID), გერმანული პოლიტიკური ფონდების და ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით.

რაც შეეხება ვებგვერდ www.partiebi.ge-ს, ეს პროექტი განახორციელა აღმოსავლეთ ევროპული მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD), რომელიც 2012 წლიდან აქვეყნებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე საქართველოს პოლიტიკური პარტიების შეხედულებებს. პროექტს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

საქართველოში საპარლამენტო პარტიები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია 58 პარტია და ორი ბლოკი.

0
თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები