ფშავი

17 აგვისტოს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

265
(განახლებულია 09:58 17.08.2020)
გაეცანით 17 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 აგვისტო

13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.

ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.

პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.

17 აგვისტოს დაბადებულები

17 აგვისტოს შრომისმოყვარე, მოკრძალებული, რბილი ხასიათის ადამიანები იბადებიან. თუ სირთულეებთან ბრძოლას ისწავლიან, ბედნიერებას ჰპოვებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები, მერყეობა ახასიათებთ. ამის გამო უამრავ შესანიშნავ შესაძლებლობას კარგავენ. თუ არ გაითვალისწინებენ, რომ საჭიროა თავდაჯერებულობა, პასუხისმგებლობის აღება აუცილებელ მომენტებში, გაუშვებენ წარმატების შანსს და მთელი ცხოვრება მძიმე და უმადური მუშაობა მოუწევთ.

17 აგვისტოს დაბადებულებს ძალზე იმპულსური და ფეთქებადი ხასიათი აქვთ. უყვართ ხელმძღვანელობა და იმდენად არიან მიჩვეული ბრძანებების გაცემას თუნდაც სულ უმნიშვნელო დეტალებზე, რომ ძალზე ნეგატიურად აღიქვამენ ნებისმიერ უარს შესრულებაზე გარშემომყოფების მხრიდან, თან მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ეს - ოჯახის წევრი, კოლეგა თუ მეგობარი.

17 აგვისტოს დაბადებულების ტოტალური რეჟიმისგან, ბუნებრივია, ადამიანები იღლებიან და შეიძლება ნამდვილი ამბოხი მოუწყონ მათ, ამან კი ეს ადამიანები შეიძლება ნამდვილ ნერვულ შეტევამდე მიიყვანოს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ეს ადამიანები ხშირად მაინც მშვიდი და მარტოობისკენ მიდრეკილი ჩანან. ასევე ხშირად გრძნობენ, რომ საჭიროა საკუთარი პირადი ცხოვრების დაცვა და უცხო ცნობისმოყვარე თვალისგან.

როდესაც საქმე საზოგადოებრივ ღონისძიებებსა და სამუშაოს არ ეხება, მათ სიმშვიდეში ყოფნა ურჩევნიათ. უყვართ, როდესაც გრძნობენ, რომ ადამიანებს მოსწონთ მათთან ურთიერთობები და აღიარებენ მათ შარმს. ამ ადამიანებს უყვართ კამათი და თუნდაც მართალი არ იყვნენ, მაინც განაგრძობენ საკუთარი აზრის დაცვას.

ამ დღეს დაბადებულები შეიძლება ნანობდნენ და იტანჯებოდნენ თავიანთი ზედმეტი გაცხარების გამო, მაგრამ არასდროს სთხოვენ პატიებას მას, ვინც მათი იმპულსურობის ნებსითი თუ უნებლიე მსხვერპლი გახდა. მათი ასეთი იმპულსურობის მიზეზი, შესაძლოა, არასრულფასოვნების კომპლექსია, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში უყალიბდებათ.

თუ ეს ადამიანები შეძლებენ ემოციების გაკონტროლებას, შეძლებენ თავიანთი მრავალმხრივი ნიჭის გამოყენებას.

ჯანმრთელობა

17 აგვისტოს დაბადებულების ჯანმრთელობისთვის მთავარ საფრთხეს დათრგუნული აგრესია და მის შედეგად წარმოქმნილი დაავადებები წარმოადგენს. ამ ადამიანებმა სწორედ აგრესიის, ფეთქებადი ხასიათის მართვა უნდა ისწავლონ. დეპრესიის პირველივე ნიშნების გაჩენისას სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინონ ამაზე. ამ შემთხვევაში მედიკამენტებით მკურნალობა რეკომენდებული არ არის.

რჩევა:

ეცადეთ, შეიცნოთ თქვენი თავი, თქვენი ცხოვრება; ხანდახან დააკვირდით თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ზოგიერთ მომენტს. შეხედეთ ცხოვრებას მარტივად და ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ ნეგატიურ მოვლენებზე.

265
ნანა ხაჩიძე და ვინსენტ დელანოე

ვარსკვლავი N 282 საფრანგეთში - გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისთვის

260
(განახლებულია 21:05 22.09.2020)
„თქვენი მეუღლის სურვილით გიორგი შაქარაშვილის ვარსკვლავი მოიხატება და ის N282 იქნება“- ასეთი შინაარსის წერილი მიიღო  ბატონმა ვინსენტ დელანოემ ქალაქ პონტმანში (pontmain) არსებული წმინდა მარიამის სახელობის ტაძრიდან...

მასალის დასაწყისშივე გეტყვით, რომ ამ ფაქტს სიმბოლური, ადამიანური დატვირთვა აქვს. ბატონი დელანოე, რომელიც საფრანგეთის მთავრობის წევრია, 2012 წელს, საქართველოში, მართლმადიდებლად მოინათლა. მისი მეუღლე ქართველი, პროფესიით ბაქტერიოლოგი ნანა ხაჩიძე გახლავთ. ამ ბატონსა და მის სიყვარულზე საქართველოსა და ქართველების მიმართ ადრეც დავწერეთ.

ხსოვნის ვარსკვლავებით მოხატული ტაძრის ჭერი
ხსოვნის ვარსკვლავებით მოხატული ტაძრის ჭერი

ამჯერად, მისი მეუღლის ერთ ინიციატივაზე მოგახსენებთ. იმასაც გეტყვით, რომ ისინი საქართველოში ყოველ წელს ჩამოდიან და მიუხედავად კორონა ონფექციის საშიშროებისა, გამონაკლისი არც ეს წელი ყოფილა...

ნანა ხაჩიძე წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის წინ
ნანა ხაჩიძე წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის წინ

- ქალბატონო ნანა, მოგვიყევით ამ ამბის შესახებ...

- მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის გულისყურით ვადევნებთ ხოლმე თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, არც ერთი  მნიშვნელოვანი ფაქტი არ გვინდა, რომ გამოგვრჩეს. ბუნებრივია, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავმა ჩვენც სულით ხორცამდე შეგვძრა. იმედი მაქვს, რომ გამოძიება გამოავლენს დამნაშავეებს და ისინი საკადრისად დაისჯებიან. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ერთ დღეს ჩავედით ქალაქ პონტმანში, რომელიც ჩემი მეუღლის სამუშაო რეგიონში შედის. მაშინ მან ამ ქალაქთან დაკავშირებული ერთი პატარა ისტორია გაიხსენა. ეს იდეაც ამის მერე გამიჩნდა...

ნანა ხაჩიძე
ნანა ხაჩიძე

- კონკრეტულად რა ისტორიაზე საუბარი?

- ადგილობრივების გადმოცემის თანახმად, 1871 წელს, ამ ქალაქში არსებული სამლოცველოდან გამოსულ ბავშვებს, თურმე, წმინდა მარიამი გამოეცხადათ. ასეთივე ხილვა ჰქონიათ მსოფლიოს კიდევ ორ სხვა ქვეყანაში მყოფ ბავშვებსაც. ერთ დღესაც ჩემი მეუღლის და ფრანგი მხატვრის, რეჯის პერეს (REGIS PERRAY) ინიციატივით გადაწყდა, რომ აქ არსებულ ტაძარში, რაიმე შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის სახელზე, სიმბოლურად მოხატულ ცაზე, ვარსკვლავი მიახატონ. აქ უკვე ბევრი ასეთი ვარსკვლავია, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ იქ ჩვენი შაქარას ვარსკვლავიც ყოფილიყო...

მარიამის გამოცხადებაზე შექმნილი ფრანგული ილუსტრაცია
მარიამის გამოცხადებაზე შექმნილი ფრანგული ილუსტრაცია

- ამისთვის რა იყო საჭირო, რაიმე პროცედურაა გასავლელი?

- მეუღლემ ჩემი სურვილის შესახებ აცნობა შესაბამის პირებს და დადებითი პასუხიც მოგვივიდა. წერილში ეწერა, რომ გიორგი შაქარაშვილის ვარსკვლავი N 282 იქნება. ამ ამბავს სიმბოლური დატვირთვა აქვს და რელიგიური რიტუალი არ არის. მე და ჩემს მეუღლეს ჯვარი საქართველოში გვაქვს დაწერილი და მანამდე ის მართლმადიდებლურად მოინათლა. გიორგის ხსოვნისთვის გაკეთებული ეს უბრალო, მაგრამ ჩემი მხრიდან გაკეთებული გულწრფელი ჟესტი, ალბათ იმის გამოხატულებაა, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს ასეთი ნათელი სულის ბავშვები და მსგავსი საშინელი ფაქტიც აღარასოდეს განმეორდეს...

დასტურის წერილი, რომელიც მიიღო ვინსენტ დელანოემ
დასტურის წერილი, რომელიც მიიღო ვინსენტ დელანოემ

ამის შემდეგ ბატონ ვინსენტ დელანოეს ვესაუბრეთ.

- მუსიე დელანოე, ამჟამად საქართველოში იმყოფებით, ანუ კოვიდმაც არ დაგაშინათ?

- აქ შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩამოვედი, თუმცა ტესტის პასუხი ჩამოვიტანე, ახალი ტესტი აქაც ამიღეს და პასუხი უარყოფითი იყო. მიხარია, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს დაემთხვა. მხედველობაში მაქვს ის, რომ როჟე დე გოლის მემკვიდრემ, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილმა, მხატვარმა ფრანსუა მარი ანტონიოზმა წინანდლის მუზეუმს საჩუქრად შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები გადასცა. ეს ფაქტი ფრანგი და ქართველი ხალხის მარადიული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. ჩემს რეგიონში ყოველთვის ვცდილობ, რომ ფრანგებს საქართველოსა და ქართველების შესახებ ბევრი რამ მოვუთხრო. რაც შეეხება, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავს, იმედია, ქართული მართლმსაჯულება სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოდან, რომელიც უკვე ძალიან მიყვარს, ამიერიდან მხოლოდ კარგ ამბებს შევიტყობ...

260
ნანუკა ჟორჟოლიანი

დაიკელით უსაფრთხოდ და სწრაფად: დიეტა, რომლითაც ნანუკა ჟორჟოლიანმა სასურველი წონა დაიბრუნა

120
(განახლებულია 18:20 22.09.2020)
ბევრი ადამიანი საჭიროებს წონის კონტროლს, ამისთვის კი სხვადასხვა დიეტას მიმართავენ. დღეს მეტად აქტუალურია და ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას. ასეთი კვების დროს ორგანიზმი დაცულია შლაკების, ქოლესტერინის თუ სხვა მავნე ნივთიერებებისგან.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ე.წ. 18-საათიანი დიეტა, რომელსაც ქართველი ცნობილი სახეებიც აქტიურად მიმართავენ. სწორედ ამ დიეტით დაიკლეს ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ.

წლების მერე ნანუკამ სასურველი ფორმა სწორედ აღნიშნული დიეტით დაიბრუნდა და სოციალურ ქსელში თავის ხელმომწერებს გამოცდილება გაუზიარა.

ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი

„ამდენწლიანმა წვალებამ და რინგმა საკუთარ წონასთან დამარწმუნა, რომ ჩემ შემთხვევაში (ყველაფერი ინდივიდუალურია) გაამართლა ცომის და ტკბილის ამოღებამ. შიმშილი იწვევს განგაშს და სტრესს და შემდეგ უფრო მატებას. ბევრი წყალი, ბოსტნეული. ცოტა ბურღული. 16 საათიანს ვაკეთებ ბოლო სამი თვეა და ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა. ბოლო კვება 18:00, პირველი 10:00“, – წერს ფეისბუქ-გვერდზე ჟორჟოლიანი.

მოგვიანებით ნანუკამ 16-საათიანი შუალედი გაზარდა და 18-საათიანზე გადავიდა.

„ჭამის დროს სრულად ამოვიღე პური, მხოლოდ კეტო პურს ვჭამ, ამოვიღე ბურღულეული სრულად, ტკბილიც და გაზიანიც. ვარ 18 საათიანზე“, – წერს ნანუკა.

რას ნიშნავს 18-საათიანი დიეტა

18-საათიანი დიეტის დროს 24 საათიდან 18 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები. მაგალითად, 12 საათიდან 6 საათამდე შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის საკვები, ხოლო დროის დანარჩენ მონაკვეთში – მხოლოდ წყალი. ამ პერიოდის განმავლობაში არ მიირთმევთ არც ჩაის და არც ყავას.

თუ დღის რეჟიმის გამო ვერ ახერხებთ აღნიშნული რეჟიმის ზუსტად დაცვას, შეგიძლიათ შუალედი შეცვალოთ. მაგალითად, არ ჭამოთ 8 საათის მერე, შუადღის 2 საათამდე. ან, უკეთეს შემთხვევაში, 7-ის მერე შუადღის პირველ საათამდე.

დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ რაც გსურთ, მაგრამ თუ მოკლე დროში გსურთ სასურველი შედეგის მიღწევა, რაციონში შეამცირეთ ცხიმიანი საკვების და ცომეულის რაოდენობა, სრულად ამოიღეთ გაზიანი სასმელები.

თუ 18-საათიანი შუალედის დაცვა გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ დაიწყოთ 16-საათიანი დიეტით და შემდეგ გაზარდოთ შუალედი.

აღნიშნული დიეტის დროს მოერიდეთ უმოძრაობას, ყოველდღიურად ირბინეთ, იძუნძულეთ, ან დაკავდით სპორტის რომელიმე სახეობით. დაკლებული კილოგრამების რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის წონაზე. რაც უფრო მძიმეწონიანია ადამიანი, მით უფრო მეტის დაკლებას შეძლებს.

18-საათიანი დიეტის მთავარი ღირებულება ის არის, რომ დაკლებულ კილოგრამებს არ აღიდგენთ ისე სწრაფად, როგორც ეს სხვა დიეტების შემდეგ ხდება.

როგორც ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა განმარტავს, შესაძლოა 18-საათიანი შიმშილი ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ-ერთ სახეობად, თუმცა მოუწოდებს ადამიანებს, დიეტის დაწყებამდე მიმართონ ექიმს.

„18-საათიანი შიმშილი შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ-ერთ სახეობად, თუმცა, რა თქმა უნდა, სანამ გადავწყვეტთ კვების ცვლილებებს, აუცილებელია წინასწარი დიაგნოსტიკა ორგანიზმის მდგომარეობის დასადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ნებისმიერი კვების სტილის რეკომენდაციის გაცემა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდგომ გადავწყვიტოთ ნებისმიერი სამკურნალო კვების დაცვა“, – ამბობს უჩავა.

გაითვალისწინეთ, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ე.წ. 18-საათიანი დიეტის ხანგრძლივად დაცვა სასურველი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას და არა მკაცრ დიეტებს, მით უმეტეს, შიმშილს.

 

120
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

0
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა